ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 

სოფელ ნამტვრიანში მესასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასახლებას წყალმომარაგების სისტემის არარსებობის გამო სასმელი წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებოდა. გეგმური სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 1,5 კმ სიგრძის ქსელი, შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით.წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გეგმური სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: დურნუკში, საღრაშენში, ხაიშსა და გუდარეხში.

დაბა მანგლისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა საზეიმო ღონისძიებები. მემორიალის გახსნას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ვეტერანები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მერიამ 25 კუბური მეტრი საშეშე მერქანი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადასცა.
"განავითარე შენი რეგიონის" ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსახორციელებელი
პროექტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი რესურსცენრის ხელმძღვანელს, ეთერ დავითაშვილსა და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ისაუბრეს სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილ სასკოლო ღონისძიებებზე ახალგაზრდების უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ნიკოლოზ ჯანიაშვილი საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა. შეაჯამეს მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და იმსჯელეს გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც შესაბამის უწყებებთან ერთობლივი მუშაობით აღმოიფხვრება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საპილოტო პროექტს წინასწარ შერჩეულ 12 გეოგრაფიულ არეალში, მათ შორის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, არხილოსკალოსა და არბოშიკში ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, საკარმი
დამო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, მოქალაქეთა ნაცვლად, უფასოდ შეასრულა. პროექტის განხორციელება 2017 წლის 4 დეკემბერს დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

საქველმოქმედო აქცია „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ გუბერთად ნატორის ადმინისტრაციისა და მაღაზიათა ქსელ "ჭიტას" ორგანიზებით მოეწყო. გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

მუნიციპალიტეტის სოფლებში, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ტერიტორიების სპეციალიზებული ტექნიკით შეწამვლა და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიამ მუციპალური განვითარების ფონდიდან დამატებით 150 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი მიიღო, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტისა და ბახმაროს საკურორტო ზონის ტერიტორი- აზე მყარი ნარჩენების მართვის პროცესს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანში, სოციალური საწარმოს „პურთა პურის“ გახსნას დაესწრო. საცხობი უსაფუვრო, სვიაზე დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა პურს გამოაცხობს, რომელიც თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანის მასშტაბით გაიყიდება. საწარმოში მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან.„მსგავსი სოციალური საწარ- მოების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ ბევრი მომხმარებელი ეყოლება აქ წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს", — ამბობს მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

"პურთა პურის" მხარდამჭერები არიან ადგილობრივი ორგანიზაციები და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო. გურჯაანის მაჟორიტარი დე ტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი- ის მხარდაჭერით, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის ექიმებმა კაჭრეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. პაციენტებს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს უწევდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტები, ასევე ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევები და ელექტროკარდიოგრაფია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები, ჯანდაცვის, გაზიფიცირებისა და დასუფთავების საკითხები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაზეც მუნიციპალიტეტის მერი ნინიგორის თემის სოფ. განათლებისა და გელათის მოსახლეობას ესაუბრა. შეხვედრას ასამდე მოქალაქე დაესწრო. ძირითად პრობლემად გაზიფიცირება დასახელდა. როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ბუნებრივი აირით ივნისის ბოლოდან ისარგებლებს. შეხვედრაზე მოქალაქეების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.

მუნიციპალიტეტის მერმა ქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. ჯონდო მდივნიშვილი მერიის შენობაში მისულ ყველა მოქალაქეს შეხვდა, მოისმინა მათი პირადი პრობლემები, რომელთა ძირითადი ნაწილი ეხებოდა ჯანდაცვის, სოციალურიდა დასაქმების საკითხებს. მოქალაქეების მიერ დასმული საკითხების გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაევალათ მათი კომპეტენციის ფარგლებში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

ქ. დუშეთის შესასვლელთან მდერე სკვერში, მუნიციპალიტება ტის მერიის ძალისხმევით, მოეწყო საბავშვო საცურაო აუზი და გასართობი ატრაქციონები. დუშეთს ეწვია ავსტრიის განვითარების ფონდის რეგიონალური მენეჯერი ნიკოლ მარია ბაური პროექტის „ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“ ფარგლებში. ბაური შეხვდა მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ სეხნიაშვილს. მათ ერთად შეაჯამეს პროექტის შედეგები და დაგეგმეს ერთობლივი სამომავლო პროექტები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში


