"მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას"

თბილისის მერმა მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში: საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ და გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე"- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შექმნილი სიტუაციისთვის დედაქალაქის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, მემამქანეებს კი გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე და კანონზე მაღლა და დაუყონებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზარალოს დედაქალაქი და მოსახლეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ბრიფინგზე მემანქანეების ხელფასები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მათი ხელფასი პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ანაზღაურებას აღემატება.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.скачать dle 12.0