ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ასოციაცია სამხარეო განვითრება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის ENPARD პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აწყობს რეგიონალურ დასაქმების ფორუმს. დასაქმების ფორუმის მიზანია დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს დამსაქმებლებთან კომუნიკაციასა და არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გაცვლაში. ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილნი იქნებიან ქვემო ქართლის რეგიონის მსხვილი დამსაქმებლები. ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ქვემო ქართლში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს. ფორუმი იმართება RDFG-ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა უმუშევარ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და შრომით ინკლუზიაში, კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების განვითა რებაში ეხმარება.

მუნიციპალიტეტის მერიაში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრებაზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ და თეთრიწყაროს "ლაგის" წევრებმა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. შეხვედრაზე განიხილეს საგრანტო კონკურსის პროცესები, გაიმართა კონკურსის საბოლოო შედეგების კენჭისყრა-დამტკიცება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მეორე საგრანტო კონკურსის გამოცხადების პერიოდი და პირობები. შეხვედრას ესწრებოდნენ RDFG-ის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფიქსირდა 264 იდეა და წარდგენილ იქნა 127 საპროექტო განაცხადი, აქედან სრული საპროექტო განაცხადით კონკურსში მონაწილეობას იღებდა 69 პროექტი. საბოლოო ეტაპზე შეფასების კომისიის წინაშე წარდგა 37 აპლიკანტი, ხოლო შეხვედრაზე კენჭისყრის შედეგად საბოლოოდ მხარი დაუჭირეს 37 პროექტს.

საგრანტო კონკურსის მიზანია, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული და თეთრუწყაროს განვითარების სტრატეგიით დასახულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, გრანტები გაიცემა სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად. პროექტის მიზანია სოფლის განვითარებაში ჩართოს განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის. პროექტის პარტნიორები არიან: აგროტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყველაზე სახალხო და ყველაზე მასშტაბური დღესასწაულის –,, ბოლნისქალაქობისთვის" ემზადება.
30 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება თავისი შინაარსით მრავალფეროვანი იქნება. ბოლნისი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ისე გერმანიიდან და იტალიიდან. ღონისძიებები გადანაწილებულია სამ ძირითად დროზე და გათვლილია ყველა კატეგორიის ადამიანზე. ღონისძიებე- ბი გაიმართება პატარებისთვისაც. ასე რომ, გელით არაჩვეულებ- რივი სანახაობა და საინტერესო კონცერტები. ღონისძიებების სრული ჩამონათვალი:
14:00 "ბოლნისქალაქობის" გახსნა კულტურა: ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების გამოფენა; წიგნის – „ბოვნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“ გამოფენა (ავტორი პეტრე დანელია); ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები; სხვა- დასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა; ბოლნისის მუნიციპალური თეატრის წარმოდგენა; ზ. ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია სივრცე; ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევართა გამოფენა და მცირე კონცერტები; ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი; საბავშვო ატრაქციონები… სპორტი: ჭიდაობა, მკლავჭიდი,ჭადრაკი, კარატე.
ტრადიცია: ყურძნის საზეიმო დაწურვა საწნახელში.
18:00 საათზე ფოლკლორული მუსიკის კონცერტი მოწვეული არიან საქართველოში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონიდან. წარმოჩნდება ქართული ტრადიციული მუსიკის მაღალმხატვრულობა დიალექტებისა და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებების მიხედვით: ანსამბლი „შუახევი“ – აჭარული ფოლკლორი შუახევი- დან; ანსამბლი „შგარიდა“ – სვანური ფოლკლორი დმანისიდან; ანსამბლი „ძირიანი“ – რაჭული ფოლკლორი ონიდან; ანსამბლი „პატარა კახი“ – კახური ფოლკლორი თელავიდან; ანსამბლი „სათანაო“ – თუშური ფოლკლორი თბილისიდან; ანსამბლი „სახიობა“ – მეგრულ-იმერულ-გურული ფოლკლორი თბილისიდან; ანსამბლები „სიონი“, „ბოლნელა“ და „ორბელი“ – ქართლური ფოლკლორი ბოლნისიდან; ანსამბლი „CORO FODOM“ – იტალიური მუსიკა(ლივინალონგო). იტალიიდან ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.

