კაცი, რომელიც მოვიდა ერთი საუკუნით ადრე და რამდენიმე საუკუნით გვიან

განმანათლებელთა და გონების საუკუნეში დაბადებული გერმანელი ექიმი ფრანც ფრიდრიხ ანტონ მესმერი (1734–1815) პარადოქსი იყო ამ ხანისთვის.

ვოლტერის, დიდროს, და კალიოსტროს თანამედროვე მესმერი, ერთდროულად რაციონალისტიც იყო და ინტუიტიურიც. იგი სწავლობდა ავსტრიის დედაქალაქ ვენის სამიდიცინო სკოლაში. ძირფესვიანად შეისწავლა ოკულტური მეცნიერებები. ასევე ფილოსოფია, თეოლოგია და სამართალი.
1766 წელს მან დაწერა ნაშრომი "`ადამიანის სხეულზე პლანეტების გავლენის შესახებ“. მესმერი ამბობდა რომ ციური სხეულები, დედამიწა და ცოცხალი არსებები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე მაგნიტური ნაკადის მეშვეობთ. მაგრამ მესმერი მისდა საუბედუროდ ძალიან ადრე და ძალიან გვიან, დაიბადა სუპერგონიერ განმანათლებელთა საუკუნეში. ვოლტერს მოსწონდა რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე და არა მესმერი.

ეს იყო თავისი ყოვლისმცოდნეობით მკვეხარა ენციკლოპედისტების ხანა. იყო მატერიალისტების ფაქტიური დიქტატურა.

ასეთი პროფესორებისთვის მესმერი რა თქმა უნდა სულელი და შარლატანი ყბედი იყო, მაგრამ მესმერი არ დანებდა. მან გაცურა დინების წინააღმდეგ. მესმერმა თქვა რომ მთელ სამყაროს სერავენ უხილავი და მოუხელთებელი ტალღები რომელთაც აღიქვამს მარტო ინტუიცია. ეს წინ და უკან მოძრავი იდუმალი ტალღები მიდიან ასე ვთქვათ სულიდან სულამდე, ადამიანიდან ადამიანემდე.

მესმერს არ შეეძლო ამ ტალღების, ამ იდუმალი ძალის წარმომავლობის ნამდვილი სახელის და შემადგენლობის დადგენა. მაგრამ მან ანალოგიით ამ ძალას უწოდა მაგნეტიზმი. მესმერმა სთხოვა აკადემიებს, პროფესორებს თვითონ მათ შეემოწმებინათ საოცარი შედეგები რომლებსაც მან მიაღწია ამ მკურნალობით რომელიც უბრალოდ თითების ოდნავ შეხებით ხდებოდა. მესმერი ურჯულო მატერიალისტ პროფესორებს ემუდარებოდა წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე შეემოწმებინათ ის საოცარი შედეგები რომლებსაც მან მიაღწია, განსაკუთრებით ნერვიულ ავადმყოფობათა განკურნების შემთხვევები. როგორც ირკვევა მესმერი კურნავდა შთაგონებით, ჩაგონებით.

მაგრამ პროფესორულმა აკადემიურმა მეცნიერებამ ჯიუტად უარყო წინადადება. მან თვალიც კი არ შეავლო მესმერის მიერ წარმოდგენილ და ასჯერ შემოწმებულ ფენომენებს. უცნობი ბუნების ეს უხილავი ენერგია, რომლის გადაცემაც შეიძლება, არ ჯდებოდა განმანათლებელთა და ენციკლოპედისტთა კონცეფციებში. მესმერი მოვიდა ერთი საუკუნით ადრე და რამოდენიმე საუკუნით გვიან.

