ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

მისასვლელი გზები გრეიდერის  საშუალებით მოწესრიგდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: მოხისი, ნავთიანი, ღვევი, შამთა, ვანათი, დრე, ერტისი, ასურეთის აგარაკები. შიდა საუბნო გრუნტიანი გზები მოწესრიგდა აგრეთვე დაბა მანგლისში და სოფელ ალგეთში. პარალელურად გასუფთავდა არსებული და მოეწყო ახალი სანიაღვრე არხები. სამუშაოები დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც.


სოფელ წინწყაროს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით გაიწმინდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, ცენტრალურ მაგისტ- რალზე არსებული უკანონო დაერთებების პრობლემაც აღმოიფხვრა. უახლოეს დღეებში შეიცვლება დაზიანებული 400 გრძივი მეტრის მილი, რომლითაც სოფელში არსებული სასმელი წყლის წყარო მარაგდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემცირდება წყლის დანაკარგები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფლის წყალმომარაგება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში ატმის სეზონი წარმატებით დამთავრდა, ახლა ყურძნის მოსავლის დაბინა- ვება-ჩაბარების დრო დადგა. შარ- შან 130 ათას ტონამდე ყურძენი დაიკრიფა და 15 ათასმა მევენახემ 150 მლნ ლარამდე თანხა მიიღო. წელს რთველი-2018 სოფელ ჭანდრიდან და სოფელ ბაკურციხიდან დაიწყო. ამ ეტაპზე რქაწითელსა და საფერავს სოფელ კარდენახში „შალვინოსა“ და სოფელ ველისციხეში „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხნები იბარებენ.

რთვლის საკომუნიკაციო შტაბი მოსავლის სრულ დაბინავებამდე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მუნიციპალიტეტის მერი ჩილხანდამაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ის სოფელ ზემო კაჭრეთის მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა სატყეო გზის მოწესრიგება, რომელზეც ხიდია დაზიანებული და აღდგენას საჭიროებს. გურჯაანის მერიაში უკვე შეიკრიბა კომისია, ხელი მოეწერა საჭირო დოკუმენტაციას და რამდენიმე დღეში ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. გაისად კი სოფელ ზემო კაჭრეთის სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბი ლიტაცია იგეგმება.

მიმდინარე წელს სოფელ ჩაალაუბანში რამდენჯერმე შეკეთდა სასმელი წყლის სისტემა ე.წ. რთვლის მიმდინარეობას გაეცნენ ღვინიაანთ და ე.წ. ჭვინაშვილების უბნებში; ღვინიაანთ უბანში  ონკანებიც შეიცვალა; გამოიცვალა გარე განათების ნათურები; სოფლის ბოლოში, საგინაშვილების დაბლობში მდებარე ჭაბურღილი გაიწმინდა და ჩაერთო წყალმომარაგების საერთო სისტემაში, რაც მთელ სოფელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

„ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ხორცის გადამმუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა.საწარმო წელიწადში 100 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხორცის კონსერვების წარმოებას გეგმავს. პროდუქცია პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მოხვდება, სამომავალოდ კი ექსპორტზე გაიტანენ. კომპანიაში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000 დაინერგა. საწარმოში, ჯამურად, 380 660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 190 300 დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152 300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა, აქედან კახეთის რეგიონში 57 ახალი საწარმო გაიხსნა.
სოფელ სამთაწყაროში რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში 80 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობა იგეგმება. ხისკენწეროების ბილიკები კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიურ პორტალებს მოიცავს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება. ასეთი ბილიკი ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, შესაბამისად, მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება. წინასწარი გათვლებით, ერთი წლის განმავლობაში აქაურობას 60–100 ათასი ტურისტი ეწვევა.

ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, მის დეტალურ პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ "ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს" (TJS-III) ფარგლებში გამოაცხადა. დაინტერესებულმა პირებმა  სატენდერო წინადადებები მიმდინარე წლის 13 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

პროგრამა „ნარჩენების მართვის  ტექნოლოგია რეგიონებში“ საქართველოს სამ რეგიონში – კახეთში, აჭარასა და შიდა ქართლში მიმდინარეობს. ამ პროგრამის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გამართულ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელების გზებს, ნარჩენების უკანონო განთავსების შემთხვევაში ჯარიმებს, ნარჩენების მოსაკრებლის გადახდის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საკითხებს შეეხო. პროექტს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ახორციელებს.

