რუსულ-თურქულ-ირანული ალიანსის შექმნამ, შეიძლება, საბედისწერო როლი ითამაშოს საქართველოსთვის

გვესაუბრება ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე

_ ბატონო სოსო, დიდი ხანია საქართველოს პოლიტიკურ წრეებში და ქართულ მედიაში აქტიურად საუბრობენ ე.წ. რუსულ აგენტურაზე. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გამოვიცნოთ რუსეთის აგენტი?


_ ეს მარტივია, რადგან რუსეთის სახელმწიფო კაპიტალით დაფუძნებული უამრავი კომპანია საქართველოში აბსოლუტურად ლეგალურად მუშაობს. მაგალითად, მთელი ენერტეგიკის სექტორი, რაოეესი, ენერგო-პრო, ფეროშენადნობთა ქარხანა, ჭიათურმანგანუმი და ა. შ. ვი-თი-ბი ბანკი, თბილისის წყალი და მრავალი სხვა სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო კაპიტალით არიან დაფუძნებული. მათ უკან ბუნებრივია, რუსეთის სახელმწიფო ინტერესები დგას.

ცალკე კვლევის საგანია, რა ბიზნესწილები და რა კავშირები აქვთ რუსეთთან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ვთქვათ, ძმებ ბეჟუაშვილებს, ან გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში. თუმცა ის დღეს პოზიციონირებს, როგორც რუსეთის სასტიკი მოწინააღმდეგე. ასევე იქცევიან მთელი რიგი ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც უკომპრომისო კრიტიკოსები, მეტიც, თითქოსდა, მტრები არიან რუსეთის, ახლოით განჩხრეკისას კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი სწორედაც რუსეთში არსებული ბიზნესებით საზრდოობენ.

ახლა მომაგონდა ვინმე მამუკა გამყრელიძე, რომელსაც, აღმოჩნდა, რომ დიდი ბიზნესები აქვს რუსეთში. თუ გახსოვთ, ამ ადამიანს შოუ მიჰყავდა "რუსთავი 2"-ზე. ისიც გამწარებული აგინებს რუსებს. გაიძახის, რომ რუსეთში არის ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ყველაფერი კონტროლდება, მათ შორის ბიზნესი. მაგრამ თვით გამყრელიძის ბიზნესი რატომ არ კონტროლდება და არ იზღუდება, ამაზე რა პასუხი აქვს, ძალიან საინტერესოა.
უამრავი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება.

_ გასაგებია, მაგრამ პოლიტიკოსებში ცოტა ძნელია, ალბათ, რუსეთის აგენტების ამოცნობა.

_ გაგიკვირდებათ და, ესეც მარტივი რამ გახლავთ.
საკითხში უკეთ გასარკვევად, მოდით, ჯერ განვიხილოთ, რა ინტერესები გვაქვს რუსეთთან მიმართებით. ეს ინტერესი, პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების პრობლემას ითვალისწინებს, რომელსაც რუსეთთან დიალოგის გარეშე ვერ გადაწყვეტ. უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელობის საკითხები ვერ დარეგულირდება, თუ ამ სუპერძალებთან ურთიერთობა არ მოაწესრიგე.

რუსეთს რომ სურდეს, საქართველოში შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც შეძლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ამას მოახერხებდა, რაც ნიშნავს, რომ მას ეს არ აწყობს.

გამოდის, რომ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან პირიპირ დიალოგს ეწინააღმდეგებიან, რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.
არიან კიდევ სხვა გარე ძალები, რომლებსაც არ სურთ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირება. მთავარი და უმთავრესი მათ შორის გახლავთ სომხეთი, რადგან მას შავი ზღვის აკვატორიაში აფხაზეთზე აქვს პრეტენზია. თუ აფხაზეთში ლტოლვილები დაბრუნდებიან და ეს პრობლემა მოწესრიგდება, იგივე უნდა მოხდეს ყარაბაღშიც. იგივე სურს ამერიკას, რომელიც დაინტერესებულია, რომ ნებისმიერი დავის დროს, რომელიც ევრაზიაში მიმდინარეობს, არბიტრის როლი ითამაშოს, რითაც შექმნას ე.წ. ანაკონდას რკალი რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ.

საქართველო ერთ-ერთი შუამდებარე ტერიტორიაა, რომელზე დომინირებაც განსაზღვრავს "ანაკონდას რკალის" ეფექტურობას.
საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკება და ჩვენი ინტერესების განხორციელება კატეგორიულად არ აწყობს შეერთებულ შტატებს.
სომხური ლობი რუსეთში და სომხური ლობი ამერიკაში სარგებლობენ ამ ინტერესთა დამთხვევით და ე.წ. ლიბერალური ფლანგის მეშვეობით რუსეთში წარმატებით ახორციელებენ თავიანთ მიზნებს. თუმცა, გარწმუნებთ, ეს დიდხანს არ გასტანს. ლიბერალური პროექტის ნგრევასთან რუსეთში და ამ პროექტის დომინირების დაცემასთან ერთად ამერიკაში, გეოპოლიტიკური ბრძოლა სულ სხვა ჭრილში გადავა.

