ბელადი მიხოს ჰარამხანა გაერთიანდა! "ცოცხიონალური" მოძრაობა კვლავ ერთადაა!

შერიგდნენ, ხალხო, შერიგდნენ, ჩაეხუტნენ, მპუა, მპუა, მპუაო, ერთმანეთს ნაღვლის ბუშტებიდან წვენები ამოუღეს, ვახტანგურად გადაჰკრეს. ამან უთხრა, ბიჭო, როგორ მომნატრებიხარო, ბოდიში, მაპატიე, ჯართი რომ გიწოდეო. ამან ჩაიცინა, კბილებიდან დორბლი გადმოუვიდა, თითი ცხვირთან ვიოლინოს ჯოხივით გაისვ-გამოისვა და მიუგო – არაუშავს, ძმაო, მაგაზე უარესები უთქვამთ ჩემთვის, მაგრამ როცა საქმე სამშობლოს ეხება, ყველაფერს ვივიწყებო.

ეს ეშხში შევიდა, მართლა მაგარი ყოფილხარ, რა ჯართი, რომელი ნაგავი, ამიერიდან ფოლადს დაგიძახებო. ვერ შეჰკადრა, სტალინს დაგიძახებო, ნამეტნავი არაევროპული გამოვიდოდა. მოდი, ბიჭო, ერთი გადავამოწმო, ბეჭზე ხალი რომ გქონდა, ისევ გაქვს თუ ციხეში წაგიშალესო? – ჭყლოპინებდა მიხო თავისებურად. გადაამოწმა, ცოტა გაცრეცილიყო, მაგრამ ისევ ჰქონდა. ჰი, ჰი, ჰი, – სვიხვინებდა გიგილო და იყო ერთი სიამტკბილობა.
აი, ასეთი სცენა გათამაშდა ამ დღეებში ჰელსინკში, სადაც "ევროპის სახალხო პარტიის" ცნობილმა "ჟულიკებმა" ყრილობა გამართეს და ასევე ცნობილი "ჟულიკები" მიიწვიეს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, "ცოცხიონალური მოძრაობა" და "ძონძიონალური მოძრაობა" (რატომღაც "ევროპიული საქართველო" რომ დაარქვეს). ჰელსინკში ჩავიდნენ ძველი ძონძები – გრიგოლეტო ვაშაძე, გიგილო უგულავა, კობა ნაყოფია (ამ ფულის მუთაქას დასაფინანსებლად დაათრევენ), აფრასიძეთა მჟლეტი გიორგი ბარამიძე და კიდევ ვიღაც უსახურები, ყველას ვერ დაიმახსოვრებ.

"მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალო პარტიის" ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ „ევროპის სახალხო პარტიამ" გადამწყვეტი როლი ითამაშა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია".