თავისი ხრწნადი და მოკვდავი ტვინის ყოვლისშემძლეობაში დარწმუნებულ პროფესორებს არ ესმოდათ თუ რა ხდება ადამიანის შიგნი თ. არ ესმოდათ ცნობიერის და არაცნობიერის ურთიერთობისა. ამ პროფესორთა მეცნიერება არ აღიარებს სულის როგორც მოქმედებითი ძალის არსებობას. ასეთი პროფესორების მედიცინა ადამიანს თვლის მექანიზმად და ხედავს მარტო ფიზიკურ ავადმყოფობებს. ის ვერ გრძნობს ფსიქიურ ძვრებს. ის სულით ავადმყოფებისთვის აღიარებს მხოლოდ დალაქის ბარბაროსულ სიბრძნეს: კუჭის აშლას, სისხლის გამოშვებას, ცივ წყალს… სულით ავადმყოფებს აბავდნენ ბორბალზე და ატრიალებდნენ მანამდე სანამ ქაფი არ ამოვიდოდა ამ უბედურთა პირიდან. იყო მკურნალობად გამოცხადებული წამების სხვა ხერხებიც. ეპილეპტიკოსებს ტენიდნენ ნარკოტიკებით. ნერვიულ ავადმყოფობებს ვერაფერს შველიდნენ და აცხადებდნენ რომ ასეთი ავადმყოფობები საერთოდ არ არსებობს და როდესაც მესმერმა თავისი მაგნიტური გავლენით პირველად უშველა ამ უბედურებს აკადემიურმა მედიცინამ მესმერი გამოაცხადა შარლატანად!
ამ ნათელმხილველმა და გამჭრიახმა ადამიანმა მოიარა კრეტინი და ყოყოჩი მატერიალისტების აკადემიები ის ითხოვდა უბრალოდ დაინტერესებას მისი იდეით, დახმარებას და ამ ავანგარდულმა, ყოყოჩი კრეტინების მიერ შარლატანად გამოცხადებულმა მებრძოლმა აღმოაჩინა ბევრად მეტი, ფსიქოთერაპია, ჰიპნოზი, შთაგონება, ტელეპატიაც კი ფესვგადგმულია ტრაღიკული მესმერის ძიებებში და მიღწევებში…

მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი იგი მოცარტის მეგობარი გახლდათ. 1773 წელს ლეოპოლდ მოცარტმა მისწერა წერილი თავის მეუღლეს რომელიც ცხოვრობდა ზალცბურგში. "ბოლოს არ მომიწერია იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა დიდი კონცერტი ჩვენს მეგობარ მესმერთან ლანდშტრასსეზე გაშენებულ მის ბაღში...“ ავანგარდისტი ექიმი, მაგნეტიზორი მესმერი და მამა-შვილი მოცარტები კარგი მეგობრები იყვნენ. უკვე რამოდენიმე წლის შემდეგ, მოხდა ისე რომ კარის ოპერის სახელგანთქმულმა დირექტორმა, იმპერატორის ბრძანების საწინააღმდეგოდ არ მოინდომა მაშინ 14 წლის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაწარმოები ლა Fინიტა სიმპლიცე-ს შესრულება. აი აქ გამოჩნდა ალღოიანი მესმერის გულუხვობაც. მან ახალგაზრდა კომპოზიტორს მის განკარგულებაში გადასცა თავისი ღია პატარა თეატრი რათა იქ დადგმულიყო მოცარტის პირველი ოპერა Bastien und Bastienne პატარა მოცარტმა არ დაივიწყა მეგობრობის ეს ნიშანი. ის თავის წერილებში სულ ლაპარაკობდა თავის „ძვირფას მესმერზე“ სწავლული, ხელოვნებათა მოყვარული, ფილანტროპი მესმერი მდიდარიც იყო. ის ხომ დაქორწინდა ფინანსთა მრჩეველი ვან ბოშის ქვრივზე, რომელმაც მას დიდი ქონება მოუტანა. შარლატანად გამოცხადებული მესმერის დიდებულ სახლში მუდამ იყო გაშლილი სუფრა მისი მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის. შესანიშნავად სვამდნენ და ჭამდნენ სტუმრები ამ სწავლული, განათლებული და როგორც გულუხვი ისე ფულუხვი და სტუმართმოყვარე მესმერის სახლში. ამ სახლში ინტელექტუალურადაც ხალისობდნენ და ხარობდნენ. იქ ხშირად თვითონ ავტორები, სახლის ახლო მეგობრები, ანუ ჰაიდნი, მოცარტი, გლიუკი, ასრულებდნენ თავის ახალ და ჯერაც გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებს. იქ ისმოდა პუჩინის და რიგინის მუსიკაც. ამას გარდა ამ სახლში დაუღალავად საუბრობდნენ სულიერ პრობლემებზეც. მოკლედ მესმერის სახლი იყო მატერიალისტი აკადემიკოსების აკადემიის პარალელური აკადემია…

