კობაურის მტკიცებით, სმიტების მკვლელობაში 7 თავდამსხმელი მონაწილეობდა, მათ ჯერ მამა-შვილი დახოცეს, სმიტების ზურგჩანთიდან დიდი ოდენობის თანხა ამოიღეს, ლორა სმიტი კი თან წაიყვანეს

სკანდალური ინტერვიუ მალხაზ კობაურის ადვოკატთან ვასილ მამულაშვილთან

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ინტერესებს ორი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი და ლექსო კობაიძე იცავენ. ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ისინი სს-ის საქმეში არსებულ შესაძლო მტკიცებულებების შეფასებას ახდენენ.

ვასილ მამულაშვილი:
შესაძლო იმიტომ, რომ საქმეში არსებულ არცერთ დოკუმენტს არ გააჩნია, სანამ მოსამართლე არ მიანიჭებს ერთ-ერთი მხარის მტკიცებულების სტატუსს. დღეს კობაურის ჩვენების გარდა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც კობაურის დანაშაულს დაადასტურებს. რაც შეეხება კობაურის ე.წ. აღიარებით ჩვენებას, მისი გაცნობის და კობაურის საუბრის მოსმენის შემდეგ აშკარა გახდება, ბრალდებულს სრულიად განსხვავებული საუბრის მანერა აქვს, უფრო მეტიც, იქ ისეთი ტერმინებია გამოყენებული, რაც მიუთითებს, რომ ჩვენება მისი კარნახით კი არ არის დაწერილი, სამართალმცოდნის შედგენილია. კობაურის განცხადებით, ჩვენებაში მითითებული ინფორმაციები მას არ უთქვამს, სულ სხვა რამ ვილაპარაკე და სხვა ჩვენებაზე მომაწერინეს ხელიო. ეჭვი გვაქვს, რომ მასზე ზეწოლები განხორციელდა, რაზეც თავის დროზე ვისაუბრებთ. ერთი სიტყვით, კობაური ხსენებულ ჩვენებას უარყოფს, რისი უფლებაც მას კანონმდებლობით აქვს. ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენება შეცვალოს, რაც მის მიმართ უარყოფითად არ უნდა შეფასდეს. ზოგიერთს კი ჰგონია, რომ რახან ბრალდებულმა ჩვენება შეცვალა, ე.ი. დამნაშავეა.

