ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ ქ. თეთრიწყაროს დუმბაძის ქუჩაზე (ჩიხებით), დუმბაძის ქუჩის I ჩიხსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე (ჩიხებით) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ არხოტში შეხვეტლას თემის სოფლებს შორის გაიმართა კონკურსი „სოციალური პროექტების შედგენა“. მასში მონაწილეობდა შეხვეტილას თემის ცხრა სოფელი. ჟიურიმ გამოავლინა 5 გამარჯვებული სოფელი:
1. არხოტი: „სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაცია“ (4000 ევრო);
2. ჯვრისხევი: „სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის, სათიბელას შეძენა“ (3500 ევრო);
3. ქვემო ჭინჭრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“ (3400
ევრო);
4. დიდი ნამტვრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“ (2100 ევრო);
5. კოდისწყარო: „სატვირთო მანქანისთვის ნაწილების შეძენა“ (2000 ევრო).
კონკურსი გაიმართა პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში — საქართველო“. ღო ნისძიების მხარდამჭერია ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაცია.
SPPA-საქართველო წარმოადგენს 5-წლიან პროგრამას (2014– 2019), რომელიც დააფინანსა KFW განვითარების ბანკმა და რომლის მიზანია ოთხი დაცული ტერიტორიის — ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის განვითარებისა და მიმდებარე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, 2018 წელს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პრობლემა მოგვარდა:
გაიწმინდა ცენტრალური გზის სანიაღვრე სისტემა; აღდგა ერთი ჭაბურღილი, რომლის საშუალებით ოთხი უბანი მარაგდება. გაიწმინდა სოლოლაკის უბნის გადასასვლელი ბოგირი; შინმოუსვლელთა პარკში დაირგო და საჭიროებისამებრ ირწყვება ნარგავები;

სოფელ კარდენახში, ე.წ. ნუშების უბანში არსებულ ჭაბურღილზე, რომელზეც ამ ეტაპისთვის მხოლოდ ორი რეზერვუარია დამონტაჟებული, არასაკმარისი დებეტის გამო იქ მცხოვრებ სამი უბნის მოსახლეობას წყალი ძალიან მცირე რაოდენობით მიეწოდება. შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ამავე ჭაბურღილზე დამატებით ორ რეზერვუარს განათავსებს. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც 10 აგვისტოს დასრულდება. რეზერვუარების დამატების შემდეგ წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კარდენახში, ე.წ. სკოლის უბნის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ მათთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს გზის მოწესრიგება და სანიაღვრე არხის მოწყობა წარმოადგენს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე წყალმომარაგების პრობლემებზეც. მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმუშავებს და შეეცდება, უახლოეს მომავალში პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს.

მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ვეჯინის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის საჭიროებებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ამ დროისთვის ვეჯინში ე.წ. ჰესის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობსბის, რომლითაც მოსახლეობა სავარგულებს უკავშირდება. მისი რეაბილიტაცია წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო.

არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყის, ე.წ. სტადიონის უბნის მოსახლეობას, დეპუტატ გია შაოშვილთან ერთად შეხვდა და სოფლის პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივებს ყველაზე მეტად აწუხებდათ წყალმომარაგების საკითხი — ბოლო დროს მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა, რადგან საუბნო მაგისტრალი გაწმენდას საჭიროებდა. ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია.
არჩილ ხანდამაშვილი ქალაქ გურჯაანში ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის მერია ბელიაშვილის ქუჩის გზის მოასფალტებას გაისად გეგმავს.

მერიამ ქალაქ გურჯაანში მდებარე დიდების მემორიალის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 35 000 ლარია.

მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში 2018 წელს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გადაიჭრა, კერძოდ: გასუფთავდა წყლის სათავე ნაგებობა; აღდგა სასმელი წყლის 1 კმ-იანი მაგისტრალი, გვირაბიდან რკინიგზამდე, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობს; ე.წ. საწყობების უბანში აღდგა და მოწესრიგდა წყლის მიწოდება; შესაბამისი ტექნიკით მოსწორდა სავარგულებთან მისასვლელი 7 კილომეტრი სიგრძის გზა.


მუნიციპლიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, აგრეთვე ზემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად ზემო ქედი-არხილოსკალოს დამაკავშირებელი გზის 8-კილომეტრიან მონაკვეთზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საფეხმავლო ტროტუარები და დამონტაჟდა სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები.

ზემო ქედი-არხილოსკალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა წნორი-დედოფლისწყარო- ქვემო ქედის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის დასრულების შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს უკვე აქვს სოფლებთან დამაკავშირებელი უმაღლესი სტანდარტების გზა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობასთან მეტი კომუნკაციისა და ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილთან და მოადგილე ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად, სოფ. ჭიაურისა და საქობოს მოსახლეობას შეხვდა. მერმა ადგილობრივებს გააცნო პროექტები, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე წელს მათს სოფლებში იგეგმება. სოფელ საქობოში და სოფელ ჭიაურში წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასაფლაოებამდე მისასვლელ გზებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, სოფლად არსებული მდგომარეობის შესწავლა, მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი, მათი ინფორმირება და ჩართულობა მისთვის მნიშვნელოვანია. სწ რედ ამ მიზნით მსგავსი საჯარო შეხვედრები ყველა სოფელში გაიმართება.

სოფელ ძველ ანაგაში ორი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათი საერთო სიგრძე 807 მეტრია. ანალოგიური პროექტი ხორციელდება სოფელ ჯუგაანშიც, ძველი ბურღის წყლის უბნისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ასფალტბეტონის საფარი იგება 880 მეტრზე. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება. გზების რეაბილიტაცია სექტემბერში დამთავრდება.

მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ კახეთელიძესთან ერთად სოფელ ილიაწმინდაში მიმ- დინარე გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. საბავშო ბაღთან მისასველელ 1075 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტი იგება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიისა და ინ ვალიდთა კავშირის ორგანიზებით დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 57 ოჯახს 18 დასახელების მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის ეზოში სამეგრელო-ზემო სვანეთის აგროტურისტული ფესტივალი გაიმართა. რეგიონის პირველ აგროფესტივალში მონაწილეობდნენ: ფერმერები, მეწარმეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოები და მუნიციპალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები.

ფესტივალში მონაწილეობდნენ აგრეთვე: გაეროს განვითარების პროგრამების, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, USAID-ის პროექტის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.
სოფელ ლესიჭინეში სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიეერო –კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელი მეურნეობის“ ფილიალის სანერგე მეურნეობა გაიხსნა. გაეროს განვითარების პროგრამის გარგლებში გადამზაებული სამეგრელოს რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგობრივ სპეციალისტებს საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადაეცათ.

სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას მიეცემა ს შუალება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეოკონფერენ- ციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის საშუალებით გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს. ცენტრში ასევე განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანთან ერთად გაეცნო.
ლაშა გოგია: „ზუგდიდის საჭადრაკო სკოლას არაერთი ცნობილი მოჭადრაკისა და მწვრთნელის სახელი უკავშირდება. დღეის მონაცემებით, სკოლაში 231 ბავშვი ირიცხება, რომელთა შორის საქართველოს ჩემპიონები და საერთაშორისო ტურნირის პრი- ზიორები არიან, ამ ბავშვებს კი ხელშეწყობა და განვითარება სჭირდებათ“.

დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენება, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარიული კვანძები. დამონტაჟდება წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგებისა და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემები; განახლდება შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. პროექტის სრული ღირებულება 865 300 ლარს შეადგენს. 2018 წელს შესრულდება 500 000 ლარის სამუშაო, მშენებლობა 2019 წელს დამთავრდება.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ ივლისში 382 ბენეფიციარს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. გახარჯულმა თანხამ 81 936 ლარი შეადგინა.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერაში

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში აგვისტოს თვეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ტენდერები: ქალაქ ფოთში, დადიანის მოედნის განათების სამუშაოების შესყიდვა (წინადადებები მიიღება 17 აგვისტომდე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 23 000 ლარი);
ქალაქ ფოთში, უპოვართა სასადილოს დარბაზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვა (წინადადებები მიიღება 17 აგვისვისტომდე. შესყიდვის სავარაუდო ღი რებულება 41 525 ლარია);
ფოთში, ქუჩების ორმოული შეკეთების სამუშაოების შესყიდვა (წინადადებები მიიღება 17 აგვისტომდე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 84 300 ლარი); ფოთში დიდების მემორიალის კაპიტალური შეკეთების შესყიდვა (წინადადებები მიიღება 22 აგტომდე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 692 ლარი);
ფოთში მრავალბინიანი ს/სახ- ლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა (წინადადებები მიიღება 24 აგვისტომდე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 168 564 ლარია).

მარტვილის მუნიციპალიტეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ერთეულების დამაკავშირებელ გზაზე, 1 500 მეტრზე ასფალტბეტონის საფარის დაგება დამთავრდა (I ეტაპი). ასევე მოეწყო სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალ- საწრეტი მილები, რკინაბეტონისა და ბუნებრივი კიუვეტები, ლითო- ნის მილები და სანიაღვრე არხის კედლები. დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა. პროექტის ღირებულებაა 402 463 ლარი. გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტში

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრსა და მე-2 ნოსირის უბანში სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ. მერის თქმით, ძველ სენაკში უახლოეს პერიოდში დაიწყება გაზიფიცირების პროცესი — დამონტაჟდება როგორც საჰაერო, ისე მიწისქვეშა გაზსადენი ქსელი და იგი ადმინისტრაციულ ერთეულს სრულად მოიცავს. იგეგმება აგრეთვე შიდა საუბნო გზების, წყალმომარაგებისა და გარე განა- თების რეაბილიტაცია.

დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე მერმა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს გააცნო მუნიციპალიტეტის მასშაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასევე პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით უნდა განხორციელდეს.


ბოლნისის მუნიციპალიტეტში

სოფელ ხატისოფლის მოსახლეობას ამჟამად სასმელი წყალი ყოველდღიურად სამსაათიანი გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, სოფელ ხატისოფელში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება ცენტრალური მაგისტრალი, სატუმბი სადგური და რეზერვუარი. სამუშოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სოფლის მომმარაგებელი ცენტრალური მაგისტრალის საერთო სიგრძე 7 კილომეტრია. 2015–2016 წლებში რებილიტირებულია აღნიშნული მაგისტრალის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი, დარჩენილი ნაწილი კი წლის ბოლომდე აღდგება. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელს წყალმომარაგების მიწოდების გრაფიკი საგრძნობლად გაუუმჯობესდება.

მოსახლეობის მოთხოვნისამებრ, ინფრატრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივებთან ერთად განახორციელეს სოფელში მონიტორინგი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს შიდა ონკანები დამონტაჟებული, რაც წყლის დანაკარგს ზრდის, ეს ყოველივე კი სასმელი წლის გრაფიკის სიმცირეზე აისახება.

ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლები სისტემატურად ხვდებიან მოსახლეობას და ერთობლივად აზუსტებენ პრირიტეტულ საკითხებს.

დმანისის მუნიციპალიტეტში

ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა ნებაყოფლობითი C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, რომელმაც მუნიციპალიტეტის სოფელი ტნუსიც მოიცვა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ გამოკვლეულია 50 ბენეფიციარი; პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო საგანმანათლებლო აქტივობები. მოსახლეობაში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლების მიზნით დარიგდა საინფორმაციო სახის ბროშურები.
скачать dle 12.0