გიორგი ჭელიძე: "დიახ, ჩვენ ქართველი ფაშისტები ვართ!"

სამოქალაქო ომის დამაანონსებლებს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, მაგრამ თუ მას ეს გაუჭირდა, თვითონ დავიცავთ სახელმწიფოს, რისი კანონიერი უფლებაც გვაქვს

"ფაშიზმი შეგნებულად აქციეს საფრთხობელად, თორემ სინამდვილეში ეს არის შენი ეროვნული თვითშეგნების, ეროვნული წეს-ჩვეულებების, ტრადიციების ყოვლისმომცველობა" აცხადებს მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერი გიორგი ჭელიძე.

ვიკიპედია:
ტერმინი ფაშიზმი მოდის სიტყვა ფასიოდან, ესაა ძველ რომში მაგისტრების ძალაუფლების სიმბოლო — წნელის შეკვრა შუაში ნაჯახით. პრინციპი შემდეგშია, ერთი წკნელი ადვილად ტყდება შეკვრა კი – ძნელად. აქედან მოდის ერთ-ერთი ფაშისტური ლოზუნგი, ძალა ერთობაშია. რეალურად ფაშიზმი ზენაციონალური (გნებავთ ტრანსნაციონალური) ნაციონალიზმია, რომელიც ე.წ. ლიბერალურ-დემოკრატიული გლობალიზაციის საპირწონე მიმდინარეობას წარმოადგენს.

გარკვეული ძალები ჩვენს ორგანიზაციას ხელისუფლების მიერ მართულად მიიჩნევენ, ამ ეტაპზე ჩვენი ქმედებები, შეიძლება რაღაცნაირად ემთხვეოდეს ვიღაცის ინტერესებს, შეიძლება ეს "ქართული ოცნებაც" იყოს, ეს ბუნებრივიცაა, რადგან როცა სამოქალაქო ველზე აქტიურობ, ვიღაცის ინტერესებთან თანხვედრა აუცილებლად გექნება. ჩვენს ემბლემაზე სამფეროვანი დროშაა, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის  (1918–21 წწ) დროშა, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ დროშის ქვეშ იბრძოდა ქართული ლეგიონი, რომელიც არა საქართველოს, არამედ ბოლშევიკებს ებრძოდა, რომლებმაც 1921 წელს ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია და ანექსია მოახდინეს. ნებისმიერ პოლიტიკოსს რომ კითხო, 70 წელი საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობდით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, მაგრამ მათ პრეტენზია არ უჩნდებათ გაერო საქართველოს სსრ-ის სამართალმემკვიდრედ რომ გვაღიარებს. ამიტომაც ვამბობ, რომ 1992 წლის შემდეგ, ანტიეროვნული ძალები გვმართავენ.

საერთოდ, მსოფლიოში სამი იდეოლოგიაა, ლიბერალიზმი, მარქსიზმი თავისი ორი განაყოფით — სოციალიზმი და კომუნიზმი, ფაშიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი. ეს სამი იდეოლოგია ერთმანეთს ებრძვის, ლიბერალიზმიც და მარქსიზმიც ანტიეროვნული იდეოლოგიაა, მულტიკულტურული და კოსმოპოლიტური, ისინი პირდაპირი მტრები არიან, როგორც ერების, ისე რასების. ფაშიზმი არის ეროვნული იდეის სრულყოფა, რომელიც ყველა ერს თავისი აქვს, შეუძლებელია გერმანელებს იტალიური ფაშიზმი ჰქონდეთ, ან იტალიელებს ბრიტანული.

ფაშიზმი ერთობას ნიშნავს, რაც ქართული ფენომენია, სკოლაშიც გვასწავლიდნენ, რომ ერთი ისარი ადვილად იმტვრევა, ბევრს კი ვერ გადატეხავ. ხელოვნურად ხდება ფაშიზმის დისკრედიტაცია, ფაშისტი თუ ხარ, ე.ი. სისხლისმსმელი ხარ. ფაშიზმი ყოველთვის იყო და დღესაც არის ევროპის რიგ ქვეყნებში. ქართველებსაც აქვთ თავისი ფაშიზმი, რომელიც პირველი სახელმწიფოებრიობიდან მომდინარეობს.

სამხედრო პუტჩის შემდეგ, ხელისუფლებაში მუდმივად არიან მტრული იდეოლოგიის წარმომადგენლები, ძველი კომუნისტები ან მათი შვილები, რომლებსაც დარწმუნებული ვარ წითელი პასპორტები შენახული აქვთ, რა იცი რა დრო მოდისო და ლიბერალური ძალები.

