ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

გურჯაანი - ველისციხელებს ეზოებს დატბორვისსაფრთხე აღარ ემუქრებათ

სოფელ ველისციხეში, №1 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალასტისა და მყარი ნარჩენებისგან სანიაღვრე არხი გაიწმინდა. ნალექის დროს სანიაღვრე არხიდან წყალი გადმოდიოდა, იტბორებოდა გზის სავალი ნაწილი და მოსახლეობის ეზოები. სამუშაოები ა(ა)იპ მუნიციპალურმა სერვისმა შეასრულა.

დუშეთი - წინამძღვრიშვილის კოლეჯი ახალგაზრდებს იწვევს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კოლეჯის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია სასწავლებლის დაარსებისა და სასწავლო მიმართულებების შესახებ. კოლეჯში ახალგაზრდები შეისწავლიან პროფესიულ პროგრამებს, რომლებზეც რეგიონის შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. საგანმანათლებლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოსნოებითა და ლაბორატორიებით.
მიმდინარე სასწავლო წლისთვის საზოგადოებრივი კოლეჯი უკვე აცხადებს სტუდენტების მიღებას შემდეგ სპეციალობებზე: მეფუტკრეობა, მეხილეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, ელექტროობა, სატყეო საქმე, ტრაქტორისტ-მემანქანე, თმის სტილისტი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები მეხილეობის სპეციალობაზე მიიღებენ სტიპენდიას გაეროს განვითარების პროგრამიდან, ხოლო მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობა კი სრულიად ახალი, გერმანული მეთოდით ისწავლება. მსურველებს მიეცემათ საწარმოში პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობა და შესაბამისი ანაზღაურების მიღება. ჩამოთვლილ სპეციალობებზე სწავლა უფასოა და გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენლები.

ფოთის მერია ავარიული სახლის ბინადართა საცხოვრისზე იზრუნებს

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან ერთად კაცაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი მოინახულა. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და დემონტაჟს ექვემდება- რება. მასში ამჯერად ორი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი ფართის პრობლემის მოგვარებაზე ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს. სახლის მობინადრეებთან შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თორნიკე შონია და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩოხატაური - აქცია "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას"

ამაღლების თემში ამ სახელწოდების აქცია გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით. შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, მავნებლის მექანიკური განადგურების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობისა და მობილიზების აუცილებლობაზე. აქციას შეუერთდა ჩოხატაურის მოხალისეთა გუნდი, რომლის წევრებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

ლაგოდეხი - 9 აპრილს გმირულად დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნის დღე

1989 წლის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძო- ლას 21 ადამიანი შეეწირა. მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიასთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს გმირულად დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნის პატივ- საცემად ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გამართულ სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სოფელ კართუბანში მამუკა ნოზაძის საფლავი გვირგვინითა და წითელი ტიტებით შეამკეს.

სიღნაღი - გზის რეაბილიტაცია სოფელ ჯუგაანში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა სოფელ ჯუგაანში საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 521 ლარით ფინანსდება, ორი სახიდე გადასასვლელის მოწყობასა და 537 მეტრზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. განახლებული გზით სოფლის ორმოცამდე ოჯახი ისარგებლებს.

დედოფლისწყარო - მერი დედოფლისწყაროს სათნოების სახლს ეწვია

დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან რთად დედოფლისწყაროს სათნოების სახლ "სავანეს" ეწვია და ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მერმა და მერიის თანამშრომლებმა ორასოცდაათივე ბენეფიციარს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.

ზუგდიდი - მოხალისეები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების ფარგლებში, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცხოვრებელი სახლების სხვენებისა და დამხმარე ნაგებობების შეწამვლა მიმდინარეობს.
ზედა ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მარტოხელა ოჯახებში მოხალისეების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა გაეცნო. ზედა ეწერის მსგავსად, მოხალისეთა ჯგუფები შექმნილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება აგრეთვე მიტოვებული შენობა-ნაგებობები.

მარტვილი - მერი აბედათისა და ბანძის მოსახლეობას შეხვდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან ერთად აბედათის და ბანძის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო ადგილობრივთა პრობლემებს და ისაუბრა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება. შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება. მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

სენაკი - გარეგანათების მოწესრიგება

ქალაქ სენაკის ცენტრალურ პარკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერში გარეგანათების ბოძებზე დამონტაჟდა დიოდური ნათურები, აღდგენილია დაზიანებული ელექტროსადენები. ანალოგიური სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.