კობაურმა თავის დროზე თქვა სიმართლე, მაგრამ ამის ოფიციალურად დაფიქსირება არ მოხდა. ასეთ ვითარებაში ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას ჩვენებას აღარ მისცემს, მას გამოვკითხავთ და იქნება დაცვის მხარის და არა ბრალდების მოწმე, რისი უფლებაც მას აქვს. როცა საჭირო იქნება, ის სრულყოფილ ჩვენებას მოგვცემს. ყველაზე დიდი დარღვევა, რაც გამოძიებამ ჩაიდინა ისაა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს მოწმის მიმართ, კერძოდ, იცოდნენ რა, რომ კობაურის ე.წ. ჩვენება რეალობას არ შეესაბამებოდა, მისი საუბარი ფარულად ჩაიწერეს, თან როგორც მტკიცებულება, რაც ფაქტობრივად პრეცედენტია. ამ ტიპის მოქმედებას მაშინ იყენებენ, როცა ნარკოტიკის ამოღება ან რეალიზაცია, ქრთამის მიცემა ხდება, რადგან ისე ვერ დაამტკიცებენ დანაშაულის ფაქტს. კობაურის შემთხვევაში გამოძიებამ ეტყობა იფიქრა, შეიძლება ადვოკატის ჩართვის შემდეგ მან ჩვენება შეცვალოსო და თავი "დაიზღვიეს", თორემ სხვა რა ლეგიტიმური მიზანი ჰქონდათ მისაღწევი? მოწმის გამოკითხვის ოქმი იმისთვის დგება, რომ სასამართლომ საჭიროდ ჩათვალოს პროცესზე მისი დაკითხვა, თუ არ არის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია რელევანტური, მოსამართლე უარს ეუბნება მხარეს ამ ადამიანის დაკითხვაზე. ეს უბრალოდ გამოკითხვაა, ჩვენება ის არის, რასაც პირი სასამართლოზე მისცემს. ერთი სიტყვით, გამოძიებამ შექმნა ეს ვითომდა მტკიცებულება, თან ისე გაატარეს, რომ კობაურს ჩაწერის დროს თითქოს არ ჰქონდა ე.წ. ჩვენება მიცემული და მერე ჩამოართმევდნენ. ამ 12-წუთიანი საუბრიდან ჩანს, რომ კობაური უკვე გამოკითხული ყავდათ, ჩანს, რომ გამომძიებელი თვითონ საუბრობს დეტალებზე და კობაურს "იმოწმებს", ხომ ასეაო, რეალურად კობაურის მხოლოდ თანხმობებია, ანუ იგი ზემოქმედების ქვეშაა. ამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებითაც გვინდა ექსპერტიზის ჩატარება, რომ გაირკვეს კობაურის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ მომენტში. ყოველ შემთხვევაში, ცალსახად დადგინდება, რომ ჩვენება უკვე აღებული აქვთ და კობაურს მის გასამყარებლად ალაპარაკებენ, თორემ ხელიდან გამოეცლებათ ის ე.წ. მტკიცებულებაც, რაზეც ბრალდებაა აგებული.
ÐаÑÑинки по запÑоÑÑ ááá¡áá áááá£ááá¨áááá
ბრალდების დადგენილების ტექსტის 98% კობაურის ჩვენებაა. პროკურორსა და მოსამართლესაც ვკითხე, ბრალდებულმა ეს ჩვენება უარყო და დღეს რა მტკიცებულება ჰქონდათ. იმიტომ არ გააშუქეს პროცესი, რომ საზოგადოებას არ დაენახა პროკურატურის უსუსრობა, რაც სერიოზულ უარყოფით ეფექტს გამოიწვევდა, როგორც პროკურატურის, ისე მართლმსაჯულების კუთხით. პროკურორს დაახლოებით 15 კითხვა დავუსვი და ფაქტობრივად ვერცერთზე ვერ მივიღე პასუხი. ვთხოვე მიეთითებინათ ერთი მტკიცებულება მაინც მისი ჩვენების გარდა, რომელიც ადასტურებდა კობაური ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ რომ იყო, ან ის კობაური სმიტებს რომ შეხვდა, ერთად რომ მიირთვეს საჭმელი, მერე შელაპარაკება რომ მოხდა, კობაურმა ამოხოცა მთელი ოჯახი და გვამები გადამალა, არ ვიცითო, რა მტკიცებულებას მიმითითებდნენ, რაც არ აქვთ. ბრალდება მხოლოდ კობაურის ჩვენებაზეა აგებული, ეს ჩვენება აღარ გვაქვს და დღეს მტკიცებულებების გარეშეა საქმე. მარტო იმას იმეორებენ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალაში კობაურის სპერმააო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კობაურს ამ ქალბატონის არც გაუპატიურებასა და არც მკვლელობაზე ბრალი წარდგენილი არ აქვს, მხოლოდ რაიან და ქელები სმიტების მკვლელობას ედავებიან, თუმცა აქაც ძველი ბრალდებაა შემორჩენილი. მკვლელობის ბრალის დასადასტურებლად, რაზეც ბრალდებაც კი არ აქვთ წარდგენილი, იშველიებენ ქალბატონის უკანა ტანში სპერმის არსებობას. დავუშვათ (ჯერ ერთი არაფერს ვუშვებთ, რადგან ეს ყველაფერი გამოსაკვლევია), აღმოჩნდა იქ სპერმა, რაც ყველაზე ასე ვთქვათ, კარგ შემთხვევაში სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე მიუთითებს, სექსუალური აქტი რომელი დანაშაულია? აუცილებელია დადგინდეს იძულება, ძალადობა და ა.შ., როდესაც სექსუალური აქტი შეიძლება დანაშაულში გადაიზარდოს. საქმეში არ არის ძალადობის მტკიცებულება, კობაურის ფრჩხილებიდან ამოღებულ მასალაში არ არის ლორა სმიტის დნმ-ი, რა გამოდის გაუპატიურება ისე განხორციელდა, რომ შემხებლობა არ იყო? ლოგიკურად გამორიცხულია, ადამიანი გააუპატიურო და მასთან შემხებლობა არ გქონდეს. არის რაღაც თეორიული შესაძლებლობა, თუ ისეთი მუქარა განხორციელდა, რაც ადამიანს აიძულებდა ნებაყოფლობით დათანხმებულიყო სექსუალურ კავშირზე, მაგრამ ესეც გამოსავლენია. შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ კობაურმა ისეთი მუქარა განახორციელა, რომელიც ქალბატონს აიძულებდა ნებაყოფლობით კავშირზე.