20:00 – ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ღონისძიების ორგანიზა ლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო აერთიანება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
სოფელ ჰერეთისკარში მიმდირე შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომად- გენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი, რომლისთვისაც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 354 320 ლარია გამოყოფილი, 2-კილომეტრიან გზაზე ასფალტ-ბეტონის დაგებას ითვალისწინებს. სამუშაო ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტები, რომლებმაც წელს 100-პროცენტიანი გრანტი მიიღეს, მუნიციპალიტეტის მერმა სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. 2018 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება კახეთის რეგიონში სულ 62-მა ახალგაზრდამ მოიპოვა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან შვიდი ახალგაზრდა გახდა გრანტის მფლობელი.

დაჯილდოების ცერემონია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის კოორდინირებით თელავის ისტორიულ-ეთნიკურ მუზეუმში გაიმართა. გუბერნატორმა გრანტის მფლობელ სტუდენტებს გამარჯვება საზეიმოდ მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე ყველა ახალგაზრდა საკუთარი მუნიციპალიტეტის მერმა სამახსოვრო საჩუქრით დააჯილდოვა. „ვულოცავ ყველა ახალგაზრდას სტუდენტობასთან ერთად 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვებას. დაფინანსების მიღება ეს უკვე დიდი წარმატებაა. გისურვებთ, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი იყოს თქვენთვის. განათლებული თაობა ჩვენი სიამაყე და ქვეყნის წარმატების საფუძველია“, – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერმა გიგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სოფელ მაჩხაანის თეატრი შენობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით დაათვალიერეს. ეს ისტორიული თეატრი XIX საუკუნის მიწურულს ადგილობ- რივი ინტელიგენციის თაოსნობით აიგო. გენიალურმა ქართველმა რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა პირველი სპექტაკლი სწორედ მაჩხაანის სახალხო თეატრში დადგა.

მუნიციპალიტეტში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს. წინა კვირის დაჯამებული მონაცემებით, მოკრეფილია 3200 ტონა საფერავი და 9500 ტონა რქაწითელი. მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე ეცნობიან. მოსავლის, მათ შორის დაზიანებული ყურძნის, ჩაბარება მევნახეებს წნორის ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანაში შეუძლიათ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

მთავრობის ახალი ინიციატივა: ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, ცვლილებები შევიდა სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“.

ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართა ქვეკომპონენტის პირველი პრეზენტაცია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა დუშეთის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნეს. განსაზღვრულ რეგიონებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100 პროცენტი როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ისე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100 პროცენტით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც და საჭიროების შემთხვევაში – ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალებიც.

ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0,15 ჰა და არაუმეტეს 0,5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (რომლის საკუთრებაშია მეპაიეებისგან პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობს განსაზღვრავს თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს ქუჯისა და ლევან II დადიანის ქუჩებზე, რისთვისაც 295 433 ლარი იხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალი ტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და შესაბამისი სამსახუ- რის წარმომადგენლები.

მაიზერ ნანავამ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები, კერძოდ: მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, ა(ა)იპ,, კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ მდინარე ჩხოუშის კალაპოტს წმენდს; შენგელიასა და ბერიას ქუჩებზე სანიაღვრე წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა-მოწესრიგება;ლომოურისა და რიგის ქუჩებზე ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა-მოწესრიგება.
სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 220 000 ლარამდე იხარჯება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მერიისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდ- რეობის ძეგლია.
განიხილეს შენობისთვის, მისი არქიტექტურისა და ტერიტორიული მდებარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ფუნქციის მინიჭების საკითხი. ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კუნძულისა და მალთაყვის სანაპირო ზოლი დაათვალიერა.

სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით ,,აგროტური-2018“ მოეწყო. იგი მიზნად ისახავს სხვადასხვა რეგიონში აგრარული სექტორის გასაცნობად ფერმერებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების გაყვანას. პროექტის მონაწილეები მარტვილს სტუმრობდნენ. აგროტურის მიზნობრივ ჯგუფს – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს – საოჯახო მარნის შექმნის ისტორიაზე, ამ მიმართულებით ნატურალური მეღვინეობისა და საოჯახო ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე ესაუბრა მეღვინე ქეთი ნინიძე. მან აღნიშნა, რომ „ოდა“ საოჯახო მეღვინეობაა, რომლის პირველი მოსავლის ღვინო 2015 წელს დაიწურა. „ოდას“ ვენახში ძირითადად გაშენებულია ოჯალეშისა და მცირე რაოდენობით ჭვიტილურის ჯიშის ვაზი.

2017 წელს მარანს ჯიღაურას მეურნეობიდან გადაეცა ვაზის სხვა იშვიათი მეგრული და აფხაზური ჯიშებიც – კოლოში, დუდღუში, ლაკაიაჟი და აშუგაჟი. „ოდას“ ნიშაც სწორედ ესაა – დასავლეთ საქართ- ველოს ვაზის ენდემური სახეობების სხვადასხვა მეთოდით წარმოება. ამავე ტურის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს სალხინოში მდებარე დადიანების უნიკალური მარანი, რომელიც მარტვილის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ტურის მონაწილეებმა დიდ ჭყონში გადაინაცვლეს, სადაც ქართული ჩაის მწარმოებელი საწარმოს შპს,, ჯი.ჯი.ჯი.კომპანი“ წარმომადგენელმა, ფერმერმა გელა გარჩაგოდაშვილმა მათ ჩაის მოვლა-მოყვანისა და წარმოების სრული ციკლი გააცნო, ჩაის პლანტაციები დაათვალიერებინა და იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ახალი პროდუქტი შესთავაზა მარ- ტვილელმა ჩაის მწარმოებელმა ქართულ და უცხოურ ბაზარს. „აგროტური –2018“-ის ძირითადი მისიაა სოფლის მეურნეობის დარგში დაგროვილი გამოცდილებების ურთიერთგაზიარება, ურთი- ერთთანამშრომლობა, ერთობლივი სამომავლო პროექტების დასახვა და განხორციელება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაბა ჩხოროწყუსა და სოფელ ნაკიანში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს დავით გახარიასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თავის საჭიროებებზე დაუფარავად ესაუბრა. ადგილობრივებმა ითხოვეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მათ ძირითად პრობლემად დაასახელეს აზიური ფაროსანა და ისაუბრეს მავნებლის მიერ მიყენებულ ზარალზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დათო გოგუამ და დავით გახარიამ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს თხილის სოკოვანი დაავადებებისა და აზიური ფაროსანის წინააღმდეგ მიმდინარე და გასატარებელ ღონისძიებებზე. დათო გოგუამ ადგილობრივებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო.

დმანისის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობას შევახსენებთ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტისმერია ახორციელებს "ტრანსპორტით მომსახურების 2018 წლის მუნიციპალურ პროგრამას", რაც გულისხმობს უფასო ტრანსპორტირებას როგორც ქ. დმანისიდან ქ. თბილისის მიმართულებით, ისე ქ. თბილისიდან ქ. დმანისისკენ. უფასო ტრასპორტირების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ სტუდენტებს, ვეტერანებსა და უსინათლოებს. ორშაბათი-პარასკევი, დილის 9 საათი: დმანისი-თბილისი; ორშაბათი-პარასკევი, 3 საათი: თბილისი-დმანისი; კვირა, საღამოს 5 საათი: დმანისი-თბილისი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

თამარისში გერმანული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საკითხი: მერიაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს თამარისის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის საკითხი, იმსჯელეს არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადარჩენისა და გერმანული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ერთ-ერთ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ისტორიულ ნაწილში გერმანელი პარტნიორების დახმარებით გერმანული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას. სამომავლოდ იგი შეიძენს საზოგადოებრივ ფუნქციას და სასარგებლო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შეხვედრაზე განიხილეს თამარისის ისტორიულ ცენტრში გამავალ ქუჩაზე ტრაუბენბერგის სახელის დარქმევის საკითხიც. სამუშაო შეხვედრის პროცესში მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები აღნიშნული იდეების განხორციელებისთვის, გამოთქვეს სამომავლო გეგმების ერთობლივად განხორციელების მზადყოფნის სურვილი.
скачать dle 12.0