ალო, ანტიოკუპაციური ტაქსია?

კეშას ბლოგი
____________________
დაახლოებით ერთი წლის წინ, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დაარსა. ბოლო დროს, მოძრაობის წევრები საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ. ამბობენ, რომ პროტესტმა ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელიდან რეალურ ცხოვრებაში უნდა გადაინაცვლოს.

ხოდა, ხან ფოტოებს გვიგზავნიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხან მტრის ბაზის მდგომარეობას გვამცნობენ და ხანაც დედაქალაქში დადიან „ანტიოკუპაციური ტაქსებით“…

მე არ ვკითხავ, ბატონ დავითს, სად იყო და რას აკეთებდა აქამდე, მშვენივრად ვიცი და იმიტომ.

მაგრამ ნამდვილად მაინტერესებს, ან მანქანების შესაძენი ფული საიდან გადმოირიცხა, ან საოკუპაციო ხაზთან პატრულირებისთვის საჭირო თანხები საიდან მოდის – ამ ადამიანების ოჯახებს ხომ რჩენა სჭირდებათ? მინიმალურ საარსებო მინიმუმს ხომ უხდის ვიღაც? – ხოდა, ვინ, ვინ გაფინანსებთ, ბატონო დავით? ვისი მოტანილი ფულით მიდიხართ ჩემი ქვეყნის საოკუპაციო ხაზთან, მინდა ვიცოდე.

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბატონო დავით, არ ვიცი, თქვენზე მეტად თუ ნაკლებად, არავის და ვერავის შევეჯიბრები – ჩემი ქვეყნის სიყვარულში. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისი ყოველი გოჯი – მაგრამ ქვეყანა მხოლოდ მიწა არ არის, ჩემი ქვეყანა – ჩემი ქართველია. ქართველის გარეშე, რა ფასია აქვს საქართველოს.

ხოდა, მითხარით, მითხარით, რომ შეგვიძლია ომის მოგება რუსეთთან, მითხარით და მოვალ, მოვალ და ვიომოთ.
მითხარით, რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს კიდევ რუსეთთან ომს, ბატონო დავით, გადავთვალოთ მერე ჩვენი ქართველები, თუ ვეყოფით, თუ გეყოფით, მოვალთ და დაე, ჩავიხოცოთ და დავიბრუნოთ მიწა ქართული.

ოღონდ, რამე თუ ისე არ წავიდა, მე არ მყავს ავტომანქანა, ბატონო დავით, მე არც ანგარიშები მაქვს ბანკში, რომ გამოვიტანო და ქვეყნიდან გავიქცე…
ასეც რომ იყოს, რომ მქონდეს ანგარიში და ავტომანქანა – ვერ დავუტოვე მე ჩემს დაბომბილ ქვე­­ყანას – ხოდა, რას იზამთ, რას გვიზამთ, რას ეტყვით მერე, ჩემს შვილს რას ეტყვით, ბატონო დავით?

მომაყარეთ, მიწა მომაყარეთ, ბატონო დავით, თუ ჩემს ქვეყანას წაადგება, მოვალ, ვიომებ და მომაყარეთ ქართული მიწა – მაგრამ, დანამდვილებით უნდა იცოდეთ, ზუსტად უნდა მითხრათ, რომ მოვიგებთ ომს, რომ ჩემი სისხლი არ იქნება ამაო.

გამოვიყვანეთ 2008 წელს დათვი ბუნაგიდან, ბატონო დავით, მერე? სად იყავით 2008 წელს, ბატონებო? რატომ არ შეაკალით თავი ოკუპანტს, რატომ არ დამიძახეთ მაშინ საბრძოლველად, რატომ არ ითხოვდით მაშინ ქუდზე კაცს? რატომ დავიხიეთ უკან, თუ მეტი შეგვეძლო? რატომ არ მივიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე? რატომ შევძვერით ჩირგვებში?

სად იყავით, ბატონო დავით, გორი რომ იბომბებოდა? საზღვრები რომ გადმოჰქონდათ გოჯ-გოჯ ოკუპანტებს, მაშინ რას აკეთებდით? ვიცი, რასაც აკეთებდით, 2008 წელს დოკუმენტური ფილმის მონტაჟით იყავით დაკავებული.

