ნაციონალი შამანები და დაზომბირებული საქართველოა

ვახტანგ ხარჩილავა:
საარჩევნო კამპანია დაიწყო და ნაციონალმა შამანებმა ხეტიალს უმატეს.

დადიან შუკა-შუკა, შარა-შარა, სოფელ-სოფელ, უბან-უბან, ქალაქ-ქალაქ და მოსახლეობის დაგოიმება-დაზომბირებას ცდილობენ _ ოღონდ ჩვენო კანდიდატი აირჩიეთ პრეზიდენტად და პენსიები და ხელფასები გაგიორგამდებათ, საზღვარგარეთ წასულ ქართველებს ლეგალურად მუშაობის საშუალება მიეცემათ, გაჩნდება უამრავი სამუშაო ადგილი, ფაბრიკები და ქარხნები ამუშავდება, ქვეყანა გაიფურჩქნება და აყვავდებაო.

ნაციონალებიო, რომ ვამბობ, ამ სახელწოდების ქვეშ არამარტო ენმ-ის წევრებს ვგულისხმობ, არამედ "ევროპულ საქართველოსაც", გირჩსაც და სხვებსაც, ვინც "ნაცმოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს ღიად თუ ფარულად.

ესენი ყველანი ერთნი არიან, უბრალოდ, ფსევდონიმები აქვთ სხვადასხვა.
«Все один Х…»-ო, იტყვიან რუსები ასეთ შემთხვევაში.

რუსებს კარგი, ფრთიანი გამოთქმები აქვთ, განსაკუთრებით Х-სთან დაკავშირებით.
ესეც არ იყოს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ესენი, ეს ვითომ დემოკრატები და ვითომ პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსები, თუ ყველა არა, მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, სწორედ რომ რუსული პოლიტიკური Х-თი არიან გაკეთებულნი.

აბა, გრიგოლ ვაშაძეს, რუსული პოლიტიკის ბარაქიანი ძუძუთი გაზრდილს, ფაქტობრივად, რუს პოლიტიკოსს, გარეგნობითაც კი კაზაკების ატამანს რომ ჰგავს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რომ წარადგენ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ?
ვინც ვაშაძეს რეკომენდაცია გაუწია და ვინც დღემდე მის ხოტბა-დიდებაშია, ისიც ხომ, ვაშაძის ტერმინს რომ დავესესხოთ, იმ `შტაბკვარწირიდან~ არის, საიდანაც ვაშაძეა.

რაც ვაშაძეა, ის არის ბაქრაძეც, ოღონდ ულვაშების გარეშე და რაც არის სააკაშვილი, ის არის ბოკერია, რაც არის გრიგოლ ვაშაძე, ის არის ზურაბ ჯაფარიძეც და ა. შ. და ა. შ.

მოკლედ, ესენი, როგორც ვთქვით, ყველანი ერთნი არიან და მიზანიც ერთი აქვთ _ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში.
რევანში კი სასტიკი, დაუნდობელი, ულმობელი იქნება.

არ ვიცი, სად, რომელ საშამანო აკადემიაში ისწავლეს ამ თახსირებმა ასე კარგად შამანობა, სად დაოსტატდნენ და სად დაეუფლნენ ჰიპნოზის, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის, ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვის ხელოვნებას, თუმცა, რაც მართალია, მართალია _ ამ საქმეში ისეთი მაგრები არიან, თვით კაშპიროვსკის და აფრიკის ჯუნგლებში გაწვრთნილ შამანებსაც კი არ დაუდებენ ტოლს.

ამათთვის საქართველო ჯუნგლებია, სადაც, მათი აზრით, გონებაშეზღუდული და გონებაჩლუნგი ტომები ცხოვრობენ, რომლებიც ადვილად შეიძლება დაარწმუნო, რომ შავი თეთრია, თეთრი _ წითელი, ხოლო სააკაშვილი უცხო პლანეტიდან ჩამოფრენილი ჰუმანოიდი, რომელიც დედამიწაზე სიკეთის, კაცთმოყვარეობის და საყოველთაო ბედნიერების დასამკვიდრებლად არის მოვლენილი.

