საქართველოსთვის საერთაშორისო მასშტაბის ნარკოტიკული ომია გამოცხადებული

ქვეყანაში 200 000 ნარკომომხმარებელი და 50 000 პრობლემური ნარკომანია

გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმა ლორთქიფანიძე:

– ბატონო დიმა, სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ, 90-იან წლებში, ნარკოტიკების მოხმარების ბუმი იყო, თუმცა, ნარკომომხმარებლები ამას მალავდნენ, ახლა კი, ღიად ამბობენ: მე ნარკომანი ვარო, უფრო მეტიც, მოგვიწოდებენ მათ მივბაძოთ. აქამდე, როგორ მივედით?

– 60-იანი წლების სკანდალურ, სექსუალურ რევოლუციას, რომელიც აშშ-ში დაიწყო არაერთი კლასიკური ნაწარმოები მიეძღვნა, მათ შორის, მილოშ ფორმანის"თმები", რომელშიც იმდროინდელი ახალგაზრდობის თავისუფლების იდეით საოცარი გატაცებაა გადმოცემული. ეს იდეა ჩამოყალიბდა როგორც სწრაფვა სექსისკენ, ნარკოტიკებისკენ, რეალობისგან გაქცევის მცდელობა.

შემდეგ იყო ჰიპების მოძრაობა და რაღაც დოზით ნარკოტიკი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ ყველაფერს (როგორც დადებით ისე უარყოფით კონტექსტში) სწრაფად ვიღებთ და ვამუშავებთ. ამ მიმართულებასაც სწრაფად გამოვეხმაურეთ და 60-იან წლებში თბილისი ნარკოტიკების საშუალებით გართობის საშიშმა ტენდენციამ მოიცვა. ეს იყო მოდა, რომელთა ფუძემდებლები ულამაზესი, უმშვენიერესი ადამიანები იყვნენ, გამორჩეულები ნიჭით, გარეგნობით, ოჯახიშვილობით. ასევე, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიც. როცა საზოგადოების სახე მოდურ ტრენდს იწყებს, ბუნებრივია, ეს ქვედა ფენებში ძალიან სწრაფად ვრცელდება. შედეგად, 70–80 და, განსაკუთრებით, 90-იანი წლები ქვეყანაში ნარკოტიკული ბუმი იყო.ე.წ. კოგნარის და ოპიუმის შემოტანას, მის მოხმარებას უკან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ედგა. რა თქმა უნდა, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს, როცა "ზიანის შემცირების ეროვნული ქსელი" გვიცხადებს: ქვეყანაში 200 ათასი ნარკომომხმარებელია და 56 ათასი პრობლემური ნარკომანი, ეს ნიშნავს, რომ საქმე ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის გარკვეული ფორმით მოშლას, ინვალიდობას, რაც მთელი ერის ტრაგედიაა იმიტომ, რომ 18-დან 45 წლამდე ყველაზე უფრო პროდუქტიული ასაკი ამ ადიქციონერთა რიცხვს მოიცავს.

– ბატონო დიმა, რა ნარკოპოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ?