სად იქნებით, ბატონო დავით, 2018 წელს, თუ ისევ გადმოვა დათვი შეტევაზე, თუ ისევ დაგვიპირებს დათვი დატორვას? გადამეფარებით, ბატონო დავით? გადაეფარებით, ჩემს გორს, ბატონო დავით? ეყოფა მერე თქვენი ფართო მკერდი ჩემს გორს, ბატონო დავით? გადაეფარება ჩვენი მკერდი და დაიცავს საქართველოს, ბატონო დავით?

ერთ თქვენს თანამოაზრეს ჰკითხეს ფეისბუქზე – თურქეთი არ არის ოკუპანტიო?

უპასუხა: – არა, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ჩვენი პარტნიორი, ოკუპანტი ოსმალეთი იყო და არა თურქეთიო.
ხო, ნატოს წევრი ქვეყანა როგორ იქნება ოკუპანტი? მხოლოდ წაღებული ტერიტორიების გამოა თურქეთი ოკუპანტი?

თურქული წარწერებითაა გადაწერილი ბათუმის ყველა მეორე ოფისი, ყველა მეორე მაღაზია, ყველა მეორე კაფე…

თურქეთი რომ არ არის ოკუპანტი, ეგ იმ 16 წლის გოგონებს უთხარით, რომლებსაც თურქები გვიბახებენ.

თურქეთი რომ არ არის ოკუპანტი, ეგ იმ ოჯახებს უთხარით, რომლებმაც საჭმლის სანაცვლოდ, შვილები მისცეს თურქებს.
თურქეთი რომ ჩვენი პარტნიორია, ეგ თურქეთიდან დაპორტირებულ ქართველებს უთხარით, იქ მონებად მომუშავე ქართველებს უთხარით.
ქართველის ნაწამები სხეული იპოვნეს თურქეთში რამდენიმე დღის წინ.

გუშინ ქართველი ქალის და­ჩე­ხი­ლი გვამი დატოვეს თურქეთის ქუჩებში ცხოველთა საჯიჯგნად.
შარშან, დანის მრავლობითი ჭრილობით იპოვნეს ქართველი მღვდელი, თურქეთის ერთ ქალაქში, მართლმადიდებლური ტაძრის წინ დაგდებული.
წარმოდგენა თუ გაქვთ, რამდენი ქართველი კვდება და იკარგება თურქეთში?

ან, იქნებ, ამ თქვენს დამფინანსებლებს არ სურთ თურქეთში დაკარგული ქართველების ძიებაზე ფულის დახარჯვა, ბატონო დავით? თურქეთში მკვდარი ქართველი არ აინტერესებთ, იქნება, ფულის გამომგზავნებს? თურქეთში ნაწამები ქართველი არ არის, იქნება, გასაშუქებელი თემა და ბოდიშს გიხდით, რომ წამოვწიე.

ხომ ამბობთ, რომ გიყვართ საქართველო და ქართველები – ხოდა, დაგვყარეთ, დაგვყარეთ, მა­მულიშვილებლო, შინაურ მტე­რ­თან და წადით საზღვართან, გარეული დათვის გამოსაღვიძებლად, რომლის ტორის დანახვაზეც ქვეყანა ერთიანად იცლება ქართველებისგან, რომლის ერთ დაღრიალებაზე ბანკებიდან ხსნიან ანგარიშებს და პედალს აწვებიან.

მე არ ვარ მშიშარა, დამიძახეთ და ჩამოვალ, დავდგები და ვიომებ, ვიომებ და მოკვლა არ ვიცი, ამიტომ მომკლავენ, მომკლავენ და სანამ ჩემს გვამს გადმოაბიჯებენ, სანამ ჩემი გვამისგან გზას გაათავისუფლებენ – ფორა მოგეცემათ – არ ვიცი, გასაქცევი, თუ საომარი ფორა – არც ერთი მენანება და არც მეორე.

მხოლოდ მითხარით, რომ მოვიგებთ ჩვენ ომს.
მხოლოდ მითხარით, დანარჩენი საქართველო ვის დავუტოვოთ? ვის შევაჭამოთ? ვის ვაჩუქოთ?
მითხარით, ვინ გაზრდის ჩემს შვილს ქართველად – თურქი თუ არაბი?
მითხარით, რომელ ტაძარში ილოცებს ჩემი შვილი.
მითხარით, რა ენაზე ისაუბრებს ჩემი შვილი.
მითხარით, ვინ მომაყრის ქართულ მიწას.
მითხარით, რა ერქმევა ჩემს სამშობლოს.скачать dle 12.0