გამაოგნებელი ის არის, რომ ქართველებში, რომლებიც უძველესი ცივილიზაციის და დიდი კულტურის ერად მიიჩნევენ საკუთარ თავს, საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ნაციონალი შამანების ქადაგებებს და შელოცვებს იოლად ექვემდებარებიან.
შეიძლება ცივილიზაციასთან რაიმე ჰქონდეთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც უამრავი უსასტიკესი დანაშაულის ჩამდენ "ნაცმოძრაობას" და მის ფავოროტებს უჭერენ მხარს?

შეიძლება არ მოგწონდეს "ქართული ოცნება", არ მოგწონდეს სხვა პარტიები, მაგრამ, როცა "ნაცმოძრაობა" მოგწონს და მისი შეშლილი ლიდერის ხელისუფლებაში დაბრუნება გინდა, ან ჭკუასუსტი ხარ, ან ისეთივე ბოროტი და გათახსირებული, როგორც ისინი, ვინც ასე მოგწონს.
სხვათა შორის, არჩევნები მხოლოდ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების არჩევას არ ნიშნავს, არჩევნები ერთგვარი ლუსტრაციაა, ერთგვარი სოციოლოგიური კვლევაა იმისა, თუ რამდენი სულელი, რამდენი გიჟი, რამდენი ფარისეველი, რამდენი ნორმალური ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში.
მითხარი, ვის აძლევ ხმას და გეტყვი, ვინ ხარ შენ…

28 ოქტომბერს ზუსტი მონაცემები გვექნება მოსახლეობაში არსებული ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
იმედია, 28 ოქტომბერს გაქარწყლდება სკეპტიკოსთა და პესიმისტთა მოსაზრებები, რომ საქართველო ქვეყანა კი არა, დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოა.
მანამდე კი ტვინების გამორეცხვის საამქროს "რუსთავი 2"-ის დირექტორი შამანი გვარამია და მისი პოლიტიკური თანამეცხედრე შამანკა კვესიტაძე საქართველოს მოსახლეობას ჰიპნოზის სეანსებს უტარებენ და არწმუნებენ, რომ ქვეყნის მორალატე სალომე ზურაბიშვილია და არა ისინი, ვინც ამ ქვეყნის ტერიტორიის 20% ხონჩით მიართვა რუსებს.

სეანსების მსვლელობისას აუცილებლად ხდება მთავარი შამანის სააკაშვილის ჩართვა საზღვარგარეთიდან, რომელიც იფიცება, რომ ყველაფერი მოუგონეს, თორემ არც 25 000 კაცი გამოუკეტავს ციხეში, არც 300 000 პრობაციონერი ჰყოლია, არც არავინ უწამებიათ, არც არავინ მოუკლავთ მის დროს, არც არავინ დაუყაჩაღებიათ და, რა თქმა უნდა, არც რუსებთან გარიგებულა.

ეტყობა, ეს სხვა ვიღაცაა, სააკაშვილის ორეულია და გვარამიას ჰყავს დაქირავებული სააკაშვილის როლის სათამაშოდ.
კი, ნამდვილად სხვა ვიღაცაა, თორემ, ნამდვილი სააკაშვილი, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ იტყოდა, ჩემს ცხოვრებაში ნარკოტიკები არ გამისინჯავსო.
მთლად უარესი _ აბა, ნარკოტიკების გარეშე იყავით ისეთი, პატივცემულო, როგორიც იყავით?!

საარჩევნო კამპანია გრძელდება _ ადამიანების გამოსათაყვანებლად, ადამიანების დასაზომბირებლად მომართული ნაციონალი შამანები მთელ ქვეყანას მოსდებიან და შამანთშამანის, სააკაშვილის, სანაყში დანაყილი ჯადოებით და მის მიერვე შეთხზული შელოცვებით კიდევ ერთხელ ცდილობენ ქართველი ხალხის მონუსხვას.

ღმერთო, შენ დაგვიცავი ამ ავსულებისგან.
ფუი, ეშმაკს და არული კუდიანებს!
ჭირი იქა, ლხინი აქა!скачать dle 12.0