– რა გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან, ვინ იფიქრა რეალური ნარკოპოლიტიკის გატარებაზე, ვინ გაატარა საკანონმდებლო დონეზე დესოციალიზაციის კონცეფცია, რაც რეალურად, ნარკომოხმარებას შეამცირებდა? – ეს კითხვები პასუხგაუცემელია. ასე ნათელი გახდებოდა, რომ ნარკოტიკებთან ერთად ცხოვრება, სიცოცხლის საწყის ეტაპზევე, 100%-იანი, გარდაუვალი კრახია. ამ მიმართულებით მუშაობა არ წარმართულა. 90-იან წლებს თუ ჩავუღრმავდებით, მთავრობის არაერთი წევრი მინახავს საკმაოდ საეჭვო მდგომარეობაში, ხაზგასმით ვამბობ, მთავრობის წევრი და არა რიგითი მოქალაქე, ასევე, პარლამენტის წევრებიც. ბევრ მათგანზე ანეკდოტებიც კი დადიოდა. როცა სახეზეა ასეთი დაუსჯელობა, წახალისება, ბუნებრივია, მომავალ თაობებს ისღა რჩებათ გაიაზრონ: არ შეიძლება თან ნარკოტიკებით იცხოვრო, თან ოჯახი გყავდეს, გქონდეს სოციალური სტატუსი, ყველანაირი პერსპექტივა. ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ არის ნარკოტიკი ცუდი, ხომ? ბუნებრივია, ბავშვის ცნობიერებაში ეს კითხვა ჩნდება და ამიტომაც იყო, რომ 90-იან წლების მეორე ნახევარი ამ გამოხატულების პიკია. როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა და ქვეყანა სოციალური რეფორმების ლაბორატორიად გამოცხადდა, ამის ფარგლებში რეპრესიული პოლიტიკა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ნარკომომხმარებლებს და ზოგადად, ნარკოდანაშაულსაც შეეხო. მაგრამ არა იმიტომ,რომ ვინმეს გული შესტკიოდა ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვის შემცირებაზე. არა! ამას, უბრალოდ, ფისკალური დატვირთვა ჰქონდა – ყველაზე მეტი ნარკომომხმარებლის არსებობის პირობებში, ამ ადამიანების უკან მდგომი ოჯახის წევრებიდან ამოსაღები კაპიტალიზირებული ქონება კოლოსალურ რაოდენობას წარმოადგენდა, რასაც ათვისება სჭირდებოდა. ამიტომაც, 2006 წლის დასაწყისში კერძო სამართლის იურიდიული პირი – პენიტენციალური სისტემის განვითარების ფონდი შეიქმნა, რომელიც არა საჯარო, არამედ კერძო სამართლის იყო. იგი შეიქმნა პროკურატურის სისტემასთან. ყველა ადამიანს რომელსაც ნარკოდანაშაულისათვის აკავებდნენ იმ დროს ახლადდანერგილი საპროცესო შეთანხმების ნორმას სთავაზობდნენ, რომლის მიხედვით განსაზღვრული სასჯელისთვის შეტანილი თანხის ერთი ნაწილი შედიოდა პირდაპირ ბიუჯეტში, ხოლო მეორე, არაოფიციალური ადვოკატის ხელით უნდა შეტანილიყო კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელზე როგორც შემოწირულობა, რაც საკმარისი პირობა იყო იმისა, რომ პირი გაეთავისუფლებინათ ან ნაკლები სასჯელი მიესაჯათ. ფაქტობრივად, ინდულგენციას ყიდულობდი.


ÐаÑÑинки по запÑоÑÑ 12 áááá¡áá¡  áá¥áªáá á á£á¡ááááááá

"ნაცმოძრაობის" დროს ციხეში მჯდომი პირების რაოდენობამ 32 ათასს მიაღწია, ყოველი მეოთხე პირობით მსჯავრდადებული იყო. 32 ათასიდან 12 ათასი ადამიანი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა. 2007, 2008, 2009 წლების სტატისტიკას თუ შევხედავთ, მხოლოდ ნარკოტიკული დანაშაულით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელების თანხა, რაც ბიუჯეტში ჯარიმების სახით შედის, ანუ, არასაგადასახადო სეგმენტი, ყოველწლიურად, 30-დან 42 მილიონამდე იზრდება.

ცხადია, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისგან ამოღებული თანხებით ბიუჯეტის შევსება ხდებოდა. ეს ჩამოყალიბდა როგორც პრაქტიკა,პროკურატურებს შორის სოციალისტური შეჯიბრებები გაჩაღდა. ის პროკურატურა რომელიც ამ მიმართულებით ყველაზე უფრო ჯალათური, არაადამიანური მეთოდებით უმკლავდებოდა საზოგადოებას, გარდამავალ დროშას იღებდა.

