მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართა. მამუკა ბახტაძემ საქართველოს პროგრესსზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკანასკნელ წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული ცვლილებებისა და რეფორმების შედეგია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძლიერი პარლამენტი, ზეპარტიული პრეზიდენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და ეფექტიანი მთავრობა არის იმ ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, რომელიც წარმატებით განხორციელდა და ქვეყანა ამ ცვლილებებით ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადადის.

“ჩვენთვის ქვეყნის განვითარების ამოსავალი წერტილი თავისუფალი ადამიანი და მის მიერ შექმნილი ადამიანური კაპიტალია. განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, განათლების სისტემის მოდერნიზაცია კიდევ ერთი გარღვევა იქნება იმ მთავარი გამოწვევის გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩემი ქვეყანა. მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს პროგრესს, დაძლევს სიღარიბეს და საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში”, - განაცხადა პრემიერმა.


  скачать dle 12.0