– რა გახდა ლორა სმიტის გარდაცვალების მიზეზი?

– ეს დღემდე არ ვიცით, ფაქტია, ამ ადამიანს არ ეტყობა ძალადობის კვალი, საერთოდ არაფერი ეტყობა. სპერმის "აღმოჩენა", როგორც გითხარით სქესობრივ აქტზე მიუთითებს და არა გაუპატიურებაზე, ასეც რომ იყოს, რა კავშირშია გაუპატიურება მკვლელობასთან, ამ ორ დანაშაულს შორის პირდაპირი კავშირი არ არის. შესაძლებელია მკვლელობა მოხდეს, მაგრამ არ განხორციელდეს გაუპატიურება, ან პირიქით, ასე ცალსახად ბმა ვერ იქნება. სასამართლო პროცესზე მარტივი კითხვა დავუსვი პროკურორს (სხვათა შორის, პირველად გვქონდა შესაძლებლობა პროკურატურასთან პირისპირ გვესაუბრა), რომ თუ ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩენილი სპერმა მის გაუპატიურების ფაქტზე მიუთითებდა, მაშინ რას ეტყვოდნენ სასამართლოს და დაცვის მხარეს რაიან სმიტის უკანა ტანში აღმოჩენილ სპერმაზე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ამ ადამიანსვე ეკუთვნოდა. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ესეც ნიშნავს რომ ბრაიან სმიტმა საკუთარი თავი გაიუპატიურა. აბსურდამდე მივდივართ. ეს ყველაფერი მინიმუმ ეჭვის საფუძველს გვაძლევს, რომ ნიმუშების აღების კუთხით, უნებლიედ ან განზრახ არის დაშვებული შეცდომა, თორემ ექსპერტს რა ნიმუშსაც წარუდგენენ, იმას იკვლევს. ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა, ნიმუშების აღება ექსპერტის მონაწილეობით კი ხდება, მაგრამ ეს ექსპერტი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომელია. ამ დასკვნების გარდა, საქმეში სხვა არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. არცერთი მწყემსი და სხვა გამოკითხული პირი მტკიცებით ფორმაში არ საუბრობს, ყველა ამბობს, რომ ვიღაცისგან მოისმინა. წყაროს მითითების შემთხვევაშიც ეს ირიბი ჩვენებაა, ასეთი ჩვენებაც რომ იყოს ამ საქმეში, კანონმდებლობა ცალსახად გვეუბნება, რომ ათასი ირიბი ჩვენება ვერ გაუტოლდება ერთ მყარ მტკიცებულებას.

