სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე დღეს მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა. კაპანაძის თქმით, შეხვედრა სარალიძის სახლში შედგა.

"ჩემი ამოცანაა, რომ საქმემ წაიწიოს წინ რაც შეიძლება სწრაფად. ასევე მქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან და მასთან ერთაც შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. დღესვე შევხვდები სახალხო დამცველს, მას შემდეგ რაც მექნება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, რათა შევთანხმდეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექრივებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ყველა სუბიექტი იყოს ჩართული.
ზაზა სარალიძე თვითონ დააფიქსირებს პოზიციას კომისიასთან მიმართებაში და თქვენ თვითონ განსაჯეთ, აქვს თუ არა მას ნდობა. ძალიან ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხვალ ადვოკატთან ერთად მოვა“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ზაზა სარალიძესთან ხვალ უკვე პარლამენტში შედგება.скачать dle 12.0