რუსეთში ლავროვი, მედვედევი, მაგამედოვების კლანი ამ დესტაბილიზაციით იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ, სავარაუდოდ, რუსეთში დიდი წმენდაა მოსალოდნელი, რითაც შანსი ჩნდება მოლაპარაკებების ფანჯარა გაიხსნას და ამ უსასრულო წკვარამიდან გამოვიდეთ.

ვინც ყველაზე მეტს ყვირის, იგინება, იფურთხება და უარყოფს რუსეთს, არის რუსეთის ნებსითი თუ უნებლიე აგენტი. მათი მიზანია, იქამდე მიიყვანონ მდგომარეობა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ნგრევა გამოიწვიონ. ესენი არიან ანტიქართული და აგრესიული რუსული ძალების პირდაპირი აგენტები.

_ ე.ი. სააკაშვილი, ბოკერია და სხვანი და სხვანი, ვინც რუსეთს ლანძღავდნენ და ლანძღავენ, სხვა მანიშნებლებთან ერთად რუსეთის აგენტები გამოდიან?

_ გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი დინამიკა ტრანსნაციონალური, გლობალისტური ძალების საკმაოდ საშიში ფრთაა, რომლის ხელმძღვანელადაც სოროსს მოიხსენიებენ, მაგრამ ნაციონალურ სახელმწიფოებთან ბრძოლაში ეს გაცილებით ფართო ცნებაა.

შესაბამისად, რუსეთის ლიბერალური ფრთის ანარეკლი სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგას გვირგვინივით.
თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. ისინი თუ "რუსეთის აგენტები" იყვნენ, გამოდის, რომ შესაბამისი დასავლური და ამერიკული ძალების აგენტებიც ყოფილან და ეს, პრინციპში, ლოგიკური ამბავია.

გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილის გაპრეზიდენტებისას ბორის ივანოვი რომ ჩამოვიდა და სააკაშვილს ხელი აუწია. ივანოვი სწორედ იმ ლიბერალური ძალების წარმომადგენელი იყო. სააკაშვილი, მისი ამფსონები და ივანოვი ერთი მიმართულების ხალხი იყვნენ და არიან.

_ ბარემ ესეც ვთქვათ, რას აკეთებს აგენტი, რა არის მისი დანიშნულება და მოქმედების ტაქტიკა?

_ რიტორიკული კითხვაა.
ვინც ზემოთ ვახსენე, ისინი ლანძღავენ რუსეთს, ხოლო უბრალო ადამიანს, რომელიც ქვეყნის სიყვარულის გამო რუსეთის ლანძღვას მოერიდება და მოლაპარაკების მომხრეა, აგენტის ეძახიან.
აგენტურა, როგორც წესი, სხვადასხვა ხერხით მუშაობს. აგენტის ჩანერგვის ერთ-ერთი ხერხი ასეთია: პირს მიაკრავენ ვითოდა დასავლური ორიენტაციის იარლიყს და ევროპა-ამერიკის გავლით უშვებენ სამუშაოდ, ვითომ დასავლეთის მომხრეა, სინამდვილეში კი რუსეთიდანაა შემოგზავნილი.
ასეთი იყო ჩვენი წინა მთავრობა და მისი წარმომადგენლები სააკაშვილის მეთაურობით.

ახლა რუსეთში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ დიდი კრისტალიზაციის მოწმენი გავხდებით. დაიწყება დიდი წმენდა, რაზეც ზემოთაც გითხარით. განსაკუთრებით ლიბერალურ ფლანგს შეავიწროვებენ მნიშვნელოვნად.
მოკლედ, საინტერესო პროცესები იწყება რუსეთში, თუმცა ჩვენთან ამაზე ნაკლებს ლაპარაკობენ.
ისევ ძმებ მაგომედოვებს მივუბრუნდები. ისინი დაღესტნელი ტატები (ებრაელები) არიან.

მედვედევის პრეზიდენტობის დროს მათი გავლენები გაიზარდა. ისინი წამყვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდნენ. ნოვოროსიისკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტი, ტამანის პორტი და ა.შ. მათ ხელში იყო. ისინი ცდილობდნენ კონტროლი აეღოთ ხორბლის ექსპორტზე, როსნეფტში ნახევარ წილებს ფლობდნენ და ა. შ.

მაგომედოვებთან ერთად მედვედევისა და დვორკოვიჩის სახელებსაც გავიხსენებ და გეტყვით, რომ ამ კლანების ჩამოცილების პროცესი მინდინარეობს დღეს რუსეთში. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია და თუ ეს პოლიტიკა ვლადიმირ პუტინმა წარმატებით დაასრულა, მისი საბოლოო წარმატება გარდაუვალია.
გლობალურ პოლიტიკას რომ გადავხედოთ, ჩინეთის გარეშე პოლიტიკური პროცესების განხილვა აბსურდია და რაც ხდება რუსეთში, ყველაფერი უნდა გავნიხილოთ ჩინეთის გლობალური ინტერესების ჭრილში.

