ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

დუშეთის  მუნიციპალიტეტში

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია, მაღალმთიან სოფლებში პარამედიკოსების პროგრამა განხორციელდება, ხოლო 100-ზე მეტი დღემდე უშუქო სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს, — ეს გადაწყვეტილებები მთის გან- ვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის თანხა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყოფა;
ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს პარამედიკოსების პროგრამას — მთაში მცხოვრებთა ტრენინგს პირველადი დახმარების 
კუთხით, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე გაუწიონ;

განიხილება საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მზის პანელებითა და შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის, კონკრეტულად 400-მდე ოჯახის უზრუნველყოფა, რომლებსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებოდათ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე განაცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიღწევებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ მთის განვითარების პროექტს უჭირავს. კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მიიღო.  დღეისთვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 1 730 დასახლება, კანონით დადგენილი შეღავათებით კი — 330 ათასი ადამიანი.
სოფ. ჩარგალში ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სცენის სრული განახლება.

მიმდინარე სამუშაოები დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და დუშეთს მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა დაათვალიერეს.
ჟინვალი-ბარისახოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება. გზის რეაბილიტაცია კიდევ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას შესძენს დუშეთის მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების დროს და როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. გზის რეაბილიტაცის სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში,გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი ზურაბ ნასარაია იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და მერიის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ, გუბერნატორმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა:
გოგებაშვილის ქუჩაზე — მინისაკალათბურთო მოედანი; სოფ. ქვემო ერკეთის, მოედანას, იანეულისა და ბუკისციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა; სოფელ ვაზიანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ხიდისთავში ანა კალანდაძის სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოები.
გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოსახლეობის მოთხოვნები და მოსაზრებები, ასევე ისაუბრა თვითმმართველობასა და ცენტრალური ხელისუფლების უწყებებს შორის კიდევ უფრო კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა,, აწარმოე საქართველოში“ მეოთხე ეტაპს იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს — „აწარმოე საქართველოში“ — ორგანიზებით და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ქ. დედოფლისწყაროსა და სოფელ ზემო ქედში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან და მოსახლეობასთან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ აფენში, წერეთლის ქუჩაზე, 1 კმ-მდე სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზაზე ასფალტის საფარი იგება. პროექტის ღირებულება 210 464 ლარია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ტიბაანში, ვაქირსა და ანაგაში ახალი ჭაბურღილების, წყლის ქსელებისა და რეზერვუარების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით სამივე სოფელში, მთლიანიობაში, 284 445 ლარი დაიხარჯება. ახალი ჭაბურღილიდან მიღებული წყლით კი 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში

გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა ქალაქ გურჯაანში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის (ქვაფენილის ზედა მხარის) რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. გურჯაანელები კმაყოფილი არიან მიმდინარე სამუშაოებით. ამ გზის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნით მიმდინარეობს. იგება 252 გ/მეტრი გზა, ხოლო პროექტის ჯამური ღირებულება 110 500 ლარია.

გურჯაანის მერიაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რთვლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ანდრო ასლანიშვილი, მისი მოადგილე პეტრე მესხიძე, მათი წარმომადგენლები გურჯაანის მუნიციპალიტეტში ალექსანდრე აზნარაშვილი და ზურაბ ასათიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომად- გენლები. შტაბის სხდომაზე იმსჯელეს რთვლის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. როგორც ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა, რთვლის შტაბი უახლოეს დღეებში გაიხსნება, დაიწყება ამ პროცესში ჩართვის მსურველი კომპანიების რეგისტაცია და შტაბი, გასული წლების მსგავსად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს სოფელ ჭერემში, მოსახლეობის თხოვნით, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გზის სავალ ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტი. სამუშაოების ღირებულება 358 760 ლარს შეადგენს და ის 27 სექტემბერს დასრულდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 555000 ლარია. ნონეშვილის მუზეუმის ასახვევიდან სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციასთან ერთად, ცენტრალური გზიდან უბნებში ბეტონის ჩასასვლელებიც კეთდება.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში, “რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე 4800-ზე მეტი ბიზნესპროექტი დაფინანსდა. ბენეფიაციარები, რომლებმაც ისარგებ- ლეს გრანტებით, წელსაც შეძლებენ კვლავ მიიღონ დაფინანსება. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ რეგიონალურმა წარმომადგენლებმა ფოთში შეხვედრა გამართეს, რომელზეც დაინტერესებულ პირებს პროგრამის პირობები და ძირითადი მოთხოვნები გააცნეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტის 34 საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით შეხვდება. 24 000 ლარამდე ღირებულების ინვენტარის განაწილების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და ა(ა)იპ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვისცენტრის" ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერ-თეულში, ცენტრიდან ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით, ზუგდიდი- ანაკლიის საავტომობილო გზამდე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

საგრანტო პროექტი „აწარმოე საქართველოში“ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივმა მეწარმეებმა და მოსახლეობამ პროექტის პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო საგრანტო პროგრამა 2018 წლის 20 აგვისტოდან ახალი პირობებით განახლდა და 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გაიზარდა დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა – 15 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარია. წელს პროგრამის პრიორიტეტებია ინტელექტუალური სერვისები, ქალი-მეწარმე,სტარტაპი და ბიზნესი სოფლად. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.qartuli.ge ან ცხელი ხაზის ნომერზე 1525.

სენაკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, კომპანია,, ჯიემ სი ჯი ინოვას’’ სამეგრელოს ოფისის რეგიონალურმა მენეჯერმა ალექსანდრე თოლორაიამ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. ადგილობრივ მეწარმეებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს ის სიახლები, რომლებიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს განახლებული პირობების განხილვას მიეძღვნა. 2018 წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია (ან პირველად მონაწილეობს), ისე მეწარმე სუბიექტს ან მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე ისარგებლა პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმოების ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობით.
თუკი მეწარმეს სურს მიიღოს გრანტი, მან უნდა წარადგინოს პროექტი, რომელიც შეეხება მისთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოებას.
ცვლილებების შემდეგ აღარ არის აუცილებელი სამეწარმეო ამხანაგობის შექმნა და ერთ ბენეფიციარს შეუძლია განაცხადი გააკეთოს პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის მთლიან მოცულობაზე. პროგრამის ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ, როდესაც პროგრამაში ახალი ბენეფიციარის თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

სოფელ ლეწურწუმეში ასფალტ–ბეტონის გზა იგება. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს. ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ. მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება. პროექტი ითვალისწინებს,აგრეთვე ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების, ბეტონის კიუვეტების, გაბიონების მოწყობას და ახალი ხიდის მშენებლობას. პროექტი მუნიციპალური გან- ვითარების ფონდმა 2 396 069 ლარით დააფინანსა. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

მერაბ კოსტავასა და წისლის ქუჩების პარალელურად გზის ქვაფენილით მოპირკეთება ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველისა და ლადო ასათიანის ქუჩებზეც მიმდინარეობს. ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაო რამდენიმე დღის წინ დაიწყო და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. მოწესრიგდება ტროტუარები და სანიაღვრე ცხაურები. სამუშაოებზე ადგილობრივები დასაქმდებიან.
ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს სამომავლოდ ახალი დეკორატიული ღობე ექნება. ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში იმსჯელეს.
შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაციაში ჩაერთოს მოსახლეობა.

დმანისის მუნიციპალიტეტში

დმანისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ტენდერები:
სოფელ ირგანჩაიში მდებარე მდინარის კალაპოტის ჩაღრმავების, მილხიდის მოწყობისა და სოფელ ლოქჭანდრის მისასვლელ გზაზე ორი მილხიდის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 11 441 ლარი.
ქ. დმანისში წმ. ნინოს ქ.#41-ში მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოების, ქ. დმანისში 9 აპრილის ქ. #15-ში მდებარე ყოფილი არქივის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ქ. დმანისში წმ. ნინოს ქ. #39-ში, #24 დმანისის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობის ფასადის სარეაბილიტაციო, დმანისის მუნიციპალიტეტის საზღვრის აღმნიშვნელი (ბანერის) მონუმენტის მოწყობის, ქ. დმანისის შემოსასვლელში არსებული მონუმენტის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპიკნიკეების მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 407 ლარია.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. პანტიანსა და ტნუსში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 317 000 ლარი.
ქ. დმანისის ქუჩების მოასფალტების, სოფ. დიდი დმანისისა და ვარდისუბნის რ/ბ არხების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 567 075 ლარი.
სოფ. ირგანჩაის, გუგუთის, ქვემო ყარაბულახის, უსეინქენდის, კამარლოსა და ახალი გოდაგდაგის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია/ მშენებლობის სამუშაოებისა და სოფ. მთისძირის ტერიტორიაზე წყლის შემკრების/რეზერვუარის და მაგისტრალური ხაზის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 24 472 ლარი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სატუმბი სადგური აშენდება. ამჟამად, ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ერთობლივი ტენდერი, 2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე, დასრულებულია. მიმდინარეობს წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უშუალოდ სატუმბი სადგურის ასაშენებლ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, შპს „მარნეულის სოფწყალის“ ხელმძღვანელი ნაბი აბდულაევი და გაერთიანებული წყალმომარა- გების კომპანიის წარმომადგენელი. მათ ადგილზე განიხილეს სატუმბი სადგურის მშენებლობის ტექნიკური დეტალები.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მლნ ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ სატუმბი სადგურის აშენების შემდგომ სოფლების – ალგეთის, აზიზკენდის, თაზაქენდის, გაჯისაკენდის, ბაიდარის, კაპანახჩის, ალგეთის მეურნეობის დასახლების, I ქესალოს და ამბაროვკის მოსახლეობას მარნეულის მუნიციპალიტეტი თვითონვე მოამარაგებს ხარისხიანი სასმელი წყლით. ჩამოთვლილ სოფლებს სასმელი წყლით ამარაგებდა კომპანია შპს „რუსთავწყალი“ და 2009 წლიდან დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის გამო მათ წყალმომარაგება შეუწყვიტა. მოლაპარაკებების შედეგად, წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა.
скачать dle 12.0