მოსაშვილის ქუჩაზე ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე მოეწყობა, რომლის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტი
ითვალისწინებს არსებული რკინაბეტონის სანიაღვრე არხების დემონტაჟს და დახურული სანიაღვრე სისტემის მოწყობას პლასტმას-გოფრირებული მილებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 138 598 ლარია.მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია ჩეხეთის საელჩოს მესამე მდივანს საქართველოში იან ჩერნიკს, ჩეხეთის რესპუბლიკის "კარიტასის" საქართველოს მისიის ხელმძღვანელ ეკატერინე მესხრიკაძეს და კიბოს პრევენციის ცენტრის დირექტორ იოსებ აბესაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზუგდიდში მშენებარე კიბოს სკრინინგცენტრს, რომლის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. 


სიღნაღის მუნიციპალიტეტში 

მუუნიციპალიტეტის მერიაში სივრცე „ქალთა ოთახი“ ოფისისთვის საჭირო ტექნიკით, ინვენტარით დაკომპლექტდა და ფუნქციონირებას ოფიციალურად შეუდგა. "ქალთა ოთახის“ მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას სთავაზობს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის. ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ: კომპიუტერით და ინტერნეტით; საკონსულტაციო სერვისით; საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრის გასამართად; ბიბლიოთეკით; საგანმანათერვისით.


ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავ- მჯდომარესთან ირაკლი კაკული- ასთან ერთად, კომპანია „Tahal Group BV" 
ოფისს ეწვია. იგი კონტრაქტორი და ზედამხედველი ფირმების წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 1 ივნისიდან დაიწყება საველე სამუშაოები, პრიორიტეტად შერჩეულია წინა კონტრაქტორის მიერ უკვე გადათხრილი ქუჩები. სამუშაოები მალთაყვისა და ნაბადის უბნებში
ერთდროულად რამდენიმე ადგილას დაიწყება. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, პირველივე ეტაპზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარია. იგი აზიის განვითარების ბანკიდან დაფინანსდება.

ქალაქის მერის, გოჩა კურდღელიას თქმით, ფოთის მაჟო- რიტარის ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და უშუალო ჩართუ- ლობით,
ქალაქში დამატებით გამწმენდი ნაგებობი აიგება. პროექტს, რომლის ღირებულება 44 684 016 ლარია, აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.


მარტვილის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს — ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ერთად ინჩხურისა და გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, მათს პრობლემებს გაეცნო და ისაუბრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტად წყალმომარაგება, შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება დაახელა.
ინჩხურის ადმინისტრაციულ ერულში დასრულდა რკინაბეტონის ხიდ-ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყო ხიდის საძირკველი და ბურჯი მონოლითური რკინაბეტონით, ასევე ლებლო სერვისით.
სენაკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია შესული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვითი სამუშაოები. თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა ფერომონები განათავსეს. მათი საშუალებით ხდება მავნებლის მოზიდვა და ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმებით. ფერომონები განთავსებულია
ყველა ადმინისტრაციულ ერთე- ულში. ამჟამად, ძველი სენაკის ად- მინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს იმ ფართობების ქიმიური დამუშავება, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. შეიწამლა აგრეთვე ხორშისა და ეკის ადმინისტრა- ციული ერთეულების ფართობი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

დაბა ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ამორტი- ზებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტე ტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა, მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად დაათვალიერეს. ხიდის რეაბილიტაცია 49 000 ლარით ფინანსდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში
მარნეულის მუნიციპალიტის სოფელ ზემო სარალში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. სკოლის გახსნის შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერეს სკოლის შენობა და პროექტის ამსახველი ფოტო-გამოფენა.

წალკის მუნიციპალიტეტში
მუნიციპალური შესაძლებ ლობების განვითარების პროექტის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ: რეი უოლში, აქტივების (ქონების) მართვის ექსპერტი, გიორგი სილაგაძე, IT ექსპერტი, რატი გაბრიჩიძე, კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვის ექსპერტი. მუნციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტრატეგიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის როლზე.
პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს მუნიციპალურ ფონდს დაეხმარება, რათა გაიზარდოს საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები პროექტის ციკლის მართვაში.
скачать dle 12.0