ქალაქ წნორში გაიხსნა ყურძნის გადამმუშავებელი ქარხანა შპს „ნამი“, სადაც ფერმერები მოსავლის ჩაბარებას შეძლებენ. მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი ადგილობრივ მევენახეებს შეხვდნენ და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ამ დროისთვის დაკრეფილია 915 ტონა საფერავი და 1200 ტონა რქაწითელი. წინასწარი მონაცემებით 22 000 ტონა მოსავალს ელიან.
მუნიციპალიტეტში ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

სახელმწიფო რწმუნებულმა- გუბერნატორმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართა. გუბერნატორმა შეკრებილებს გააცნო საკუთარი პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა. შალვა კერესელიძეს სჯერა, რომ ერთობლივი მუშაობა და მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროებების გამოკვეთას და მათი მოგვარების გზების მოძიებას. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა კი ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

ციხე-სოფელი მუცოს აღდგენის პროექტი გრძელდება –სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძე, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე გიორგი თანიაშვილი იმყოფებოდნენ პირიქითა ხევსურეთში, სადაც მათ ციხე-სოფლის – მუცოს სარე- აბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
კლდეზე ნაგები კომპლექ-სი წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო და სასწრაფო შველას საჭიროებდა. რეაბილიტაციის პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და ყოველლწიურად რამდენიმე კოშკის აღდგენა ხერხდება. ციხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აქაურობა ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცევა. ამავე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები შატილში ქართველ მესაზღვრეებს ესტუმრნენ და მათს საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მუნიციალიტეტის მერის ლაშა გოგიას სტიპენდია 11 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა. გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამ- სახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ მიიღო. სხდომას ესწრებოდნენ წარჩინებული სტუდენტებიც, რომლებიც მერის სტიპენდიას – 250 ლარს სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ.
კომისიის გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის წარჩინებულ სტუდენტ დავით ესათიას ოქტომბერში სასწავლო ვიზიტით ბრიუსელსა და ჰააგაში გამგზავრების ხარჯი დაუფინანსდა.

მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ანაკლიაში მინდია ბოკუჩავას ოჯახში საყოფაცხოვრებო პირობების ადგილზე გასაცნობად იმყოფებოდნენ. მინდია ბოკუჩავა სამ არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. ბოკუჩავები ანაკლიაში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტის მერია ბოკუჩავების ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარება, მობილური ჯგუფი საყოფაცხოვრებო პირობებს მოუწესრიგებს, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას კი პედიატრი გაუწევს მეთვალყურეობას. ამ ეტაპზე ოჯახის წევრებს ტანსაცმელი გადასცეს. ოჯახი სარგებლობს მიწით, რომელიც მათ კანონიერ საკუთრებაში არ არის. მერია ოჯახს საკუთრების უფლების მოპოვებაშიც დაეხმარება, რაც მინდია ბოკუჩავას საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

17 სექტემბერს ორი ახალი საბაშვო ბაღი ექსპლუატაციაში შევა. მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების" დირექტორი ბადრი ქებურია. დათო გოგუა დაინტერესდა, რამდენად მზად არიან ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის.  მერმა ბაღების მენეჯერებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებზე და ამ დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

