აქა ამბავი შესახებ იმისა, თუ როგორ გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნების I ტური "ცოცხიონალურმა მოძრაობამ"

რაც უფრო ძირეულად ვსწავლობ საკითხს, ვრწმუნდები, რომ ე.წ. ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნები ცხვირწინ გაუყალბა. მე რომ "ოცნების" ადგილას ვიყო, პირველი ტურის ბიულეტენებს ხელახლა გადავითვლიდი და ეჭვიც არ მეპარება, სხვანაირი შედეგი იქნებოდა. როდესაც საკუთარი აქტივი ფარული "ნაციონალებით" გყავს დაკომპლექტებული, ასევე კომისიის წევრები თუ შტაბების თავმჯდომარეები, უნდა იცოდე, რომ ბიულეტენებს გადათვლის დროსაც გაგიყალბებენ.

მე არც ვიცოდი, პროცესებში მონაწილე ადამიანები ახლა მიყვაბიან, რომ უბნების დახურვის შემდეგ, როცა კომისიის წევრები მიუსხდნენ მაგიდას და დაიწყეს თვლა, თუ რამდენი ხმა ერგო სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, ან დავით უსუფაშვილს, სწორედ აქ დაიწყო ილუზიონისტობა. მერე რა, რომ "მავნებმა" ზურაბიშვილი შემოხაზეს? გამოაცხადებ, ვაშაძეო… და ჩაუძახებ ულვაშას ტოპრაკაში. მთავარია, უბნის "ნაჩალნიკი" და კომისიის რამდენიმე წევრი გყავდეს მოსყიდული. თითქოს დაუჯერებელია, აუცილებლად უნდა გაგიჩნდეთ კითხვა: ეს როგორ, ხმის დამთვლელ კომისიებში ხომ ყველა კვალიფიციურ პარტიას ჰყავს წარმომადგენელ-ზედამხედველი? ისევ იგივე ბანალობამდე მივდივართ, რასაც მე და ჩემნაირები ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვამტკიცებთ, რაზეც ყოველდღე ვლაპარაკობთ — თითქმის ყველგან "ნაცები" არიან "ოცნების" ეგიდით, 2012-იანელები, რომლებმაც სასწორზე შეაგდეს საკუთარი ცხოვრება და არნახულ რისკზე წავიდნენ, განდევნეს, გააძევეს, პანჩური ურტყეს, სახლებში დასვეს, გული დასწყვიტეს და ხელი ჩააქნევინეს. ყველგან "ნაციონალები" "ბლატაობენ", მაგარ "დუხზე" არიან. მე თითქმის ყველა სტრუქტურაში, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში მყვანან მეგობრები და ისინი მაწვდიან აღმაშფოთებელ ინფორმაციებს, თუ როგორ თავხედობენ, როგორ გადადიან ყოველგვარ ზღვარს. მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროში "ოცნების" მომხრეებს უკვე მაგიდაზე ურტყამენ მუშტებს და ავალდებულებენ, რომ ხმა უნდა მისცენ გრიგოლ ვაშაძეს, ამ შემთხვევაში შეიძლება გადარჩნენ, ანუ სამსახური შეინარჩუნონ, თუ არა და აუცილებლად დაიმახსოვრებენ და წიწაკის ჭამით ამოხდიან სულს.

"ნაციონალები" აქტიურად მუშაობენ მოსახლეობაში, მიდის ტოტალური მოსყიდვა — კოორდინატორების მიერ ერთი ადამიანის მიყვანაში იხდიან 20 ლარს. "ნაცები" თავიანთ აგიტატორებს უხდიან 800 ლარს, კოორდინატორებს — 400 ლარს, ზონის უფროსებს — 1000 ლარს. ამავე დროს მიდის საჯარო სამსახურების თანამშრომელთა დაშინება — ურეკავენ და ემუქრებიან: დედებს მოგიტ…ნავთ, ჩვენ უკვე მოსულები ვართ, ყველას გიმახსოვრებთო! ძალიან დიდი ზეწოლაა აჭარის მოსახლეობასა და საჯარო სამსახურებზე, სკოლებსა და საბავშვო ბაღების პერსონალზე. ქუჩებში დადიან ზონდერ-ჯგუფები და ეწევიან აგიტაციას, არიგებენ ბუკლეტებს და ჟურნალებს, წინააღმდეგობის გაწევის, ან უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევაში გადადიან შეურაცხყოფაზე. ამ ზონდერ-ჯგუფების მეთაური გახლავთ მოუთოკავი ჯელალ ქიქავა. ბათუმიდან მირეკავს ახლობელი: "ბიჭო, მივდივარ ჩემთვის ბულვარში, მივსეირნობ, უცებ მიწიდან ამოძვრა სამი ტიპი, გრიგოლ ვაშაძის ჟურნალი შემომაჩეჩეს, გავაპროტესტე, ხელები გავასავსავე, წადით, თქვენი-მეთქი. საიდანღაც ათი სული მოცვივდა, დამიწყეს "კაჩავი", ორ-სამს ვცემდი, მაგრამ ბევრნი იყვნენ. ამ ათ სულს ქიქავა მოჰყვა, ჯემალი, სახეზე მიცნო, თავისიანები დააშოშმინა, მაგ კაცს ვიცნობ, მაგას არ სცემოთო. ესე იგი, ვისაც ჯელალი არ ჩაუწყობს საქმეს, ყველას გაიგდებენ წიხლქვეშ".

