სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვების ათი ფაქტორი

პირველი ფაქტორი

სადღეისო პრობლემა უფრო ნათლად რომ წარმოჩინდეს, ამ ყველაფრის მამოძრავებელ ძალას მივაპყრობ თქვენის ყურადღებას – ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფენომენს. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი სამამულო ტვირთის მხრებით აწევა მხოლოდ ამ ერთადერთმა პიროვნებამ შეძლო, რომელმაც საქართველო ფაქტობრივად გადაარჩინა უეჭველი ზნეობრივი გაპარტახებისაგან. ამ განცდას სულის შეგუბებამდე ამძაფრებს პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" V ყრილობაზე მის მიერ წარმოთქმული ძელგი სიტყვა. მოვიშველიებთ მის დასკვნით აკორდს: "მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი განსაკუთრებულობის, მჯერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი! ეს არის ჩემი მთავარი და აბსოლუტური მიზანი! ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ! სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში!" და ჩვენც გვჯერა საქართველოს სწორუპოვარი ჭირისუფალის, მისი ლხინისმტე პიროვნების, მავანთაგან მაოხრებლად ცილდაწამებულის, რომელიც ფაქტობრივი საქართველოს ლობის ამპლუაში მოვლენია ჩვენს გვემულ ჯიშ-ჯილაგს. მიდი ახლა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალი თუ გიფხაკუნებს გონებაში, ნუ ენდობი მის კანდიდატს საქართველოს პრეზოდენტობაზე – ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის!

მეორე ფაქტორი

ნაციონალურ მოძრაობას ელექტორატის გარკვეული ოდენობა ჰყავს სტაბილურად. ამ ხალხს დღემდე ვერაფრით შეუგნია მათი ფავორიტი პარტიის მავნებლობა. ეს მასა ძირითადად გვარნაცვალი საქართველოა, საქართველოს ხიზანი მოსახლეობა საუკუნეებშის განმავლობაში, რომელთაც უჭირთ ორი კულტურის სამსახური. ადრე რუსულით იოლას გადიოდნენ. ახლა, როცა რუსულს ფრთები დაუმოკლდა, ხოლო ქართული ფასეულობანი მათ ჯეროვნად "არ ეკერკებათ", ცხადია, ურჩევნიათ ნაციონალების მიერ შემოთავაზებული სახელმწიფოებრივი წყობა – სინგაპურიზაცია, სადაც ამერიკისა არ იყოს, ეროვნულობას მნიშვნელობა არ ექნება. იქნება ერთი სახელმწიფო ენა და მორჩა. "ნაციონალები" თავიანთი მოწონებული პროექტით – იუსტიციის სახლით, თვით ჰილარი კლინტონიც რომ აღაფრთოვანა, უსწრაფესად ხერხდება ქართული მიწების რაღაც სამოწყალო ლარებში დასაკუთრება. ამისი ძირითადი მიზანი საქართველოში ქართული ფენომენის მოშთობა, ქართული ფენომენის ამოძირკვაა, პრივილიგირებულნი იყვნენ რუსები, სომხები, ქურთები, აზერბაიჯანლები, და კიდევ 80 ეროვნებას მიმატებული ბოლოდროინდელი, ჯერაც აღურიცხველი ჩინელობა, ინდიელობა, არაბობა, თურქობა და ვინ მოსთვლის. აი, ამ ყველაფრის ფონზე, მოდის ქალბატონი სალომე და თამამად ძრავს სიტყვას ქართველი მიგრანტების სამშობლოში მასობრივ დაბრუნებაზე. ეს კი ლიტონი განაცხადი სულაც არ არის. ქართველის სამშობლოში დაბრუნება გულისხმობს სამუშაო ადგილების მომრავლებას. ეს ურთიერთკავშირშია ენდემური ჯიშების აღორძინებასთან, როგორიცაა: ძიკი კვარაცხელიას მომცრო ტანის მუქწითელი შეფერილობის ძროხები, მეკამეჩეობა, მეღორეობა, მეთხეობა, ჩაის კულტურის, მემარცვლეობის დაწინაურება, მუხურის უნიკალური გრძელხორთუმა ფუტკრის მოშენება მთელს მსოფლიოში. აი, რანაირი კარდინალური სხვაობაა `ნაცების~ ხედვასა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ პლატფორმას შირის. გასაკვირი არც არის, ის ხომ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსია და ამავდროულად კონგენიალური სოციოლოგყ-ფილოსოფოსის, ნეტარხსენებული ჯანრი კაშიას თანამეცხედრე.

