გელა ზედელაშვილი: ღალატის ანატომია

ჯადოსნური სიტყვები ბიძინა ივანიშვილისთვის
(გაგრძელება)

როდესაც ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე და მის მიმართ უმადურობაზე ვწერ, ყოველთვის მახსენდება 2012 წლის 23 აპრილი. ალბათ, თქვენც გახსოვთ, როდესაც მისი მცირე კორტეჟი დიღმის ტრასაზე პოლიციელებმა გააჩერეს და “კაჩაობა” დაუწყეს. საერთოდ, მე მომხრე ვარ, თუ ვინმემ წესრიგი დაარღვია, ვინც არ უნდა იყოს, მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, პატრულმა უნდა გააჩეროს და ზრდილობიანად მიუთითოს ან დააჯარიმოს. სასტიკად ვერ ვიტან, როცა პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებენ, ხელებს უპარჭყავენ და რაღაცებს ძველბიჭურად უმკიცებენ. ივანიშვილის შემთხვევა ამ მხრივ გახლდათ უნიკალური, მისი დანაშაული ის გახლდათ, რომ არჩევნების გზით პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ გააჩერეს და დაიწყეს ბოდიალი.

პოლიციელებმა განაცხადეს, ორი მანქანის საკითხია გასარკვევი, ეჭვს იწვევსო. მერე მიხვდნენ, რომ ეს ვერსია არ გამოდგებოდა და სხვა “ჩვენებას” მიაწვნენ, თითქოს ისინი ისე გადავიდნენ ზოლიდან ზოლში, ციმციმა არ ჩართეს. აქ საყურადღებოა თავად ივანიშვილის საქციელი… ნეტა როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ უფრო “ვაჟკაცურად” გამოსვლოდა? წესით, მისი პათოსი ასეთი უნდა ყოფილიყო: შე მამაცხონებულო, წლების განმავლობაში გაჭმევ, გასმევ, გინახავ, გაძლევდი იარაღს, მანქანას, საწვავს, მე გაქციე ადამიანად, ახლა აქეთ მიტრაკებ უმიზეზოდ? გავკარი თქვენს უფროსს და კიდევ იმის უფროსს, შე ჩემა, მაგათაც მე ვაძლევდი ხელფასს, მე ვარიგებდი ჭკუაზე, მე ვურიცხავდი მილიონებს! მე ვიყავი თქვენი სოროსი და მამა-მარჩენალი, მე ავაშენე სამება და გავარემონტე უამრავი ეკლესია, სკოლები, კულტურის კერები… მილიონებს ვუხდიდი ინტელიგენციას, ბებიაშენს, ბაბუაშენს, შენს ნათესავებს, რათა სული არ გასძვრომოდათ და არ გასულიყვნენ მარილზე გაღმა. დიახ, ეს მე ვარ და ამის შემდეგ თქვენ ბედავთ, რაღაცებს მიედ-მოედებით?!

აი, ასე უნდა გაედო ივანიშვილს ისედაც დაბნეული პოლიციელებისთვის… ალბათ ასე მოიქცეოდა საქართველოში 90 პროცენტი, მაგრამ არა, მას მსგავსი არაფერი დასცდენია, მსგავსი არაფერი უთქვამს, პირიქით, 3 საათი მოთმინებით იტანდთა მავანთა თავხედობას და ისე ცდილობდა საკითხის გარკვევას, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე. ხშირად მიფიქრია, მე როგორ მოვიქცეოდი ანალოგიურ სიტუაციაში? როგორ და… ეგრევე მივახლიდი პოლიციელებს: ბიჭებო, მოდით, ჯერ ეგ ჩემი ნაყიდი ფორმები და “ტრუსიკ-მაიკები” გაიხადეთ, მანქანები ემანდ ჩრდილში გადააყენეთ, იარაღი ხეებზე ჩამოკიდეთ და ისე მელაპარაკეთ-მეთქი. იცით, რატომ მივახლიდი ასე? იმიტომ, რომ ალბათ არ ვარ ივანიშვილივით დიდსულოვანი და მიმტევებელი. შეიძლება ზოგისთვის ეს შემთხვევა ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგისთვის — მიუღებელი ინციდენტი, მაგრამ ჩემთვის ნათელი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყო ადამიანი, როგორ არ უნდა წამოაყვედრო ხალხს სიკეთე. ბოლოს და ბოლოს, სიკეთის გაკეთებას ხომ არავინ გაიძულებს, ცხოვრების ასეთი სტილი ხომ შენ თვითონ აირჩიე? ჩვენში დარჩეს და… როცა მე შვილიშვილი გამაბრაზებს, ან უმადურობას გამოიჩენს, აღარ მაქვს ხოლმე სურვილი, ნაყინი ან სათამაშო ვუყიდო, ეს კიდევ მილიონებს ხარჯავს, ლანძღავენ და ვითომც არაფერი!

