ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი. 18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა პირველადი დოკუმენტი და იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც აისახება გეგმაში.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წლიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის, საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის.ინიციატივის მონაწილე მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი პარტნიორების მიერ შემუშავებული განვითარების გეგმა მიმართული უნდა იყოს კერძო სექტორის ზრდისკენ, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ განვითარებასა და დასაქმებას.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წყლისა და წყალარინების პროექტების ტექნიკური დიზაინის შედგენის საკითხებზე იმსჯელეს.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი, „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება პროექტის ციკლის მართვაში“, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას მათს ტე რიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, შესყიდვასა და მონიტორინგში.

პროექტი ხელს შეუწყობს ამ პროცესს და შემდეგ ასპექტებზე იქნება ორიენტირებული: მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის სწავლება პროექტის ციკლის მართვის ძირითად ასპექტებში, მათი შესაძლებლობების გაზრდით ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში; მუნიციპალიტეტების დახმარება ისეთი ინსტრუმენტის განვითარებაში, რომელიც მათ პროექტების მომზადებაში დაეხმარება, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების ჩათვლით; მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა პროექტების მართვაში; სახელმძღვანელოებისა და სხვა ინსტრუმენტების განვითარება, როგორიცაა PCM ვებგვერდი, რომელიც ინტერმუნიციპალური კომუნიკაციის პროცესს შეუწყობს ხელს და დაეხმარება მათ პროექტების განსაზღვრისა და მართვის პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მალხაზ სამაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თეთრიწყაროს ოფისის წარმომადგენლები, ა(ა)იპ „თეთრიწყარო წყალის“ და მერიის თანამშრომლები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ვაშლოვანის ქუჩაზე განახლ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი მერის პირველ მოადგილესთან, ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოების შეფერხების მიზეზად ქ. ლაგოდეხში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება სახელდებოდა. პრობლემა ამ ეტაპზე უკვე მოგვარებულია. ვაშლოვანის ქუჩის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB და საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) ფარგლებში ხორციელდება. მისი ღირებულება 1 221 000 ლარია.

საქართველოს ფეხბურთის ფე რაციის ინიციატივით, სოფლის მოედნის განახლების პროგრამის ფარგლებში, სოფელ კართუბნის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა – მოედანი შემოიღობა, დამონტაჟდა ახალი კარი, ბადეები და ბანერი, სკამები. რეაბილიტირებული სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან ჯონდო მდივნიშვილთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა. სტადიონზე ამხანაგური მატჩიც გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ადგილობრივ ფეხბურთის მოყვარულებს დაუპირისპირდნენ. თამაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამარჯვებით დასრულდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

12 მლნ ლარის ინვესტიცია კურორტ „ახტალის" მშენებლობისთვის – აუქციონის შედეგების თანახმად, გამარჯვებულმა ინვესტორმა 3 760 000 ლარი უნდა გადაიხადოს და შემდეგ მინიმუმ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს 48 თვის განმავლობაში. საბოლოოდ, გურჯაანს და მთლიანად საქართველოს შეემატება 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, ღია და დახურული ტიპის აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელი ცენტრებით, ეზოს გამწვანებით, გარე განათებით, ავტოსადგომით. ახლანდელ თანამშრომლებსაც შეინარჩუნებენ და ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნიან. ინვესტორი დაინტერესებულია, გურჯაანში შექმნას კომპლექსური საკურორტო ზონა, რომელიც გახდება საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი და შიდა ტურისტების გარდა უმასპინძლებს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აუქციონის პირობების მიხედვით, „ახტალის" ტერიტორიაზე არსებული პარკი არ გადაეცემა ინვესტორს და რჩება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარგებლობაში, თუმცა მის მოვლაპატრონობის სრულ ხარჯებს ინვესტორი გაიღებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ნიკო ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და წითელი ჯვრის ექიმ თერაპევტთან ერთად სოფელ საბათლოს ეწვია, მოსიანების მატერიალურად გაჭირვებული ოჯახი მოინახულა და საკვები პროდუქტები გადასცა. გარდა ამისა, ოჯახის ასაკოვან წევრს, ანა მიქელაშვილს პირველადი სამედიცინო შემოწმება ადგილზე ჩაუტარდა.

მუნიციპალიტეტის მერი ოჯახის წევრებს არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. მოსიანებმა მერს მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქამდეც იჩენდნენ მზრუნველობას მათ მიმართ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თეიმურაზ ბალარჯიშვილმა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ლევან ჯანგულაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობა) პრაქტიკას უფასოდ გაივლიან. ადგილობრივი თვითმმართველობა პრაქტიკანტს უკეთესი შედეგისთვის მენტორს დაუნიშნავს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