ნარკორეპრესიულმა პოლიტიკამ პიკს მიაღწია და ზოგადად, კრიმინალის მიმართ ნულოვანმა ტოლერანტობამ, რაც ასე იქნა გაგებული – 60-ზე მეტი ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს ქუჩაში ჩატარებული, ჩაუტარებელი თუ მერე იმიტირებული სცენარების მიხედვით. ბევრ მათგანზე დღეს სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული, რაც არასაკმარისია იმ სისტემური დანაშაულის მხილებისთვის, რასაც იმ დროს, რეალურად, ადგილი ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მივედით 2011 წლამდე, როდესაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა. მან თქვა: კმარა, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას, ქვეყანა დაიწყებს ხელახალ განვითარებას იმ წერტილიდან, საიდანაც "ნაცმოძრაობამ" გადაუხვიაო.

აქ, ჩანს, რომ ივანიშვილი გულისხმობდა სწორედ იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე გადასვლას, რასაც სააკაშვილმა თავის დროზე ნულოვანი ტოლერანტობა დაარქვა. ეს იყო სამართლიანი გარემოს აღდგენა და საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგება. დღეს, პროკურატურაში შექმნილია შვიდკაციანი ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. სამწუხაროა ისიც, რომ სისტემური დანაშაულისთვის არ გასამართლდა თავად "ნაციონალური მოძრაობა", არ მოხდა დენაციფიკაცია. პირიქით, "ნაცმოძრაობის" შემომქმედი ადამიანები ის მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები არიან, რომლებიც საქართველოს სახელით აკავებდნენ, აძლევდნენ პასუხისგებაში და გამოჰქონდათ განჩინებები. ამასთან კავშირშია ის, რომ ნარკოპოლიტიკამ არათუ სწორი რეფორმა განიცადა, არამედ პირიქით, ასცდა ყველანაირი განვითარების გზას. ამის ერთ-ერთი თანაავტორი, შემოქმედი არის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი გიორგი პაპუაშველოს საკონსტივილი,ტუციო სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარეობის პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლომ – მაკონტროლებელმა ორგანომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციურ უფლებას ნარკოტიკული საშუალების მიღების თავისუფლება დაუკავშირა.