გესმით, რა დონეზე მიდის ამათი თავხედობა? ისევ უნდა დავუბრუნდე ფულის შემოტანის თემას: მუშაობენ, ეს ყველაფრის მკადრებლები, გადადიან თურქეთში ჯგუფ-ჯგუფად და იმავე დღეს გადმოდიან, მერე სხვა ჯგუფები გადადიან. გახსოვთ, წლების წინ ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე რომ გაჭედეს აზრებაიჯანის საზღვარზე? მაგათ მილიონები შემოჰქონდათ და ძლივს გამოძვრნენ, ძლივს დაუსხლტნენ ხელიდან სამართალდამცავებს. ახლაც იგივე მომენტია, ოღონდ თითოეულს იმდენი შემოაქვს, რაც კანონით არის დაშვებული, ფაქტობრივად ვერც მოედავები. ავი ენები ვარაუდობენ, რომ თურქეთიდან თემურ ალასანიას ფული შემოდის. არც იმას გამორიცხავენ, რომ ამას ფეთჰულაჰ გიულენის ფულიც ემატება "ჩერეზ" მიხოს დედა. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ საქართველოში შემოდის დიდი რაოდენობით შავი ფული. ეს არის თუ არა ლარის გაუფასურების წყარო, მე არ ვიცი, შექმნილი სიტუაცია ფინანსისტებმა უნდა გააანალიზონ.

სხვათა შორის, ბოლო დღეებში გაჩნდა კულუარული ინფორმაცია, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რუსი ჰაკერებიც ჩაერივნენ და გააყალბეს გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ. მართალია, ჩვენ დღეს გვებრძვის არა ვაშაძე, არამედ რუსეთი (მავთულხლართების გადმოწევაც ამაზე მიანიშნებს), მაგრამ ეს ინფორმაცია ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება. როდესაც ამტკიცებენ, რუსმა ჰაკერებმა აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე მოახდინეს ზეგავლენა, საქართველო მაგათთვის არაფერიაო, აქ უნდა გავიხსენოთ, რომ აშშ-ში არჩევნები ტარდება ელექტრონული სისტემით, ხოლო ჩვენთან ბიულეტენებით. ჰაკერმა შეიძლება შეაღწიოს ელექტრონულ სისტემაში, მაგრამ რას უზამს ბიულეტენს? კონკრეტულად გაყალბება არა, მაგრამ შესაძლებელია, რუსმა ჰაკერებმა სამთავრობო სტრუქტურებიდან გაიტანონ ისეთი ინფორმაციები, რომელიც გამოადგებათ გრიგოლ ვაშაძის რუს "პიარშიკებს".

ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია (მაჭუტაძეები) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ არჩევნების მეორე ტურის გაყალბებას, კვლავ ძალაშია მოსახლეობის მასობრივი მოსყიდვა — სული 20–30 ლარი და რაც მთავარია, უკვე აამუშავეს თავიანთი ჭორბიურო მეთოდით: იქით შეედავე და დააბრალე ის, რასაც შენ აკეთებ, რომ აქეთ შეგრჩეს! "შტაბკვარტირიდან" გაისმის შემოძახილები — თურმე "ქართული ოცნება" ხალხს აშინებს, არის აუტანელი ზეწოლა მოსახლეობაზე, მიდის არნახული მოსყიდვა, დაშანტაჟება, სახელმწიფო რესურსის გამოყენება. თურმე სუსმა შეაღწია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და წაიღო დალუქული სიები, რათა გაარკვიონ, ვინ არ იყო არჩევნებზე. წარმოგიდგენიათ? ახლა სუსმა უნდა გაარკვიოს, მოსახლეობის ნახევარზე მეტიდან ვინ არ მივიდა არჩევნებზე. ალბათ "შტაბკვარტირაში" იციან, რომ დიდ სისულელეებს ლაპარაკობენ, მაგრამ მოსახლეობის გამოლენჩებულ ნაწილზე ეს მაინც მოქმედებს. "ნაცმოძრაობის" წარაკუა წარმომადგენლები მომენტს არ უშვებენ ხელიდან, რომ რამე არ დააბრალონ "ქართულ ოცნებას", ამ საქმეში ზვიად კუპრავა და ლევან ხაბეიშვილი ირჯებიან ნამეტნავად. მათი სტილი ასეთია: მოგეხსენებათ, ყველა ტელევიზიაში ესენი არიან ჩამოტარებით, აიღებენ ხოლმე რაღაც ფურცლებს და პირდაპირ ეთერში აფრიალებენ. კაცმა არ იცის, რა წერია შიგ, ისინი ამტკიცებენ, რომ ვიღაცებს წაართვეს ცარიელი ბიულეტენები, რომლებსაც ხმა უნდა მიეცათ "ქართული ოცნებისთვის". წესით, ამ დროს წამყვანებმა უნდა ჰკითხონ, საიდან იცით, რომ ეს ცარიელი ბიულეტენი "ოცნების" მომხრეს ჰქონდა და უნდა გაეყალბებინა? არა, წამყვანები ამ დროს სიამოვნებისგან ათავებენ. ამ დღეებში აჭარელი მედეა ვასაძე გამოიყვანეს "ტვ პირველის" თოქ-შოუში, რომელმაც განრისხებული ტონით აღნიშნა: იცით, სადამდე მივიდა ეს ხელისუფლება? აი, ცოტა ხნის წინ ბათუმიდან დამირეკა ერთმა მეეზოვემ, ხმა ვაშაძისთვის მიუცია და ამის გამო ცოცხი წაურთმევიათ, ეს როგორ უნდა ვაპატიო ბიძინა ივანიშვილსო? გულში გავიფიქრე, ნახე, ჩემო თავო, როგორი სხვაობაა "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის, სააკაშვილი ყველას ცოცხს უკეთებდა, ივანიშვილი კიდევ პირიქით იქცევა, ართმევს. ეგ რა არი, ქალბატონო მედეავ, ყოფილო "ოცნებელო", იღლიაგამხმარ მურმან დუმბაძის სულიერო დავო, უმადურობის განსახიერებავ და ბოროტების მხარდამჭერო, მეც დამირეკეს ბათუმიდან და მომიყვნენ, თუ როგორ ულოცავდნენ საარჩევნო უბნებზე "ოცნებისა" და "ნაცების" წარმომადგენლები ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას. ეს ფარისევლები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არიან "ოცნების" ეგიდით. ჰო, კიდევ ისეთები მითხრეს, ყურო ნუ გაიგონებ, მედეას და მურმანს აჭარის მართვა უნდოდათ, ბიზნესების დათრევაც უნდოდათ, "ოცნებამ" სამი თითის კომბინაცია უჩვენა და ამიტომაც გადაბუნძულდნენ სააკაშვილის ხროვაშიო. თუმცა ბევრი ჩემი მეგობარი ამტკიცებს, ეგენი თავიდანვე გადაბუნძულებულნი იყვნენ მიშასთან, "ოცნებაში" სპეციალურად ჩანერგესო. ახლა მიხო გპირდებათ, აჭარას თქვენ ჩაგაბარებთო და ამიტომაც ხართ გასავსავებულნი და დუჟმორეულნი. მიხო კი არის გიჟი, მაგრამ იმდენი მაინც იცის, რომ აჭარა თქვენ არ უნდა ჩაგიგდოთ ხელში, ამოგისვამთ ძონძივით და მიგყრით სადმე ნაგავსაყრელზე. მეტი საქმე არ აქვს, გამოყ…ევებულ მურმანას რამე გადასცეს სამართავად. ეგ ის კაცია, 26 მაისს აქციის დარბევისას ხელი რომ სტაცეს და ჩაიკუკა, პოლიციელებმა ავტობუსიდან ჩამოაგდეს, სუნი აგდისო. 2012-ში ყოველდღე "ქართული ოცნების" ოფისში იყო აყუდებული გრძელტარიანი ცოცხივით, სანამ თავისი არ გაისწორა, არ მოშორებია იქაურობას. ახლაც ისწორებს თავისას თავისი ჭკუით, მაგრამ ერთი ადგილიდან პამპერსი უჩანს, ერთხელ რომ დაუყვირონ, ისევ ჩაიკუკებს.

აი, ასე, ჩემო მკითხველებო, ეს გახლავთ მსოფლიო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ე.წ. ოპოზიცია ხელისუფლება ცხვირწინ უყალბებს არჩევნებს. მე ვერავინ დამაჯერებს, რომ "ნაცმოძრაობას" ამ არჩევნებში 600 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. კი, ბატონო, დაახლოებით 300 ათასამდე ფანატიკოსი მიხოს ჰყავს, მაგრამ ნახევარ მილიონზე მეტი — ნამდვილად არა, ეს უკვე გაყალბებული ციფრებია. რასაკვირველია, ეს ძონძები მეორე ტურშიც ეცდებიან, ხალხი გააბრიყვონ, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, მწარედ დამარცხდებიან.

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0