ხედავთ? როგორც მიხო ამბობს, ყველანი მიხვდნენ, რომ საბოლოო ჯამში არიან ერთი ოჯახი და ჰყავთ ერთი მტერი, ბიძინა ივანიშვილი და სამშობლო აქვთ გადასარჩენი. ახლა მთავარია, ვის მხარეზე დადგებიან გიგილოს ყოფილი და ახლანდელი ცოლები, რას იტყვიან ამ ყოფილი და ახლანდელი ცოლების ყოფილი და ახლანდელი ქმრები. პრინციპში, რა უნდა თქვან? ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბელადი მიხო იტყვის და გადაწყვეტს. ამათი ოჯახი იმიტომ არის მტკიცე, რომ ცოლებიც საერთო ჰყავთ და ქმრებიც, ერთმანეთთან "კრუგზე" დადიან. შეიძლება რაღაც პეროოდში, პოლიტიკური მოსაზრებების გამო გაიყარონ, მაგრამ ბოლოს, რაღაც მომენტში მიდის ჩახუტება და ცრემლების ღვარღვარი. ეტყობა, ძაან მაგარია, როცა შენი ახლანდელი ცოლის ყოფილ ქმარს ჰელსინკში შეხვდები, აყივყივებულ თვალებში ჩახედავ და ეტყვი: ძმაო, მართალია, ცოლი წაგართვი, გული გატკინე, მაგრამ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, ახლა სამშობლო გვაქვს გადასარჩენი, ერთი მტერი გვყავს, როცა ეს ყველაფერი ჩაივლის და ჩვენ ისევ მოვალთ ხელისუფლებაში, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ და შეიძლება ცოლი დაგიბრუნო კიდევაც, თუ ვერ დაგიბრუნებ, აგერ, ბელადს ვეტყვი, ან სხვის ცოლს მოგგვრის, ან ჩემს რომელიმე ყოფილსო. ისიც, ის ცალად დარჩენილი, ლამის "ბომჟად" ქცეული, მაგრამ ძალაუფლების მოყვარული ასლუკუნდება – ჰო, ძმაო, არ არი ბაზარი, როგორც პარტია გადაწყვეტს, ისე იყოს, ჩემთვის მთავარი სამშობლოაო. ეგრეც უნდა იყოს, ხალხო, თუ გინდათ, რომ ოჯახი შეინარჩუნოთ, თუ გინდათ, რომ თქვენი ოჯახი მტკიცე იყოს, ყველა წევრს უნდა მისცეთ მუდმივი განახლების უფლება, ოღონდ ეს განახლება უნდა ხდებოდეს პარტიის ფარგლებში! დიახ, ეს ამბავი ძალიან კარგად გააცნობიერა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ და ამიტომაც არ შეეხო ამ თემას, მეტიც, ყველანაირად შეუწყო ხელი "მიშმაკაკების" ერთიანობას, ანუ შიდა ცოლ-ქმრულ გადაჯგუფება-გადმოჯგუფებას. ესაო, ეს ყველაფერი პირადი ცხოვრებაა და ვერაფერს ვიტყვითო. გარდა ამისაო, როგორც იცით, ოჯახი ხრამია, მაგათ კაი სამსახურებიც უნდა მივცეთ, ყველა დავასაქმოთ, რათა იდილია არ დაერღვეთო. ერთი ეგ არი, იდილიას კოჰაბიტაცია უწოდეს და ჩვენც, უბრალო მოკვდავთ გულები აგვიჩუყდა. ან კი რატომ არ უნდა აგვჩუყებოდა, განა რამე გვაქვს საწინააღმდეგო დიდი, ფართო და მტკიცე ოჯახებისა? იარონ, იარონ, იარონ… თუმცა თითო უგვანო ყველგან თუ არ გამოერია, რაა მამული და ქართული საზოგადოება? აგერ, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელსაც ნიკოლოზ გვარამია ყ…ქალას ეძახის და მისი ქმარი გიგა ბოკერია იმავე ნიკოლოზთან ძმაკაცობს, საქვეყნოდ აცხადებს, სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა ერთ ოჯახზეო:

"ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს, მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია. არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო. ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა".

ამას მოჰყვა ბოკერიას განცხადება, ჯერ ზურაბიშვილი დავამარცხოთ, მერე ისევ `ნაცმოძრაობისა და მიხოს ოპონენტები ვიქნებითო. ავი ენები ამბობენ, თამარა გიგას შორდებაო, გაშორების მიზეზი მიხოსთან გარიგებააო. არ ვიცი, შეიძლება ეს შავი ჭორია, მაგრამ აშკარად ვხედავ, გიგა კბილებით იცავს ოჯახის სიმტკიცეს – თამარას ანუგეშებს, მაიცა, ქალო, ჯერ სალომე დავამარცხოთ და მერე ისევ ოპონენტები ვიქნებითო. იმასაც ვხედავ, თამარას რაღაც-რაღაცები არ ესმის, ვერ აცნობიერებს და ნებით თუ უნებლიედ არღვევს ერთიან, ძმურ ოჯახს. ისე, რაღა დაგიმალოთ და… თუ "ჩერგო" გიგოს გასცილდება, არც ეგ იქნება პრობლემა, მიხო უგულავას ან რომელიმე მიშმაკს ჩამოართმევს ცოლსა და შერთავს ბოკერიას, მერე ყველაფერს ისე მოაწყობს, თამარასაც გაათხოვებს რომელიმე მიშმაკზე და ისევ დაისადგურებს სრული იდილია. იცით, აქ მთავარი რა არის? სისხლი უნდა გქონდეს "ნაცმაცური", რაც შემდეგ გადადის გენეტიკაში. თუ შენ გენეტიკურად ხარ `ნაცი~ და გაქვს გაწყვეტილი შუბლის ძარღვი, ვერც ბიძინა ივანიშვილი მოგერევა, ვერც "ქართული ოცნება~" და ვერც ხალხი!

