ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელ ასურეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ, გაეცნენ ღვინის წარ- მოების პროცესს და მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარების საჭიროებების შესახებ. ადგილობრივი მეწარმე ალექსანდრე ჭიჭინაძე გერმანელების მიერ 1881 წელს აშენებულ საოჯახო მარანში „ასურეთული შალას“ ნახევრად მშრალ, მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოს აწარმოებს. მეწარმე გეგმავს წარმოების გაფართოებას და სადეგუსტაციოადემონსტრაციო სივრცის მოწყობას, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ, მყუდრო და სასიამოვნო გარემოში გასინჯონ ასურეთული შავის, იმავე შალას ღვინო და გაეცნონ ღვინის წარმოების პროცესს. საკუთარ ვენახში მოყვანილი შალას ჯიშის ყურძნისგან აწარმოებს ღვინოს ადგილობრივი მეწარმე მამუკა ლაშხი. წარწერა ეტიკეტზე — „ელიზაბეტთალი“ კი ადგილწარმოშობასა და ასურეთში ღვინის წარმოების ტრადიციებზე მიუთითებს. ამ ღვინოზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ადგილობრივ მეწარმეს დაგეგმილი აქვს წარმოების გაზრდა და არსებული ვენახის გაშენება-გაფართოება.

როგორც ადგილობრივი მეწარმეები აღნიშნავენ, ასურეთში არსებობს ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობები, აქ წარმოებული ღვინის პოპულარიზაცია კი ხელს შეუწყობს მისი ცნობადობის გაზრდას და ექსპორტზე გატანას, ამასთანავე მეწარმეები კიდევ უფრო დაინტე- რესდებიან ტრადიციული მევენახეობის დარგის აღორძინებით. ადგილობრივი ბიზნესის წარ- მომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური გან- ვითარების გეგმის შემუშავების პროცესის ფარგლებში. აქაური მეწარმეები ჩართული არიან სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაშიც. ორწლიანი ეკონომიკური განვი- თარების გეგმა ჩამოყალიბდება დაინტერესებული მხარეების მო ნაწილეობით, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის, გრძელდება აქტიური საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან. მერიის წარმომადგენლები სოფელ წინწყაროში გაეცნენ რძის პროდუქტების საწარმოო პროცესს და ადგილობრივი მეწარმისგან, მერაბ ძირკვაძისგან მოისმინეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ.

კოოპერატივი შპს „წინწყარო +“ ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით აწარმოებს ნატურალურ რძის პროდუქტებს. აქ დამზადებული იმერული ყველი, სულუგუნი და ყველის სხვა სახეობები, აგრეთვე ნადუღი იყიდება თბილისის დიდ სუპერმარკეტებში. საწარმო არსებული შესაძლებლობებით დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დაახლოებით 10 ტონა რძის გადამუშავებას. მცირე საწარმოში დასაქმებულია 8 ადგილობრივი.

სურსათის უვნებლობის HACCP სისტემის დასანერგად, მეწარმე აქტიურ კონსულტაციებს მართავს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. დაგეგმილი აქვს წარმოების გაფართოებაც, რაც ადგილზე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა — „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) შემუშავებულია ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ინიციატივას 2018 წლიდან შეუერთდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ( EaP) ეკონომიკური განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების  შექმნისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
კურორტ ბახმაროს, რომელსაც ყოველ ზაფხულს ათასობით დამსვენებელი სტუმრობს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა უკვე 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. ეს ადაწყვეტილება სსიპ "საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" დირექტორმა ავთანდილ თა ლაკვაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც "გურია ნიუსმა" დამსვენებლების პრეტენზიები გააცნო — ისინი წლებია ითხოვენ, რომ კურორტს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მომსახურებოდა. ამ დრომდე ბახმაროში საათობით უწევდათ ლოდინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისაღებად, რადგან ბრიგადა ჩოხატაურიდან ადიოდა. ამ საკითხის მოგავრებაში ჩაერთო რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რომლის ძალისხმევით ბრიგადისთვის კურორტზე ოთახი გამოიყო.

საქართველოს პარლამენტის წევრის  ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის ინიციატივით, კურორტ ბახმაროში სახელმწიფო უწყებებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოაგარაკეებთან კურორტის პრობლემებზე საუბრით გაგრძელდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და გურიის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, აგრეთვე ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.


გურჯაანის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება: ფარნავაზის, კოსტავას, სანაპიროს, გურამიშვილის, თამარ მეფის და ნონეშვილის სხვადასხვა კორპუსის ეზოები. სატენდერო თანხა 183 405 ლარს შეადგენს. გამარჯვებული 2 აგვისტოს გამოვლინდება.