მეორე მხარეს არიან "კმარელები", ნაცები თავიანთი განაყრებით. მათთვის ნაციონალური მოძრაობის დაძახება შეუძლებელია, რადგან ნაციონალურობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ჩვენი ორგანიზაციის წევრები მათ ერთიანი ნაციების პარტიას ვეძახით. სააკაშვილის პარტია არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ყველაზე დიდი ულტრალიბერალების გაერთიანება საქართველოში. ასე რომ, საქართველოში ანტიეროვნული ძალები არიან გაბატონებული, რაც პირდაპირ შეეტყო ქვეყანას. როდესაც სახელმწიფო დასუსტდა, ერმა კვდომა დაიწყო, "საქართველოს ეროვნული ერთობა" კი არ იგონებს, გაეროს ოფიციალური მონაცემებია, რომ 2050 წლისთვის საქართველოში ფიზიკურად განახევრდება ქართველთა რაოდენობა, საქართველო მომაკვდავი ერების ხუთეულშია. ეს ყველაფერი სტკივა ქართველ ახალგაზრდობას, გვაქვს ჩვენი პროტესტი, ამიტომ შევქმენით ჩვენი ორგანიზაცია, ფაშიზმი მარტო პოლიტიკური იდეოლოგია არ არის, ეს აზრი ერთობის იდეოლოგიაა, სა და მოქმედების ერთობლიობა.

აზრი, იდეა არის ხალხი, ხოლო მოქმედება სახელმწიფო. კანონთან ყველანაირად თანხმობაში ვართ, უკანონობას არაფერს ვაკეთებთ.
ჩვენ ბრალს გვდებენ, რომ თითქოს ძალადობრივი მუქარები გავაჟღერეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიციაში სს-ის საქმეც აღიძრა, ეს არის სრული აბსურდი. მოდით, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამ საკითხზე. ყველამ მოვისმინეთ რა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდ ნენ პარლამენტის წინ შეკრებილი ნარკომანიის და ნარკოვაჭრობის პროპაგანდისტები და დაკანონების მსურველნი, პოლიციას და მთელ ქართველ ერს ეძახდნენ ბნელებს და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ, იმუქრებოდნენ დაპირისპირებით, მოლოტოვის კოქტეილებით, უფრო მეტიც, რევოლუციითა და სამოქალაქო ომით. ამიტომ გაჩნდა საზოგადოებაში დიდი პროტესტი, მათ შორის იმ ახალგაზრდებში, ვინც აქტიურად ვართ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი განცხადებები აუცილებელი თავდაცვის რეჟიმის გამომდინარე იყო, რომ არავის დავაშვებინებდით 1991 წელს და შემდგომ განვითარებულ პროცესებს. სამოქალაქო ომის დამაა- ნონსებლებს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, მაგრამ თუ მას ეს გაუჭირდა, თვითონ დავიცავთ სახელმწიფოს, რისი კანონიერი უფლებაც გვაქვს. ხუნტა პირველად საწინააღმდეგო აზრის მქონე ადა- მიანებს გაუსწორდება და ჩვენ არ გვაქვს უფლება თავი დავიცვათ?

კონსტიტუცია და კანონი გვაძლევს იმის უფლებას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი თავი დავიცვათ და გადაუდებლობის შემთხვევაში, სხვისი სიცოცხლის დასაცავადაც გამოვიდეთ. დაკითხვისას სამართალდამცავებსაც ვუთხარი ეს. საზოგადოების მხრიდან ამხელა წინააღმდეგობას არავინ ელოდა, მათ უნდოდათ ყველაფერი ისე ეჩვენებინათ, რომ თითქოს უმრავლესობაში იყო ის ადამიანები, ვინც პარლამენტის წინ "თავისუფლებას" ითხოვდა. მათ პირველ აქციაზე მართლაც გამოვიდა ბევრი ხალხი, მაგრამ მერე იკლო. ეს "თეთრი ხმაური" და ბაია პატარაიას "საფარი" პირდაპირ სოროსისგან ფინანსდება. სოროსი საერთოდ შემჩნეულია არეულობების მოწყობაში, მემარცხენე იდეოლოგიის მქონე, ანარქისტული, ფემინისტური, მარქსისტულ მოკომუნისტო იდეების მქონე ადამიანების მხარდაჭერასა და დაფინანსებაში, ერთი სიტყვით, ქვეყნებში დესტაბილიზაციას ახდენს.

