"გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობიდან ენჯეოების დირექტორად "ჩამოლაბორანტდა"

გვესაუბრება უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გრიგოლ გაგნიძე.

_ ბატონო გრიგოლ, როგორც ვიცით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შეიძლება ვთქვათ, მოულოდნელად გადადგა. თქვენ, როგორც იურისტს, გკითხავთ, რა ხდება ქართულ სასამართლო სისტემაში?

ÐаÑÑинки по запÑоÑÑ áá áááá áááááá«á_ მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ. ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ვამბობდი, რომ მასზე დაიწყებოდა, ფაქტობრივად, თავდასხმები, როგორც ცალკეული მოსამართლეების მხრიდან, ასევე სხვა მოწინაღმდეგეთა მხრიდან. ობიექტურობისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს საქმიანობა საჯარო იყო. ქალბატონი ნინო ცდილობდა, ეტაპობრივად განერიდებინა "ნაცმოძრაობის" დროინდელი სკანდალური მოსამართლეები. ეს გახლდათ ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელმაც მოსახლეობის დაკვეთასთან, სამართლიანობის აღდგენასთან მიგვიყვანდა. მართალია, ქალბატონი ნინო ათი წლით იყო გამწესებული პარლამენტის მიერ თანამდებობაზე, მაგრამ მხოლოდ სამი წელი იმოღვაწევა.

სამწუხაროდ, მას არ ჰყავდა გუნდი, რომელიც ნაცების მოსამართლეების ზეწოლას გაუმკლავდებოდა სისტემაში, ამის გარდა, ჩვენთან სასამართლო მუდმივ რეფორმების გავლენის ქვეშ არის. ქალბატონი ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი გახდა იუსტიციის საბჭოში არსებული შიდა დაპირისპირება, გარკვეული პოლიტიკური ძალების, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და ე.წ. "თავისუფალი მედიის" (როგორც თვითონ უწოდებენ საკუთარ თავს) აშკარა თუ ფარული შეტევა. გაზაფხულზე ქვეყნის მთავარი პროკურორო გადადგა, რამდენიმე თვეში - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ამას მე პირადად შემთხვევითობას ან დამთხვევას ვერ დავარქმევდი, საყურადღებო, შესასწავლი ფაქტებია. კარგია ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, მაგრამ კონტროლი აუცილებელია, რათა კლანური, მაფიოზური სისტემა არ ჩამოყალიბდეს. კონტროლი კი იუსტიციის საბჭომ უნდა განახორხციელოს, რომელიც პროფესიონალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. ვიმეორებ, ნინო გვენეტაძეს არ ჰყავდა გუნდი, რომელიც იგივე რეფორმების გატარებაში დაეხმარებოდა. ასე ჩანს დღევანდელი გადასახედიდან.

_ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, დამეთანხმებით, მძი- მედ და ნელა მიმდინარეობს, რაც მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს.

_ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ პროკურატურის მიერ არ ხდება. საზოგადოების ნაწილი რატომღაც ხელს პროკურორისკენ იშვერს, მათი მოვალეობააო. თუმცა სამართლიანობის აღდგენის საქმეში უდიდესი წვლილი სასამართლოს ეკისრება, გადაწყვეტილება მათ უნდა გამოიტანონ. სამართლიანობის აღდგენას ადამიანმა სასამართლოს მეშვეობით უნდა მიაღწიოს. სამწუხაროდ, ჩვენთან პროცესები წლობით იწელება. ავიღოთ თუნდაც ფოტოგრაფების, რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეები. როდესაც ასეთი გახმაურებული საქმეები სასამართლოში წლობით იწელება, რიგითმა მოქალაქეებმა, რომელთა საქმეები ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მიადგათ, რა უნდა ქნან. ამიტომაც გეუბნებით, სამართლიანობის აღდგენაში სასამართლოს განსაკუთრებული როლი აკისრია პროკურატურასთან ერთად.

_ ბატონო გრიგოლ, ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა სასამართლოს სისტემის საკითხში. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს შორიდან. ამასთან, ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ მის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა. რასთან გვაქვს საქმე?


_ პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკა ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ არ იყო პოლიტიკოსის განცხადება. ამიტომაც განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულიკიანმა, წაქცეულს ქვა დაადევნაო. მარგველაშვილი პოლიტიკოსად ვერ ან არ ჩამოყალიბდა, იგი გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტორად იქცა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნინო გვენეტაძე თანამდებობაზემისი წარდგენილი იყო. მარგველაშვილის არაპოლიტიკოსობაზე ისიც მეტყველებს, რომ არასამთავრობოების მარწუხებში მოექცა, ნეპოტიზმის ნიშნით ურიგებდა თანამდებობებს მათი ორგანიზაციის წევრებს თუ სასურველ, ლოიალურად განწყობილ პირებს. გადახედეთ თუნდაც მისი ადმინისტრაციის კადრებს. ამიტომაც აპირებდა არასამთავრობოების წარდგენილი კანდიგიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობიდან ენჯეოების დირექტორად "ჩამოლაბორანტდა" დატების დასახელებას. ნაციონალებთან მისი მეგობრული დამოკიდებულება ხომ საიდუმლო აღარავისთვისაა.

_ ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, კარგი იქნება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არამოსამართლე პირი დაინიშნოსო. თქვენ როგორ მიგაჩნიათ?

_ დამახინჯებული ცნებაა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე უნდა იყოს, სხვაგვარად როგორ შეიძლება? წარმოიდგინეთ, სატანკო ჯარს მეთაურად მფრინავი დაუნიშნონ? პროფესიულ წრეებში მსგავსი მიდგომა ნიჰილიზმს, გულგატეხილობას იწვევს. ასე მივიღებთ იმაზე უარეს სიტუაციას, რაც გვაქვს. სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულების თემაზე არაკომპეტენტური, გარედან მაცქერალი ხალხი უფრო ბევრს ტლიკინებს და ლაყბობს, ვიდრე პროფესიონალი წრეების წარმომადგენლებს გვეკითხებოდნენ, ვისაც უშუალო შეხება გვაქვს მართლმსაჯულების სფეროსთან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ უნდა აირჩეს პიროვნება, რომელიც დააჩქარებს სამართლიანობის აღდგენის პროცესს, მოაგვარებს არსებულ დაგროვილ პრობლემებს და, რაც მთავარია, შეამცირებს საზოგადოების უკმაყოფილებას სასამართლო სისტემის მიმართ. ახლა არ დავკონკრეტდები, მაგრამ ჩვენს სასამართლო სისტემაში, საბედნიეროდ, არიან კვალიფიცირებული ადამიანები, ვისგანაც შეიძლება ავირჩიოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არა უცხო, არაპროფესიონალი პირი.

_ ბატონო გრიგოლ, კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გკითხავთ. ხშირად მთავრობის ზოგიერთი წევრი და, პირველ რიგში პრეზიდენტი ჭკუას მათ ეკითხებიან, ვისაც სფეროში სა- ერთოდ არ უმუშავიათ. ამჯერად მხედველობაში სამართალდამცავი სტრუქტურები მაქვს. რამდენად გამართლებულია მსგავსი მიდგომა?


_ დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია შერჩევითი არასამთავრობო ორგანიზაციების წინ წამოწევის ტრიბუნად იქცა. ყოველივე ეს კი აკნინებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, როდესაც პირადი სიმპათიებით თუ სხვა მოსაზრებებით, ოღონდ არა პროფესიული ნიშნით ხდება მათთვის უპირატესობის მინიჭება. თუმცა, როგორც ჩანს, მარგველაშვილს ფავორიტი არასამთავრობოებიც აუმხედრდნენ. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მიერ ხელდასხმული ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის წევრმა ტელევიზიით კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა მარგველაშვილი, რადგან ვერ მოახერხა, პარლამენტისთვის თავს მოეხვია მათთვის სასურველი კანდიდატურის წარდგენა. როგორც ვხედავთ, მარგველაშვილი თანამოაზრეებსაც დაუპირისპირდა. საერთოდაც, არაპროფესიონალების აზრი მართლმსაჯულებაში მხოლოდ რეკომენდაციის სახით უნდა განიხილებოდეს, თორემ შემდეგ ამბიციები უჩნდებათ და ჭკუას უკვე პროფესიონალებსაც ასწავლიან.

_ და ბოლოს: თქვენი აზრით, როდის დაასახელებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებს?

_ ვფიქრობ, მმართველი პარტია პარლამენტში ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად დატოვებს. აქედან გამომდინარე, მთავარი მოვლენები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ განვითარდება.

გია ბურდული
скачать dle 12.0