პეტრე - მიშას და გრიშას მოციქული

ეს არ არის "თამაში ჭვავის ყანაში", ეს არის მეტად სახიფათო თამაში სეპარატიზმის ზღვარზე - მთელი ერისა და ეკლესიის საზიანოდ!

არ შეიძლება არ ითქვას, რომ:
მეუფე პეტრე სეპარატიზმის თესლს თესავს და ეროვნულ განხეთქილებას აღვივებს სამეგრელოს რეგიონში, თავის მრევლში და ეკლესიას უპირისპირებს პატრიარქს და სახელმწიფოს…

მან, ამ "პეტრე მოციქულმა" ჩააგდო განხეთქილების ვაშლი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და ეკლესიას შორის, როდესაც პირდაპირ ამბიონიდან დასწყევლა ზურაბიშვილი და მრევლს მოუწოდა, არ მისცენ მას ხმა!..
რატომ, რა მოხდა? რამ აიძულა "პეტრე მოციქული" ასეთი ქადაგებისთვის?

მეუფე პეტრეს ნაციონალების მოყვანა/მობრუნება/ უნდა, ის თავგადაკლული ქომაგია სააკაშვილისა; ის ლობირებს სატანას, რომელმაც საქართველო XXI საუკუნეში კატასტროფის ზღვარზე დააყენა და, ფაქტობრივად, დაშალა და დაანგრია! 
სააკაშვილის ფაქტორმა დაგვაკარგინა ძირძველი ქართული ტერიტორიები: ციხე-სოფლები, ქალაქები, შიდა ქართლი, კოდორის სტრატეგიული სივრცე და მტერი გორთან მოიყვანა!..

სააკაშვილის ფაქტორმა დაშალა ერის ფსიქოლოგია, დაანგრია კულტურისა და განათლების სისტემები, მთლიანად მოშალა სოფელი და სოფლის მეურნეობა. იმდენად არის აოხრებული ყველაფერი, რომ ივანიშვილს ქვეყანა გონზე ვერ მოჰყავს… (და კიდევ დიდი დრო დასჭირდება ამისთვის, როგორც ალექსანდრე დიდს დასჭირდა თემურ ლენგის მერე).
სააკაშვილის მიერ აყრილი და განდევნილია ერი საკუთარი მიწა-წყლიდან, ქონებაწართმეული, ექსორიაქმნილი, ქუჩებში და საპყრობილეებშია ჩახოცილი!
ამას პეტრე ვერ თუ არ ხედავს და ჯიუტად ნაცების ქომაგობას ცდილობს. ამიტომ არისხებს ის სალომე ზურაბიშვილს ყოვლად შეუფერებლად საეკლესიო პირისა, რომელსაც მეტად სტრატეგიული ეპარქია აბარია…
მან იგრძნო, რომ სალომე ნაცებისთვის "შეუვალი კერპი" იქნება, პეტრე ამბიონიდან პირდაპირი და ღია ქადაგებით დაუპირისპირდა მას და იძულებული გახადა, ეკლესიის მიმართ პროტესტი გამოეთქვა! საკუთარ პროტესტში სალომე ზურაბიშვილი მეუფე პეტრეს გულისხმობდა და არა მთლიანად ეკლესიას. მან პირდაპირ განაცხადა, რომ "არ ასახელებს ადამიანებს და პიროვნებებს პირდაპირ, ამას არც საკუთარ თავს აკადრებს და არც მათ!" _ ეს ქალბატონი სალომეს სიტყვებია.
მაგრამ ასეთი პოზიცია შეცდომა აღმოჩნდა, მეუფე პეტრე პირდაპირ უნდა "გაეჯორა" და ემხილა მას. მაშინ ეკლესიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდებოდა, თუ რატომ დაუპირისპირდა იგი გარკვეულ ღვთის მსახურთ და არა ეკლესიას!
მაგრამ მეუფე პეტრემ შეძლო ეკლესიასა და პრეზიდენტობის მისთვის არასასურველ კანდიდატს შორის განხეთქილების ჩამოგდება და ამით რაღაც მიზანს მიაღწია! 

