სალომე ზურაბიშვილს თუ არა, აბა ვის დაუჭიროს მხარი ქართველმა ხალხმა - კაგებეშნიკ ვაშაძეს, რუსეთთან დანა- ჩანგლით მეომარ ბაქრაძეს თუ ნარკომომხმარებელ ჯაფარას?

გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის _ "ყოფილი პოლიტ. პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:

_ ქალბატონო ნანა, ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელი დაუპირისპირდა ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს _ სალომე ზურაბიშვილს და მისი კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე?

_ ეს ნამდვილად არ არის ეკლესიის პოზიცია, პატრიარქმა ამის შესახებ თავის წერილში დააფიქსირა. "ციანიდების" გარდა თუ კიდევ ვინმე სხვამ გამოთქვა ასეთი პოზიცია, ეს, უბრალოდ, მხოლოდ და მხოლოდ იმ პიარის შედეგია, რომელიც საზოგადოების ფართო მასებზე ზეგავლენას ახდენს. 
ინტერნეტ-სივრცეში დევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციები, მათ შორის, ამერიკის ელჩის, მაკ კეინის, რომელიც "ნაციონალებს" თავიანთ გურუდ, ღმერთად მიაჩნიათ. განა რას ამბობს განსხვავებულს ამერიკის ელჩი, მაკ კეინი ანდაც ტალიავინის დასკვნა? რატომ ამაზე არ ტეხენ "ნაცები" ერთ ამბავს? _ ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, თუ რა როლი აქვს სააკაშვილს ქვეყნის ოკუპაციაში. რა თქმა უნდა, ეს არის სწორი, ჯანსაღი პოზიცია. თუ ჩვენს პრობლემას სახელს არ დავარქმევთ, ნებისმიერ ავადმყოფს სწორ დიაგნოზს თუ არ დაუსვამთ, მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. ჩვენ, თუ არ გავიაზრებთ იმას რა დანაშაული ჩაიდინა `ნაცმოძრაობამ~ და სააკაშვილმა 2008 წლის ომის დროს და ვინ არის დღეს პასუხისმგებელი ტერიტორიების დაკარგვაზე, არაფერი გვეშველება. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სააკაშვილმა, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ქართული მიწები რუსეთს გადასცა, აჩუქა. წარწერას ვერ გაუკეთებდა, ტერიტორიებს ვერ დააწერდა: სახსოვრად პუტინს მიშასგანო და ამიტომ, გააკეთა, ის რაც გააკეთა _ ჩვენი ტერიტორიები რუსეთს გადასცა. თუ მკითხავთ, ამას, სალომე ზურაბიშვილი კიდევ რბილი ფორმით ამბობს. მე, უფრო მკაფიოდ და მეტსაც ვიტყოდი.

_ ქალბატონო ნანა, 2008 წლის ომს წინ უძღოდა კოდორის ხეობასთან დაკავშირებული მოვლენები.

_ დიახ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წლის ომამდე აწარმოა ქვეყნისთვის დამღუპველი პოლიტიკა _ კოდირის ხეობას სახელი გადაარქვეს და ზემო-აფხაზეთი დაარქვეს. კოდორი ისე ჩააბარეს ტყვია არ გასროლილა, შემთხვევითაც კი არ გავარდნია ვინმეს იარაღი, სახელმწიფო დროშებიც კი არ იყო ჩამოხსნილი, ყველაფერი დატოვეს და ისე ჩააბარეს რუსებს. ეს ნამდვილად არ იყო შეცდომა, არამედ მიზანმიმართული დანაშაული, რომელსაც გამოძიება სჭირდებოდა. დღევანდელი ხელისუფლების დანაშაული ის არის, რომ ამ საქმის გამოძიება როგორც საჭირო იყო ისე არ წარმართეს და ის დამნაშავეები არ ამხილეს, რომლებიც სულ მცირე 308-ე მუხლის მესამე ნაწილით უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი. იგივე ეხება ცხინვალის ოლქს _ იგი, სააკაშვილმა იმ საზღვრებში მოაქცია, რაც პუტინის ინტერესებში იყო და რუსეთს სწორედ, იმ საზღვრებით გადასცა. თუ გახსოვთ, ომის შემდგომ, კუშნერი რომ ჩამოვიდა, პრესკონფერენციაზე გაოცებულმა იკითხა: კი მაგრამ ეს რა საზღვრებია? ამ საზღვრებში, ცხინვალის ოლქი, საბჭოთა პერიოდშიც კი არ ყოფილა. ახლა, საიდან მოხვდა ამ საზღვრებშიო, ხელებს ასავსავებდა, ვერც გაიგო რა მოხდა. ის რაც კუშნერმა ვერ გაიგო, უნდა გაეგო დღევანდელ ხელისუფლებას, გამოეძიებია რა იდგა იმის უკან, როდესაც პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო კოდორთან და ცხინვალთან დაკავშირებით. 

