ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

გურჯაანი - სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტი" გაიხსნა

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითა- რების პროექტი) და „საქართვე- ლოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა Akhasheni Wine Resort. იგი ტუტებში ქართული ღვინის უძველეს, 8000-წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას. ახალი ტურისტული კომპლექსის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა:
„დღეს ძალიან სასიხარულო დღეა. ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კახეთს შეემატა თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი ულამაზესი სასტუმრო, რომელშიც 7 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ერთობლივად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ. პრემიერ-მინისტრმა „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ (KTW ) და პირადად ზურაბ ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა მევენახეობის მიმართულებით განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციებისთვის და კომპანი- ის დამფუძნებლების მოღვაწეობა მამულიშვილურ საქმედ შეაფასა.
"სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი გადადის თვისებრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. გასული წლის განმავლობაში 28 პროცენტით მოიმატა ტურისტების რიცხვმა. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. შეგვიძლია ეს რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მართლაცდა სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

„თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. თუშეთში შენდება ახალი გზა, რომე- ლიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თბილისიდან სამჯერ შევამ- ციროთ ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა თუშეთის მიმართულებით. ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიტანს გაცილე- ბით უფრო მაღალ დინამიკას და, რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ამ რეგიონში. ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ პირ- ველ ეტაპზე კახეთში განხორცი- ელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშ- ნოს", – განუცხადა შეკრებილებს გიორგი კვირიკაშვილმა.

თეთრიწყარო - მდინარე ხრამის მართვის გეგმა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევროკავშირის წყლის ინიციატივაპლუს აღმოსავლეთის პარტნიო- რობისთვის“ – ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროექტის წარმომადგენლების მონაწილეობთ, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს წყლის რესურსების, კერძოდ, ტრანსსასაზღვრო მდინარეების, მათ შორის მდინარე ხრამის აუზის მართვის გეგმის შემუშავებას და წყლის ხარისხის ამაღლებისთვის საჭირო გრძელვადიანი ინსტრუმენტების შექმნას. შეხვედრაზე განიხილეს საკვლევი წყლის ობიექტის შესწავლის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები, რაც პირველ ეტაპზე გულისხმობს არსებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს. მოკვლეული მასალის საფუძველზე დაზუსტდება წყლის ეკოსისტემებისთვის საფრთხის შემცველი პრობლემები და მოიძებნება მათი გადაჭრის გზები.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ყველა დაინტერე- სებული მხარის მონაწილეობით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს საპილოტე მდინარეთა აუზების მართვის 6-წლიან სამოქმედო გეგმას. სამუშაოების პირველი ეტაპი ზაფხულის პერიოდში დაიწყება.
„ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის“ პროექტი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს წყლის რესურსების მართვის სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებაში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპების შესაბამისად. შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, პროექტის კოორდინატორები და ექსპერტები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები.

წყლის რესურსების საერთაშორისო დღეს ბოლნისიც შეუერთდა

დასუფთავების კამპანია "ლურჯი ნაკადული", რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრების ინიციატივით ტარდება, ბოლნისშიც გაიმართა და ნარჩენებისგან გაიწმინდა სოფელ მუშევანის ხევი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მერიის თანამშრომლებთან და შპს "კომუნალური მეურნეობის" წარმომადგენლებთან ერთად მიიღო."უკვე მე-7 წელია საქართველოში მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით იმართება კამპანია "ლურჯი ნაკადული“, რომელიც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც მოხალისეობრივად ჩაერთო ამ წამოწყებაში და მერიის თანამშრომლებმა კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუშევანის ხევი დავასუფთავეთ. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ატარებს დასუფთავების მასშტაბურ აქციებს და წელსაც, წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით დასუფთავდა მუნიციპალიტეტი", – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.

ლაგოდეხი - შეხვედრა კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან
მუნიციპალიტეტის მერი სსიპ კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრის დასაქმების თანამშრომლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო სერვისების გაცნობისა და გაუმჯობესების მიზნით გაიმართა. ცენტრის თანამშრომლებმა ვრცლად ისაუბრეს სტაჟირების, სუბსიდირების და პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრირებას უწევს რამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. სააგენტოს ძირითადი მიზანია მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის მხარდაჭერა, მოქალაქეთათვის გა- წეული მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების დახვეწა, მოქნილ, მარტივ და სწრაფ, მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომ მექანიზმებზე გადაყვანა. ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით, სახელმწიფო სერვისების უკეთესად გაცნობისა და ინფორმირებულობის მიზნით, ადგილობრივ მეწარმეებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

სიღნაღი - დაძმობილებული ქალაქების ქარტია მოზარდების განათლებასაც უწყობს ხელს

2015 წელს ქალაქ სიღნაღსა და საფრანგეთის ქალაქ შატონეფს შორის დაძმობილების ქარტია გაფორმდა. ადვოკატისა და მეცენატის ბატონ ჟერარ ჟერმანის ინიციატივით, შატონეფისა და სიღნაღის დასაახლოებლად დაიგეგმა არაერთი ვიზიტი, კულტურული და სხვადასხვა სახის გაცვლითი ღონისძიებები. სწორედ ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში, სადაც ფრანგული ენა ისწავლება,Skype-ის საშუალებით V–VI კლასებთან პირველი ღია გაკვეთილი ჩატარდა. საფრანგეთიდან მეცა- დინეობას პროფესორი ჟისლენი უძღვებოდა. საფრანგეთიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად გაკვეთილს ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, მერი გიორგი გოგილაშვილი, რესურს-ცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ბავშვები კვლავაც მიიწვიეს შატონეფში ფრანგულ მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად. ეს გაკვეთილები ხელს შეუწყობს ფრანგული ენის ცოდნის განმტკიცებას.