საქმე იმაშია, რომ შემთხვევის ადგილზე არავინ საუბრობს, ჩვენ ამ კუთხითაც გვინდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. რაიან სმიტის ცხედარი დაახლოებით კილომეტრნახევრით არის გადაადგილებული იმ ადგილიდან, სადაც ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ქალის ცხედარიც დაახლოებით ამავე მანძილის დაშორებით იყო მეუღლის ცხედრიდან, ოღონდ სხვა მიმართულებით არიან. ოფიციალური ვერსიით, კობაურმა ქალბატონი მოკლა და მდინარეში გადააგდო, არადა იქ ახლოს არანაირი მდინარე არ არის, გამოდის 50-კილოიანმა ბიჭმა რამდენიმე კილომეტრიც ზურგით ატარა მასზე ორჯერ მეტი წონის მქონე ადამიანის ცხედარი. ეს ხომ აბსურდია. მას თურმე მამაკაციც ასე უტარებია, რანაირად შეიძლება ამხელა მანძილზე ისე გადაიტანო ცეცხლნასროლი ჭრილობით გარდაცვლილი ადამიანი, რომ მინიმუმ სისხლის კვალი მაინც არ დარჩეს. ისედაც ფიზიკურად გამორიცხულია ისეთ გზაზე კილომეტრნახევრის გავლა 100 კგ ტვირთით, რომელიც ჩვეულებრივი გზის 4 კმ-ზე სიარულს უდრის, მით უმეტეს კობაურის აღნაგობის მქონე ადამიანისთვის.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ კობაური სიმართლეს ამბობს, ამ დანაშაულში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდაო. რაც ყველაზე მთავარია, ლორა სმიტის ცხედრის აღმოჩენიდან მეორე დღეს იპოვეს მისი მეუღლის ცხედარი, ანუ მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გავრცელდა შესაბამისი ინფორმაცია. თან ისეთ ადგილზე აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი, სადაც მანამადე რამჯერმე გაიარეს მაშველებმა, მაგრამ არაფერი უნახავთ. ეჭვი გვაქვს, ტელევიზიით გასული ინფორმაციის შემდეგ მიიტანეს იქ ბრაიან სმიტის გვამი, თან ეს ღამით ხდება. გვამი მთლად შიშველი იყო, რაც ვფიქრობთ, მტკიცებულებების განადგურების მიზნით მოხდა, რადგან მამაკაცის ტანსაცმელზე იქნებოდა შემხებლობის კვალი, ბიოლოგიური თუ სხვა მასალა. ესეც მიუთითებს, რომ პროფესიონალების ჩადენილი დანაშაულია, ფაქტობრივად მოსპეს მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობა. ბრაიან სმიტის მობილურ ტელეფონს ახლა საერთოდ მალავს გამოძიება, ადრე ამბობდნენ გვაქვსო, ახლა თურმე ვერ ნახეს. მერე ავტომანქანის ტელეფონი ამოიღეს, მაგრამ თურმე ექსპერტიზის ბიურო ვერ ხსნის, რაც დიდ ეჭვს იწვევს. მერე სასამართლოს მიმართეს, რომ კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩატარდეს ექსპერტიზა, რას და როგორ ჩაატარებენ, რა ინფორმაციას ამოიღებენ, ეს კიდევ ცალკე კითხვებს გამოიწვევს. 6 ივლისს, ამერიკის საელჩოდან შეტყობინება შევიდა 112-ში, სავარაუდოდ დანაშაული 4 ივლისს მოხდა, ე.ი. ორი დღის შემდეგ.

