საარჩევნო უბნების თითქმის 100% დათვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს ხმათა 38.63 პროცენტი აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3692+11 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99.95 პროცენტია. 

აღნიშნული უბნების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 615 403 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.63 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 601 175  ანუ 37.74 პროცენტი.

მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 699 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.97 პროცენტს შეადგენს.

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ოთხ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.

როგორც ბრიფინგზე ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რომელთა უმრავლესობაზეც, ჟვანიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილზევე მოახდინა მყისიერი რეაგირება.

„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.
28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%. წინასწარი შედეგებით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც წარმოადგენს თითქმის უბნების 100%-ს“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.

თუ არჩევნების პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს. არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

1მიხეილ ანთაძე 
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  1074(0.07 %)
2დავით ბაქრაძე 
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
  174699(10.97 %)
4ვახტანგ გაბუნია 
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
 1948(0.12 %)
5გრიგოლ ვაშაძე 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
 601175(37.74 %)
10შალვა ნათელაშვილი 
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  59805(3.75 %)
13ზვიად მეხატიშვილი 
საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  713(0.04 %)
17გიორგი ლილუაშვილი 
საქართველო
  892(0.06 %)
18აკაკი ასათიანი 
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
  2002(0.13 %)
21კახა კუკავა 
თავისუფალი საქართველო
  21207(1.33 %)
22ოთარ მეუნარგია 
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
  663(0.04 %)
23ირაკლი გორგაძე 
მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
  542(0.03 %)
25დავით უსუფაშვილი 
თავისუფალი დემოკრატები
  36005(2.26 %)
27ზვიადი ბაღდავაძე 
სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო
  488(0.03 %)
28მიხეილ სალუაშვილი 
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე
  2969(0.19 %)
30ზვიად იაშვილი 
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)
  444(0.03 %)
31თამარი ცხორაგაული 
თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა
  4015(0.25 %)
35გელა ხუციშვილი 
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
  1623(0.1 %)
36ზურაბ ჯაფარიძე 
გირჩი
  35971(2.26 %)
40ლევანი ჩხეიძე 
ახალი ქრისტიან-დემოკრატები
   2936(0.18 %)
48სალომე ზურაბიშვილი 
დამოუკიდებელი
   615403(38.63 %)
49ბესარიონ თედიაშვილი 
დამოუკიდებელი
   3856(0.24 %)
51გიორგი ანდრიაძე 
დამოუკიდებელი
   13153(0.83 %)
58კახაბერ ჭიჭინაძე 
დამოუკიდებელი   
    1430(0.09 %)
62ვლადიმერ ნონიკაშვილი 
დამოუკიდებელი
    635(0.04 %)
65თეიმურაზ შაშიაშვილი 
დამოუკიდებელი
   9486(0.6 %)
скачать dle 12.0