მერკელის პოლიტიკური ტურნე იმის დასტურია, რომ მზადდება დიდი წინააღმდეგობის დასაწყისი ევროპაში ნატოსა და აშშ-ის გავლენების დასასრულებლად

რას ემსახურებოდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს პირველი პირის ვიზიტი? მოსაზრებათა "მრავალფეროვნება" კვლავ გრძელდება. ყველაზე კურიოზული მაინც ნაცმოძრაობისა და მისი განაყრების, პოლიტიკური სპექტრის, "ელიტარი" ე.წ. უფლებადამცველების და მედიასაშუალებების პოზიციაა, თურმე ქალბატონი მერკელი მათ მხარდასაჭერად ჩამობრძანდა, მოქმედ ხელისუფლებას თითი დაუქნია ხელისუფლების გადაბარებაზე ახლავე იფიქრეთო, "მიმღებ-ჩამბარებლები" კი "ნაციონალები და კომპანია" ყოფილან.

ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კანცლერმა მერკელმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების აუცილებლობაზე ისაუბრა. რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს ვერაფერს მოგახსენებთ, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ დავით გაგნიძის განცხადებით, ეს აბსურდია, იმ დონის პოლიტიკოსი, როგორიც კანცლერი მერკელია იმის სათქმელად არ ჩამოვიდოდა კავკასიაში გეი-წყვილების ქორწინება დააკანონეთო.

დავით გაგნიძე: გერმანიის კანცლერის ვიზიტს სულ სხვა მიზანი ჰქონდა, მან პირდაპირ გვითხრა, რომ ნატოსა და ევროკავშირზე ფიქრს თავი უნდა დავანებოთ, რომ ათწლეულები დაჭირდება ჩრდი- ლოატლანტიკურ ალიანსსა თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ნიშანდობლივია, რომ კანცლერი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ესტუმრა კავკასიის ქვეყნებს. მე ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ამერიკა ტოვებს საქართველოს და საერთოდ კავკასიას, რუსეთს უბრუნებენ თავისი გავლენის სფეროებს. სომხეთში კი მოეწყო ამერიკის ფულით "ხავერდოვანი რევოლუცია" და ეს ქვეყანა თითქოს ამერიკულ ორბიტაზე გადავიდა, მაგრამ მთლად ასე იოლად რომ არ არის საქმე, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მერკელის ვიზიტის დროს სახეზე ეტყობოდათ. "გრანდიოზული" დახვედრა კი მოუწყვეს გერმანიის კანცლერს, მაგრამ აშკარად ნირწამხდრები იყვნენ, სომხური მედიაც აშკარად უკმაყოფილო იყო. ისინიც გააფრთხილა მერკელმა, რომ არც იფიქრონ სომხეთში ნატოს ბაზებისგანლაგებაზე. ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვი და გერმანიის მაშინდელი კანცლერი ჰელმუტ კოლი შეთანხმ დნენ, რომ გერმანიის გაერთიანების და ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებიდან საბჭოთა ჯარის გასვლის შემდეგ, იქ ნატოს ჯარი არ შევიდოდა. პოსტსოციალისტურ სივრცეში კი არა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც ალიანსის სამხედრო ნაწილები დგას. საბჭოთა კავშირისთვის გერმანიას 120 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადა საბჭოთა ჯარის გასვლის შემდეგ, რომ სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახები საცხოვრებლით დაეკმაყოფილებინათ. რამდენადაც ვიცი, ამ თანხის მცირე ნაწილი მიიღო საბჭოთა კავშირმა, რომელიც ისევ კორუმპირებული მაღალჩინოსნების ჯიბეებში დაილექა. მერე საბჭოთა კავშირიც დაშალეს და აღმოსავლეთ ევროპიდან გამოყვანილი სამხედრო პირები და მათი ოჯახები ღვთის ანაბარად მიატოვეს. იმიტომაც იყო რუსეთს სრული განუკითხაÐаÑÑинки по запÑоÑÑ Ð®Ð¶Ð½Ñй поÑокობის ტალღამ რომ გადაუარა, უსახლკაროდ და ულუკმა-პუროდ დარჩენილი პროფესიონალი ოფიცრები, დამნაშავეთა სამყარომ "დაასაქმა".

გერმანია ყოველწლიურად 80 მილიარდ კუბმეტრ რუსულ გაზს მოიხმარს, ევროპის სხვა ქვეყნებიც რუსული აირის მომხმარებლები არი- ან, ჯამში 110 მილიარდი ჭირდებათ. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ევროპის გაზმომარაგებას პრობლემა შეუქმნა, ამიტომაც გახდა საჭირო "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა, ეს გაზსადენი ისედაც გახდებოდა საჭირო, რადგან ურენგოი-უჟგოროდის გაზსადენი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნებს. ამერიკული ფიქალის დაწნეხილი გაზი როგორ ეყოფა ევროპის მძლავრ ინდუსტრიას, მით უმეტეს, რომ ეს გაზი ხარისხით ბევრად ჩამოუვარდება რუსულს და გაცილებით ძვირი დაჯდება, რადგან ტანკერებით უნდა მოხდეს მისი ამერიკიდან იმპორტი.

