ვინ დაგეგმა და ვინ გვაძალებს საქართველოს ავღანიზაციას?

ნარკოტიკები რომ დამღუპველია, ეს მავანთ მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდა, რაც ხელისუფლებამ მოსაზრება გამოთქვა კანაფის ("მარიხუანა") წარმოება-ექსპორტირების შესახებ.

კურიოზული ნაციონალებისა და მისი სატელიტების ჟივილ-ხივილია, ვგულისხმობთ პოლიტიკოსებს, "ელიტარ" უფლებადამცველებს, ე.წ. ცნობად სახეებსა თუ ჟურნალისტიკის "კორიფეებს", რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თავგამოდებით ითხოვდნენ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაციას და სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ პარლამენტის წინ მომიტინგე "თავისუფლებისმოყვარულებს". მათ ქამელეონივით ფერი იცვალეს და ერის "გულშემატკივრებად" მოგვევლინნენ, კანაფის მოყვანა-ექსპორტირება, რასაც თავად თვლიდნენ ფრიად მომგებიან ბიზნესად და ღიად ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას, თურმე მომავალი თაობების განადგურებას ემსახურება და ყველა სასიკვდილო ცოდვაში სდებენ ბრალს ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ ძალას. პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი როგორ ჩამორჩებოდა აბობოქრებულ "პატრიოტებს", ყოველდღე გვმოძღვრავს შუაგულ ევროპიდან როგორი მავნეა ნარკოტიკები, დამატებით "უტყუარ" ინფორმაციებსაც გვაწვდის ბიძინა ივანიშვილის "ნარკობარონობასთან" დაკავშირებით, "ნაციონალები" და მათი ბელადი "ქართულ ოცნებას" რომ უკიჟინებენ, საქართველოს ავღანიზაცია უნდათ, რასაც არ დავუშვებთო, იქნებ გაიხსენონ ვინ აქცია ავღანეთი ყველაზე მსხვილ ნარკოტიკების მწარმოებელ სახელმწიფოდ, ან ვინ "შესვა~ ჩინეთი 19-ე საუკუნეში ნარკოტიკზე. ნატოს ჯარები რა დემოკრატიის დასამყარებლადაც შეცვივდნენ ავღანეთში, ყველას კარგად მოეხსენება, ზუსტად მას შემდეგ გაიზარდა ნარკობრუნვა 40-ჯერ, რაც საბჭოთა ჯარები დასავლელმა "მშვიდობისმყოფლებმა" ჩაანაცვლეს. ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ისიც თქვა, ავღანეთის ეკონომიკის აღორძინების ერთ-ერთ (თუ არ ერთადერთ) გზად ნარკოტიკების წარმოების გაფართოება-განვითარება მიგვაჩნია, რომ ავღანელები რომ გამდიდრდებიან, მერე ვიფიქროთ სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებზეო. ეჭვი მაქვს, საქართველოს ეკონომიკის აღორძინების "ქვაკუთხედადაც" ნარკოსფეროს განვითარებას მიიჩნევდნენ ჩვენი დასავლელი "მეგობარ-პარტნიორები", როგორი ზეწოლას განიცდის მოქმედი ხელისუფლება იმ კონტიგენტისგან, რომელსაც შეურიგებელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული თავად დონალდ ტრამპისთვის, ამასაც კარგად ვხედავთ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული `მსოფლიო-მამებმა~ ანკესი გადმოგვიგდეს, მოსინჯეს რა რეაქცია ექნებოდა საქართველოს მოსახლეობას "მარიხუანას" წარმოებაზე, უარყოფითი რეაქციის შემთხვევაში ხელს საქართველოს ხელისუფლებას შეაწმენდდნენ, თითქოს ის იყო ამ "ნოვაციის" ინიციატორი. ვფიქრობთ, ნაციონალებისა და მათი განაყრების ბოლოდროინდელი წიოკობაც ამაზე მიუთითებს.