ჩინეთის მთავარი გასასვლელი სამხრეთ ჩინური ზღვაა, სადაც აშშ-ის, ტაივანისა და იაპონიის რკალია.
აშშ-ი თავის მხრივ ცდილობს დარჩეს დომინანტ ძალად წყნარი ოკეანის რეგიონში, რის გამოც არ აქვს სახარბიელო დამოკიდებულება ჩინეთთან.
ჩინეთს სახმელეთო სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს ე.წ. აბრეშუმის გზის პროექტში.

რუსეთი, როგორც ევრაზიის ცენტრი, ცდილობს იყოს ჩინეთის როგორც მაკონტროლებელი, ასევე მისი თანაბარი პარტნიორიც და ის ამბიციური პროექტიც, რაც პუტინმა წამოაყენა _ 75 მლრდ რუბლის დახარჯვა ინფრასტრუქტურაში, რომელიც ტვირთების გადაზიდვის დროს ოპტიმიზაციას და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის გზის ამ მიმართულებით გამოყენებას გულისხმობს, სწორედ ამის დასტურია.

_ საქართველო სად არის აქ?

_ წარმოიდგინეთ, რომ აქ საქართველოს ადგილი, თუმცა მოკრძალებული, მაგრამ მაინც არის. ჩინეთი ანაკლიის საზღვაო პორტით არის დაინტერესებული. კერძოდ იმით, თუ რომელი მხარე გააკონტროლებს ამ პორტს.
ცხადია, აშშ-ი ამის პირველი მოსურნეა, მაგრამ ჩინური ინტერესებიც დიდია ამ საქმეში.

ის, რომ ენერგომატარებლების საქართველოზე გაყვანის გზით, იგივე შაჰდენიზის პროექტით, ბაქო-ჯეიჰანით და სხვ. რუსეთისთვის რომ ზიანი მიგვეყენებინა და გეოპოლიტიკურ თამაშებს მიღმა დაგვეტოვებინა, ფაქტობრივად, მივაღწიეთ ამას და საქართველოზე გადიოდა ეს ხაზები, მაგრამ, სამაგიეროდ, ქვეყანა დაიყო სამ ნაწილად. ისე მოგვივიდა, "გააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელსო". სანაცვლოდ მივიღეთ 60 მლნ დოლარი წლიური შემოსავალი, ეს მაშინ, როცა საქართველო დღემდე ატარებს მსოფლიო ნავთობის 2%-მდე.

ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა იცლება, ლიბერალური მთავრობები ერთმანეთს ცვლიან, ანტიეროვნული პოლიტიკა მძვინვარებს, როგორც აწყობდა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს და უმძიმეს დაპირისპირებაში ვართ რუსეთის ფედერაციასთან.

_ ე.ი. მოლაპარაკება ამ ეტაპზე შეუძლებელია?

_ ტყუილია ის, რომ საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკება არ შეუძლია.
რუსეთი, თურქეთი და ირანი გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ. პროექტს დიდი ქურთისტანის შექმნის და ახლო აღმოსავლეთის აღრევისას, რაც იყო აშშ-ის ინტერესებში, დაუპირისპირდა სამი რეგიონული სუპერძალის პრინციპს _ თურქულ-რუსულ-ირანულ ალიანსს.

ამერიკა-ისრაელი, შესაბამისად, კვებავდა ქურთულ სეპარატიზმს. ეს ვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ბედთან, რადგან რუსულ-თურქული კავშირი, ის, რაზეც ლაპარაკობენ დღეს პუტინი და ერდოღანი, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთან.
სამწუხაროდ, ადვილი მოსალოდნელია, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებამ სამხრეთ კავკასიაში გადმოინაცვლოს.
სამხრეთ კავკასია, რომელიც, ბედად, ჯერჯერობით, არ არის სამხედრო დაპირისპირების არეალი, არის ვაჭრობის საგანი _ რუსეთისთვის გეოპოლიტიკური და ინფორმაციულ-პოლიტიკური პირობების შექმნის თვალსაზრისით.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეეცდება სამხედრო-პოლიტიკური მეთოდებით საქართველოს საკითხის გადაწყვეტას და ამით ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემას ვითომდა მოხსნას, ის აღმოჩნდება სრული იდეოლოგიური ბანკროტი მსოფლიოს თვალში. სწორედ ამიტომ, რუსეთს არ აწყობს საქართველოში საკუთარი ინტერესების გამომხატველი ხელისუფლების _ ქართული პოლიტიკური სუბსტრატის არსებობა.
ასევე არ აწყობს ეს დასავლეთსაც.

შესაბამისად, ნგრევის პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, აბსოლუტურად ლოგიკურია.
რუსეთი და თურქეთი საოცარი ინტენსივობით ხვდებიან ერთმანეთს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორ გადაინაწილონ სამხრეთ კავკასია, ხოლო ჩვენი ე.წ. ექსპერტების დიდი ნაწილი გვარწმუნებს, რომ რაკიღა რუსეთს ვებრძვით, თურქეთი ჩვენი მეგობარია…
ამ ვითარებაში მოლაპარაკებების ეფექტურობა, ჯერჯერობით, არარეალურად მეჩვენება.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0