ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ვარხუნოს დასახლებაში წყაროს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე ადგილზე გაეცნო. რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია წყაროს და მიმდებარე ტერიტო- რიის კეთილმოწყობა. სამუშაოებს აწარმოებს ა(ა)იპ "თეთრიწყარო წყალი".

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა ნაწილობრივ დააზიანა ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მოგლიჯა ხე. ქარს თან დაერთო სეტყვაც. სეტყვის საწინააღმ- დეგო სისტემის ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირების შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ნასრაშვილი და მერის წარმომადგენელი ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი იაკობიშვილი ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას და მოსახლეობას მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში დახმარებას დაჰპირდნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ტურიზმის განვითარებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების კეთილმოწყობის მიზნით, ქ. ლაგოდეხში ორი დასასვე ნებელი ობიექტის, ცენტრალური და „რანის“ სტადიონთან არსებული სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ცენტრალურ სკვერში განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები; დეკორატიული სანათები; მოეწყობა მოზაიკური ფილაქანი; შადრევანი; დაირგვება მწვანე საფარი და ხვიარა ნარგავები; დამონტაჟდება სარწყავი სისტემა.
სამუშაოებისთვის გამოყოფილია 265 113 ლარი. „რანის“სტადიონთან არსებული სკვერის კეთილმოწყობას 70 617 ლარი მოხმარდება. პროექტები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

სოფელ კოლაგში ჭაბურღი მოეწყობა, რომელიც წყლით ექვს უბანს მოამარაგებს. სამუშაოებზე, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება, 122 887 ლარია გათვალისწინებული. ახალი ჭაბურღილი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის წყალმომარაგებას.

მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და გარგარისა და ატმის რეალიზაციით დაინტერესდა. არჩილ ხანდამაშვილმა და ნიკოლოზ გეთიაშვილმა ფერმერებთან მოსავლის მოცულობასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

სოფელ ჩუმლაყის #2 საბავშვო ბაღმა კომპანია „აგრომოტორსისგან“ საჩუქრები მიიღო. პატარებს საჩუქრები პირადად გადასცეს კომპანიის წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებმა. ბაღში სათამაშო ზონა მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია კერძო სექტორის ასეთი ჩართულობა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

დუშეთის მუნიციპალიტეტის ნაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოს ხევში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები. წლების წინ დაიწყო სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გაზიფიცირება, მაგრამ დიდი ნაწილი ამ სიკეთით ვერ სარგებლობდა. ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია და სოფლის მოსახლეობაც კმაყოფილია. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილობრივებს სოფლის გაზიფიცირებას მოსახლეობას ერთ-ერთი შეხვედრის დროს დაჰპირდა.


მერიის საჩუქარი სოფელ საქერეს ერთადერთ მუდმივად მცხოვრებს.

ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი საქერე დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომელსაც არასდროს ჰქონია ელექტროენერგია. 82 წლის ვასილ ქავთარაძე ამ სოფლის ერთადერთი მუდმივად მცხოვრები მოსახლეა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა უყიდა და დაუმონტაჟა მზის პანელები და ბატარეები.

ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპატეტის „ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ“, ბიბლიოთეკების ფონდების გაახლების მიზნით, ქ. დუშეთის მთავარ, ფასანაურის სადაბო და ანანურის, ჭოპორტის, დავათის სასოფლო ბიბლიოთეკებისთვის ახალი წიგნები შეიიძინა.

ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ბარისახოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სკრინინგის აქცია გაიმართა. ყველა მსურველს უფასოდ ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, აგრეთვე სისხლის ანალიზი სისხლში ქოლესტეროლისა და გლუკოზის განსაზღვრის მიზნით. ექიმებმა ადგილობრივებს სათანადო რეკომენდაციები მისცეს შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით.
აქცია ჩატარდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ა(ა)იპ დუშეთის „საზოგადოებრივი ჯან- დაცვის ცენტრის“ ხელშეწყობით. აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოებისა და აკად.მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მყარი ნარჩენების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი გერმანული წარმოების პლასტმასის 1100 ლიტრიანი 250 ერთეული ურნა გადასცა. "ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ნაგვის ახალი ურნები გადანაწილდა, რაც სოფლებსა და ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს", — აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მეწიეთში ჰიდროელექტროსადგური შენდება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ მდინარე კალაშას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაათვალიერა. შპს „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ დაკვეთით, საქართველოს მთავრობასთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, დაწყებულია ორსაფეხურიანი კასკადის მშენებლობა, რომლის ჯამური სიმძლავრე 12 მეგავატი იქნება. ამჯერად პირველი საფეხურის (5 მეგავატი) მშენებლობა მიმდინარეობს და ჯერჯერობით 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული, სამუშაოს მოცულობის
ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.
პროექტი არ ითვალისწინებს კაშხლის მშენებლობას. ტურბინებს წყალი მიწისქვეშ განთავსებული მილების მეშვეობით უნდა მიეწოდოს, რაც ეკოსისტემის შეცვლასა და გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს. ხიდისთავის თემში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდში სექტემბრიდან სტუდენტები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრისას განაცხადა.
მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. სტუდენტებსა და პროფესორებთან შეხვედრის გარდა, ისინი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭითაწყარში, ცაცხვსა და ცაიშში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ჭითაწყარში, კოსტავას ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 420 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზაზე იგება ასფალტბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.
კოლხეთისა და ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილობრივთა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მოისმინეს ჩიქოვანის, სანკტ-პეტერბურგისა და ერევნის ქუჩის მცხოვრებთაგან.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარემოს დაცვითი შეფასების სამმართვე- ლომ ფოთი-გრიგოლეთი- ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე ახალი ხიდის მიმდინარე უბნიდან მდინა- რე მალთაყვამდე ახალი გზა გაივლის. მშენებლობასთან ერთად, პროექტი სარეკულტივაციო სამუშაოებსაც ითვალისწინებს. პროექტის განხილვას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქალაქ ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, აღდგება კაშხლისა და რეგულატორის ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გარემონტდება წყალგამყოფი კვანძის კონსტრუქ ცია და მისი დამხმარე ნაგებობები. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ივლისში დასრულდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

