ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დასრულდა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. 
მოქალაქეები ვარდების მოედანზე იყვნენ შეკრებილები, საიდანაც მსვლელობა დაიწყო.  მრევლი ქაშვეთის ეკლესიაში ლიტურგიას დაესწრო, ამის შემდეგ მსვლელობის მონაწილეებს პოლიტიკოსები შეუერთდნენ. შეკრების ერთ-ერთი ადგილი იყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაც, საიდანაც მრევლი სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა.  უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ერი დალოცა.


თბილისში დღეს სხვადასხვა ადგილას აქციების ათეულობით მონაწილეა დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განუცხადა.მისი თქმით, ნაწილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე.
„ნაწილი პირების დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე, ვინაიდან მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.“- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თოლორაიას თქმით, შსს მობილიზებულია იმისთვის რომ აქციის მონაწილეების უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს:
„შსს მობილიზებულია, რათა აქციის თითოეული მონაწილის უფლება დაცული იყოს. თანასწორობის მოძრაობის იმ წევრებთან ვინც დღეს აქ მოსვლას გეგმავს ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს. არანაირი საფრთხე არ ემუქრება იმას, რომ თავისუფლად გამოხატონ დღეს თავიანთი აზრი“- განაცხადა თოლორაიამ.


დღესვე, პარლამენტის წინ შეკრებილ პირებს სასულიერო პირმა მამა ანდრია ორმოცაძემ მიმართა და თანამოაზრეებს პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა.

„აქ იმისთვის ვიმყოფებით რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, ჩვენ არ ვიწვევთ არავის, არ ვუვარდებით არავის ოფისებში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით სადაა მათი ოფისები. ჩვენ გამოვდივართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სადაც ვაფიქსირებთ ჩვენ მართებულ პოზიციას ,, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არაერთი პიროვნების დაკავება მოხდა ჩვენს თვალწინ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების თითოეულ ნაწილს ჯანსაღი აზრი უნდა გააჩნდეს, მოვიდეს, დადგეს თავისი ქვეყნის სადარაჯოზე. შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ წამოვეგოთ პროვოკაციას. ქრისტიანობა სიყვარულია მაგრამ ამ სიყვარულში არ მოისაზრება უსამართლობა. მსურს განუგეშოთ, რომ ჩვენ აქციას შემოუერთდებიან სასულიერო პირები, საზოგადოების ჯანსაღი წევრები და გთხოვთ ნუ მოგცემთ თქვენი გული იმის საშუალებას, რომ ამ კადრებს ტელეეკრანებიდან უყუროთ.“- განაცხადა ანდრია ოროცაძემ.

скачать dle 12.0