საქართველო - ნარკოტრაფიკის შემადგენელი ნაწილი

საქართველო ათეულობით წლებია ნარკოტრანზიტულ ქვეყნად ითვლება, ეს განსაკუთრებით იმ პერიოდს ეხება, როცა ქვეყანას ნაციონალები მართავდნენ. გაეროს დასკვნებით, ტონობით ნარკოტიკი გაედინებოდა ჩვენი ტერიტორიის გავლით ევროპაში, მაგრამ ამის შესახებ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები თუ საუბრობდნენ საქართველოში. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ დავით გაგნიძეს, რომელიც კომუნისტების მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული მუშაობდა ოპერატიულ სამსახურებში, არაერთხელ უსაუბრია ჩვენთან ინტერვიუში ამ თემაზე. რაც შეეხება ბოლო დროინდელ პერიპეტიებს, დავით გაგნიძე აცხადებს, რომ კანაფის წარმოება-ექსპორტირება მართლაც შემოსავლიანი ბიზნესია, მაგრამ საეჭვოა ხელისუფლებამ ბოლომდე შეძლოს გაკონტროლება, რომ იგი "შავ ბაზარზე" არ მოხვდეს. საქართველოს საბჭოთა კავშირის დროსაც იყენებდნენ ნარკოტრანზიტისთვის, ავღანურ ნარკოტიკს საბჭოთა სამხედრო გენერალიტეტი აკონტროლებდა, მაგრამ მაშინაც ვერ ახერხებდნენ აქ ბოლომდე აღეკვეთათ ნარკობრუნვა, გარკვეული ნაწილი მაინც რჩებოდა. ახლა მით უმეტეს შეუძლებელია, ნამდვილად არ ჰყავს საქართველოს სათანადო ძალები. თუ ხელისუფლება მართლაც აპირებს კანაფის წარმოებას, თვითონვე შეიტანონ აფთიაქებში და როგორც მედიკამენტი, ისე გაიყიდოს ნარკომომხმარებლებზეო. "საერთო გაზეთი" უკვე წერდა, რომ ნარკოტიკები "წითელი ხიდიდან" შემოდიოდა და ძირითადად გემების საშუალებით "მარაგდებოდა" დასავლეთის ქვეყნები. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ნარკობრუნვამ მნიშვნელოვნად იმატა, ტრანსპორტირების ძირითადი საშუალებად გემები დარჩა. ბათუმის და ფოთის პორტებიდან რამდენჯერმე სრულიად ცარიელი გემები გასულა, როგორც ჩანს, ძალზე "მნიშვნელოვანი" ტვირთი მიჰქონდათ, თორემ ცარიელ გემს არავინ წაიყვანდა, რადგან მისი დაქირავება ძალიან ძვირი ჯდება. იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის ასლან აბაშიძესთან მწვავე დაპირისპირების მიზეზი სინამდვილეში ნარკოტიკები იყო, "ბობოლა" ნაციონალებს ამ სარფიანი "ბიზნესის" მონოპოლიზება სურდათო. თუ საბჭოთა სამხედრო გენერალიტეტი არ ტოვებდა საქართველოში ნარკოტიკს, მის ამერიკელ "მემკვიდრეს", სენატორ მაკეინის კლანს (რომელსაც ლამის საფლავში ჩაყვნენ კოლექტიური ნაციონალები), ნარკოტიკით დაუწყია ტრანზიტის საფასურის გადახდა და ავღანეთის მსგავსად, სადაც ნატოს ჯარების შესვლის შემდეგ, "ოპიუმის" ყაყაჩოს თითქმის სამ მოსავალს იღებენ, ლამის მთელი საქართველო გაანარკომანესო. დავით გაგნიძეს საეჭვოდ მიაჩნდა ჩვენი დიდი "მეგობრის" მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანში ელჩად გამწესება, რომელსაც საქართველოში თავი დიდად არ გამოუჩენია დიპლომატიური მოღვაწეობით. ბრაიზა აზერბაიჯანში იმიტომ ხომ არ მიავლინეს, რომ ისიც ნარკოტრანზიტული ქვეყანაა და საიმედო კაცი ჭირდებოდათო. 

ისე, მართლაც საინტერესოა რა ბედი ეწია ერთ-ერთი ქართული ლუდ-ლიმონათის მწარმოებელი კომპანიის იმ სატვირთო ავტომანქანებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე დააკავეს ბელორუსმა მებაჟეებმა, ნარკოტიკი გადაჰქონდათო. რაღაც ძალიან საეჭვოდ მიჩუმათდა ეგ ამბავი.