გურჯაანის კულტურის ცენტრში საკანალიზაციო სისტემისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს: სრულად შეიცვლება შიდა და გარე საკანალიზაციო ქსელი, ყველა სართულზე მოწესრიგდება სველი წერტილები. სამუშაოებისთვის ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის" ბიუჯეტიდან 29 000 ლარამდე დაიხარჯება. რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხში მოსული უხვი ნალექის შედეგად ჩამოშლილმა მთის მასამ მთლიანად დააბინძურა წყლის სათავე ნაგებობა, რომლითაც მოსახლეობა მარაგდებოდა. ამიტომაც მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით და GWP-ის მხარდაჭერით მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა კარდაკარ ჩამოიარეს და მოსახლეობა სასმელი წყლით უზრუნველყვეს. ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ აღდგება წყალმომარაგება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში 

ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს წითელსოფელ-ბულაჩაურის დამაკავშირებელი 900-მეტრიანი სამანქანო გზის მონაკვეთის მოასფალტება. ორი ფენა ასფალტის საფარის დაგების შემდეგ დაგეგმილია სანიაღვრე სისტემის და გვერდულების მოწყობითი სამუშაოები. პროექტი ოქტომბერში დასრულდება. აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა, რადგან გადაადგილების პროლემას ქმნიდა. მოსახლეობა კმაყოფილია მიმდინარე სამუშაოებით — მათ მაჟორიტარმა დეპუტატმა დანაპირები შეუსრულა, პირადად მისი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის უშუალო ძალისხმევით მოხერხდა გზის ამ მონაკვეთის მოასფალტება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, დევნილების დასახლების წინ ასფალტის დაგებაზე უკვე გა- მოცხადებულია ტენდერი, რომლის ღირებულება 30 366 ლარია. მუნიციპალიტეტის მერიამ უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯა- ხებისთვის 19 საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სატენდერო ღირებულება 519 321 ლარია. საცხოვრებელი ფართით წლის ბოლომდე 30-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ხელბურთისა და კრივის დარბაზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპის შესრულებულ სამუ შაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე ირაკლი თოფურია გაეცნენ. მდ. რიონის ქალაქის შტოს ზღვასთან შემაერთებელი არხის გაჭრა, მდინარის კალაპოტის გაწმენდა-ფორმირება, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭინის ჰიდროდინამიკური რეჟიმის აღდგენა — ეს ის საკითხებია, რომლებზეც ფოთის მუნიციპალიტეტში გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს. შეხვედრას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, კოლხეთის ეროვნული პარკის და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კონფერენციაზე საქართველოს საინჟინრო აკადემიაში შექმნილი ნაპირდამცავი ახალი ტიპის მოტივტივე ტალღაშემარბილებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობის მაკეტი წარმოადგინეს. ახალი გამოგონება ლაბორატორიულ გარემოში უკვე გამოიცადა. იგი ზღვაში 8 მეტრის სიღრმეზე, ნაპირიდან 100–150 მეტრის დაშორებით ჩაეშვება და საგრძნობლად შეამცირებს 7–10 ბალამდე სიძლიერის ტალღებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

აზიური ფაროსანას წინაშეწამვლითი ღონისძიებები, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, აქტიურად მიმდინარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მობილიზებულია 20 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკა. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება სოფლებში თერმული ნისლის გამოყენებით, ტყისა და სოფლების პერიმეტრებზე ცივი შესხურების ტექნოლოგიით, ხოლო საყანე ფართობებში სატრაქტორო აგრეგატების დახმარებით.ამ პროცესს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა. დღეის მონაცემებით, დასავ ლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 350 ათასი ჰა, სატრაქტორო აგრეგატით — 13 ათასამდე ჰა საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) — 25 ათასი ჰა ფართობი.

სურსათის ეროვნული საააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აქტიურად ჩაერთონ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში.


მარტვილის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წაჩხურუში მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დაიგება 1 429 მეტრი ასფალტბეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს გრუნტის კიუვეტების, ღია წყალმიმღები ბეტონის ცხაურის, მიერთებებზე ლითონის მილებისა და გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობას, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოედანი თავისი მისასვლელებით. პროექტის ღირებულებაა 378 059 ლარი. წაჩხურუს გზის მშენებლობა საქართველოს რე გიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ქართული ვაზისა და ბოლნური ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ბოლნისის მუნიციაპლიტეტმა, კომპანია,, არემჯიმ“ და მეღვინეთა გაერთიანებამ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს დავით ერაზადიშვილმა, ჯონი შუბითიძემ გურამ ავქოფაშვილმა.

მხარეები აღიარებენ მევენახე ღვინეობის დარგს, როგორც კულტურულ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს და გამხატავენ მზადყოფნას, კოორდინირებულად იმუშაონ ქართული ვაზისა და ბოლნური ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების, რეგიონში დარგის პოპულარიზაციის, მევენახეობა– მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის, ქვემო ქართლში ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით. 


მხარეების ვალდებულებაა, ბოლნისში ღვინის ქართული წესით — ქვევრში დაყენების ტრადიციის დამკვიდრერებას; ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში ბოლნური ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას; საჭიროებისამებრ მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალი საოჯახო მარნების ღვინის ლაბორატორიული კვლევების ჩა- ტარებას; ბოლნისელი მეღვინეების საქმიანობის მომავალ განვითარებას; ბოლნური ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდას; მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალი საოჯახო მარნების წარმომადგენლებისთვის დარგთან დაკავშირებული სიახ- ლეების სისტემატურ გაცნობასა და რეგიონში ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაძლიერებას.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში გზის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ალგეთის მცხოვრებთ სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულიად ახალი 1591 გრძ./მ კომფორტული გზა ექნებათ. გზის რეაბილიტაციის პროექტი სოფელ ალგეთში თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებლო ღირებულება 219 743 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში აქტიურად რეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ჯგუფებთან ერთად შენობაში განთავსდება სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი. გარდა ამისა, მოწესრიგდება სააღმზრდელო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.
скачать dle 12.0