მჭადიჯვრის ადმინისტრაცი ერთეულის სოფ. მჭადიჯვარში დასრულდა სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, დამონტაჟდა 32 საუბნო ონკანი. ამიერიდან 450-მდე ოჯახი სასმელი წყლით მთელი დღის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი. წყლის პრობლემა მოსახლეო- ბას წლების განმავლობაში აწუხებდა. ადგილობრივები დასრულებული სამუშაოებით კმაყოფილი არიან და აღნიშნავენ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მათ დანაპირები შეუსრულა. დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა და მერის წარმომადგენელმა მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილმა დაათვალიერეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და მერის მოადგილე მაიზერ ნანავა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ესტუმრნენ. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის – „აფხაზეთის“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა, სასადილოს ბენეფიციარებს ერთი დღე გაულამაზეს, ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და მათთვის კონცერტი გამართეს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისთვის სასიამოვნო და უზრუნველი გარემოს შექმნა. მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალური პროგრამები და ამ სერვისის გაუმჯობესება", – აღნიშნა ლაშა გოგიამ და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოს პროგრამით 250-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, წელსვე პროგრამას ემატება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში საბაზისო პროდუქტის შეძენა.

სენაკის მუნიციპალიტეტში

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მუშაობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. რეაბილიტაცია, რომელიც ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით ხორციელდება, თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა თეატრის ისტორიაში. შენობას ჩაუტარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები. გამოიცვალა სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები. დასრულებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი, სრულად განახლებულია ელექტროგაყვანილობა. ამ ეტაპზე დასრულდა რიგელების, სართულშუა გადახურვის ფილების, კიბის უჯრედების, ასევე სვე- ტების ლითონის კონსტრუქციებით გამაგრების სამუშაოები. გამოიცვალა კარ-ფანჯრები. დასრულდა ფასადის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია უტარდება სცენის სივრცეს. დაწყებულია თეატრის უნიკალური მხატვრობის რესტავრაცია, რომელზეც მხატვართა ჯგუფი მუშაობს.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ფოთის წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება და ტექნიკური საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მისი მოადგილეები ირაკლი ურუშაძე და ზაზა სიხარულიძე, საერთაშორისო კონტრაქტორის TAHAL GROUP-ისა და საზედამხედველო კომპანია Safege-ს წარმომადგენლები. კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს არსებული ვითარება შეაფასა და კონტრაქტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვა მოსთხოვა პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა თანამედროვე წყალარინების სისტემით ისარგებლებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

დასრულდა დაბა ჩხოროწყუ მდინარე ოჩხომურზე, ამორტი ზებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია. ხიდზე მოძრაობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აკრძალული იყო, ამ დროისთვის აღდგენილია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხიდის აღდგენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 000 ლარი გამოიყო.

სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა, მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად დაათვალიერეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ მუშევანის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. შეხვედრა იმ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელთა რეაბილიტაციასაც ადგილობრივები ითხოვენ.

400-კომლიანი სოფელი არსებული რიტუალების სახლის სამზარეულოს მოწყობას და ინვენტარით აღჭურვას, ასევე რიტუალების სახლისა და სკოლის ეზოების გამყოფი ღობის გაკეთებას ითხოვს. შეხვედრაზე სკოლის დირექციამ ეზოში მდებარე ხევის იზო- ლირება მუნიციპალიტეტის მერს პირადად სთხოვა. დღის წესრიგში კიდევ ერთი პრობლემის მოგვარე  დადგა – უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი სპორტდარბაზის ღია სამზარეულოდ გადაკეთება. სოფელში შიდა გზაც მოსაწესრიგებელია. აღნიშნული საკითხები მერმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა და ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. 

„ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ოპერირებისთვის ორი სპეცმანქანა გადასცა. ახალი რეანიმობილებით კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამ დრომდე ბოლნისის და გარდაბანის მუნიციპალიტეტებიდან პაციენტთა სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა. ახალი რეანიმობილის მეშვეობით კრიტი- კულ პაციენტებს ოპერატიულად გადაიყვანენ.

დმანისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც სახელმწი- ფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.

დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა პირველი შეხვედრა, სადაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, გააცნეს პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და სხვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარ- მომადგენლები. საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ლეჟბადინის, მუღანლოს, ქუთლიარისა და ბაიდარის გზების მოასფალტება. კონკრეტულად კი, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში: სოფელ ლეჟბადინში იგება 2 446 გრძ/მეტრი გზა; სოფელ მუღანლოში – 1 318 გრძ/მეტრი გზა; სოფელ ბაიდარში – 1 404 გრძ/მეტრი გზა;სოფელ ქუთლიარში 1 308 გრძ/ მეტრი გზა.
აღნიშნული პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

წალკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ სოფ. კუშისა და სოფ. ავრანლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის მონაკვეთი, რომელიც მოსახლეობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა, წლების განმავლობაში არ შეკეთებულა და ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. წელს ეს პრობლემა მოუგვარდებათ – პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი დაიგება 4600 მეტრი სიგრძის გზაზე. ხელშეკრულების პირობების თანახმად პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად, გარემოსდაცვით კომპანია ENVISO-ს და საპროექტო კომპანია GOG-ის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს გუბაზეულის ხეობაში არაკაშხლური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი. საქართველოს რეგიონული განთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 1 800 ერთეული ურნა გადასცა.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი 10 000 ურნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონა ეტაპობრივად გადაეცემა, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვი- სის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

скачать dle 12.0