რა კავშირშია აზიელი მიგრანტების მასობრივი შემოდინება ნარკობიზნესთან?

ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაციის ინიციატორები "მარიხუანას" წარმოებასაც რომ ითხოვდნენ, აქაოდა მომგებიანი ბიზნესიაო, მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, "პროგრესულების" უცხოელი პატრონები საქართველოს სოფლის მეურნეობის ავღანურ-კოლუმბიურ "რელსებზე" გადაყვანას გეგმავდნენ, რასაც წინასწარ გვაჩვევდნენ. დავით გაგნიძემ ეს ვერსია არ გამორიცხა, საქართველოში შესაბამისი ბუნებრივი კლიმატური პირობებია, `მარიხუანათი~ დაიწყებენ და მერე "ოპიუმის" ყაყაჩოს მოყვანასაც მოითხოვენ, ხელისუფლებამ ეს თუ დაუშვა, საქართველო დაუსრულებელი ომების, კლანური დაპირისპირების კერა გახდება, როგორც ავღანეთი, რომელიც ფაქტობრივად განადგურებულია. საბჭოთა ჯარების იქ ყოფნის დროს 500–600 ტონა "ოპიუმს" აწარმოებდნენ ავღანელები, "გათავისუფლების" შემდეგ 9 000 ტონამდე ავიდა წარმოება, რაც მსხვილი დასავლური ბანკების ხელშეწყობით ხდება. თითქმის ყველა ომს ამერიკული ბანკები აფინანსებენ, ვიეტნამის ომის დროს, ისინი თურმე საბჭოთა კავშირს აფინანსებდნენ, ანუ მათთვის მთავარი ფულია. "ოპიუმის" ყაყაჩოზე მაღალშემოსავლიანი კულტურა ბუნებაში არ არსებობს. დავით გაგნიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, "პროგრმაში" ჩვენც ჩაგვრთეს, ნაციონალების მმართველობისას მასიურად დაიწყეს ინდოელების შემოყვანა, რაც ფაქტობრივად დღესაც გრძელდება. მათ ჩალის ფასად მიჰყიდეს ქართული მიწები, ინდოეთი (იმ პერიოდში ინგლისის კოლონია) იყო პირველი ქვეყანა, სადაც მასობრივად დაიწყო ყაყაჩოს მოყვანა და "ოპიუმის" წარმოება, რაც მერე ჩინეთში გაავრცელეს. რესპოდენტი ეჭვობდა, რომ მავანთ საქართველოში ყაყაჩოს პლანტაციების გაშენება უნდათ და ამ მიზნით შემოყავთ ინდოელები. ისინი თავიანთ "მამულებს" ისე დაიცავენ, იქ ფეხს ვერავინ შედგამს, ქართველ მუშებს იქ არავინ შეუშვებს და მერე რას დათესავენ ღმერთმა უწყისო. 

სააკაშვილი თავისით ვერ მოიფიქრებდა ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. იმ ფონზე, როცა ამერიკასა და ირანს დაძაბული ურთიერთობა იყო, რაც ბოლო ხანს კიდევ უფრო გამწვავდა, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ოკეანისგაღმელი "პატრონების" გარეშე ამას გაბედავდა. ამერიკელებს ნარკოტრანზიტის დამალვა უნდოდათ, იმიტომაც შემოაღებინეს ირანთან უვიზო რეჟიმი, ისევე როგორც ბრაზილიასთან, რომელთანაც არაფერი გვაკავშირებსო. ისე, მართლაც საოცარია, ამერიკის მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად თვლიდე თავს და ამ დროს კარს ფართოდ უღებდე ირანელებს, რომელთაც ასეულობით ჰექტარი მიწა აქვთ უკვე მფლობელობაში, ბიზნესის ლამის ყველა სფერო აქვთ ხელში ჩაგდებული და ყველანაირად ავიწროებენ ქართველებს. თუ რამე გააპროტესტე, მაშინვე იმ კანონს იშველიებენ, რომელიც რატომღაც უცხოელებს აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0