თბილისის ისტორიულ ნაწილში სავარაუდოდ ახალი საბაგიროები დამონტაჟდება

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, ისტორიულ ადგილებში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს. 
ელოშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, კონკრეტული არეალების დადგენა მიმდინარეობს.
"საბაგიროები განიხილება, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, საინტერესო ტრანსპორტად იმ არეალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი ტურისტული ინტერესებია", - განაცხადა ელოშვილმა.

დღესვე თბილისის მერმა განაცხადა, რომ ახალი საბაგირო გზით მეტრო “რუსთაველისა” და მთაწმინდის დაკავშირება იგეგმება. მისი თქმით, არსებობს მეტრო “რუსთაველისა” და მთაწმინდის დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება.
"ერთადერთი პროექტი, როემლიც საბაგიროზე არსებობს, არის მეტრო “რუსთაველის“ დაკავშირება მთაწმინდასთან. ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. რაც შეეხება სხვა პროექტებს, კვლევებია ჩასატარებელი, რომლის შემდეგაც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კალაძემ.скачать dle 12.0