ამ თემის რეზიუმეს სახით ვიტყვი, რომ მეუფე პეტრე ზოგადად სახელმწიფოს და "ქართულ ოცნებას" ებრძვის, რადგან სააკაშვილის "კლანი" და მისი პირადი მოძღვარია, ნაცების თავგადაკლული ქომაგი… ამდენად, სალომე ზურაბიშვილის სახით "ქართულ ოცნებას" ებრძვის!.. მისი ქადაგება ამ მხრივ პირდაპირ ანომალიური და მიუღებელია!..
სწორედ მღვდელმათავართა ასეთ გამოხდომებზე გამოთქვა შენიშვნა უბრძენესმა პატრიარქმა და უთხრა მათ, რომ საარჩევნო კამპანიებში ამგვარად არ უნდა ჩაერიონ, პატრიარქის მიმართვაში სწორედ პეტრე (და პეტრესნაირები) იგულისხმებოდა, რომლებიც არც სახელმწიფოს სცემენ პატივს და არც პატრიარქს უსმენენ და ვერც შექმნილ ურთულეს პოლიტიკურ ვითარებას აცნობიერებენ…

გასაკვირია ზოგიერთიო სხვა მეუფეებისა და მოძღვრების პოზიცია, რომლებიც სალომეში ეკლესიისთვის ხიფათს ხედავენ, მაგრამ ხიფათს ვერ ხედავენ ნაციონალებში და მათ გამონაყოფ "კლონებში", საპრეზიდენტო კანდიდატებად რომ გამოეცხადნენ ქვეყანას მე 13 თუ მე 14 მოწმეებივით ეშმაკის მოციქულები. ერთი "ჯოკონდას" ღიმილით დადის და მეორე _ "ლუციფერის" სიფათით/ჰაბიტუსით!..
ეტყობა, დაავიწყდათ ქართული ეკლესიის მოძღვრებს და "მოციქულებს" თუ როგორ ებრძოდნენ და რა დღეში ჰყავდათ ეკლესია ნაცებს და ლიბერასტებს! როგორ ცდილობდნენ პატრიარქის მოწამვლას და მოშორებას!..
მე მახსოვს სააკაშვილის შემონათვალი, სადღაც წასული რომ იყო იქიდან: "რომ დავბრუნდები, ეგ ბებერი მანდ აღარ დამხვდესო!.." ეს გარეწარი "ბებერში" პატრიარქს გულისხმობდა!..

მე მახსოვს ის ფატალური დრო, როდესაც სინოდის სხდომებს ადეიშვილები და უგულავები ატარებდნენ!..
მე ვარ მოწმე, პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებისას როგორ ამოძვრა თითქოს მიწიდან უგულავა და პატრიარქის ზურგთან მეუფეებს შორის ჩადგა და პატრიარქის ეპისტოლეს "გაკონტროლება" დაიწყო…

მრევლს ზაფრამ გადაუარა, ვიღაცამ კიდევაც გადაიღო ეს კადრში (მე ვთხოვ, რომ გამოაჩინონ ის კადრი)!
პატრიარქმა მაშინ თავისი ქადაგება შეამოკლა და შეწყვიტა…
რა დონის თავხედობაა, როდესაც პატრიარქის ტექსტში იუდასავით იყურები...
დაავიწყდა ის დრო, მოძღვრებს და (საზოგადოებასაც!), როდესაც უგულავა-ბოკერია-ბარამიძეები-ახალაიები გლდანის ტაძარს კამაზებით ანგრევდნენ, ფერიის ეკლესიას და ბრწყინვალე მონუმენტურ ძელებს აფეთქებდნენ.
რომ დავით აღმაშენებლის და ილიას ძეგლები "გადაჰქონდათ" თავისი ადგილებიდან და უკუღმა დგამდნენ და უამრავ სხვა ბოროტებას ამკვიდრებდნენ…


ხიფათი სწორედ ამაშია, კვლავ მათ მოვლინებაში და არა სალომე ზურაბიშვილში!
სალომე ზურაბიშვილს არაფერი დაუშვებია ქართველი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის! ის პატრიოტი ემიგრანტის ოჯახში გაიზარდა. მისი ემიგრანტული ქართული გაცილებით აღემატება ხარისხით ვაშაძის რუსული კალკებით და აქცენტებით, ჟარგონებით მეტყველებას!.. 
აქ გაზრდილმა რუსის აგენტმა ვერ ისწავლა ქართული და რა გასაკვირია, ემიგრაციაში მყოფ (იქ დაბადებულ და გაზრდილ) ქართველს ფრანგული აქცენტი ჰქონდეს!..