მესამე ფაქტორი

გუშინწინ, გუშინ საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თავისუფლების, ამაღლებული სულიერების მექადანაა, მეცივღომე პოლიტიკანებისგან არ ესწავლება, რა, სად, როგორ, რანაირად. დიახაც, საფრანგეთში უმაღლეს დონეზეა აყვანილი ნაციონალურ სახემწიფოში სხვა ეთნიკური ჯგიფების ინტერესების დაცვა, ადამიანური უფლებებისთვის რუდუნი ზოგადად. ბევრს ნუ ტრაბახობს აშშ, თითქოს მათთან ნულამდეა დაყვანილი დემოგრაფიული პრობლემები. არაფერიც! ეთნიკური ჯგუფები ფაქტობრივად ქმნიან მონონაციონალურ სეგმენტებს დიდ ქალაქებში, რომლებიც ცნობილია ლათინური კვარტალის, ჩინური კედელის, ინდიელთა რეზევაციის და ა. შ. სოციალურ კუნძულებად. საფრანგეთში, კი ეთნიკური უმცირესობისადმი ზუსტად ისეთივე მიდგომებია, როგორც საქართველოში. გაგვახსენდება, დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული პატივს მივაგებდით რელიგიურ აღმსარებლობებს, ნაბდის გაშლა მიწაზე ათი-ათორმეტი დასახელების ეკლესია-მონასტერი თანამეზობლობდა. აქ არავინ იდევნებოდა საკუთარი სკოლებისა და თეატრების გამართვის გამო. იგივე დამოკიდებულებაა გაზეთების, წიგნების დასტამბვის მხრივ. მე ჩემს `სიცოცხლემისჯილზე~ პრიორიტეტულ წინადადებად წავუწერე ქალბატონს "სამოქალაქო ინტეგრაცია" ეროვნული თანხმობის მხარდამხარ. აი, ამ ორი ფენომენის შერწყმის შედეგად ჩვენ მივიღებთ უფრო ქმედითუნარიან საზოგადოებას და ამისი გარანტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნება უდავოდ. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ამასწინათ ფრანგულად გამოსაული მისი ჩინებული წიგნი `საქართველოსკენ~, სადაც უმთავრეს ფასეულობად გამოცხადებულია უფალთან გაიგივებული სიტყვა და მისი მსახური ხალხი. ამის თაობაზე ჰქონდა საუბარი პრეზიდენტობის კანდიდატს ელექტორატთან შეხვედრისას ქუთაისში, სამეგრელოში, აჭარასა თუ ქართლ-კახეთში. სიტყვის და ნიჭიერების პრიორიტეტად გამოცხადებისათვის უდიდესი ნდობა უნდა გამოუცხადოს ქალბატონ სალომეს საქართველოს მოსახლეობამ. ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა!

ქართული მწერლობა, სამშობლოსათვის გულანთებული მრავალი ხელოვანი მზად არის გვერდით დაუდგეს ქალბატონ სალომეს თავისი პატროფილური პოზიციისათვის. მართალია, იგი ამ ხალხს წიგნებს ვერ დაუსტამბავს, ვერც "თიბისი ბანკის" მსგავსად უთარგმნის საეჭვო რეპუტაციის თხზულებებს, რომ მერე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამიჭენდნენ თამარ მეფის რუსი ზოოფილი თანამეცხედრეთი ან უნიტაზზე წამოსკუპდნენ ხოლმე, სადაც ახლახან მათი მშობელი დედა მოკალათებულიყო და ამ გზით მიაღწიონ უზნეო ერექციას. აი, ამ ყველაფრის საპირწონედ ჟან-პოლ სარტრის, ალბერ კამიუს, ფრანსუა ვიიონის თუ ფრანსუა რაბლეს ტრადიციებზე აღზრდილი ქალბატონი, გასაკვირია გულში იხუტებდეს "ვეფხისტყაოსანს", სვეტიცხოველს, "ხორუმას", "მრავალჟმიერს?"! სხვანაირათ წამითაც არ უცხოვრია მას გონებანათელ ჯანრი კაშიასთან ერთად. სხვებივით უმამულშვილობით როდი გაუზრდია სახიერი ქალ-ვაჟი.