ჩხოროწყუ - თათბირი მერის წარმომადგენლებთან

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაცია 2 აპრილს მუნიციპალიტეტის დაბასა და სოფლებში მოსახლეობისთვის ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ. წარმომადგენ ლების ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, სტიქიის შედეგად  40-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა. ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა ასევე ლეგახარეს უბნის საბავშვო ბაღსა და ლესიჭინეს ადმინისტრაციულ შენობებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება შესაბამის სტრუქტურებში წარსადგენად.
დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებს დაავალა, აღრიცხონ მუნიციპალიტეტში არსებული უსახური შენობა-ნაგებობები, რათა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინონ შემდგომი რეაგირება.  შეხვედრაზე მერის მოადგილემ ვალერი თოდუამ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სპეციალურ კომისიასთან ერთად, სახლში ეწვევიან უკი- დურეს საბინაო პირობებში მყოფ ოჯახებს და ადგილზე გაეცნობიანმათს საჭიროებებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი: "უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად, სააღდგომო ნობათებს ურიგებს ბოლნისის სათნოების სახლის ბენეფიციარებს და წელსაც, ჩვენი გადაწყვეტილებით, წინასააღდგომოდ, 200 ოჯახს გადავეცით ნობათი. მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღე სასწაული. მართალია ეს არის მცირედი, თუმცა ჩვენ მუდმივად ვზურნავთ შეჭირვებულ ოჯახებზე და წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვატარებთ მსგავს აქციებს.
მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად 350 ბენეფიციარს უზრუნველყოფს კვებით. მსგავს აქტივობებს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ". ბოლნისის სათნოების სახლის ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული ქვემო ქართლის გუბერნატორმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცეს. გრიგოლ ნემსაძე დავით შერაზადიშვილთან ერთად ბოლნისის სათნოების სახლში ტკბილეულით ხელდამშვენებული მივიდა და მოხუცებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ბენეფიციარებმა სტუმრებს გამოჩენილი გულისხმი- ერებისთვის მადლობა გადაუხადეს. ბოლნისის სათნოების სახლში 15 ბენეფიციარი ცხოვრობს, რომ- ლებიც მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი არიან ფართით, საკვებითა და უფასო მედიკამენტებით.
"სათნოების სახლის მოხუცებს, ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად ვესტუმრე და აღდგომის დღესასწაული მივულოცე. მათ მუდმივად სჭირდებათ ჩვენი მხრიდან ყურადღება და მოფერება, რაც ნამდვილად არ აკლიათ. სიმბოლურად ტკბილეული მივართვით. მინდა თითოეულ მათგანს გულით მივულოცო ბრწყინვალე აღდგომა, უფალმა დალოცოს ისინი და ჯანმრთელობა არ მოაკლოს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დმანისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად ქალაქ დმანისში 26 სოციალურად დაუცველ ოჯახს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომოდ ნობათი გადასცა."დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ყურადღება. მხარში დგომით და ერთმანეთის ტკივილის გულთან ახლოს მიტანით ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ. ჩემი დიდი სურვილია, არც ერთ ოჯახს სოციალური თუ სხვა სატკივარი აღარ ჰქონდეს", – აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში აღსაზრდელზე 70 გათვლილი ახალი საბავშო ბაღი აშენდა. შენობა აღიჭურვა სათანადო ინვენტარით, კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. თანამედროვე და ახალი საბავშვო ბაღი მოემსახურება მიმდებარე დასახლებების აღსაზრდელებსაც. აღსანიშნავია, რომ ბაღის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ახალი შენობა 29 მარტს საზეიმო ვითარებაში გახსნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს თანამედროვე სტადნარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი გაიხს, სოფელ სამღერეთშიც, ხოლობაღების არსებული შენობების რეაბილიტაცია და აღჭურვა გათვალისწინებულია სოფელ მარაბდაში და სოფელ ჭივჭავში.
ასურეთის საბავშვო ბაღის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 374 303 ლარს, მათ შორის საფო ბიუჯეტიდან 348 415 ლარი. ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 25 888 ლარი.

განცხადება დასაქმების მსურველთათვის

ევროკავშირისა და RDFG-ს პროექტის – „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ – ფარგლებში, დასაქმების პროგრამის მეორე ფაზა დაიწყო. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 20 აპრილამდე დარეგისტრირდნენ აპლიკანტთა სიაში. რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 5 99 90 10 82 ან გაგზავ- ნეთ შეტყობინება შემდეგ მისამართზე:
lmaisuradze@rdfg.ge

წალკა - საჩუქრები ბედიანის ბავშვთა სახლის ბინადრებს

ქვემო ქართლის რწმუნებულ- გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე, სააღდგომო ღონისძიებების ფარგლებში, დაბა ბედიანის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და ბავშვებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის ერთერთი პრიორიტეტია, გამომდინარე აქედან ადგილობრივი თვითმმართველობა ეტაპობრივად აშენებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება, რომლის მშენებლობაც დაგეგმილია წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საიმერლოში.
ორსართულიანი საბავშვო ბაღი ოთხ ჯგუფზე იქნება გათვლილი საბავშვო ბაღის შენობაში მოთავსდება ოთხი სრულფასოვანი საჯგუფო ბლოკი, სამზარეულო ბლოკი და სხვა, ხმარე სათავსოები დამ. მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდება ადმინისტრაციული სათავსოები და სპორტულ სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი შენობა ადაპტირებული იქნება  შშმ პირებისათვის.
მოგახსენებთ,რომ ბაღის შენობა ნაგებობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე განთავსებულია მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანთა და აგვისტოს ომში გმირულად გარდაცვლილი მებრძოლის ზაზა ბოჭოიძის მემორიალი, პროექტით გათვალისწინებულია მისი ადგილმდებარეობის შეცვლა, კერძოდ კი მემორიალი განთავსდება საბავშო ბაღის გარე პერიმეტრზე ბაღის მშენებლობისთ. ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწი- ნებულია 686 000 ლარი. ამჟამად უკვე დასრულდა ტენდერი სამშენებლო სამუშაობზე.
скачать dle 12.0