მესმერმა მონმარტრის ქუჩაზე მდგარ თავის სახლში გახსნა კლინიკა სადაც მიდიოდა ყველა კლასის ავადმყოფთა ბრბოები. მესმერის კაბინეტში ყოველ დღე ხდებოდა საოცარი სცენები. ბევრი ავადმყოფი ხტოდა და ყვიროდა რომ ისინი განიკურნენ.

სხვები ვარდებოდნენ მუხლებზე და უკოცნიდნენ დიდ მესმერს ხელებს. კიდევ სხვები მესმერს სთხოვდნენ მაგნიტური ნაკადის გაძლიერებას და მისი ხელების მკურნალი მოძრაობების გამეორებას. ამის შემხერდვარე მატერიალისტი პროფესორები და აკადემიკოსები სულ გადაირივნენ და გააფთრდნენ. მესმერი იძულებული იყო წასულიყო პარიზიდან.

მესმერს სჯეროდა უხილავისა, იმისა რომ სამყაროს მსჭვალავს მკურნალი ნაკადი თუ ენერგია რომელიც მოქმედებს ადამიანის სხეულზე. მესმერი დიდად იყო შთაგონებული ისააკ ნიუტონის ნაშრომებით და მიზიდულობის თეორით. ის ამბობდა პლანეტები მოქმედებენ ადამიანის სხეულზეც ძალით რომელსაც ის უწოდებდა ცხოველურ მაგნეტიზმს.

მესმერი დიდ დროს და ენრგიას ხარჯავდა იმისთვის რომ მოეხერხებინა სამყაროს გამმსჭვალავი უხილავი ენერგიების მართვა. მან დაიჯერა რომ მაგიური მკურნალი ძალა აქვს. პარიზში მოდურად ქცეული მისი სეანსების დროს მესმერი თავის პაციენტებს შთაგონებით აძინებდა და აცეკვებდა კიდევაც.

პაციენტების ასეთი რეაქციები გამოწვეული იყო მესმერის ჰიპნოტური ძალით. თვითონ მესმერმა თავიდან არც იცოდა რომ მას ჰქონდა ეს ძალა. ინტენსიური ექსპერიმენტები – მესმერს თავისი მეთოდით შეეძლო პიროვნების თუ ბრბოს ემოციური მდგომარეობის გაძლიერება არანორმალურ მაგრამ კონტროლირებად მდგომარეობამდე. მესმერი პიროვნებათა ემოციური მდგომარეობის გასაძლიერებლად და ასამაღლებლად იყენებდა მუსიკას.

ჰიპნოტური შთაგონების შედეგად მესმერმა მრავალ პაციენტს უშველა. ის ამბობდა რომ შეუძლია სიბრმავის, პარალიჩის, კონვულსიების და სხვა ავადმყოფობების შველა.

მესმერმა სახელი გაითქვა სხვა ქვეყნებშიც. ის ბევრს მოგზაურობდა და ევროპულ არისტოკრატიას შთამბეჭდავად წარუდგენდა თავის ტექნიკას და შესაძლებლობებს. მართალია, მაშინდელმა ოფიციალურმა მატერიალისტურ-პროგრესისტულმა მედიცინამ მესმერი განდევნა, მაგრამ დღეს უკვე ვიცით რომ ჰიპნოზი და ტრანსი კაცობრიობისთვის სულაც არაა უცხო.

ქეთევან ზარნაძე

скачать dle 12.0