"სულ ლაშქარსა ვართ, რაც კია!.."

უმადური ერის ტრაგედია და ცოდვამოუნანიებელთა სინდრომი

"სულ ლაშქარსა ვართ, რაც კია _ ძუძუს მომწყვიტა დედამა!" _ ამბობს ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონის" ერთ-ერთი მისტიკური გმირი.

ეს მართლაც ასეა, და ომი ჩვენთვის _ ქართველი ერისთვის უწყვეტი პროცესია _ ის არასოდეს მთავრდება! და როდესაც გვგონია, რომ დამთავრდა, ის სწორედ მაშინ იწყება; მაშინ დგება ჩვენი "ძილ-ღვიძილის" და დაღუპვის ხიფათი…

იბერთა ისტორია ომის ისტორიაა, ბრძოლა "ყოფნა-არყოფნისათვის": არაოდენ ფიზიკური, არამედ ზნეობრივი სივრცის დაცვისთვის, ისტორიული ცივილიზაციის გადარჩენისთვის…

სიტუაცია ახლაც იგივეა _ დრამატული მოვლენა მეორდება _ ჩვენ ვერც ამირანის მითში დავამარცხეთ დამანგრეველი სატანური ენერგია ბოლომდე და ვერც ახლა.

მოგვეჩვენა, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ირკვევა, რომ ეს ასე არ არის!

ქვეყანას გამოუჩნდა ბოროტი მოუნანიებელი ცოდვების განუკურნებელი სენით შეპყრობილი ძალა, "დაუნდობელი ნაცისტური სექტა", რომელსაც შეუძლია, რომ ყველაფერი უარყოს და სხვას გადააბრალოს. მათ, ფაქტობრივად, აღარ შეუძლიათ თეთრისა და შავის გარჩევა. მათ დაკარგეს მორალი და უმორალოდ იბრძვიან ძალაუფლებისთვის! გაუგონარი უტიფრობით უსწორდებიან პრეზიდენტობის კანდიდატ მანდილოსანს, დახვეწილ, კულტურულ ქალბატონს…

მათთვიც უცხოა "არა იცრუო", "არა ცილ სწამო", "არა კაც ჰკლა"… მათ ამოძრავებს მოუნანიებელთა სინდრომი, დანაშაულთა არაღიარების ცოდვა და ასე ხელისუფლებაში შემობრუნებისთვის იბრძვიან.

მათ უნდათ, საზოგადოებამ და `ოცნებამ~ დაივიწყოს მათი გაუგონარი არაადამიანური დანაშაულებები და ცოდვათა დავიწყებულ სამყაროში გვაცხოვრონ. ისტორია, ხალხი ვერასოდეს ივიწყებს წარსულს: ჰეროსტრატების, ნერონების, ჰიტლერების, პილატეების დანაშაულს და ცოდვას, არამც თუ გუშინნდელს _ ნაცების ნამოქმედარს!

მთავარი მორალია. "კოჰაბიტაცია", ანუ "ბილწთან ზავით შეკვრის" სინდრომი მორალის ნგრევა იყო!
"შერიგება ბილწთან", ბოროტთან თანაცხოვრების იძულება ერისთვის და საკუთარი თავისთვის, ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების დანაშაულის ტოლფასი უმძიმესი შეცდომა და სასჯელი ერისთვის, რომლის ისტორიული ცნობიერება (მენტალობა) და ფსიქოლოგია შეუთავსებელია ამ მოვლენასთან!

თუ `კოჰაბიტაცია~ მკვეთრად უარყოფილი არ იქნა, "ოცნება" ვერაფერს დაალაგებს, ქვეყანა მუდმივ შეუთავსებლობაში და მორალურ რყევაში იქნება. საზოგადოება ახლა მოიგებს ომის ერთ ფაზას, რომელიც ნაცების შეჩერებას და სალომეს გაპრეზიდენტებას გულისხმობს!

მაგრამ ეს ბრძოლაა და ამ ბრძოლის შემდგომი რადიკალური ფაზა თუ არ გაგრძელდა, თუ არ აღმოიფხვრა "ნაციონალ-ფაშისტური" სექტის შხამიანი ფესვები, ქვეყანა (ერი) კატასტროფას ვერ გადაურჩება! 