17 სექტემბერს სოფელ კირცხისა და ქვედა ჩხოროწყუს საბავშვო ბაღები ექსპლუატაციაში შევა და აღსაზრდელები ახალ, თანამედროვე სტანდარტე ბით აღჭურვილ დაწესებულებებში გააგრძელებენ სწავლას.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტი შვედეთის ქალაქ ოსტამართან ერთად ახორციელებს სოციალურ პროექტს "სოციალური ინკლუზია – მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულების, შშმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის". პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი კადრების გადამზადება, ტრენინგები და სხვა აქტივობები. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ოსტამარში გაემგზავრა, სადაც ესტუმრნენ სხვადასხვა დაწესებულებას, ადგილზე გაეცნენ სოციალური პროგრამების განხორციელების პრინციპებსა და შედეგებს. 26 სექტემბერს ოსტამარის დელეგაცია ფოთს კვლავ ეწვევა პროგრამის მიმდინარეობის შესასწავლად და ახალი მიზნების დასასახად. ფოთი და ოსტამარი 11 წლის წინ დამეგობრდა. ამ დროის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორცი- ელდა, რის შედეგადაც ქალაქებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) 2018 წლის აგვისტოს ბიზნესბიულეტენში ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოზიცია გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტი ეძებს ტურიზმისა და გართობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ბიზნესმენებს/ინვესტორებს, რომლებიც ისტორიული უბნის – კატერინენფელდის ტერიტორიაზე საკუთარ ბიზნესს წამოიწყებენ.
ბიზნესბიულეტენში შესულია მოკლე ცნობები მუნიციპალიტე- ტის შესახებ და აღნიშნულია, რომ ორსაუკუნოვან ქალაქ ბოლნისში შემორჩენილია გერმანელების მიერ დაარსებული დასახლება კატერინენფელდი, გამორჩეული არქიტექტურით ნაშენი ნაგებობებით. რამდენიმე მათგანს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

"მუნიციპალიტეტი მზად არის ხელი შეუწყოს ყველა დაინტერესებულ ინვესტორს და ითანამშრომლოს მათთან კერძო-საჯა- რო პარტნიორობის ფარგლებში (PPP)", – ნათქვამია გამოქვეყნებულ მასალაში. ეს ინფორმაცია გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ ბიზნესით დაინტერესებულ 4500-მდე პირს გაუგზავნა.

განცხადება სტუდენტებისვის: მუნიციპალიტეტი 2018–2019 სასწავლო წელსაც აგრძელებს სტუდენტთა ფულად დახმარებას. გთხოვთ, დოკუმენტაცია წარადგინოთ ბოლნისის მუნიცი- პალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში. ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ ჩაერთვება.

მუნიციპალიტეტის დახმარებას მიიღებენ სახელმწიფო აკრედიტე- ბული უმაღლესი სასწავლებლების შემდეგი კატეგორიების სტუდენტები:
1. ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან;
2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან;
3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-იდან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან;
4. სტუდენტები მრავალშვილი- ანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი);
5. სტუდენტები ოჯახებიდან, სადაც არის ორი ან მეტი სტუდენტი;
6. წარჩინებული სტუდენტები.

დმანისის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერები შემდეგ სამუშაოებზე:
სოფელ ვარდისუბანში კორპუსის სახურავის, ქ. დმანისში 26 მაისის ქუჩის №3-ში მდებარე კორპუსის სახურავისა და ქ. დმანისში ვახტანგ მეფის ქუჩა №3 კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. სავარაუდო ღირებულება – 180 482 ლარი; სოფ. კამიშლოში მისასვლელი გზისა და შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. სავარაუდო ღირებულება – 235 352 ლარი. დაფინანსების წყარო: ადგილობრივი ბიუჯეტი – 5%, სახელმწიფო ბიუჯეტი – 95% .

მარნეულის მუნიციპალიტეტში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან სამდღიანი შეხვედრები დაასრულა. მხარის გუბერნატორი, მოადგილესთან ზაურ დარგალთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ყიზილაჯლოს, ქალაქ მარნეულის, ალგეთისა და კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. შოთა რეხვიაშვილმა დაათვალიერა როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

შოთა რეხვიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას გააცნო თავისი მოსაზრებები და პრიორიტეტები რეგიონის განვითარების შესახებ, ასევე მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ბუკისციხისა და დაბლაციხის თემში იმყოფებოდა. მერმა პირველ მოადგილესთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და ბუკისციხის თემის მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან სიხარულიძესთან ერთად დაბლაციხე-ბუკისციხის ადმინისტრაციულ საზღვართან დასრულებული საავტომობილო ხიდი დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვ ნელები დაბლაციხის თემში,მდინარე სუფსაზე კალაპოტის გასწორხაზოვნებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნენ.

გურიის გუბერნატორი ზურაბ  ნასარაია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეკრებილებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებ იმსჯელეს.

скачать dle 12.0