იმდენად მოულოდნელი იყო "პროტესტანტებისთვის" საპირისპირო აზრის გამოთქმა, რომ შოკში ჩავარდნენ. მუხტის გაღვივებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა  'საქართველოს ეროვნულმა ერთობამ", ერთ-ერთი პირველები გამოვედით, მრავალი ქუჩა მოვიარეთ და ხალხს მოვუწოდეთ თავიანთი პროტესტი დაეფიქსირებინათ. ლიბერასტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჩვენს ქმედებაში ვერაფერი უკანონობა რომ ვერ აღმოაჩინეს, დისკრედიტაციის მიზნით აბსურდული განცხადებების და ინფორმაციების გავრცელება დაიწყეს.

"ფლაგმანად" ელისო კილაძე მოგვევლინა, რომელსაც ჟურნალისტობაზე აქვს პრეტენზია, მეტს არაფერს ვიტყვი, მაინც ქალბატონია, თქვენმა მკითხველმა განსაჯოს მისი საქციელი. შეიძლება მხარე იყო, მაგრამ დემაგოგიას და შუბლის ძარღვის გაწყვეტასაც ხომ აქვს საზღვარი?! კილაძემ გა- ავრცელა ჩემი შარშანდელი ფოტო, რომ თითქოს თავს ვარიდებდი პოლიციასთან თანამშრომლობას და თავი მოვიავადმყოფე, რაც არის სრული სიცრუე. ეს ფოტო მაშინდელია, როცა ფეხბურთის ფედერაციასთან ეროვნული ნაკრე- ბის კაპიტნის, გურამ შარიას მიერ ლგბტ-სიმბოლიკიანი სამკლაურის გაკეთება გავაპროტესტეთ.

17 მაისს ჩვენი 11 წარმომად- გენელი, თითქმის ყველა ლიდერი დააკავეს და ფაქტობრივად ორგა- ნიზაციის პარალიზება მოახდინეს. დასაკითხად ჩემი ფეხით მივედი პოლიციაში, ამჯერად საქმეში ჩემი ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანიც ჩაერთო, მზად ვარ სათანამშრომლოდ, ნებისმიერ კითხვას გავცემ პასუხს. თუ ვინმეს ჩემი იდეოლოგია არ მოწონს, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ეროვნული მუხტის პოლიტიკური ხერხით ჩახშობა ბოლშევიკური, "წითელი ჭირის" მეთოდია, რომელმაც გაწყვიტა ჩვენი ინტელიგენცია. თუ ახლაც იგივე ხდება, ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ჩემთვის და ჩემი ორგანიზაციის წევრებისთვის დიდი პატივია, თუ განსხვავებული აზრის დევნის გაპროტესტებისთვის დაგვსჯიან.

ერთმა ჭკვიანმა ავსტრიელმა მხატვარმა თქვა, გიყვარს ის, რაც იცი და იცი ის, რაც გასწავლეს.
ქართველ ერს არ აქვს სწორი ინფორმაცია და როცა გამოჩნდა ძალა, რომელიც სიმართლეს ამბობს, ანტიეროვნული ძალების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია.

სოციალურ ქსელებში სრული სიგიჟე სუფევს, თუმცა მრავლა- დაა იქ დადებითი კომენტარებიც არის, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად გვიტევენ ე.წ. ქართული ტელევიზიები, რომლებიც ასევე სოროსისგან ფინანსდებიან. ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული არიან პრორუსული ძალებიც, მათ არ მოეწონათ 9 მაისს იმ კანონის დაცვას ვითხოვდით, რომლის თანახმადაც საბჭოთა ტოტალი- ტარული სიმბოლიკის გამოტანა არ უნდა მომხდარიყო. მოკლედ, ყველა მხრიდან არის შტურმი. ძალიან მინდა დაწეროთ, რომ 17 მაისს "მაესტრომ" ამაზრზენი ფაქტი დაგვაბრალა, თითქოს რამდენიმე წლის წინ, ქართველმა ნაციონალისტებმა, ანუ ჩვენმა მსგავსმა ორგანიზაციებმა, აღმაშენებლის გამზირზე ვიღაცები დაარბიეს, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე რაღაცა ბარიც ახსენეს. მე არ ვიცი ვინ რა დაარბია, ამ ყველაფერს "საქართველოს ეროვნულ ერთობასთან" არანაირი კავშირი არ აქვს, მაშინ ჩვენი ორგანიზაცია საერთოდ არ არსებობდა და რატომ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასთანაც ოდნავი ირიბი კავშირიც არ გვაქვს?!

