ვინ დაგეგმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა?

(დასასრული. დასაწყისი იხ. "სგ" N39)

საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა.ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდ-ის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ. „ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა მხილების მიზნით“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ანუ რა გამოდის „გაბაზრებული“დანაშაულის მომზადება დაუწყია „კუდს“ და „დაუგვირგვინებია „სოდს“. რომელი დანაყოფიც უფრო ცივსისხლიანი მკვლელებით იყო დაკომპლექტებული საზოგადოებამ გადაწყვიტოს, მაგრამ შსს ში მკვლელობა ჩვეულებრივი ამბავი, რომ იყო ფაქტია. ქუჩაში ჩახოცილი უდანაშაულო ბიჭების გარდა აფრასიძეების ოჯახის განადგურება, ვითომ ამბოხის გამო გია კრიალაშვილის დახვრეტა და უამრავი სისხლიანი ოპერაცია რომელშიც არამარტო შსს, ნაცლიდერებიც მონაწილეობდნენ და სისხლში ბანაობდნენ. ხოლო „სოდის შეფის- ტურფა“ნანული ჟორჟოლიანი მყისვე „მოვლენების ცენტრში“ ჩნდებოდა და მდედრი ვამპირი სიამოვნებით ტკვარცალებდა კამერების წინ. სწორედ თათბირზე დაავალა მერაბიშვილმა კოდუას პარლამენტის წევრ გელაშვილს ფიზიკურად გასწორებოდა და „ჭკუა ესწავლებია“დავალება ვანოს მიშამ მისცა… უტიფარმა მკვლელმა, გარეწარმა, „ბულავკა“ ირაკლი კოდუამ რამოდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მას გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა. თავის „სიბინძურის“ სხვაზე გადაბრალება ნაცხროვის სავიზიტო ბარათი იყო და დარჩა. რასაკვირველია აღნიშნულმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა, გარდაცვლილი ბიზნესმენის დედამ განაცხადა- „შოკში ვარ, მაგრამ ლაურა ღაჭავა უნდა იყოს შოკში, მაგან რომ ეგეთი შვილი გაზარდა…

“სოდ-ის ყოფილი უფროსის, ირაკლი კოდუას დედა ნათელა პატარკაციშვილის განცხადებას გამოეხმაურა. რადგან, მაშინ ძალიან დააიმედეს, რომ მის ბინძურ შვილს „გაათეთრებდნენ“-„მე არ ვარ შოკში და ცუდი შვილი არ გამიზრდია. ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, რა. ღმერთო, ნათელში ამყოფე პატარკაციშვილი, მე რაც არ მეხება, იმის უფლება არ მაქვს, ყველამ მისი წარსული და ჩვენი წარსული გაიხსენოს, სხვას არაფერს ვიტყვი. დასაძრახი არაფერი მაქვს. ყველამ იცოდეს, ჩემმა შვილმა სამშობლო დაიცვა ტერორისგან, ბადრი პატარკაციშვილი საიდან მოდის და რა ფულით, ამაზე შიძლება ხალხი არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის. მე ცუდი შვილი არ გამიზრდია, ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, არ შეიძლება ასე ლაპარაკი,“ — აღნიშნა ლაურამ. არადა ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ჯერ-ნორფინების გაყიდვით, შემდეგ გასანადგურებელი ჰეროინით, მამაშობით, ბორდელებით გამდიდრდა. ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელი, ყველა სიბინძურეზე ხელის მომწერი ღაჭავა, რომ ვინმეს წარსულს შეახსენებს მინიმუმ უხერხულია. სხვათაშორის სანდო წყაროს ცნობით სანამ „ბულავკა“კოდუა მკვლელობის საქმეში ჩაერთვებოდა „ვერხუშკასთან“დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და მართლაც აპირებდა განდგომას. თუმცა მან, ვინც „კრიშავდა“სულზე მიუსწრო და საქმე ისე „გამოუიმასქნა“, რომ „ვირთხების გმირადაც“აქცია რასაკვირველია მოპოვებული ინფორმაციებიც „ჩაახუტეს“ის ვინც ლონდონში ოფიციალურად ახლდა (დავით ჟვანია) კაიფში საეჭვოდ გაიპარა, მაგრამ არაოფიციალურად ნანუკიეც ახლდა და ჯერ ცოცხალია ვინ იცის როდის რა შემოაკლდება და „როდის ამეიღებს ხმას“…

