ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

სენაკის პროგრამა "ახალგაზრდა მეწარმე" სოფლად - ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად

დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18–35 წლამდე მამაკაცები და 18–40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებებს, გარდა იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით დაფინანსდება პროექტის ღი რებულების 40 პროცენტი, არა უმეტეს 60 000 ლარისა. ანამონაწილეობის თანხის მოძიება შესაძლებელია როგორც საკუთარი სახსრებით, ისე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტით).
რეგისტრაცია და ვრცელი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.danida.apma.ge
სააგენტოში განცხადება და თანამდევი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგი ვებგვერდების მეშვეობით: www.apma.ge და www.danida.apma.ge

ჩოხატაური - გორაბერეჟოულის გზაზე ასფალტბეტონი იგება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში, სასაფლაოსთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონ- დისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გურჯაანის ტურისტული პოტენციალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გეგმაზე მუშაობს. სპეციალისტები მიმართავენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გამოთქვან თავიანთი აზრი, გურჯაანის ტურისტული განვითარების შესახებ. მოსახლეობას შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი მოსაზრებები გაუზიაროს შემდეგ მისამართზე: gurjanitourisma@gmail.com

გამწვანების აქცია სოფელ მაჩხაანში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით სოფელ მახჩაანში გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მერი  გიორგი გოგლაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფლის მცხოვრებლები. სამოცი ძირი წიწვოვანი ნერგი სათამაშო მოედნის, ორი დასას- ვენებელი სკვერის, ტაძრისა და „ფანიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაწილდა.
2018 წელს გამწვანების აქცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იგეგმება.

დუშეთი - საქველმოქმედო აქცია სოფელ თხილიანაში

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და ომში დაღუპულთა შემწეობის ფონდის – "მეოხი 2004"-ის ხელმძღვანელი თემურ მირაქიშვილი უკანაფშავის ადმი- ნისტრაციული ერთეულის სოფ. თხილიანაში მცხოვრებ ზაზა ან ეთის მუნიტის მერიისა და "მეოხი 2004"-ის სახელით ოჯახს საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები, რაგბის ბურთი  და ველოსიპედი გადასცეს.

ფოთი - მალთაყვის განვითარების საპროექტო წინადადებების განხილვა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მალთაყვის განვითარების პროექტის საჯარო განხილვას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები, საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. „წინასაპროექტო კვლევა და ხედვა მალთაყვის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ და შპს „ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიმ წარადგინეს. პროექტის საბოლოო  სახით შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება საჯარო განხილვაზე გამოთქმული მოსაზრებები.

სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე გარგანათების ბოძებზე მიმ დინარეობს 150-ვატიანი ნათურების 50-ვატიანი დიოდური ნათურებით ჩანაცვლების LED-სი.ანალოგიური სამუშაოები გაგრძელდება ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე დამონტაჟდება 360 დიო- დური ნათურა, რის შედეგადაც ეკონომია წლიურად 24 000 ლარი იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო — ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს პროგრამას "ინტერნეტი განვითარებისთვის", რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის იმართება უფასო ტრენინგები ციფრულ წიგნიერებასა და ელექტრონულ ბიზნესში. პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.ტრენინგი ჩატარდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვ- რებო პირობების მქონე ოჯახე- ბისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და "ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას. განცხადებების ადგილზე შემოწმებისა და ოჯახების ანკეტირების პროცესი დასრულებულია. წელს მერიაში "ერთი თბილი ოთახის“ პროგ- რამაში ჩართვის მსურველთა 78 განცხადებაა შესული. აღნიშნული პროგრამისთვის 100 000 ლარი დაიხარჯება და 20 ოჯახი ჩაერთვება. 2017 წელს "ერთი თბილი ოთახის“ პროგრამით 11 ოჯახმა ისარგებლა.
სანიაღვრე არხები გაიწმინდაყულიშკარის, დიდინეძისა და მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მსგავსი სამუშაო იგეგმება კოკში, ცაიშში, ცაცხვსა და ორსანტიაში. მიმდინარეობს მწვანე საფარის მოწესრიგებაც. ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ოჯახს
საშეშე მერქანი გადაეცა.
ჯანდაცვის კომისიამ 37 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. გახარჯულმა თანხამ 11 125 ლარი შეადგინა.