ასევე, რატომღაც დაადგინა, რომ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის 70 გრამამდე ტარება სისხლის სამართლის წესით არ უნდა ისჯებოდეს. აქ პაპუაშვილმა ორი უდიდესი შეცდომა დაუშვა, ერთი – მარიხუანა როგორც ნარკოტიკული საშუალება, მოცულობით – მთლიანი ბალახის რაოდენობითა და წონით არ განისაზღვრება. 70 გრამი კულტურული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა შეიძლება იყოს 80 ადამიანის მოხმარების დოზა, ხოლო ველურად მზარდი – 30–35-ის. აქ, უკვე, სერიოზული აცდენაა, რაც საფუძველია იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დასავლეთ-ევროპის ცივილიზებული და ყველაზე შორს წასული ქვეყნები ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით, 10 გრამზე მეტს არ ადგენენ, ისიც იმ გრადაციის მიხედვით, რომელი შესაბამისი კულტურიდან გამოდის ნარკოტიკული საშუალება. ზოგადად, როცა ნარკოტიკულ საშუალებაზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ კარგი და ცუდი, სუსტი და ძლიერი არ არსებობს, ნარკოტიკი არის ნარკოტიკი, რაც იწვევს ქცევით ადიქციებს — ეს არის ფსიქიკის მოშლა გრძელვადიანი თუ საშუალო პერსპექტივით. ნარკომანია გამოუსწორებელი სენია, რაზეც მთელი მსოფლიო თანხმდება. მაგრამ ამას ასე არ თვლის ნეო-ლიბერალური ტრენდი. ნეო-ლიბერალური პოლიტიკური სისტემა, რომელიც თავს მოგვახვიეს, თვლის, რომ ადამიანს ეკუთვნის თავისი სხეული და მისთვის რაიმეს აკრძალვა ეტიკეტირების მცდელობაა. თურმე, ვალდებულება გვქონია, როდესაც პირი ნარკოტიკის სისტემატურ მოხმარებას დაიწყებს და ეს ყველაფერი დაავადებაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მოსპობაში გადავა, ჩვენ, გადასახადის გადამხდელმა სხვა ადამიანებმა მისი მკურნალობა დავაფინანსოთ. ეს არ არის არც ევროპული სტანდარტი, არც რომელიმე განვითარებული ქვეყნის პრაქტიკა. შეიძლება ბევრს ჩვენს გარშემო კონსპირაციის თეორიის არ სჯერა, მაგრამ ეს არის ძირითადი დემოგრაფიული პლაზმის შეცვლის დაჩქარების კატალიზატორი. ერის, ქვეყნის მტერმა, გარკვეულმა რეაქციულმა ძალამ კარგად მიაგნო თუ რა არის ყველაზე სუსტი წერტილი ქართველი კაცისთვის – ეს არის ნარკოტიკული საშუალების მიღება, რაც არ არის ექსპერიმენტი, რასაც დღეს ქართველი ხალხი საკუთარ თავზე გადის. თუ მე-19 საუკუნის ისტორიას ჩავუღრმავდებით, გავიხსენოთ ბრიტანეთის იმპერია, რომელმაც ჩინეთში ნარკოტიკული ინტერვენცია განახორციელა, რამაც ათეულობით მილიონი ჩინელი სიცოცხლეს გამოასალმა. ბრიტანეთი პირდაპირ ზარბაზნებიდან ისროდა ოპიუმის შეფუთვებს. ჩინეთი სრულმა ეპიდემიამ მოიცვა. შედეგად, ჩინეთმა ჰონგ-კონგის კუნძული და ყველა მნიშვნელოვან პორტზე კონტროლი დაკარგა. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს კონსპირაციაა და ჩვენი მოწამვლა შეგნებულად არ ხდება, ძალიან ცდება. ფაქტები შემდეგია: მხოლოდ ორ თვეში ამოღებულია 4 კგ ნარკოტიკული საშუალება ოპიუმი, რაც დაახლოებით, 50 ათასი ადამიანის მოხმარების დოზაა. ასეთი პატარა ქვეყნისთვის მხოლოდ ორ თვეში ამოღებული დოზით თუ ვიმსჯელებთ, დავრწმუნდებით, რომ ეს ნარკოტიკული ომია.

– თქვენ საკუთარ ფეისბუქზე დაწერეთ, რომ ნარკომოვაჭრე არ უნდა იყოს შეფასებული როგორც რიგითი დანაშაულის ჩამდენი პირი. ასეთი ადამიანი რა სასჯელს იმსახურებს?

– ნარკომოვაჭრე ნარკოდივერსანტი, ჩვეულებრივი მეომარი, ქვეყნის რეაქციული ძალების წარმომადგენელია, რომელიც სიკვდილს ავრცელებს ანუ, სიკვდილით ვაჭრობს. ამიტომ, სიკვდილით მოვაჭრეს - სიკვდილი. განგაშის ზარები უნდა დავარისხოთ, ვინაიდან ამის იქით, დასაკარგი, აღარაფერი გვაქვს.

10 დღის განმავლობაში ღამის კლუბებიდან  გამოსული 16 ადამიანი გარდაიცვალა, აღნიშნული პროცესი არ ჩერდება, ნარკოტიკის ბუმს ხელს უწყობს დახვეწილი ტექნოლოგიებით ინტერნეტით ვაჭრობა. როცა ვაიბერზე, ფეისბუქზე მოგვდის ინფორმაცია, რომ შეგვიძლია ნარკოტიკული საშუალება თავისუფლად შევიძინოთ თუკი გარკვეულ მისამართზე თანხას გადავრიცხავთ და ნარკოტიკი შეიძლება საკუთარი სადარბაზოს კიბის უჯრედზეც კი ვიპოვოთ, ეს ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორები, მათი მფარველები და ორგანიზატორები აქვე, ჩვენს გვერდით არიან.