ამიტომ უსწრაფესად უნდა დაიწყოს ახალი ეროვნულ-პატრიოტული ძალების ჩამოყალიბება 2020 წლის საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნებისთვის… "ოცნებამ" უნდა იზრუნოს ერის კონსოლიდაციისთვის. უნდა რადიკალურად შეცვალოს საზოგადოებასთან მიდგომის კრიტერიუმები, სწრაფად გაწმინდოს პოლიტიკური სივრცე და "სულიერი ზონები" ფაშისტურ-ლიბერასტული ელემენტებისგან, მათი უარყოფითი "კარმით".
დაეჭიროს მხარი "პატრიოტთა ალიანსს" და დაიწყოს ნაცების პარტიის აკრძალვის საპარლამენტო პროცედურა: ერის წინაშე მათ დანაშაულთა სასამართლო პროცესები…

მიმდინარე მოვლენების ფონზე საზოგადოების ცნობიერება და "გარჩევის" უნარი წაშლილია _ მას შავ-თეთრი, კეთილი და ბოროტი, ანუ, უკეთესი და უარესი აერია ერთმანეთში! მოხდა ფასეულობათა სრული დევალვაცია და ნიველირება. შეიძლება ვიხმაროთ ახალი ცნება (ტერმინი) "ზნეობრივი დალტონიზმი". საზოგადოებაში "ზნეობრივი დალტონიზმი" ინერგება…

მე მრცხვენია იმ დროის და იმ ვითარების, რომელსაც ქართველთა ერთი ცდუნებული ნაწილი აბრუნებს საქართველოში.
საზოგადოების ეს ნაწილი აღმოჩნდა რევანშისტულ-ობსტრუქტიულ პარტიათა და არასამთავრობო ლიბერასტულ სექტათა მსხვერპლი და სატანისტური (ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული) ტელევიზიების და, კერძოდ, "რუსთავი 2"-ის მძევალი…
საზოგადოება და ხელისუფლებაც მოექცა ყოვლად უტიფარი, ფაშისტურ-ლიბერასტული, ანტიქართული, მაზომბირებელი მასმედიის ძალადობის არეალში.

სიტყვა ცვლის ადამიანთა ფსიქიკას და რწმენასაც კი, როდესაც დღე და ღამ ყურში ჩასჩიჩინებენ სატანისტურ ტექსტებს.
სრულიად წარმოუდგენელია გრიგოლიების, ჟიჟილაშვილების, კვესიტაძე-გვარამიების, სანაია-გაბუნიების თუ ჯანგირაშვილების დაბრუნება ზნეობრივ სივრცეში, მათ მიერ ერისთვის და სახელმწიფოსთვის სასარგებლო, მასტაბილირებელი, პატრიოტული თუნდაც ერთი გადაცემის მომზადება…

ისინი იქცნენ "ფუნაგორიებად" _ ნეხვში ჯდომა და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ნერვების წეწვა იქცა მათთვის საარსებო მატერიად და ცხოვრების წესად.

მე მრცხვენია თუნდაც ივანიშვილის წინაშე! ადამიანს, რომელმაც, ფაქტობრივად, "მორგიდან ამოთხარა ქვეყანა" და გამოიყვანა გაუგონარი ტირანის ბრჭყალებიდან, ბოდიშს ვახდევინებთ?

კაცს, რომელმაც XXI საუკუნის "სვეტიცხოველი" დაუდგა სამშობლოს, გენიალურ ქველმოქმედს და პატრიოტს, მილიარდები რომ დახარჯა თავისი ქვეყნისა და ხალხის გადარჩენისთვის, თავის მართლება და პატიების თხოვნა უწევს უმადური ერისთვის _ არაფრისთვის და იმისთვის "რატომ კარგი აგიგიაო!.."