არ ვიცი, არ მიკითხავს… როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა, იცოდა თუ არა, რა იქნებოდა მომავალში და რამდენ სიბინძურეს წააწყდებოდა? მე ვფიქრობ, იცოდა, მაგრამ ამდენ სიმყრალეს და უმადურობას მაინც არ ელოდა. მოდით, დეტალურად გავიხსენოთ — მას ხომ პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდანვე უღალატეს? ღალატში ეწვმიტანილი გიგა ჩრდილელი მაინც ბოლომდე არ გაწირა და “თბილავიამშენის” აღმასრულებელ დირექტორად გაამწესა. ივანიშვილს პირველ წერილში არ უხსენებია, თავი შეიკავა, თორემ კულუარებში დიდი გარჩევების შემდეგ ჩრდილელს მისი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და “ქართუს” ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილიც მიაყოლა, ერთი “პალიტრა მედიაში” წავიდა, მეორე — უცხოეთში გაემგზავრა. სამი წამყვანი ფიგურის გაშვება ღალატის “მუხლით”, ძალიან რთული და მტკივნეული იყო, თუ ჩრდილელმა აგენტის სტატუსი აიკრა, ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი ფულის კეთებაში დაადანაშაულეს! თუმცა რა? ამ ორი განუყრელი მეგობრის შემთხვევაშიც იგივე განმეორდა — ბიძინა ივანიშვილს შეუჩნდნენ, კაი ბიჭები არიან, თქვენი ღალატი გულშიც არ გაუვლიათ, დააბრუნე, გამოვიყენოთ, კადრები გვჭირდებაო. ისევ დიდსულოვნებამ გადაწონა, დააბრუნა და რაც მოხდა, იცით — კვირიკაშვილი პრემიერი გახდა, ქუმსიშვილი — ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი. ფაქტობრივად, ორ გაგდებულ ადამიანს ჩააბარა ქვეყანა. ამას წინებზე ცნობილმა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ დამირეკა — შენს წერილებს გულდასმით ვკითხულობ და ერთი კითხვა არ მასვენებს, სიმართლეს კი წერ, მაგრამ იმაზე რატომ არ ამბობ, ივანიშვილი ამდენ შეცდომას რომ უშვებს, ამ კადრებს ხომ თავადვე აწინაურებსო? სამართლიანი შენიშვნაა, პასუხი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი იქნება ყველასთვის: პირველი — ბიძინა ივანიშვილს კი აქვს თავისი პრინციპები, ხშირად სიჯიუტესაც ავლენს, მაგრამ უამრავ საკითხში მაინც ითვალისწინებს დაახლოებული პირების რჩევებს; მეორე — ის არ არის ღმერთი (როგორც ბევრს ჰგონია), რომ ყველას გულში ჩაიხედოს და წინასწარ მიხვდეს, ვინ რას აპირებს. მას პირადად ჩემთან აქვს ნათქვამი, რა ვქნა, საიდან მოვიყვანო სანდო ხალხი, ცოტანი დავრჩით, რაც ვართ, ეს ვართო; მესამე და მთავარი — ნუ გვავიწყდება, ეს საქართველოა, სადაც (კონსტანტინე გამსახურდიას თქმით) ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას — სარდლობა. ოღონდ, დიდი კონსტანტინეს ნათქვამს მორიდებით დავამატებ, სანამ ნაბიჭვრები აზნაურობაზე და ნაცარქექიები სარდლობაზე დაიწყებენ ფიქრს, ისეთ სურათს დაგიხატავენ, თითქოს წმინდანები არიან და სამშობლოზე ფიქრით არასოდეს სძინავს, ამავე დროს ისეთ მორჩილებას ამჟღავნებენ, ვერ წარმოიდგენ, ოდესმე თუ გიღალატებენ. სხვათა შორის, დღეს ბევრი აცხადებს, ტვინით დატენილი ხალხი სახლში ზის, უტვინოები კი ყელყელაობენო. შეიძლება ამაში რაღაც დოზით არის სიმართლე, უტვინოებს ნებისმიერ დროში და ნებისმიერ ქვეყანაში უფრო მეტი პრეტენზიები აქვთ, ხშირად უფრო მეტსაც აღწევენ, მაგრამ მთლად ასეც ვერ ვიტყვით, რომ ყველა ჭკვიანი სახლში ზის. ამას წინებზე სართვლოდ გამზადებული ვენახები დავათვალიერე ქიზიყში, ძველი ნაცნობები ვნახე, ერთი წამომიდგა და მეუბნება: აუ, ბიჭოოოო, ეს ვინ მოვიდა, ბიჭოოო (ივანიშვილი იგულისხმა), ვენახიც კი აღარ ისხამს, ყოველ წელს ფუჭდება და ფუჭდება! კი, მაგრამ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი, თუკი ვენახი არ ისხამს?! ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ ერთი, დრო გადის, შენი ვაზი ბერდება, ანუ შენთან ერთად ყ…ევდება და მეორეც — მამაშენმა კიკოლამ რომ სარწყავი სისტემა ამოძირკვა, ეგ ვენახი აღარ ირწყვება, გაიგე, შე ჩემის თვრამეტიანო?!