ჰოდა, იმას ვამბობდი, ჩემო მურაბა ხალხო, ჩვენ იმდენად მიმტევებელი და გულაჩუყებული ხალხი ვართ, გიგილო უგულავამ 50 მილიონი დოლარი ჩამოიჭრა ბიუჯეტიდან, სახლში წააიმასქნა და დაიჭირეს, განცხადებები ვაკეთეთ: კი, ჰო, ეგ კაცი ნაძირალაა, ყველაფრის ღირსია, მაგრამ დასაჭერად ყველა ცოდოაო. დღეს საქართველოში ერთი უცნაური ტენდენცია მკვიდრდება – ვიღაცამ ბავშვი რომ გააუპატიუროს, აკუწოს, ცელოფანში გაახვიოს და მტკვარში გადააგდოს, იმ ვიღაცასასაც კი გამოუჩნდებიან ხოლმე დამცველები და გულშემატკივრები. გამოვარდება მკვლელის დედა ან ბებია, დაიძახებს, ჩემი შვილი მაგას არ იზამდაო და მორჩა, იწყება `გაპრავება~, ნამდვილად აბრალებენ, მაგას ბიძინა ივანიშვილის მეტი არავინ ჩაიდენდა, მავანს დაავალა და იმან გააკეთაო. ჩვენც ვაპატიეთ გიგილოს, სამ წელიწადში გამოვუშვით თავისუფლებაზე, ზის ახლა და ლამის ყოველდღე გვიკითხავს მორალს პატიოსნებასა და ოჯახურ სიწმინდეებზე. ქართველი საზოგადოების ნაწილს ისედაც ნაღრძობი აქვს ტვინი და ამათ ხომ უარესად აურიეს და გამოურეცხეს. სამწუხაროდ, ამ ტვინგამორეცხილებსაც იგივე უფლებები აქვთ, როცა საარჩევნო უბანზე მიდიან, როგორც ტვინგამოურეცხავებს.

სიტყვა გამექცა… მე ერთიან და მტკიცე ოჯახზე გიყვებოდით, რომლის საზეიმო ცერემონია ამ დღეებში გაიმართა ჰელსინკში. რა იქნება შედეგი? ეს ჩვენზეა დამოკიდებული… იყვნენ ერთად, ჩვენში ზოგიერთ ბრიყვს მათი დროებითი ე.წ. განშორება მართალი ეგონა და ნიშნისმოგებით ყვიროდა, ხომ დაგშალათ ბიძინამო? მერე წამოვიდა კულუარული ინფორმაცია, `ევროპულ საქართველოს~ ივანიშვილი აფინანსებსო. თუ აფინანსებს, მაშინ ამათი ოჯახი იმათ ოჯახს არ უნდა შეერთებოდა. ნუ, კაცურ `პონტში~ ეგრეა და ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ამათ კაცობასთან საერთო არაფერი აქვთ!
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ჩვენ ისევ ის უნდა ვქნათ, რასაც აქამდე ვშვრებოდით, უნდა ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღდგენისა და სინდისის დამკვიდრებისთვის. მართალია, გაგვიჭირდება, მაგრამ აბა, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, დალოცვილებო?!

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0