ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიძვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა კახეთის რეგიონში შემავალი ყველა თვითმმართველი ერთეულის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე: პარლამენტის მაჟორიტარი-დეპუტატები, მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და გუბერნატორის მოადგილეები.

კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონცეფციის პრეზენტაციის დროს ყურადღება გამახვილდა კახეთის რეგიონში სასმელი წყლის პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებაზე, ღვინის მუზეუმის, ტურისტული დანიშნულების ადგილების, ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე. ეკონომიკური განვითარების კონცეფცია გულისხმობს კახეთის ოთხივე სეზონზე მასპინძელ რეგიონად ჩამოყალიბებას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განიხილეს 2019 წლის  პრიორიტეტული მიმართულებები. კახეთი პირველი რეგიონია, სადაც ცენტრალური ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების, წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელეს სამომავლო განვითარების
პერსპექტივებზე და კონკრეტული პროექტები დაგეგმეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 

სოფელ ვეჯინში მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა გამოეკვლია მუცლის ღრუ და ფარისებრი ჯირკვალი ექოსკოპი ის მეშვეობით, ჩაეტარებინა კარდიოლოგიური გამოკვლევა და სისხლის ანალიზი შაქრის დონის დასადგენად.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სამედიცინო აქციის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. უფასო სამედიცინო კვლევები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა და მომავალშიც იგეგმება. 


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტში ალოობა აქტიურ ფაზაში შევიდა.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროს ეწვია და სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ ირაკლი შიოლაშვილთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და რეგიონის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.
დედოფლისწყაროში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღებას შპს "მექანიზატორი“ ახორციელებს. კახეთის რეგიონში ალოობის პროცესს 103 ერთეული კომბაინი უზრუნველყოფს, აქედან დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 49 კომბაინია მობილიზებული. მოსავლის აღებაში ჩართულია ბელარუსული წარმოების ახალი კომბაინებიც, რომლებიც შპს „მექანიზატორმა“ წელს შეიძინა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

სოფელ ჭაბუკიანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის მონაკვეთი 2700 მეტრია და სამუშაოების შესრულების პროცესში 4000 მ3 ქვიშა-ხრეშოვანი მასალა იქნება შეტანილი. სოფ. ჭაბუკიანის, გვიმრიანის, ქვემო ნაშოვარის მოსახლეობა საკუთარ ნაკვეთებთან შეუფერხებლად მისვლას და მოსავლის ტრანსპორტირებას შეძლებს. სულ 2018 წელს სავარგულებამდე მისასვლელი ათი
კილომეტრის გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

სოფელ აფენში ცხაკაიას ქუჩაზე მოეწყობა ჭაბურღილიდაზე სასმელი წყლის მაგისტრალი, დამონტაჟდება საუბნო ონკანები და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით. 100 000 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

5 ივლისს გაიხსნა ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც მწერლის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება.
უკვე მეორედ, ოზურგეთის თეატრი ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მართავს. თეატრალური ფორუმი მოიცავს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სცენურ–ინტერპრეტაციებს როგორც ქართული პროფესიული,ისე უცხოური თეატრების სცენებზე. ფესტივალში წელს 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ფესტივალზე განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ჰელადოსს“ წარმოადგენს,ხოლო მოსკოვის თეატრი„ნიკიტას კარიბჭე“ ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. პერმის თეატრი ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება სპექტაკლით „ზურიკელა“.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთულში, სოფელ ლაკათხევში, სოფელ ნაღვარევსა და სოფელ გვიდაქეში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სამი ხევის გაწმენდა გამოდარებისთანავე დაიწყო. ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფ.ლაკათხევში და მიმდინარეობს სოფელ ნაღვარევში, რომლის დასრულების შემდეგ გაიწმინდება და ამოღრმავდება აგრეთვე სოფელ გვიდაქეს ხევი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

დაიწყო ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია. არსებულ ერთ სართულიან შენობას დაემატება მეორე სართული, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები,შეჯიბრების გასამართი დარბაზი და სანიტარიული ოთახი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის. საჭადრაკო სკოლაში ამჟამად 180 ბავშვი სწავლობს. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ სწავლას 300-ზე მეტი მსურველი შეძლებს. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

ფოთში სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფოთის რაიონულ სამსახურს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადაეცა. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ფოთის მაჟორიტარ
დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან, მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან ერთად გახსნა. ახალ შენობაში პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკისთვის სპეციალური სივრცეა მოწყობილი. ახალი რეანიმობილის საშუალებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება რეგიონში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულობას გაზრდის.
პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

ქალაქ მარტვილში თამარ ფების ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი ასევე მოიცავს ოქტომბრის, ნ. გეგიას, შეროზიას, წერეთლის, დადიანისა და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. სულ დაიგება 3 500 მეტრი ასფალტბეტონის საფარი. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა გაეცნო.
პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში დაიწყო მზადება სკოლებშია გრარული პროფილის პროგრამის განხორციელებისთვის. გაეროს განვითა (UNDP) წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში მაია მიქავა მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის წარმომადგენლებსა და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სენაკის საჯარო სკოლებში საპილოტო პროექტის სახით სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და სახელობო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა.
პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობაში სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაცია, აგრარული მეურნეობის გამართვის პრაქტიკული მეთოდებისა და ცოდნის განვითარებით ფერმერებში ახალი ტექნოლოგიებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების დანერგვა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტშიდაიწყო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის მესამე ეტაპი. წამლობისგან მაღალი ეფექტის მისაღებად სოფლებში კონკრეტული უბნები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით  მუშავდება. სოფელში თერმული ნისლის აგრეგატით აღჭურვილი მაღალი გამავლობის 12-მა ავტომობილმა იმუშავა. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და ეტაპობრივად ყველა სოფელი დამუშავდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

ქალაქ მარნეულში, № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომლის მიმდინარეობის პროცესს მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად და ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საგანმანათლებლო სფეროში. ქალაქ მარნეულის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა სახელმწიფოს 1 514 760 ლარი დაუჯდება. სამუშაოები 6 ივლისს დაიწყო და 2019 წლის აპრილში დასრულდება. სკოლა 196 ბავშვზეა გათვლილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა წელსაც გრძელდება. სოფელ რაჭისუბანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მუნიციპალიტეტმა შიდა საავტომობილო გზებზე საფარის დასაგებად ელექტრონული ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარია. 19 ივლისს გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელმაც სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეში უნდა დაასრულოს.

წალკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ შპს "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკას საჩუქრად გადასცა 160 საწოლისთვის გათვალისწინებული სრული კომპლექტი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

დაბა მანგლისის საზოგადორივ ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესი განიხილეს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წელს შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და იტვირთა ვალდებულება, სამოქალაქო საზოგადოების,ბიზნეს სექტორის, არასამათავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდების, მცირე მეწარმეების აქტიური ჩართულობით,შეიმუშაოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულყოფილად უნდა ასახავდეს საზოგადოების ინტერესებსა და განვითარების სასურველ მიმართულებებს.
გეგმის შემუშავების პროცესი ითვალისწინებს კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მოსახლეობამ სპეციალური კითხვარის საშუალებით წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები მუნიციპალიტეტის განვითარების შესახებ.скачать dle 12.0