ვინ დაგეგმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა?

2006 წლის 23 ნოემბერს ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ФСБ-ს ცნობილი პოლკოვნიკი ალექსანდრ ლიტვინენკო. დასავლეთის პრესა ლიტვინენკოს სიკვდილში პუტინს ადანაშაულებდა, რუსული სპეცსამსახურები – ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის, ესპანეთის პოლიცია კი ლიტვინენკოს მოწამვლაში ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის კვალს ხედავდა.

ФСБ-ს ოფიცრის მოწამვლის გარშემო ვნებათაღელვა არც იყო ჩამცხრალი, რომ ლონდონი კვლავ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში – 2008 წლის 12 თებერვალს ინგლისის დედაქალაქიდან 29 -კილომეტრში, ლაზერჰედში (სურეის საგრაფო) გულის შეტევით გარდაიცვალა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. ოლიგარქის სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ არავის სჯეროდა, მისი ბუნებრივად გარდაცვალების. “რადგან საქმე გვაქვს სიკვდილთან და გარდაცვლილი მხოლოდ 52 წლისაა, პოლიცია ფიქრობს, რომ სიკვდილი ძალიან საეჭვოა”განაცხადა სურეის საგრაფოს პოლიციის პრესსპიკერმა რუდ კოპერვეიდმა, პატარკაციშვილის მოწამვლაზე, პრესის გარდა, ექსპერტებიც დამაჯერებლად საუბრობდნენ. მისი პირადი ექიმი ირწმუნებოდა, რომ ბადრის გული არ აწუხებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ პატარკაციშვილის სიკვდილში ბერეზოვსკის ხელი ერია. სწორედ მან ნახა ის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.2005 წლიდან სპეცსამსახურების საბრძოლო არსენალში ორკომპონენტიანი შხამები გვხვდება (საცდელ ნიმუშზე ჯერ კიდევ სიკვდილის ექიმის, მაირანოვსკის ლაბორატორიაში მუშაობდნენ).

თავიდან მსხვერპლის ორგანიზმში შეჰყავთ ნეიტრალური ნივთიერება, ხოლო ორი თვის შემდეგ ადამიანი სვამს მეორე ასეთ ნეიტრალურ ინგრედიენტს (მაგ., ფინჯან ჩაის). ორგანიზმში ორი კომპონენტის ურთიერთქმედების შედეგად ადამიანი დაახლოებით ერთ კვირაში კვდება “ჩვეულებრივი”სიკვდილით” – გულის გაჩერებით… ჯერ კიდევ 2007 წლის სექტემბერში ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში დაადანაშაულა მიხეიილ სააკაშვილი უმძიმეს სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულში. მისი განცხადებით ჯერ კიდევ 2005-წელს მის და სააკაშვილს შორის შემდგარ „გულახდილ“დიალოგში მიშამ მას კითხა რას ფიქრობდა, რომ მოეშორებიათ მთავარი საფრთხე ანუ ბადრი პატარკაციშვილი და გააცნო კონკრეტული მკვლელობის გეგმაც ოქრუაშვილმა როგორც განაცხადა პრეზიდენტს არც ჰო უთხრა და არც არა და მოფიქრებისთვის დრო მოითხოვა რადგან თუ იგი აღნიშნულ დავალებას შეასრულებდა მასაც მოიცილებდნენ. (საოცარი ახსნაა ღმერთმანი)ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში კაცისმკლელები არიან. ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აშშ ს ხელმძღვანელობისთვის შეეცადა ეცნობებინა რათა შეეჩერებიათ სააკაშვილი. „შუამავლად“ამერიკელების კაცი“გენშტაბის ხელმძღვანელი ზაზა გოგავა შეარჩია…

გარკვეული დროის შემდეგ ოქრუაშვილის თქმით პრეზიდენტყოფილმა „ბადრის ჩამოცილების თემა განაახლა“შემდეგ ოქრუაშვილი სტამბულში გაფრინდა და შეხვდა პერსონას რომლის ვინაობის გამხელა, გარკვეული მიზეზების გამო არ ისურვა(ის საქართველოს მოქალაქეც არ ყოფილა) აღნიშნულის შემდეგ უახლოესი მეგობრების და „თანამებრძოლების“გზები ოქრუაშვილის გადმოცემით გაიყარა და სწორედ შემდგომ „ჩამოალაბორანტეს“თავდაცვის მინისტრყოფილი ეკონომიკის მინისტრად, სწორედ აღნიშნული მოვლენების შემდგომ მოწვეულ პრესკონფერენციაზე გაიხსენა ოქრუაშვილმა, რომ არც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა იმ ბინაში სადაც ის რაულ უსუპოვთან ერთად „გაზით გაგუდული“ნახეს… ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ლონდონში დამკვიდრდა, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და მხარს უჭერდა საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს, ის თავადაც იყო მმართველ ძალის აქტიური ოპონენტი. ბიზნესმენი კენჭს იყრიდა საქართველოს პრეზიდენტის ხუთი იანვრის არჩევნებშიც.

პატარკაციშვილმა 2002 წელს დააფუძნა ტელერადიკომპანია “იმედი”. ტელეარხი სამართალდამცველებმა 2007 წლის 7 ნოემბერს მასობრივი გამოსვლების აღკვეთის დროს დაარბიეს, რადგან, ხელისუფლების პოზიციით, “ტელეიმედი” ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა.
ტელეკომპანიის დახურვას წინ უსწრებდა გირგვლიანის მკვლელობის საქმის გაშუქება. „დროებამ“ ეს თემა მას შემდეგ წამოწია რაც გაზეთმა „ჯორჯიან თაიმსმა“ გირგვლიანის მკვლელობის დეტალები ექსკლუზიურად მოიპოვა და გაახმოვანა. სწორედ გირგვლიანის მკვლელობა იყო „იმედის“ დახურვის პირველი ნაბიჯი. სწორედ ამ ფაქტის გახმაურებამ (ფაქტისა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ გაზეთმა გამოაქვეყნა, თუმცა რეზონანსი არ მიეცა) გამოიწვია სააკაშვილის და მისი ბანდის უმძაფრესი გაღიზიანება, ბადრი პოლიტიკიდან რომც გამქრალიყო, სააკაშვილი მას მაინც არაფერს აპატიებდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარკაცისვილს ე.წ. ვარდების რევოლუციაში დიდი წვლილი მიუძღვოდა.

იანვარში, გენპროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ პატარკაციშვილს დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, დაადანაშაულა რა, ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებისა და ტერაქტების მომზადებაში. ალბათ ყველას ახსოვს პროკურორყოფილი ნიკა გვარამია მედიის საშუალებით როგორი დამაჯერებლობით აბოლებდა „გადარჩენილი“ქვეყნის საზოგადოებას თუ როგორ გადაარჩინეს ხროვის წევრებმა ქვეყანა… გასულ კვირას საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ეგრედწოდებულ „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა. 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი დგებუაძე ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას დგებუაძე ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს, რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდ-ის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდ-ის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. მართალია ჩანაწერებში არ საუბრობენ, მაგრამ სარწმუნო წყაროს ცნობით, მკვლელობის დამგეგმავებისთვის ცნობილი ფაქტი გახლდათ, ისიც რომ პატარკაციშვილი გურმანი იყო და შესაბამისად მის სამსახურში საუკეთესო მზარეულები იდგნენ. ასევე, კარგად დავერბოვკებული და „შეხვეული“ყავდათ ბერეზოვსკი, რომელიც „გიჟდებოდა“მიშას დემოკრატიაზე…

(გაგრძელება იქნება)

ქეთევან ზარნაძე
скачать dle 12.0