მეფუტკრეებს ფაროსანასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის ორგანიზებით, ოზურგეთში მეფუტკრეებთან შეხვედრა გაიმართა. რეგიონული სამსახურის უფროსმა ნინო შეწირულმა მეფუტკრეებს ინფორმაცია მიაწოდა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აქტიურად მიმდინარეობს ფაროსანას მონიტორინგი, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებლის გამოსვლა აღინიშნება, წამლობითი ღონისძიებები ტარდება.

უსაფრთხოების ზომების და მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება მიმდინარეობს საღამოს საათებში, როცა ფუტკარი უკვე დაბინავებულია, ხოლო „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განთავსება ყვავილოვანი მცენარეებისგან მოშორებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა სრული რეკომენდაცია,როგორ უნდა დაიცვათ სახლი აზიური ფაროსანასგან.


скачать dle 12.0