– ბატონო დიმა, როგორ აფასებთ 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას?

– იმედის პირველი მერცხალი იყო სწორედ რვა ნარკორეალიზატორის დაკავების ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ურემი გადაბრუნდა და ეს პირები მერე დააკავეს, თავისთავად ცხადია, რვა დივერსანტის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია თავისი შედეგებით ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტში გამოსვლისას ბატონი გახარიასგან გავიგეთ, რომ ამ პროცესში უცხოელი კოლეგებიც იყვნენ ჩართული, რათა უმაღლესი ტექნოლოგიები გამოყენებულიყო. ეს მხოლოდ მისასალმებელია. ოპერაციის ჩატარებიდან ერთ საათში გავაკეთე განცხადება: შსს-ს არცერთი ნაბიჯი უკან არ დაეხია, არ მოქცეულიყო იდეოლოგიური მარწუხების ქვეშ, ვინაიდან ხალ- ხი და საზოგადოება მის გვერდით იდგა. როდესაც ნარკობარიგების დაკავებას მძლავრი საპროტესტო მუხტი მოჰყვა, რომელიც კარგად იყო ორკესტრირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული გარკვეული ძალების მხრიდან, კარგად დავინახეთ ორი-სამი ათასი ახალგაზრდა გამოსული რუსთაველის გამზირზე, რომელთა უმრავლესობა წარმოუდგენლად მძიმედ იქცეოდა, მათ ქმედებებში აღინიშნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები – მუქარა, ხულიგნობა, ძალადობისკენ მოწოდება და ეს ყველაფერი რატომღაც დაუსჯელი დარჩა.

გახარიას მისვლა ადგილზე უპრეცედენტო იყო. ვეთანხმები, რომ იმ მომენტში მიზანი საშუალებას ამართლებდა და დიპლომატიური ხრიკის გამოყენებით მართული პროცესის დეესკალაცია უნდა მომხდარიყო. მინდა მას ვთხოვო: ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩადიოდა, გამოძიება დაიწყოს. არ შეიძლება ისეთი რამ დარჩეს დაუსჯელი, რაც შემდგომში გადამდები იქნება როგორც მაგალითი. მით უმეტეს, როცა საქმე ახალგაზრდებს ეხება, რომლებიც მსგავს რამეს ღრუბელივით იწოვენ. სანამ ესდაფინანსებული შაბაში დაიშლებოდა, მეგობრების ერთმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ უპრეცედენტო ხასიათის აქცია ჩაგვეტარებინა, კერძოდ, მხარი დაგვეჭირა შსს-ს მოქმედებებისთვის. ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი მხარდამჭერთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე ის ერთი მუჭა ადამიანები, რომლებიც იქ, დესტაბილიზაციის მოხდენას ცდილობდნენ. მაგალითად, ჟურნალისტიკაში ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ბატონი კოვზირიძე მეტსახელად "მძიმე კაცი", საზოგადოებას, პოლიციას დედის გინებას არ აკლებდა და ახალგაზრდობას ძალადობისკენ მოუწოდებდა. ჩვენმა განცხადებამ დიდი მხარდაჭერა ჰპოვა. იმ აქციაზე იმყოფებოდნენ ადამიანები რომელთა დანდობა, უბრალოდ, არ შეიძლება. ჩვენი აქციით, როცა 17 მაისს ერი და ბერი ერთად დავდექით, მსოფლიოს ვანახეთ, რეალურად, თუ რა ღირებულებებს იცავს ქართული საზოგადოება.

თამარ შველიძე


скачать dle 12.0