ჩვენი ორგანიზაციის წევრია აგვისტოს ომის რამდენიმე ვეტერანი, აფხაზეთის ომის მონაწილე მრავალი მხარდამჭერი გვყავს, რომლებიც ჩვენს აქციებზე დადიან. რომელ დაფინანსებაზეა საუბარი, როცა არათუ ოფისი, ხმამაღლა მოლაპარაკის შესაძენი ფულიც კი არ გვაქვს.

ნაპოლეონს აქვს ნათქვამი. ჯარით დაცული სახელმწიფო კი არ არის დაუმარცხებელი, არამედ ერით დაცულიო. თუკი ახალგაზრდობა ნარკოტიკულ თრობას მიეცა, ხომ ვიცით, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის მთავარი ნარკოტიკის მოპოვებაა, რომელშიც ყველაფერს გაცვლის, თუკი სექსუალური უმცირესობების რიცხვმა მოიმატა ქვეყანაში,საიდანღა გვეყოლება ქართველ მეომრები და ამორძალები, ვინც მომავალში უნდა დაიცვას საქართველო?

ჩვენ თუ საკმარისი ძალა არ გამოვიჩინეთ, ეროვნული ცნობიერებით და შეგნებით თუ არ განვიმსჭვალეთ, ფაქტია, ჩვენი სამშობლო გადაშენებისკენ მიდის. თუ იდეაა საკამათო, დაგვითმონ პირდაპირი ეთერი, დაგვიჯდნენ კომუნისტების თუ ლიბერალების წარმომადგენლები და გვეკამათონ, თავიანთი არგუმენტებით მოახდი- ნონ თავიანთი იდეოლოგიის პროპაგანდირება, ჩვენ ჩვენს პოზიციას დავიცავთ, მაგრამ ეს არ აწყობთ, რადგან სიმართლე ჩვენშია. ყველაფერ ეროვნულის გამოვლინებას რომ რუსულ პროპაგანდად და რუსეთიდან დაფინანსებულად რომ ნათლავენ ეს ბატონები და ქალბატონები, სწორედ თვითონ ასხამენ ნებსით თუ უნებლიედ რუსეთის წისქვილზე წყალს და ოკუპანტს რეკლამირებას უწევენ. ერთს ვიკითხავ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, ამერიკა კი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, პირდაპირ დააყენა საკითხი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის შესახებ, სექსუალური უმცირესობების გამოხატვის უფლებები შეზღუდა, ტრანსგენდერებს ჯარში სამსახური აუკრძალა, მაშინ ვთქვათ, რომ ისიც პუტინის "კაცია"? ალბათ ამიტომაც თქვა ტრამპმა პრეზიდენტი როცა გახდა, პოლიტიკაში ნამდვილი მამაკაცები დაბრუნდნენო. ის ყოველივე ტრადიციულზეა ორიენტირებული, ოჯახი და ტრადიციებია მათი მთავარი ღირებულება, ეს ტექნიკა და ეკონომიკური პროგრესი უკან დაგვრჩება თუ ჩვენი ტრადიციები განადგურდებაო. ჩვენთან კი არ გაძლევენ უფლებას, რომ ამ თემების შესახებ ისაუბრო, მაგრამ ქართველ ერში არის პროტესტი დაგროვილი, რომელმაც სულ რომ არ ელოდნენ, ისე ამოხეთქა და წალეკა ლიბერასტების აქცია, ავტობუსებში შეჭეჭყილები გააპარეს რუსთაველის გამზირიდან. 17 მაისიც ვერ აღნიშნეს უმცირესობებმა და მათმა დამცველებმა, როგორც თვითონ უნდოდათ, ოფიციალურად თქვეს, რომ ამ დღეს აქციას არ ატარებდნენ. ეს გააკეთა ერთმა პატარა მუხტმა, ერთი დღის აფეთქებამ. თუკი ერი დაირაზმება, მას წინ ვერავინ დაუდგება.