3 და 4 ივლისის დილას სმიტების ადგილება დაფიქსირებულია ყაზბეგ- ში და მიმდებარე ტერიტორიაზე. მე ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს დიპლომატიური სამსახური ისე ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, რომ თუ 1–2 დღე კავშირზე არ გამოვიდნენ, განგაში ატეხონ. ისინი უცხო ქვეყნებში ჩასულ თავიანთ ყველა მოქალაქეს ვერ გააკონტროლებენ და არც უნდა გააკონტროლონ, ყველას აქვს დასვენების და გადაადგილების უფლება, რატომ უნდა იყოს საელჩოს კონტროლის ქვეშ. სმიტების ოჯახი ისეთ ადგილზე იყო, მთაში, სადაც ხეობების უმეტესობაში ტელეფონს მიღება არ
აქვს, რატომ იყო პრობლემა თუ გარკვეული პერიოდი ვერ დაუკავშირდნენ? ამიტომ ჩნდება ეჭვები აშშ- ის დიპლომატიური სამსახურის დაინტერესებასთან დაკავშირებით. მათი მხრიდან ორი შეტყობინება გაკეთდა, რომ ისინი ხადას ხეობისკენ წავიდნენ, მეორე შეტობინებით, სმიტების ბოლო ლოკაცია ამ ხეობაში დაფიქსირდა და ამის შემდეგ კონტაქტზე არ გამოდიანო. სმიტების ძებნა ამ შეტყობინების შემდეგ დაიწყო. ლოკაციის დადგენა ერთადერთი ჯიპიეს-ით არის შესაძლებელი, კავშირზე იყვნენ, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ სმიტებს რაღაც განსაკუთრებული დავალება ჰქონდათ, რასაც ირიბად ადასტურებს 112-ში განხორციელებული შეტყობინებები. გამოიკითხნენ საელჩოს წარმომადგენლები და თითქოს რაიან სმიტს მისმა მეგობარმა, საელჩოს თანამშრომელმა დაურეკა და ლოკაცია იმიტომ ახსენეს. სმიტმა მას მობილური ტელეფონით ფოტოები გამოუგზავნა და ამით დაადგინეს ისინი სად იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი უკვე არარეალურია, შთაბეჭდილება რჩება, რომ სუსტი გამოძიების და საერთოდ, არავის ინ- ტერესში არ შედის, რომ რეალობა გამოიკვეთოს. მოკლედ, ძალიან რთული საკითხია, ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მინდა. საერთოდ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი, არ არსებობს უმოტივო დანაშაული, ცხადია, ხადას ხეობაში მომხდარ საშინელ დანაშაულსაც აქვს რეალური მოტივი. თუ გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენა უნდა, მოტივის დადგენაც შესაძლებელია, მაგრამ პიროვნებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე, სწორ მოტივზე ვერ გახვალ. რაიან სმიტმა საფრთხე დაინახა კობაურს თოფი არასწორად რომ ჰქონ- და, შენიშვნა მისცა და ამის გამო კობაურმა დახოცა სამი ადამიანი, თან ქალი გააუპატიურა, ეს არის სრულიად არარეალური ვერსია, ასეთი რამ ფილმებში და ზღაპრებში არ ხდება. პროკურატურა ბრალის დადგენილებაში ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობაზე საუბრობს, ამ დროს თითქმის ვერცერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ პასუხი. მოსამართლე ფუხაშვილმა გვითხრა, მიიღეთ ის, რასაც პროკურორი გპასუხობთ, არპასუხიც პასუხიაო. აი, ამ ფონზე მერე მოსამართლე მსჯელობს, ფაქტებისა და ინფორმაციების რაოდენობა გაზრდილიაო, კობაურს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა და პროცესიც
დახურა, რისი მიზეზიც არ არსებობდა. არ უნდათ საზოგადოებამ, რომელშიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კობაურისადმი უარყოფითი განწყობა, დაინახოს ბრალდების აბსურდულობა და უსუსრობა. ჩვენ გვინდა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ ეს საქმე, ამიტომ უნდათ უარყოფითი დამოკიდებულების შენარჩუნება, სპეციალურად ხდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება საზოგადოებრივი ქსელებით.

– მოდით, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ საქმის ირგვლივ არსებულ მასალებზე, მათ შორის, იმ ვერსიაზეც, რომელზეც მალხაზ კობაური საუბრობს.

– სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რაიან და ქელები სმიტების გარდაცვალების მიზეზი თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობებია. რაიან სმიტს ორჯერ ესროლეს, აქედან ერთი ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული. თავში გამჭოლი ჭრილობა აქვს, შუბლის არეში შემავალი, რომელიც ყელის არეში გამოდის, ანუ ტყვია ზემოდან ქვემოთ არის ნასროლი. ორივე შემთხვევაში ახლო მანძილიდანაა ნასროლი (120 სმ).
ექსპერტიზის დასკვნით, რაიან სმიტს გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე აქვს მიღებული დაზიანებები, ოღონდ ეს არ არის წამების კვალი, ფეხის, გულმკერდის არეში და იღლიაში აქვს ნაჭდევები, რაც ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ვერ დავიჯერებ, რომ კობაურმა ჯერ იჩხუბა მასთან, სპორტული აღნაგობის, მასზე გაცილებით ძლიერ და დიდი გაბარიტების მქონე ადამიანს სხეულზე სამი დაზიანება მიაყენა და ამის შემდეგ სმიტი ზურგით დაუდგა "თავდამსხმელს", რომელსაც იარაღი ჰქონდა, როგორც გითხარით, სმიტს ზურგში აქვს ნასროლი, ეს ხომ არარეალურია. კობაური ამბობს, რომ სმიტი დაჩოქილი, პირველად ზურგში ესროლეს და გადავარდაო. ესეც დამაჯერებელია, რადგან რაიან სმიტს ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული. ექსპერტიზამ
უნდა დაადგინოს, მაგრამ ჭრილობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავშიც დაჩოქილ მდგომარეობაში ესროლეს.
ÐаÑÑинки по запÑоÑÑ á¡ááá¢áááá¡ áá¯áá®á