ბოდიშის მოხდა უწევს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში `კაცი კაცადი` ვერ ნახა, რომელიც არ უღალატებდა და არ "ჩააფლავებდა" თვით მის "იმიჯს" და ღირსებას და საქველო საქმეებს მის მიერ ქმნულს საკუთარი სამშობლოსთვის!..
ეს პრობლემა გვიდგას ჩვენს ყველა სფეროში: "კაცი-კაცადი" სანთლით საძებარი გახდა…

ამავე პრობლემამ დააქცია ბიბლიური "სოდომი და გომორი", როდესაც უფალმა 10 კაციც კი ვერ ნახა ღირსეული!..
უნდა ითქვას, რომ არსემომს ამ მხრივ ჩვენს საზოგადოებაში `დეფიციტი~, მაგრამ არსებობს ღირსეულ ადამიანთა ძებნის და პოვნის ნაკლები სურვილიც…

გამაოგნებელია ჩვენი საზოგადოების (ვიტყვი ქართველთა!) უმადურობა!
კაცი მოვიდა და თავი გადადო, რომ ერისთვის მომაკვდინებელი ვირუსი აერიდებინა. ის, ფაქტობრივად, "ქოლერიან" ("ჟამით" მოოხრებულ) სივრცეში შემოვიდა, სადაც მიწა-წყალი უკვე წართმეული იყო და ერიც აყრილი ამ მიწიდან! ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა "მკვდარ ზონაში", როგორც მკურნალი შედის ქოლერიან თემში და, რა თქმა უნდა, ადვილი არ აღმოჩნდა მისი გაცოცხლება!..

მკვდარ სხეულში ცოცხალს თუ შეიყვან, რა მოხდება, არავინ იცის: _ ცოცხალი წამოაყენებს მას თუ მკვდარი გაიწოვს?! 
კაცს, სამების ტაძრის ამშენებელს, ბოდიშის მოხდა რომ უწევს მთელი ერის სივრცეზე ჩაყრილი მილიონებისთვის და ქველობისთვის, სიკეთისთვის, არაერთი განწირული ადამიანის გადარჩენისთვის პატიებას რომ ითხოვს:
_ ეს უმორალო და უმადური ქვეყნის თუ ხალხის მახინჯი სულიერი ანომალიაა, სხვა ქვეყანაში ასეთი რამ არ მოხდება, პიგმეების ტომებშიც კი!

მკვდარს რომ "გამოაღვიძებ" და გამოღვიძებული რომ გეტყვის: "წადი, შენი ასე და ისე, _ რატომ გამაცოცხლეო!" _ აი, ასეთი უმადური მკვდრები ვართ ჩვენ და არც არაფერი გვეშველება!
ჩვენ შეგვიძლია ჯერ ვლანძღოთ და ვაგინოთ კაცი, რომელმაც მართლა გადაგვარჩინა და მერე მოვიყვანოთ რუსის გენერალ ალასანიას ქილერები, რომელიც მილიონს იხდის ივანიშვილის მოსაკლავად!..
ზისტად ასე მოვაკვდინეთ ილია მართალი _ ერის მამას ჯერ ტალახი ვაყარეთ, მერრე ტყვია და მერე ხელისუფლებაში ორჯონიკიძეები მოვიყვანეთ!

ახლაც იგივეს ვიმეორებთ _ მოგვყავს რუსის აგენტები, სააკაშვილის ჯალათები, გრიშები, გრიშისტები და მიშისტები, ეკლესიის მაგინებელი იუდა სამნიძე-ბერძენიშვილები, ბარამიძე-ბოკერიები, ილიას და რუსთაველის მტრები! პატრიარქის ცილის მწამებლები! და ამ ჯალათებს ქართველ მანდილოსანს ვალანძღვინებთ! ვითმენთ მათ შეურაცხყოფას და სიცრუეს! ქართველები ასე არ უნდა ვიქცეოდეთ!

ქართველმა ერმა უნდა იგრძნოს და გააცნობიეროს, რომ საბედისწერო ზღვარზე ვდგავართ! როგორმე უნდა გაიღვიძოს, მოიკრიბოს ძალა და 28 ნოემბერს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანოს ნაციონალების ამ უზნეო და "ცოდვათა მოუნანიებელ სექტას", სადღაციდან მოვლენილ "ჰიქსოსებს", რომელთაც ქვეყანა აპოკალიფსის ზღვარზე დააყენეს და "მაოხრებელი მკვდარივით" გვებლანდებიან ყველგან, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე…

კობა არაბული
მწერალი, ეთნოლოგი
скачать dle 12.0