გაიოზ ჩარკვიანი
(ადვოკატი): გიორგი ჭელიძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს, ყველა კითხვას არგუმენტირებული პასუხი გაეცა, წარვადგინეთ ჩვენი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, პოლიციელები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ არანაირი ანტიკონსტიტუციური ქმედებები არ ჩაგვიდენია. რაც შეეხება სიმ- ბოლიკებს, ემბლემას, ატრიბუტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში ესოდენ ყბადაღებულ თემად იქცა, ისიც დეტალურად გავშიფრეთ. საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გამოსახული ბორჯღალია "საქართველოს ეროვნული ერთობის" სამკლაურზეც, არსებობს ბოლნური ჯვარი, რომელიც მრავალსაუკუნეებს ითვლის და უდიდესი საგანძურია ქართული სარწმუნეობის და კულტურის, რა თქმა უნდა ეს ჯვარი საქართველოში აკრძალული არ არის. სამფეროვანი დროშა, რომელიც 1918 საქართველოს დამოუკიდებ- ლობა რომ გამოცხადდა, მაშინ გვქონდა, 80-იან წლებში, როცა დაიწყო საქართველოს ეროვნულგამათავისუფლებელი მოძრაობა, სწორედ ეს დროშა იყო ეროვნული სიმბოლო. ის შემდგომშიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო დროშა იყო, რომელიც გატანილი გვქონდა საერთაშორისო ასპარეზზე, როცა ჩვენი სპორტსმენები, დიპლომატები სახელმწიფო მოღვაწეები უცხოეთში ჩადიოდნენ, ზუსტად ეს დროშა ფრიალებდა. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში რომ მოვიდა, სახელმწიფო დროშა კი შეცვალა (რატომ და როგორ ეს ცალკე თემაა), მაგრამ შინდისფერი დროშა ხომ დარჩა ისტორიად, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის რელიქვიად?! სად არის იმ ახალგაზრდების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რომლებსაც ის სიმბოლოები აქვთ, რომლებიც არავის აუკრძალავს. "საქართველოს ეროვნული ერთობა" დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ამის შესახებ საფრთხოების სამსახური საქმის კურსშია. ორგანიზაციას გააჩნია წესდება და ბეჭედი, სიმბოლიკის შესახებაც არსებობს ინფორმაცია. რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო, იუსტიციის სამნისტრო ორგანიზაციას რეგისტრაციაში არ გაატარებდა და შესაბამისად ბეჭედსაც ვერ დაამზადებდნენ.

"ბასიანში" სპეცოპერაციის დროს რატომ მოხდა ძალის გადამეტებაო, მაშინ არ იყო ძალის გადამეტება? ან სვანეთში ვერტმფრენებიდან რომ გახსნეს ცეცხლი, შეიძლება მართლაც იყო კრიმინალური დაჯგუფება, მაგრამ ვერტმფრენებიდან რომ ბომბავ, მშვიდობიან მოსახლეობასაც ხომ უქმნი საფრთხეს. 7 ნოემბერს ორჯერ უმოწყალოდ დაარბიეს მომიტინგეები, რის გამოც სააკაშვილს გადადგომა მოუწია, ეს რა იყო? ან 2011 წლის 26 მაისს, სად ეძებდ- ნენ და პოულობდნენ უმოწყალოდ ნაცემ მშვიდობიან მომიტინგეებს, ზოგს თურმე მაღაზიის სახურავზე დენმა დაარტყა და იმიტომ გარდაიცვალა. დღეს ამ ხალხს რატომღაც პრეტენზია უჩნდება, რომ პოლიციამ ძალაუფლებას გადაამეტა. "ბასიანში" მყოფი ერთ-ერთი ქალბატონი ტელევიზიით ამბობს, რაში მაინტერესებს რაღაც ფარატინა ქაღალდი, სიამოვნებაში ხელი შემიშალესო, თურმე სასამართლოს გადაწყვეტილება ფარატინა ქაღალდია. როგორ გგონიათ, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს აქვთ ინფორმაცია, ხელთ აქვთ სასამართლოს შესაბამისი განჩინება, ორი ოპერატიული თანამშრომელი უნდა შევიდეს "კანონის დაცვით" 100 თუ 200-კაციან გაბრუებელ მასაში, იცით რა, სასამართლოს განჩინება მაქვს და თუ შეიძლება მაცალეთ სპეოპერა ციის ჩატარება, ნარკოტიკი რომ ამოვიღო და მისი გამსაღებელი უნდა დავაკავოო? ვიღაც შეიძლება ისე იყოს გაბრუებული, რომ ელემენტარულად არ არის გამორიცხული, რომ პოლიციელისთვის დანა გაეყარა, ანუ დამდგარიყო ისეთი შედეგი, რასაც პოლიციის თანამშრომლები შეეწირებოდნენ. ცივილიზებულ ქვეყანებში ღამის კლუბებში პოლიცია სპეცოპერა- ციას რომ ატარებს, წინასწარ აფრთხილებენ? თუ დაირღვა ვინმეს უფლებები, აგერ არის შსს-ს გენინსპექცია, სახალხო დამცველი, უამრავი სტრუქტურა და ინსტანცია, დადონ მტკიცებულებები და იდავონ სამართლებრივი გზით. როგორც მე ვიცავ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს სამართლებრივი გზით, მათაც ისე დაიცვან თავიანთი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0