სანადირო თოფით არიან მოკლული მამა-შვილი, მაგრამ არც ის არის დადგენილი, ნამდვილად კობაურის თოფით თუ მოხდა მკვლელობა. ისე, კობაურის თოფზე მისი დნმ-ი არ აღმოჩნდა. რაიან სმიტს გარდაცვალების შემდეგაც აქვს მიღებული რამდენიმე დაზიანება, რაც გვამის გადატანის შედეგია. ლორა სმიტი რომ წყალში დაიხრჩო თუ გაგუდეს, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. გვამის ფოტოები რომ ვნახე, არც დასველების და არც ძალადობის კვალი არ ეტყობა. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რა გახდა ამ ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი, ველოდებით ექსპერტის დასკვნას. აგენტურულ თემაზე ვსაუბრობდით, მე ბოლომდე არ ვარ გარკვეული, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ, როდესაც აგენტების გამოვლენა ხდება, ქალების და მამაკაცების ლიკვიდირება განსხვავებული მეთოდით ხდება. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ამ შემთხვევაშიც რაღაც ასეთი მეთოდები გამოიყენეს. მამა-შვილს თავის არეში და ერთი და იიგივე მიმართულებით აქვთ ნასროლი, ქალის მიმართ კი ცეცხლსასროლი იარაღი არ არის გამოყენებული. ის რომ ქალი გადავარდა, პროკურატურა თვითონვე უარს ამბობს ამ ვერსიაზე, მაგრამ დადგენილებაში მაინც უწერია. კობაურს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრ კითხვას ვერ ვუსვამ, ამიტომ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. რაღაცები კი მოგვიყვა, მაგრამ არსებით თემებში არ შევდივართ, ახლა ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ დეტალურად აღწერს შვიდი თავდამსხმელის სახეებს, ჩაცმულობას, ვინ რას და როგორ აკეთებდა. თავის დაზიანებაზეც მიუთითებს, ერთ-ერთმა დამარტყაო.

მამა-შვილის მკვლელობას ვესწრებოდი, ხოლო ლორა სმიტი კი არ გაიქცა, ორმა თუ სამმა კაცმა წაიყვანაო. რაიან სმიტი დაჩოქილი რომ იყო და ზურგში ესროლეს, ეს ფაქტი მახსოვს, მეორედ რომ ესროლეს, მხოლოდ გავიგონე, მეფარებოდნენ და არ ჩანდა, მერე ცუდად გავხდი და აღარაფერი მახსოვსო. მე რასაც ვხედავ, ეს სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ კობაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური პრობლემები არ აქვს, კონცენტრირებულია და საღად აზროვნებს. ამხელა დანაშაულს ედავებიან, მას კი თურმე ცხვარიც არ დაუკლავს, მეცოდებოდაო. რომ ცრუობდეს, ექსპერტებს ამის დადგენა არ გაუჭირდებოდათ, ნამდვილად არ აქვს მანიაკალური გადახრები, რაც სერიულ მკვლელებს ახასიათებთ. ქალთან ურთიერთობის კუთხითაც ვესაუბრეთ, ქალბატონებიც გამოვკითხეთ, თვითონ ამბობს, რომ ქალთან არ ჰქონია ურთიერთობა, ამ ქალბატონებმაც დაადასტურეს, ძალიან მორიდებული იყო, ყოფილა შემთხვევა ნასვამები ყოფილა ყველა, შეეძლო ქალთან კავშირი დაემყარებინა, მაგრამ მორცხვობდაო. არარეალურია იმის მტკიცება, რომ მან ქალის გულისთვის ასეთი განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაული ჩაიდინა. ისე, ვაპირებთ, რომ მისი სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა მოხდეს. გამოძიებამ ახალი "ვერსია" შექმნა, კობაურის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციები ამოვიღეთ, ისეთ საიტებზე შედიოდა, სადაც ქალების ფოტოებია და ათვალიერებდაო, შევთავაზეთ, ამ კუთხითაც ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა.