მეოთხე ფაქტორი

ქალბატონ სალომეს ვაშაძისგან განსხვავებით აკრძალული ილეთებით არ უწევს პენსიონრებთან დასაუბრება ტელეფონით. მის ოპონენტს ეტყობა ბანკებმა მიართვეს კონფიდიციალური საპენსიო სიები ტელეფონის ნომრების თანხლებით. (რაც, შესით, კანონით უნდა ისჯებოდეს) და რეკავს და რეკავს, დილა, შუადღე, სამხარ-საღამო, მაგრამ საქმეს ვერაფერი შველის. და ვერც 200-200 ლარის ჩამორიგებამ გამოიღო უფრო შთამბეჭდავი შედეგი. მეტი შედეგი ვერ გამოიღო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად აქა-იქ მათი თანამოსაგრეების ჩანერგვამ, როგორც ეს მოხდა ზუგდიდში. ეს შედეგი 2 დეკემბერს დარწმუნებული ვარ შარშანდსელი თოვლივით არავის ეხსომება, როცა სამეგრელოში ამ საქმის სათავეში ჩაუდგა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოჯახში გაზრდილი მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და უაღრესად პროფესიონალი, ზნეობრივად უპატიოსნესი და უმეტოქო მამულიშვილი ლაშა გვასალია. ვიცი დაბეჯითებით, კეისარს კეისრისა მიეგება და ღმერთს _ საღმრთო. მაშინ იხილავს ყველ აპირველი ტურის პროცენტების მოკუნტულობას, რადგან მეტი პროპაგანდა გაიშლება თავად "ნაცმოძრაობაზე", (რომელსაც მისი ფანები პატივს მიაგებენ გზების მშენებლობისთვის, ელექტროენერგიის უწყვეტობისთვის, და ა. შ. ამ დროს თვალს არიდებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მათ შეთქმულებას, მის მოსასპობად მიზანმიმართულვერაგულ სვლებს, ადამიანთა უფლებრივ მოსარგალებას, სახელმწიფო კორუფციას და რეკეტს, რიმელ ერთს, რომელ მეასეს და მეათასეს, ანტიადამიანურს თუ ანტიკაცობრიულს!

არ კმარა, გეცოტავებათ?! ინებეთ დამატებით თეზისურად:
მეხუთე ფაქტორი – მშვენიერი და ამაღლებული მანდილოსანია ერთდროულად;

მეექვსე ფაქტორი – თამამია, გაბედული ჟანა დ, არკივით, გნებავთ მაია წყნეთელი დაგვისახელებია.

მეშვიდე ფაქტორი – დაუნჯებული, მარგარეტ თეთჩერის პილიტიკური ხიბლის პოტენციის – ქართველი რკინის ლედი. ამას ჩვენ მერე და მერე უფრო დავინახავთ.

მერვე ფაქტორი – სურამის ციხეში ჩაშენებული სისხლ-ხორცის ჯილაგისაა, მისი გალავნების სიმკვიდრისთვის მზრუნველი და მეოხი. დიახაც, ამ სურამის ციხის ხიმინჯებად შემყენებელია იგი რუსეთ-ამერიკას შორის პრაგმატული ურთიერთობების საწინდრად.

მეცხრე ფატორი – სათნოების განსახიერებაა, ყველაფერთან ერთან ქალური კდემამოსეილების ნიმუში, სხვისი ჭირის და სალხენელის გულთან მიმტანი ძალუმად.

დაბოლოს, მეათე ფაქტორი – არის უმაგალითო პიროვნება, არის სწორუპოვარი პიროვნება, თვითნაბადი მე შუმერების ბედისწერის დაფების კვალობაზე ორ ზღვას შუა საომარი ლელო საქართველოდან!

გური ოტობაია,
მწერალი.
скачать dle 12.0