ჩხოროწყუ - მოქალაქეთა მორიგი მიღება მერთან

მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო ადგილობრივების საჭიროე- ბებს. განცხადებები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის, სოციალურ და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. დათო გოგუამ, შესაძლებლობების ფარგლებში, მოქალაქეებს დახმარება აღუთქვა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები ყოველი კვირის სამშაბათი და პარასკევია, თუმცა მერი, საჭიროების შემთხვევაში, მათ ყოველდღე იღებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ააიპ "რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაცია“ ქვემო ქართლის 6 რეგიონალურ ერთეულში ახორციელებს პროექტს „დედაენა ქართული“. ფესტივალი-კონკურსი მოიცავს ბლოგს თემით,, დედაენა ქართული“. პირველი ღონისძიება ორგანიზატორებმა დედაენის დღეს დაამთხვიეს და სტარტი საბას მიწიდან, ძირძველი ტანძიიდან აიღეს. სულხან-საბას მუზეუმმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა, იყო ქართული სიმღერა, ლექსი და სიტყვა მადლიანი, როგორც დიდი პოეტი იტყოდა. ფესტივალში მონაწილეობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცამეტი სკოლა. სპეციალურად არჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი სკოლა, რომლებიც დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით, ისტორიულ-შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურის ტომეულებით. ყველა მონაწილე სკოლას გადაეცა სამახსოვრო სიგელები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბოლნისის კულტურის სახლის ანსამბლები და მომღერალთა გუნდები. კონკურსი საზეიმოდ დაიხურება 2018 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დარბაზში.

მედიატური "გაიცანი დმანისი"

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიციატივით, მედიატური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გაეცნენ დმანისის ტურისტულ პოტენციალს, დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები და მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს ინფორმაცია ტურიზმის განვითარების მხრივ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი: "დმანისის მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფი. დმანისში წლის ბოლოს გვექნება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც იზრუნებს მარშრუტების შექმნასა და ეკიპირებაზე, რეკლამაზე, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების საინფორმაციო ბაზების მოძიებაზე, ექსკურსიამძღოლებისა და მოლაშქრეების დატრენინგებაზე. დმანისის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია განვითარდეს სატრანსპორტო, საფეხმავლო და აგროტურიზმი, ასევე — კულინარული ტურიზმი".

შეხვედრა შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ერთად ერთმანეთისათვის“ ფარგლებში, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მოადგილემ ლია ზურებიანმა, ორგანიზაცია „ინიციატივა რეგიონული განვითარებისათვის“, შშმ ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის –„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ხელმძღვანელმა და მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელმა მზია მჭედლიშვილმა. შეხვედრაზე იმსჯელეს შშმ ბავშვთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად სოციალური სერვისების დანერგვა/განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სენსორული დარღვევის მქონე სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გზით, პირველ ეტაპზე იგეგმება შშმ ბავშვთა აღრიცხვა და ინფორმაციის შეგ- როვება მათი საჭიროებების შესახებ, ხოლო შემდგომ — კონკრეტული ღონისძიებები.

მარნეულის მერი სოფელ ქვემო სარალის მოსახლეობას შეხვდა
მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, პირველ მოად- გილესთან ზაურ ტაბატაძესთან ერთად, სოფელ ქვემო სარალში იმყოფებოდა, სადაც სასმელი წყლის ახალი სისტემის პროექტის დატესტვის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. თემურ აბაზოვი პირადად გაეცნო სოფელში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა.

ქართული ენის დღე მარნეულის საჯარო სკოლებში

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართული ენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. მარნეულის კულ- ტურის სახლში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა ქართული ენისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გამართა და ამით კვირეული დაასრულა. ღონისძიებაში, რომელიც შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო, მონაწილეობდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. მათ მაყურებელს შესთავაზეს ქართული სიმღერები, ცეკვები და ლექსები.скачать dle 12.0