აბსურდია ის ვერსიაც, რომ თითქოს "სამხრეთის ნაკადის" გაზსადენის მშენებლობის წინ წამოწევით, რუსეთს ზურგში ლახვარი ჩასცეს და "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი ჩაუგდეს. ჯერ ერთი, "სამხრეთის ნაკადის" მშენებლობა გაცილებით ადრე იგეგმებოდა და საქართველო- ზე უნდა გაევლო, მაგრამ ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ თავისი უჭკუობით (ვიღაცას ასიამოვნეს) ამ პროექტზე უარი თქვა. ამ პროექტის მშენებლობა აუცილებლობითაა გამოწვეული, ერთია, რომ რუსული გაზი აღარ ყოფნის ევროპას, თანაც არსებული გაზსადენები ვერ გაატარებენ იმდენ მოცულობას, რამდენზეც მოთხოვნაა. სენატორ მაკეინის გარდაცვალებაზე ისეთი გლოვა გამოაცხადეს ნაციონალებმა და საერ- თოდ ფსევდოლიბერალებმა თავიანთი ტელევიზიებიანად, რომ მერკელის ესოდენ მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადღაც მეათე პლანზეა გადაწეული. საქართველოს ეროვნული გმირი და რა სტატუსი აღარ მიანიჭეს მაკეინს და თურმე გლოვის ნიშნად საქართველოს დროშაც სანახევროდ უნდა დავუშვათ. საქართველოს ამ "დიდ" მეგობარს ყოველთვიურად რამხელა თანხას ურიცხავდა სააკაშვილი "მეგობრობაში", ის თუ იცის ვინმემ, ისევე, როგორც მეორე "მეგობარ" მეთიუ ბრაიზას?

ჩემი ინფორმაციით, მაკეინის ყოველთვიური "გასამრჯელო" 150.000 დოლარი იყო, ბრაიზა "რანგის" მიხედვით უფრო მოკრძალებულ თანხას, 50.000 დოლარს ღებულობდა. როგორ შეეწირა მაკეინის საპრეზიდენტო მარათონს საქართველოს ტერიტორიები და უამრავი ადამიანის სიცოცხლე 2008 წლის აგვისტოში, ეს არაერთხელ ითქვა პრესაშიც. საქართველოში ასე რომ იმატა სიკვდიალიანობამ, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოზით, ეჭვი არავის უჩნდება, რომ ეს შეიძლება ამერიკული ლუგარის და კიდევ სხვა ლაბორატორიების, რომელთა სახელიც არ ვიცით,"დამსახურება" იყოს?
ÐаÑÑинки по запÑоÑÑ Ð¼Ð°ÐºÐºÐµÐ¹Ð½
თუ მართლაც მიდიან ამერიკელები საქართველოდან, ბარემ ეს ლაბორატორიებიც გააყოლონ ხელს, რომლებიც მუდმივი საფრთხის წყაროა. ძალიან მეეჭვება, რომ ამერიკამ ირანთან ომი დაიწყოს, რადგან ეს მისთვის სრული კრახით დასრულდება. რაც შეეხება ირანელების საქართველოში მასიუ- რად შემოსვლას, ისინი ჩვენს ქვეყანას ტრანზიტად იყენებენ ევროპაში რომ გავიდნენ და დასახლდნენ. ევროპა პირდაპირ არ ღებულობს, ამიტომ ჯერ აქ შემოდიან, ყიდულობენ ჯერ ბინადრობის უფლებას, უძრავ ქონებას, მერე მოქალაქეობასაც და როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე გადიან ევროპაში. იგივე ვითარება იყო ჩეჩნების შემთხვევაში, ამ თემაზე ადრეც გესაუბრეთ, ქართველებთან ქორწინებას აფორმებდნენ, მათ გვარებს იღებდნენ და როგორც ქართველები, ისე გადიოდნენ ევროპაში, ძირითადად ავსტრიაში, იმიტომაცაა იქ ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩეჩნური დიასპორა. სხვათა შორის, ბევრი ირანელი უკვე ყიდის თავის უძრავ ქონებას, თანაც საკმაოდ იაფად. საქართველოში მავანთ მოქალაქეობის გაყიდვა ფულის შოვნის წყაროდ აქციეს, ცხადია, ეს ხალხი ხელისუფლებაშია მოკალათებული, ამიტომ უნდა გაიწმინდოს ხელისუფლებაც და საერთოდ ქვეყანაც სოროსის ბუდეში გამოზრდილი ლიბერასტებისგან.

ვფიქრობ, ეს მალე მოხდება, ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებიც ამას მიანიშნებს".

ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა წერს, რომ რუსეთი და გერმანია ფარულ ომს აწარმოებენ აშშ-ის წინააღმდეგ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ნატოს დაშლის. ამერიკაში თვლიან, რომ გერმანია და რუსეთი შეთანხმდნენ და ამერიკის ინტერე- სების წინააღმდეგ მოქმედებენ, რისი ქვაკუთხედიც ხსენებული გაზსადენია, რომელმაც შეიძლება ნატო დაასრულოს.

გერმანელები არც მალავენ, რომ ცდილობენ ამერიკის უსაზღვრო გავლენისგან გათავისუფლდნენ. განცხადებაც გაკეთდა, რომ გერმანიის მთავრობა ვაშინგტონს ახალ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარუდგენდა. მისი მთავარი მიზანი ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპის შექმნაა, რომელიც აშშ-ის მხრიდან "წითელი ხაზების" გადაკვეთას წინ აღუდგება.

როგორ დასრულდება ამერიკა-ევროპის დაპირისპირება, მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება საქართველოს, დღეს ალბათ ყველაზე მეტად გვჭირდება გონივრული პოლიტიკა, რომ აქლემების ჭიდაობაში კოზაკივით არ გავიჭყლიტოთ.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0