ქალაქ მარტვილში შიდა საავმობილო გზებზე ასფალტბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში თამარ მეფის, ნ. გეგიას, წერეთლის, შეროზიას, ოქტომბრის, დადიანისა და კალინინის ქუჩაზე ასფალტბეტონი 3 500 მეტრზე დაიგება. პროექტი ასევე მოიცავს გრუნტის კიუვეტებისა და ლითონის მილების მოწყობას მიერთებებზე და ეზოს შესასვლელებში.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 607 995 ლარია. სამუშაოები მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ნაგვაზაოს, ლეხაინდრაოს, ნაჯახაოს და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა, გაეცნო მათს პრობლემებს და ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება.
ალექსანდრე გრიგალავა მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან ერთად ონოღიის და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
მერი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს, რომელთაგან მათთვის პრიორი- ტეტულია შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება. ალექსანდრე გრიგალავამ ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში წამლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტში

ქალაქ სენაკში, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში,გოლასკურის უბანში მიმდინარეობს სამუშაოები ახალი სანიაღვრე არხის მოსაწყობად, რომლის დამთავრების შემდეგ მოსახლეობას სახნავ-სათესი ნაკვეთები აღარ დაეტბორება.
ტრენინგი პროგრამული ბიუჯეტისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის თემაზე თვითმმართველობის ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ტრენინგი გამართა თემაზე — პროგრამული ბიუჯეტი და საბიუჯეტო კლასიფიკაცია. ტრენინგს მერიის შესაბამისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

მშენებარე ხიდი წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
ხიდის სიგრძე — 170, ხოლო სიგანე 11 მეტრი იქნება. პროექტს საქართველოს საავ- ტომობილო გზების დეპარტამენტი 6 577 834 ლარით აფინანსებს. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
ამჟამად, როგორც ქვეითად, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის გამოიყენება ძველი ხიდი, რომელიც ახალი ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ დაიშლება.

სოფელ ახუთში გზაზე ასფალტი იგება. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სოფლის ცენტრიდან ნოღას საზღვრამდე ასფალტირებული გზა დაიგება. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი 377 000 ლარით აფინანსებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.ამ გზით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ვახტანგ ლაბაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა
მიიღო. დავით შერაზადიშვილმა ჩემპიონს მიღწეული წარმატებები მიულოცა და მომავალში მხარდაჭერა აღუთქვა. მიღწეული შედეგისთვის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის“ შესაბამისად, ჩემპიონ ვახტანგ ლაბაძეს ერთჯერადად ფულადი ჯილდო 3000, ხოლო მის მწვრთნელს 1500 ლარი ჩაერიცხებათ. 28 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ბოლნისელი ვახტანგ ლაბაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპის 28-ე ჩემპიონატზე მკლავჭიდში მან 80 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი მარცხენაში წარმატებით მოიპოვა.

დმანისის მუნიციპალიტეტში 

დმანისში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება. მისი მიზანია აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ თავის ენაზე მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი სოფელ აღმამედლოს მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს ყველაზე მეტად აღელვებთ სასმელი წყლის პრობლემა, რაზეც მერი თავისი კომპტენიის ფარგლებში უახლოეს პერიოდში მოგვარებას დაჰპირდა. მერმა მოსახლეობას გააცნო აგრეთვე სოფელ აღმამედლოში დაგეგმილი სხვა პროექტები. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის შპს „მარნეულის სოფ. წყალის“ უფროსი ნაბი აბდულაევი და მერიის თანამშრომები.

скачать dle 12.0