როგორ ემზადებიან ნაციონალები სამოქალაქო დაპირისპირების და არეულობის მოსაწყობად?

რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა "სახალხო კრების" ყოფილი წევრის, მოძრაობა "ქართული მარშის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ლაშა ამირეჯიბის საზოგადოებისადმი მიმართვა. ლაშა ამირეჯიბის განცხადებით, მან არჩევნებთან დაკავშირებით ძალზე საინტერესო, უფრო მეტიც, საგანგაშო ინფორმაციები მიიღო საზღვარგარეთიდან.

მიმართვის ადრესატი მოქმედი ხელისუფლებაცაა, რომელიც მისი მისი აზრით, არაფრის მაქნისი აღარ არის. ამ ინფორმაციას ვაწვდი საქართველოს მოქალაქეებს, იმ ადამიანებს ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს. ნაციონალები როდესაც ვინმეს ასე წირავენ, მის რუსეთუმეობაზე და რუსეთის აგენტობაზე ლაპარაკობენ, გრიგოლ ვაშაძეს ერთი თვეა რუსეთიდან შემოყვანილი ჰყავს ძალიან სერიოზული პიარ-სპეციალისტები ვიტალი შკლიაროვი და ალექსანდრე კაცი, რომლებიც მას ეხმარებიან. რა გამოდის, ეს ადამიანები სარგებლობენ ხომ რუსეთის დახმარებით? ეს ნაძირალა ნაციონალები ვინმესკენ ხელს რომ გაიშვერენ, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ესეც უნდა შევახსენოთო. ახლა იმის შესახებ, რას აპირებენ ნაცები იმ შემთხვევაში თუ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებს ვერ მოიგებს. ლაშა ამირეჯიბის ხელთ არსებული ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძესა და მის გუნდს დავალებული ჰქონიათ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ვაშაძეს აჭარაში ხმების 70% უნდა მოუგროვონ. აქ ჩართეს აჭარაში მცხოვრები უცხოტომელები, მეტწილად თურქები, ასევე არაბები და ა.შ. ეს ის ხალხია, რომლებიც სააკაშვილმა ჩამოიყვანა და დაასახლა საქართველოში, მათ მიეცათ აქ ჩაწერის უფლება. ეს ხალხი იმ დროს ყოფილა აჭარაში ჩაწერილი, როცა ფეთჰულა გიულენმა სთხოვა სააკაშვილს. ვარშალომიძის ჯგუფს დავალებული აქვს დიდი ფულის დახარჯვა, რომ მათ ნაცმოძრაობას დამ ის კანდიდატს მისცენ ხმა. დაახლოებით იგივე მდგომარეობა ყოფილა სამეგრელოში, `საქმის~ მოკვარახჭინება როლანდ ახალაიას, გოროზიას, თენგიზ გუნავას და მათ ზონდერებს ჰქონიათ დავალებული.