სანიმუშო მაგალითად მაქვს ხოლმე ამერიკელ ჯონი ვურდემანის ცხოვრება, რომელიც სიღნაღში 1990-იან წლებში ჩამოვიდა, რაღაცებს ხატავდა, კახელი გოგო შეირთო, შვილებიც ჰყავთ და ახლა ქართულ მიწას ეჭიდავება. ჩემი სახლიდან ნახევარ კილომეტრში ღვინის მარანი და რესტორანი გააკეთა — სწორედ იქ, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო. ვენახებიც გააშენა, ტურისტებიც ჩამოჰყავს, ღვინოსაც ასხამს. ამ დროს ადგილობრივები რას აკეთებენ? არაფერს, დღე და ღამე ჯონის ლანძღავენ — მაგ ამერიკელს დოლარები აქვს და ჩვენ არ გვაქვსო. არადა, ვიცი, ვნახე, ჩემს თვალწინ გაიარა ყველაფერმა, კაცმა ნულიდან დაიწყო, სულაც არ ეტყობოდა, რომ მილიონერი ინვესტორი იყო, არ ჰქონდა ფული, მან მხოლოდ იცოდა შრომის ფასი და შრომის კულტურა. ამას წინებზე ერთმა მითხრა, მაგას სიღნაღში დებილ ჯონის ეძახიანო. რათა-მეთქი? არ ვიცი, ეგრე ეძახიანო. ჰა, ჰა, ჰა… დებილი ვინ არი, კაცო, ჯონი თუ ის ქართველი, ეზო-კარი რომ აუბალახდა, მის ვენახი მოუვლელობით რომ ჩამოჭკნა, მთელი დღე ბირჟაზე ყვერებს რომ იფხანს, თუ ჯონი?! ნეტა საქართველოში რამდენიმე ასეული ჯონი მოგვცა, რამდენიმე წელიწადში ავშენდებოდით!