ვიმეორებ: მას არასოდეს უღალატია სამშობლოსთვის! ემიგრაციაში რუსების განდევნილი საკუთარმა ტკივილმა და სამშობლოს ნოსტალგიამ დააბრუნა… მას არ შეიძლება რუსი უყვარდეს და ვინმემ რუსოფილი უწოდოს, განსხვავებით რუსეთის ნააგენტარი ვაშაძისგან!

როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა დაღუპა, ის წამოეგო რუსულ ავანტურას, აღმოჩნდა მტრების დაგებულ ხაფანგში და ქვეყნის 20% ერთ დღე-ღამეში დაკარგაო! – ტყუილია?! ტყუილია, რომ მთელი ღამე ის ბომბავდა ცხინვალს "გრადებით" და დილით აცხადებდა, ცხინვალი უკვე ავიღეთო?!

მე მაკვირვებს მართლაც მოღალატედ და ქვეყნის (სახელმწიფოს) მტრებად ქცეული ტელევიზიების აგრესია სალომე ზურაბიშვილის მიმართ! მათ მიერ სააკაშვილის მუდმივი პროპაგანდა და ამ მაოხრებელი გზირის მუდმივად ეკრანზე ჩამოყუდება. რა დონის სექტანტიზმი და პროვინციალიზმია, რა დონის ფაშიზმის პროპაგანდაა!..

რას და ვის იცავენ სრულიად მიკერძოებული და ტვინგარეცხილი უტიფარი ჟიჟილაშვილები, სანაიები, გრიგოლიები… არაფერს ვამბობ კაბუნია-კვესიტაძე-მელაძის ტიპის ანტიქრისტეებზე, რომლებიც ეშმაკმა მოუვლინა ამ ქვეყანას!
რა ვირუსი, რა ბაქტერია შეუჩნდა ისეთი, რომ ტელევიზიის ეკრანებზე რეკლამებად რომ აკრავენ: "სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა!" რა დონის თავხედობაა!.. მე მიმაჩნია, რომ ყოველ ასეთ ცილისწამებასა და უტიფრობაზე სასამართლოში უნდა აღიძრას სარჩელი და დაისაჯოს დამნაშავე. საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ტელევიზიების რეგულაცია, თორემ ქვეყანა თავზე დაგვაქციეს!.
პოლიტიკაში ამ ტიპის უზნეობა უნდა შეწყდეს.

სასულიერო პირები ინტერვიუს არ უნდა აძლევდნენ მელაძის ტიპის ავანტურისტებს.
დასკვინის სახით ვიტყვი და გავიმეორებ: რასაც ტელევიზიები და ზოგიერთი მეუფე (და, კერძოდ, პეტრე) აკეთებენ, ეს არ არის "თამაში ჭვავის ყანაში", ეს არის "საბედისწერო თამაში" ერის ყოფნა-არყოფნის ზღვარზე!..
დიდი ხანია, პეტრე სეპარატიზმის თესლს თესავს და განხეთქილების ვაშლს აგორებს, თავის ეპარქიას, მრევლს, ბერ-მონაზვნებსაც კი უპირისპირებს პატრიარქს და ქვეყანას და სატანის წისქვილზე ასხამს წყალს.

მადლობა უფალს, უბრძენესმა პატრიარქმს სწრაფად და სწორად შეაფასა ვითარება და მეუფეებს უთხრა: არ ჩაერიონ საპრეზიდენტო არჩევნებში. რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ლანძღვა. ეს არ არის სწორი არც პოლიტიკურად და არც ეროვნული კუთხით!
არ დაგვავიწყდეს ბრძოლის ველიდან გამოქცეული სააკაშვილი "ომშიგან პირის მხმეჭელი", რომელიც პირდაპირ "ვეფხისტყაოსნის" კონტესტქსტში ჯდება:
"კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა _
შედრეკილ-შეშინებულსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა".

ეს "ვეფხისტყაოსნის" სენტენცია პირდაპირ და ზუსტად მიესადაგება ბრძოლის ველიდან გამოქცეულ ნაცების სარდალ სააკაშვილს _ საკუთარი მკვდრები რომ მიატოვა და შემდეგ მათ გვამებზე კარნავალი გამართა!
აი, ეს არის სიმართლე, საზოგადოებას და ტელევიზიებს რომ უნდა ახსოვდეთ და, მათ შორის მეუფე პეტრეს…

კობა არაბული
скачать dle 12.0