ჩხოროწყუ – სოფელ ლესიჭინეში ახალი ხიდი შენდება

სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით ფინანსდება.  ამ ეტაპზე ძველ ხიდზე როგორც ქვეითი, ისე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდული არ არის, ახალი ხიდის მშენებლობის ასრულების შემდგომ კი მისი დემონტაჟი იგეგმება.

ჩოხატაური "მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობის რეაბილიტაციისთვის"

ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების – მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურებისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში იმყოფებოდნენ.

"განავითარე შენი რეგიონი" დუშეთში

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ა(ა)იპ "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს  სტუდენტური პარლამენტის პროექტი "განავითარე შენი რეგიონი", რომელიც სოციალური პროგრამის ნაწილია და ემსახურება მუნიციპალიტეტების განვითარების პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალურ მონაწილეობას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა არაფორმალური განათლების ლექციები, ბანაკები, საჯარო ბრაინსტორმინგები, ლიდერთა სკოლები და ა.შ.

ახალი ჭაბურღილი ბულაჩაურში

ჭოპორტის ადმინისტრაციუ-ლი ერთეულის სოფ. ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პრო ექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია LDC-CHARITIES-ის დაფინანსებით განხორციელდა. ახალი ჭაბურღილის ამოქმედებით 250-მდე ოჯახი სასმელი წყლით არის უზრუნველყოფილი. უახლოეს მომავალში ჭაბურღილის მოეწყობა სოფელ ქუბრიაანთკარშიც. პროექტის დასრულების შემდგომ სასმელი წყლით 200-მდე ოჯახი მომარაგდება.

ზუგდიდი - საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი ტყაიაში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპის მიმდინა- რეობისას რეაბილიტირდება 334 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგა- ნის გზა. დაიგება ბეტონის საფარი, აღდგება სანიაღვრე არხებიც. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგი- ლობრივი  ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღი რებულება 185 560 ლარია. ტყაიაში 2015 წელს 980 მეტრი სიგრძის გზა, 2016 წელს კი 820 მეტრი გზა რეაბილიტირდა.
შეხვედრაზე ლაშა გოგიამ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან ერთად, ერთობლივი ძალებით ამ პრობლემას აქტიურად შეებრძოლებიან, ამისთვის კი მოსახლეობის დროული ინფორმირება და აქტიური მუშაობაა საჭირო.


ფოთის სასწრაფო დახმარების სამსახური ყველაზე სწრაფად რეაგირებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შორის ფოთის სასწრაფო დახმარების სამსახური ყველაზე სწრაფად რეაგირებს – მაღალი პრიორიტეტის შემთხვევაში გამოძახების საშუალო დრო 8 წუთს შეადგენს, ხოლო გამოძახებათა 68 პროცენტში სასწრაფოს რეაგირების დრო ხშირად 8 წუთზე ნაკლებია.

სენაკი - სანიაღვრე არხების ამოწმენდა გრძელდება

ქალაქ სენაკში, გამსახურდიასა და თეფანიას ქუჩების კვეთაზე შლამისა და ინერტული მასალისგან იწმინდება სანიაღვრე არხი. ასეთივე სამუშაოები მიმდინარეობს ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგადელიოს უბანში.

წყლის საერთაშორისო დღე ადიგენში

აქციის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში მდინარის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავდა დაბა ადიგენის და აბასთუმანის ქუჩები, სოფლების, საავადმყოფოს, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები. გარემოსდაცვით ღონისძიებებში ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის, აა- იპ-ების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საავადმყოფოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლები. პროექტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირების დასუფთავებაზეა ორიენტირებული.

მარტვილი - მერი გურძემისა და კიწიის მოსახლეობას შეხვდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარებთან ერთად გურძემისა და კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათს პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე მოსახლეო- ბის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გარეგანათება და გაზიფიცირება დასახელდა.
ალექსანდრე გრიგალავამ მოსახლეობას გააცნო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება, ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე და უპასუხა მოქალაქეთა შეკითხვებს. მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას!

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ სტუდენტებისთვის, ვეტერანებისა და დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის უფასოდ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი: დმანისი-თბი- ლისი, თბილისი-დმანისის მიმართულებით, კვირაში ორი დღე, ორშაბათსა და პარასკევს. მუნიციპალური ტრანსპორტი ორშაბათს დმანისის მუნიციპალიტეტის ავტოსადგურიდან გადის დილის 9 საათზე, ხოლო პარასკევ საღამოს ქალაქ თბილისის მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორიიდან გამოდის 15 საათზე.

მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების ნაწილი გაიყიდა
ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით მუნიციპალიტე- ტის ბალანსზე რიცხული ავტომობილები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობას ემსახურებოდა, აუქციონის წესით გაიყიდა. მარნეულის მუნიცალიტეტის საკუთრებაში არსებული 55 მან- ქანიდან 26 აუქციონზე გავიდა, საიდანაც 23 გაყიდულია. აღსანიშნავია, რომ გაყიდული მანქანები ტექნიკური თვალსაზრისით გაუმართავი და ამორტიზრებული იყო, რომელთა მოვლა-შენახვის ხარჯი წელიწადში 70 000 ლარზე მეტს შეადგენდა. გაყიდული მანქანებიდან შემოსული თანხით კი იგეგმება მხოლოდ 5 ავტომობილის შეძენა, რომლებიც შედარებით ეკონომიურია და ეკოლოგიური თვალსაზრისით ნაკლებად აბინძურებს გარემოს.


скачать dle 12.0