ჟურნალისტებმა და ჩვენც გამოვკითხეთ ბევრი ადამიანი, მათ შორის მარნეულშიც. ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ სმიტები ყაზბეგში წასვლას აპირებდნენ, სავარაუდოდ 1–2 ივლისს იყვნენ ყაზბეგში, 3 ივლისს დილით ხადას ხეობისკენ მიმავალ გზაზე, გაზისგასამართ სადგურთან ჩანან. იგივე ქალბატონს ჟურნალისტებისთვის უთქვამს, რომ სმიტებს თანხა ჰქონდათ შეგროვილი, მგონი, სახლის შეძენას აპირებდნენო. ლორა სმიტს უთქვამს
30.000 დოლარი გვაქვსო. მალხაზმა საერთოდ არ იცოდა ტელევიზიით რა ითქვა, ან ჩვენ ვის ვისაუბრეთ, როცა სამედიცინო ექსპერტების თანდასწრებით მოგვიყვა, რაიან სმიტი დაჩოქილი რომ იყო, იმ მამაკაცებმა მისი ჩანთა გახსნეს, ნახე ამას რამდენი ფული ჰქონიაო და ამოიღეს 3–4 შეკვრაო. ექსპერტს აჩვენა როგორი შეკვრა იყო და რა ფერის. ასეთი კიდევ ბევრი იყო, ერთ-ერთმა მათგანმა ჩაიდო და წაიღესო. კობაურმა ისიც თქვა, რომ როდესაც ამ ჯგუფთან ერთად გამოჩნდა, რაიან სმიტს შეეშინდა და შეცბა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს მათი გამოჩენით ასეთი რაღაც მოხდებოდა, ძალიან შეშინებული სახე ჰქონდაო. თუ მართლა რაღაცას არ ელოდები ადამიანი, რატომ უნდა შეგეშინდეს ვინმეს დანახვაზე? ესენი უცხო ენაზე ელაპარაკებოდნენ სმიტს, თუმცა ქართულადაც ლაპარაკობდნენ, ოღონდ მთიელების კილო არ ჰქონდათო. სავარაუდოდ, სმიტს მართლაც ჰქონდა ფული, ეჭვი მიჩნდება, სადღაც მთაში ექსკურსიაზე მიმავალ კაცს რაში გჭირდება 30.000 დოლარის წაღება. უამრავი ეჭვი და ვერსიაა, ზოგი იმასაც ეჭვობს ნარკოტიკებს ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი, ძალიან ძნე- ლია იმის გარკვევა სინამდვილეში რა იყო, დანამდვილებით ვერაფერს იტყვი, თუმცა ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ჩემი ინფორმაციით, რაიან სმიტის ერთ-ერთი ძმა რომელიღაც ქვეყანაში იყო, ოღონდ არ ვიცი რა მისიით და რამდენიმე წელია გაუჩინარებულად ითვლება.

კარგი იქნება თუ ყველა ვერსია დამუშავდება, რითაც თავად გამოძიება უნდა იყოს დაინტერესებული, ადრე რამდენიმე ვერსია მუშავდებოდა. სამწუხაროდ ახლა ასე აღარ ხდება, ეს ერთი ვერსია აქვთ არჩეული და კანონიერი თუ უკანონო გზებით ცდილობენ მის გამყარებას. დაცვის მხარეს არ გვაქვს მეტი შესაძლებლობა და რესურსი სხვადასხვა მიმართულებით ქმედებისთვის. მიმართულებებს გვიწესებენ, გვზღუდავენ, ჩემი აზრით, ამ საქმის მიმართულე- ბები და გამოძიების შედეგები, შეიძლება სხვა ქვეყანაშია გადაწყვე- ტილი. სამწუხაროდ, ასეთი ეჭვები მიჩნდება, იმიტომ, რომ ამ საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ვერ ხდება, თუმცა ისეთი განწყობა მაქვს, რომ აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0