ლაშა ამირეჯიბი: მისახედია ეს ამბავიც, იმიტომ, რომ სამეგრელო ძალიან სპეციფიური რეგიონია და ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მართლა წავაგოთ იქ არჩევნები. წავაგოთო იმიტომ ვამბობ, რომ ქართველი ხალხი გადარჩეს, გადაურჩეს ნაციონალების სისასტიკეს, სისხლსა და უბედურებას. გარდა ამისა, ძალოვან უწყებებში (შსს, სპეცსამსახურები, ჯარი და ა.შ.) ნაცების ნარჩენები, რომლებიც ამ უწყებების კონტიგენტის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ, მზადყოფნაში არიან, ნაცმოძრაობა ძალიან სერიოზულად მუშაობს მათთან, არჩევნების შემთხვევაში რამე რომ მოხდეს, ეს ადამიანები მზად არიან ნაცებს ხელი გაუმართონ და დაეხმარონ. ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ხალხნო, რადგან მგონი, ჩვენ მოგვიწევს ყველაფრის ჩვენს თავზე აღება, იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. საარჩევნო ფული ქეშად შემოდის თურქეთიდან და სომხეთიდან პატარ-პატარა ნაკადებად, თითო კაცს 4000–5000 დოლარი შემოაქვს. არცერთ სამსახურს არ აქვს უფლება რომ ამ ოდენობაზე ვინმეს კითხოს რატომ შემოაქვთ, შეიძლება შემოიტანო საზღვრიდან. ნაცმოძრაობა და ე.წ. ოდესის ქართველები, დავით ლორთქიფანიძე, რომელიც ოდესის პოლიციის უფროსი იყო, ვინმე მამულაშვილი, მაყიშვილი და რა თქმა უნდა გარეწარი დათო საყვარელიძე, ძალიან "მწარე" ნაციონალი, რომელსაც სიკეთე არავისთვის გაუკეთებია ქირაობენ ადამიანებს, სანდო პირებს, რომლებსაც ევალებათ საქართველოში ფულის შემოტანა ასე ნაწილ-ნაწილ რა თქმა უნდა, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. დიდი თანხის გადმორიცხვის ეშინიათ და ასე შემოდიან ადამიანები ყოველდღიურად პატარა თანხებით და ნელნელა მოგროვდება ფული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდა ამის თქმა, ის ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თურქეთის გავლით პატარ-პატარა ჯგუფებად შემოდიან, ვითომ მუშები არიან, რომლებიც თურქეთში მოსავლის ასაღებად იყვნენ წასული. მათ საზღვარზე რომ ეკითხებიან სად იყავითო, ჩაის და ხილის საკრეფად ვიყავიო.

ნაცმოძრაობის ლიდერები პირდაპირ ამერიკის საელჩოდან იღებენ დირექტივებს, ისინი ძალიან ხშირად სტუმრობენ საელჩოს, მაგალითად ბოკერია, მისი მეუღლე და კიდევ რამდენიმე კაცი დირექტივის მისაღებად რა და როგორ უნდა გააკეთონ. რაც მთავარია, ამათ ძალიან ეხმარებიან საქართველოს ფარგლების გარედანაც, მინდა ვთხოვო ჩვენს სპეცსამსახურებს რომ სასაზღვრო პოლიციაში გადაამოწმონ სიები ვინ სად და როგორ მიდის. ეს ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ძალიან სერიოზული შეხვედრები აქვთ ამერიკელ და ევროპელ ძალიან მაღალი თანამდებობის პირებთან, რომლებისგანაც დირექტივებს იღებენ. ამხელა ძალა ებრძვის საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს, რომ დაამხონ იგი თავის ხელისუფლებიანად. ადრე პატარა "გრეჩიხამ" რომ დაიყვირა, პატრიარქი "პლენშიაო", დღესაც ასეთი მდგომარეობაა. მე როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ივანიშვილიც "პლენშია", უფლება არ აქვს გამოვიდეს და თქვას, რომ "მარიხუანის" თემის ინიციატორი თვითონ არ არის, რომ ის "შემოგდებულია" და ივანიშვილმა თავის თავზე უნდა აიღოს. არსებობენ ასეთი ადამიანები, მათიას იორში (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი), კრეტინი მეთიუ ბრაიზა (ამ პერსონის წარდგენა დიდად არ ჭირდება საზოგადოებას – მ.ს.) და პიტერ სემნები (ევროკავშირის ყოფილი სპეცწარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში), რომლებიც ძალიან სერიოზულად არიან ჩართული პროცესებში და ეხმარებიან ნაცმოძრაობის ლიდერებს. ბევრი სხვა რამის თქმაც შემიძლია, მაგრამ არ მინდა დაგძაბოთ. საბოლოოდ უნდა მოხდეს ასეთი რამ, თუ ნაცმოძრაობის კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, შემდეგ უკვე იწყება ხალხის გამოყვანა, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და არეულობა. ასე რომ, ძალიან რთული ვითარებაა, ამ ძალებმა შესაძლოა საპატრიარქო გამოიყენონ, რისი დაჯერებაც არ მინდა.

ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ მოსალოდნელია არეულობა, რომელმაც ჩვენს კისერზე უნდა გადაიაროს. ამიტომ მეგობრებო, ჩემო ძმებო, ვაჟკაცებო ეს უნდა იცოდეთ. ნაციონალები არ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ავირჩიოთ არანაციონალი პრეზიდენტი. 
მოძრაობა "ქართული მისიის" წარმომადგენლის რამაზ გაგნიძის განცხადებით, მათაც აქვთ ინფორმაცია, რომ დონბასიდან გადმოყავთ ის ზონდერები, რომლებსაც ნაცრეჟიმის დროს 300.000 ადამიანის დაჭერაში, ადამიანების წამება-გაუპატიურებაში, ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვასა და უამრავ სხვა დანაშაულში აქტიურად იყვნენ ჩართული. ისინი მზად არიან არეულობა მოაწყონ, იარაღი აიღონ ხელში და დაამხონ ხელისუფლება. არ დავუშვებთ რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, რასაც ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ათასეულობით ადამიანი შევიკრიბებით და კონსტიტუციის ფარგლებში დავიცავთ ჩვენს უფლებებს, რომ სისხლისმსმელი ნაცები ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდნენო.

"კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი: საქართველოში ყველაფრის უკან, რასაც ოპოზიციური საქმიანობა ჰქვია, ნაცმოძრაობა დგას. მათ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის შანსი არ აქვთ, სხვათა შორის, მათ არც 2003 წელს ჰქონდათ უმრავლესობით მოსვლის შანსი, არჩევნებში ხმების 17 თუ 18% მიიღეს. ამიტომაც მოაწყეს რევოლუცია, რაშიც შევარდნაძემ შეუწყო ხელი. მათ ახლაც ერთი გზა რჩებათ, რევოლუცია, იმიტომ ცდილობენ არეულობების მოწყობას. მე ამას დესტაბილიზაციას ვერ დავარქმევ, რადგან ეს არეულობა ქვეყნის მასშტაბით არ არის, ხალხის აყოლიებას ვერ შეძლებენ, რადგან რეგიონებშიც უამრავი მოწინააღმდეგე ყავთ. დააკვირდით, მხოლოდ მედიასაშუალებებში ჩანს ოპოზიციური სპექტრი, დედაქალაქში თუ შეკრებენ მცირერიცხოვან მომხრეებს და პატარა არეულობას შექმნიან. ნაცმოძრაობას ავიწყდება, რომ მათ მოწინააღმდეგე უფრო მეტი ყავთ, ვიდრე მომხრე, ხალხთან დაპირისპირებაში აღმოჩნდებიან, 2012 წელსაც დაუპირისპირდნენ ხალხს და წააგეს. ახლაც არათუ წააგებენ, არამედ საბოლოოდ დაიმარხებიან, სხვა ოპოზიციური ძალები არ დაიჭერენ მათ მხარეს. 

უცხოური სპეცსამსახურების ხელი ურევია ამ არეულობებში. როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით, ასეთი დადებითი პროცესები მიდის საერთაშორისო ასპარეზზე, მხოლოდ რუსებს აწყობთ აქ ვითარების დაძაბვა. ნაცმოძრაობის ლიდერებს საერთოდ არ აინტერესებთ რა მოყვება ამ არეულობას, ეს განსაკუთრებით სააკაშვილზე ითქმის, მისთვის მხარდამჭერები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია. მეომრების ჩამოყვანა და "სამართლიანობის" აღდგენა რომ უნდა, ამ დალოცვილს "ბოევიკები" თუ ყავდა, აგვისტოს ომში გამოეყენებინა, მთელი მსოფლიოს სასაცილო რომ გაიხადა თავი გორში ასფალტზე ხოხვით და ტელეკამერის წინ ჰალსტუხის ღეჭვით. რატომ არ იბრძოლეს ომში მაგისმა ე.წ. სარდლებმა, ჯარისკაცები რომ მიატოვეს და ცხინვალიდან უკანმოუხედავად გამოიქცნენ. 

დღეს რაც ხდება, ეს პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირება არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან თვითონ ნაციონალებსა და მათ სატელიტებს დაყავთ თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შორის დაპირისპირებამდე. ვიმეორებ, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ვერაფერს მიაღწევს, მაგრამ უნდა არეულობა გამოიწვიოს, რომ როგორმე ყურადღების ცენტრში მოექცეს საერთაშორისო დონეზე.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0