ეს უსინდისო "ნაცები", რა მტკიცებულებებზე საუბრობენ. საინტერესოა, რა წერია ტალიავინის დასკვნაში, რომელიც ტაშის გრიალით მიიღო ჩვენმა პარლამენტმა. კეთილი ინებონ და პასუხი აგონ იმაზე, რაც ამ დასკვნაში წერია. რა გაუკეთეს ქვეყანას? ჩახოცეს ადამიანები, ჯერ ომი დამთავრებული არ იყო და აქ, გამარჯვებას ზეიმობდნენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კი არა იმაზე ისაუბროს "ნაცმოძრაობამ" 7აგვისტოს დილის 7 საათიდან შუაღამემდე რომ აცხადებდა: ჩვენ, კონსტიტუციურ წესრიგს ვადგენთ, შევდივარ ცხინვალში, ბოლოს, საღამოს, სააკაშვილმა ყველას დაასწრო და განცხადება გააკეთა: სრულად ვაკონტროლებთ ცხინვალსო. არ გახსოვთ, რა განცხადებებს აკეთებდა იაკობაშვილი? _ რუსები არაფერ შუაში არ არიან, ჩვენ სეპარატისტებს ვებრძვითო. ეს უნამუსო, უზნეო ადამიანები რა მტკიცებულებებზე ლაპარაკობენ, როცა მათი დანაშაულის მტკიცებულებები მთელს მსოფლიოს ხელის გულზე უდევს. 

_ როგორ ფიქრობთ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი გამოიძიებს ამ საკითხს?

_ თუ იგი დაგვპირდება, რომ პასუხს მოთხოვს ყველა იმ პირს, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა _ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები მიზანმიმართულად გადასცა, თუ დაიწყებს ამ საქმეების გამოძიებას, ნათელს მოჰფენს 2008 წლის ომს და მის წინაპირობებს, მაშინ სალომეს არჩევნებში აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება. ვიმეორებ, თუ იგი 2008 წლის ომთან დაკავშირებით მოსახლეობას სიმართლის თქმას შეჰპირდება, ამხელს ყველა დამნაშავეს ვინც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა, ოკუპანტთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩვენი ტერიტორიების წართმევაში, თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მას ვუთხრა, რომ ამ შემთხვვეაში, მას აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება და ერთხელ და სამუდამოდ, ჰააგაში თუ სხვაგან გაიგებენ, რომ საქართველო კი არ არის დამნაშავე იმაში რომ ტერიტორიები დაკარგა, არამედ ის კრიმინალები, რომლებმაც 2003 წელს რევოლუციის გზით, უკანონოდ, არაკონსტიტუციური გზით ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და შემდგომ მის შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის ტეროიტორიები, თავიანთი ძალაუფლების სანაცვლოდ, რუსებს გადასცეს. ეს აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ.

"ნაცმოძრაობამ" დაინახა, რომ მარგველაშვილისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილს ამ თემაზე პრინციპული დამოკიდებულება აქვს. იმედია, იგი, გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად დაიწყებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიებას და ყველა დამნაშავეს დაადგენს. რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას გამოძიება არ სჭირდება, დოკუმენტები დევს. აი, ვინ იყო ქართული სახელმწიფოდან, რუსეთთან ერთად, თანამონაწილე უნდა დადგინდეს და მათ ქართული სასამართლოს წინაშე პასუხი აგონ ქვეყნის ტერიტორიების გასხვისების გამო.

_ წარმოვიდგინოთ, რომ ზურაბიშვილმა მოხსნა კანდიდატურა. ვის უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა?

_ მართლაც საინტერესო კითხვაა _ ვის დაუჭიროს მხარი ბაქრაძეს, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა დანა-ჩანგლით გამოდით და თავი დაიცავითო თუ კაკებეშნიკ ვაშაძეს? რა არჩევანის წინაშე დგას დღეს ქართული საზოგადოება? სალომე ზურაბიშვილს ედავება აქეთ ჩეკისტი და იქეთ, დანა-ჩანგლით მეომარი, გამყიდველი ბაქრაძე. "ნაციონალებს" უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა? ან კიდევ ნარკომან ჯაფარას? რას ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ჯაფარიძის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ამ ქვეყანში კანონი აღარ არსებობს?

თამარ შველიძე
скачать dle 12.0