საქართველოს პრეზიდენტმა ბერძენი ქველმოქმედი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებისთვის გამართულ საზეიმო სადილზე, ღირსების ორდენით მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი და ბავშვთა ასოციაციის „ელპიდა“ დამფუძნებელი, ბერძენი ქველმოქმედი ბიზნესმენი მარიანა ვარდინოიანისიდააჯილდოვა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საბერძნეთში ვიზიტისას ონკოლოგიურ ცენტრში სტუმრობა გაიხსენა, სადაც ქართველი გოგონა მოინახულა, რომელიც მკურნალობას მარიანა ვარდინოიანისის ფონდის დაფინანსებით გადიოდა.

„ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზარდების სიცოცხლის გადარჩენისა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უანგარო სამსახურისა და ქველმოქმედებისათვის ღირსების ორდენით ვაჯილდოვებ მარიანა ვარდინოიანისს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ბავშვთა ფონდის „ელპიდა“ დამფუძნებელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.

„ბატონო პრეზიდენტო, დიდი პატივია ჩემთვის თქვენგან ღირსების ორდენის მიღება. ასევე დიდი პატივია, მერქვას საქართველოს მეგობარი და მოხარული ვარ თქვენი გადაწყვეტილებით. ვიღებ ამ ჯილდოს, როგორც ჩემი ძალისხმევის დაფასებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი მეგობრობის სიმბოლოს. ეს არის იმ ღირებულებების გამოხატვა, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიზიარებთ“, – აღნიშნა მარიანა ვარდინოიანისმა.скачать dle 12.0