ავშენდებოდით! 2013-ში ბიძიშვილმა დასეტყვილ მევენახეებს 80 მილიონი ლარი რომ აჩუქა, გახსოვთ, ხომ? ეგ ის ფული იყო, სააკაშვილმა რომ დააყაჩაღა ბანკში მიმავალი “ქართუს” მანქანა. გადმოცემით ვიცი, მაშინ ივანიშვილთან დაახლოებული პირები შეცვივდნენ — ბატონო ბიძინა, 80 მილიონი წაგვართვეს, ახლა რაღა გვეშველებაო? იმას გაუცინია, არ ინერვიულოთ, 4 მილიარდ 920 მილიონი კიდევ დამრჩაო. როცა პრემიერი გახდა, წართმეული ფული დაიბრუნა, მაგრამ სახლში არ წაუღია, თელაველ მევენახეებს დაურიგა კომპენსაციის სახით. ამათ, ამ მევენახეებმა “მერსედესები” იყიდეს და ტაქსაობა დაიწყეს, ვაზსა და ყურძენს შეეშვნენ. ერთი პერიოდი, კახეთში ბავშვი რომ დააცემინებდა, მხარზე ხელს წამოარტყამდნენ ხოლმე და ეტყოდნენ: “სეტყვა, შვილო, სეტყვა”! დიახ, გლეხებს უკვე უნდოდათ, ყოველ წელს სეტყვა ყოფილიყო და ბიძინას ფული ერიგებინა. არ მოხდა ასე, მთავრობამ გამოაცხადა, ვენახები და ბაღ-ბოსტნები დააზღვიეთ, 50 პროცენტს ჩვენ ვიხდითო. ცოტამ დააზღვია, ბევრმა — არა, უმეტესობამ დაიკიდა, უფრო სწორად, იწუწკა. კიდევ მოვიდა სეტყვა, ატყდა ერთი ამბავი, დაუწყეს ივანიშვილს გინება. აი, ჩვე- ნი შეგნება და მორალი, ჩვენი გაგება! და ბოლოს… დავუბრუნდეთ
კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის თემას, მაინც როგორ მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ღალატის “მუხლით” გაშვებული ადამიანები დააბრუნე- ბინეს და ქვეყანაც კი ჩააბარებინეს? ამაზე იმ ადამიანთან მისაუბრია, ვინც პირადად იყო ჩარეული და ვისაც ბატონი ბიძინა უჯერებდა — ეს გახლავთ გია ხუხაშვილი.
მან მითხ- რა, რომ კვირიკაშვილის მობრუნება და დაწინაურება იყო სრული კურიოზი, უცებ ვიღაცას გაახსენდა, თქვა, გასაგდები ბიჭი არ იყო, მოდით, ერთი შანსი კიდევ მივცეთო და გადაწყდა. საერთოდ, თუ გინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვინმეს დაწინაურებაზე ან სადმე დანიშვნაზე
დაითანხმო, უნდა უთხრა ჯადოსნური სიტყვები: “მივცეთ კიდევ ერთი შანსი”. ეს სიტყვები ჩემთვის ნაცნობია, ერთი-ერთზე საუბრისას არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, ყველას უნდა მივცეთ შანსიო. კი, ბატონო, მივეცით, მაგრამ ახლა კვირიკაშ- ვილ-ქუმსიშვილს 700 მილიონის და- ტაცებას ედავებიან.
ედავებიან რა, ამბობენ, თორემ ბოლოს რა იქნება, არავინ იცის.

ძალიან ბევრმა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძალიან ბევრი დღესაც იყენებს და ალბათ მომავალშიც გამოიყენებენ… ქვეყანაში, სადაც სინდის-ნამუსი დაკარგულია, ყველაფერს ერთი კაცი ვერ გააკონტროლებს. ჩვენ კიდევ, რაცა ვართ, ესა ვართ — გაუტანლობა, ბოღმა და შური გვტანჯავს. აქ მინდა, ერთი
ფრაგმენტი გაგახსენოთ ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილიდან: “არ მინდა საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ, აი, მოვედი მე, ვიღაც უცოდველი კრავი და სხვებს განვიკითხავ და მორალს ვუკითხავ. არა, ეს ასე არ არის, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია და ბევრჯერ შემშლია, რაც ხმამაღლა მიღიარებია და საკუთარი თავი გამიკიცხავს. ჩვენ ყველანი თანაბარუფლებიანი და თანასწორი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისა და მე არასოდეს მიფიქრია, რომ მე ჩემი სიმდიდრით ვინმეზე, მატერიალურად თუნდაც ხელმოკლე ადა- მიანზე, რაიმეთი მეტი ვარ. არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ მე უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ ამ ქვეყნისთვის, ვიდრე უბრალო გლეხი, რომელიც ვაზს უვლის, კალატოზი, რომელიც აგურს აგურზე ადებს, პოეტი, რო- მელიც ლექსს წერს, სპორტსმენი, რომელიც სპორტში მოღვაწეობს.

მთავარია, ყველამ ჩვენი შესაძლებ- ლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ საქვეყნო საქმისათვის”.

(გაგრძელება იქნება)
скачать dle 12.0