ოთხი წლის წინ გაზეთში, რომელიც მაშინ „ოპოზიციურად“ მოინათლა და ეხლა სააკაშვილს თავის „ბანდასთან“ერთად ხოტბას ასხავს,(მათ შორის კოდუა ღაჭავასაც)იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თეიმურაზ შაშიაშვილის არაერთი საინტერესო ინტერვიუ დაიბეჭდა –გთავაზობთ ამონარიდს: `მე ახლა ორ ფაქტს გეტყვით და მეტის თქმა არ შემიძლია. პირველი: ონიანს მე იმერეთში არ ვუშვებდი, მასაც ყოველთვის ეშინოდა ამ მხარეში ჩამოსვლა. ონიანზე ყოველთვის ვამბობდი ერთ რამეს. როდესაც გაეროს დამკვირვებლები გაიტაცეს, მასში მონაწილეობდა ონიანი, ხოლო „მოქკავშირის“ ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი. მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი პიროვნება, რომელიც ვამბობდი მაშინ, რომ კანონიერ ქურდს, ონიანს კავშირი ჰქონდა ამ გატაცებასთან. მეტიც, როცა ონიანმა გაეროს დამკვირვებლები გაათავისუფლა, „ვეჩეს“ ტელეფონზე დაურეკა შევარდნაძეს და სხვა პოლიტიკოსებსაც ესაუბრა, მოახსენა ეს ფაქტი, მომდევნო დღეს, სააკაშვილმა განაცხადა ამაყად, გაეროს წარმომადგენლები თავისუფლები არიანო! იქნებოდნენ, აბა რა?! გამტაცებელიც ონიანი იყო და გამანთავისუფლებელიც,.. ახლა რაც შეეხება ონიანის თემას: როდესაც მე ასეთი განცხადებები მაქვს გაკეთებული, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ორი პიროვნება ჩამოდის საქართველოში — ერთ დღეს ბერეზოვსკი, მეორე დღეს ონიანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის გარეშე მოხდებოდა „ვარდების რევოლუციიდან“ სამ დღეში ონიანისა და ბერეზოვსკის ჩამოსვლა?!… პატარკაციშვილმა კარგად იცოდა ონიანისადმი ჩემი მძიმე დამოკიდებულება. არა მარტო ონიანისადმი, მთელი ქურდული სამყაროსადმი, –მოგვიანებით ბადრის ვკითხე- როგორ ჩამოიყვანეთ ურეკში, როცა მე არ ვატარებდი ონიანს-მეთქი?! არადა მაშინ პოლიციამაც მიმუხთლა, ქუთაისში, ჭომაში დარჩენის საშუალება მისცეს და მერე უკვე კოდორის ხეობაში კვიციანი მიაცილებდა, დეპუტატი ვარ და ჩემი სტუმარიაო, ეს ყველაფერი მერე გავიგე, როცა ქუთაისი დატოვა და პატარკაციშვილამდე ჩავიდა ურეკში. მაშინ ასე ამიხსნა ბადრიმ — რომ მითხრეს, მოვიდაო, არ ვიცნობდი და მივიღეო. კონკრეტულ თემაზე, მოუწიათ შეხვედრა, რაზეც მე არ მინდა საუბარი…“კარგად მახსოვს ონიანის აღნიშნული „სტუმრობა“ქუთაისში. ჭომაში ქურდებთან ერთად მთელი ღამე ქეიფობდნენ და შემდეგ დიდხანს იცლებოდა ავტომატის მჭიდები. პოლიცია კი უძლური იყო. რადგან პირადად მიხეილი დახვდა მას თბილისის აეროპორტში და „რეფორმატორების მამამ“ ბოლომდე „გაუმწვანა“გუბერნატორის და პოლიციელების ნერვებზე თამაში. ონიანი, ურეკშიც სწორედ მიხეილის დავალებით წავიდა…

მართალია სააკაშვილმა „გამოყენებული“კრიმინალების დიდ ნაწილს „უგანა“, მაგრამ მანამდე ბევრი ბინძური საქმე აკეთა მათი ხელით~…
ის, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის საქმეში ბერეზოვსკიც ურევია ფაქტია, სააკაშვილთან მისი ტკბილი და მურაბა ურთიერთობა მალე გამოაშკარავდა და შემდეგ „ძმურად“იყოფდნენ პატარკაციშვილის ქვრივის ქონებას. მართალია ბადრის სიცოცხლეშივე დაიწყო მიხეილმა მისი აქტივების შევიწროვება და ჩუმად თუ აშკარად შეხრამუნება, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდგომ ფრთები გაშალა. აღარც ბერეზოვსკია ცოცხალი, დანაშაულს ვინ ამზადებდა პროკურატურამ გამოააშკარავა, დამკვეთი ცნობილია, რომ მიშაა, მაგრამ „მავანი“მიცემს საშუალებას, რომ შემსრულებლებამდე მივიდეს?რაღაც არ მგონია. თან როგორც მახსოვს მკვდრები არ ლაპარაკობენ, იქნებ, გასული საუკუნის დასაწყისში კრემლის სარდაფში მდებარე ლაბორატორიაში მიღებული შხამი რომელიც კვალს არ ტოვებს და დღეს ბევრად გაუმჯობესებული სახითაა წარმოდგენილი დააგემოვნებიონ ცოცხლად დარჩენილ ამსრულებელს?

ჰო, მკვდრები არ ლაპარაკობენ, მაგრამ ნაცხროვის ნაწილს ძალიან უჭირს ამდენი ცოდვების ზიდვა, შიშით ცხოვრება…“შიფერდაცურებული“ ლიდერების ნაწილი კი ურცხვად ცდილობს საზოგადოებასთან სისხლიან წარსულზე თავი იმართლონ და ვირთხებივით ყველა გზა მოსინჯონ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მკვლელთა ბრიგადების დაამაარსებელმა სააკაშვილმა წესიერი ადამიანებიც იძულებით ქილერებად აქცია. ამისთანა ბოროტი მტერი არ ახსოვს საქართველოს ისტორიას…

არავინ იცის იქნება თუ არა ბადრი პატარკაციშვილის საქმე „კინორეჟისორ“ ნიკა გვარამიას და მისი „ძმების“ სასაფლაო, არავინ იცის როგორ მოხერხდება სააკაშვილისათვის ბრალის წაყენება, არავინ იცის პროკურატურა გამოარკვევს თუ არა გიორგი თარგამაძის როლს, რაღაც ეტაპზე, რაღაც კუთხით, მაგრამ ფაქტია — პატარკაციშვილი მოკლულია, ის, რაც ისედაც ვიცოდით, ამ ეტაპზე დადასტურებულია!

ქეთევან ზარნაძე
скачать dle 12.0