მე ვიცავ თავისუფლებას!

გია გაბრიჭიძე (ჟურნალისტი): 11 წლის თავზე რომ იგივე საშიშროების წინაშე ვდგავართ, ასეთი რამ რომ მოხდებოდა, ადრე არაერთხელ გვისაუბრია ჟურნალისტებს. ეს საზიზღარი კოჰაბიტაცია, რომლის მწარე შედეგსაც ვიმკით, თურმე ქართველმა ხალხმა დაავალა ხელისუფლებას. რეალურად კი იმის ბრალია, რომ გარკვეული პოლიტკორექტულობა, "გავლენიანი" საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ რაღაც მონური შიში და მორჩილება გამოვიჩინეთ, ისინი რას იტყვიან, გაგვიჯავრდებიანო. ვერავინ გაგვიჯავრდება, ხომ ხედავთ რამდენი ხალხი გამოვიდა. ვინც ფიზიკურად ვერ მოვიდა, იმ განწყობაზეა, რომ ნაციონალური რეჟიმი უნდა მოშორდეს ქვეყანას. ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია, გერმანიაში დღესაც აჩვენებენ საკონცენტრაციო ბანაკებზე ფილმებს და გმობენ ფაშიზმს, ჩვენ კი თურმე არ უნდა ვისაუბროთ ნაციონალების ცხრაწლიან სისხლიან რეჟიმზე. "პატრიოტთა ალიანსს" შესანიშნავი რეზოლუცია აქვს, პარლამენტის მიერ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა და მიღება საბოლოოდ დაამთავრებს ამ უბედურებას. გიორგი მარგველაშვილი გვპირდებოდა, როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, კოჰაბიტაცია დამთავრდებაო, რატომ არ შეასრულა დანაპირები, რაღაც ვერ ვამჩნევ დასრულებას. ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა ვამჩნევ, მიხვდნენ თავიან შეცდომებს და მზად არიან რეალური ნაბიჯები გადადგან გამოსასწორებლად. ნაციონალები რომ ამბობენ შეცდომები დავუშვითო, ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო. მე დღეს აქ პროტესტის გამოსახატად არ მოვსულვარ, ამ უამრავი ადამიანის ერთიანობის მხარდასაჭერად მოვედი, მათ შორის, იმ ხალხის, რომლებმაც დღეს მოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ იგივე აზრზეა. ხალხმა უნდა დაიჯეროს უმთავრესი, რომ თვითონ არის ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, მის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივი და ცხადია, რომ არცერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა იმ სასტიკი რეჟიმის დაბრუნება, ამიტომ ახლა ყველამ კეთილი ინებოს, მივიდეს არჩევნებზე და უარი უთხარი სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას, რომ მერე ცნობილი ანეგდოტის პერსონაჟივით შვილიშვილების წინაშე არ გვქონდეს სათქმელი, ბაბუ, მე დამხვრიტესო.

ხათუნა ხოფერია (ყოფილი პარლამენტარი): ჩემთვის კარგი მაგალითია, ჩემმა შვილიშვილმა რომ დამირეკა, რომელიც 16 წლის ხდება, მეც მოვდივარ ამ შეკრებაზეო. ასე რომ, მესამე თაობასთან ერთად მიწევს სამართლიანობისა და თავისუფლების სადარაჯოზე ყოფნა. იმედი მაქვს, ეს ოდესმე დამთავრდება, თუ არა და ჩემს შვილიშვილებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ჩვენ ადამიანებს ვერ შევცვლით, არსებობენ ბოროტი, სულმოკლე თუ სულგრძელი ადამიანები, ე.ი. იყვნენ სულმოკლე ადამიანები, რომლებისთვისაც სხვისი ტკივილი არაფერს ნიშნავს, ან ავიწყდებათ. ღმერთმა ამ სიმართლით აცხოვროთ, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

მალხაზ თოფურია (ვეტერანი მეომარი):
ამ შეხვედრაზე ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც მოკლე მეხსიერება არ აქვთ. ვისაც დაეზარა არჩევნების პირველ ტურში საარჩევნო უბანზე მისვლა, ვერ აცნობიერებს, რომ ისევ განმეორდება, რაც 11 წლის წინ მოხდა. ის უბედურება რომ არ განმეორდეს, ყველა უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ნაციონალები, თუმცა არ მგონია, ამით დასრულდეს ის სიგიჟე, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი ლურსმანი უნდა დავაჭედოთ მათ პოლიტიკურ კუბოს. ოღონდ აქ ერთი ფაქტორიცაა, ხელისუფლებამაც უნდა ივარგოს, თორემ საზოგადოება ამისთვის დიდი ხანია მზადაა.

დავით ახრახაძე (ომის ვეტერანი):
ამ შეკრების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ყელში ამოვიდა კოჰაბიტაცია. ეს უბრალოდ არჩევნები არ არის, დიდი პოლიტიკის ნაწილია. საიდან არ შემოგვიარა სააკაშვილმა, ყველანაირად ცდილობს შემოძვრომას. წარმოუდგენელია ეს 600.000 ადამიანი არ ენდობოდეს დიპლომატს, რომელსაც საფრანგეთი ენდობოდა და მხარს უჭერდეს "კაგებეს" გამოზრდილ კადრს. სალომე ზურაბიშვილს რომ მოიხსენიებენ რუსეთის აგენტად, საფრანგეთი იმდენი წელი რუსეთის აგენტს ამუშავებდა საგარეო სამინისტროში, ეს ხომ სასაცილოა?! უკვე ძალიან დავიღალეთ, უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნების" უუნარობა, მათ ყველანაირად დავუდგებით გვერდით, რომ დაასრულოს ეს განუკითხაობა. 7 ნოემბრის დარბევის დაზარალებული ვარ, ისეთი ადამიანი მოკლეს ცემაში, რომელსაც არცერთი ხელი არ ქონდა. მერე გვეუბნებიან, მკვლელი ამოიცანითო, როგორ ამოვიცნო, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩამოაცვა ნიღბები ამ მარბიელ-მკვლელებს?!

პაატა აბულაძე ("ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის და სხვა პრესტიჟული სამხედრო ჯილდოების კავალერი): მე მეგონა 2012 წლის 1 ოქტომბერს დავამთავრე №5, თურმე არ დამიმთავრებია. ბოლოჯერ დავეხმარებით "ქართულ ოცნებას", უფრო ზუსტად, საქართველოს ვუდგებით მხარში, მივალთ არჩევნებზე და შემოვხაზავთ 48-ს, იმის გამო, რომ დრო გვქონდეს მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად. არჩევანი მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და ნაციონალებს შორის არ უნდა გვქონდეს გასაკეთებელი, ხელისუფლებამაც ჭკუა უნდა ისწავლოს. მეორე ტურში არ მონაწილეობა და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის არ მიცემა ნიშნავს, იმ სისტიკის უკან მობრუნებასთან ერთად, ფაქტობრივად არ მექნება მესამე ძალის ჩამოყალიბების დრო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0