სასაცილოდან სასატირლომდე

ვაფრთხილებ ყველას, დიდსაც და პატარასაც, ქალსაც და კაცსაც, ერსაც, ბერსაც და ხელისუფლებასაც, "ნაციონალები" ისევ აყალბებენ არჩევნებს (28 ნოემბერს დანიშნულ მეორე ტურს). თუ პირველ ტურში ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია (მაჭუტაძეები) საქართველოს მთავარი გამყალბებლის გარეშე მუშაობდნენ, ახლა ისიც ამ "სასტავში" მოექცა.

დიახ, ალბათ მიხვდით, ვისზეც მოგახსენებთ, მაგრამ მაინც დაგიკონკრეტებთ – ეს გახლავთ არჩევნების გაყალბების დედა ხათ(ქ)უნა გოგორიშვილი. ვერაფერს იტყვი, მას აქვს უპრეცედენტო გამოცდილება შევარდნაძიდან ეპოქიდან მოყოლებული დღემდე. თქვენ გგონიათ, დავით ბაქრაძემ (ჩანგალა და გოგონამ) მართლა მიიღო 10 პროცენტი პირველ ტურში? არ დაიჯეროთ, უბრალოდ ვიღასცებს ეგონათ, დავითი მოსესავით გვატარებს და თავს მართლა ევროპულ საქართველოში ამოგვაყოფინებსო, სინამდვილეში კი ისევ "ნაცმოძრაობაში" აღმოჩნდნენ. თან, როგორც გითხარით, ქალბატონმა ხათ(ქ)უნამაც შეიტანა თავისი მანიპულაციებით დიდი წვლილი ჩერგო-ბოკერვილების კანტორაში. მოკლედ, ასეა თუ ისე, ამჟამად გოგორიშვილი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის (მაჭუტაძეების) შტაბშია გადასროლილი და შესაბამისად, უნდა ველოდოთ გაყალბების ახალ-ახალ იდეებსა თუ პროექტებს. მართალია, ქალბატონ ხათ(ქ)უნას გადასროლა (წონის გამო) იოლი არ იყო, მაგრამ `ნაცებმა~ მაინც მოახერხეს, მაგათი მოუხერხებელ-გაუკეთებელი არის რამე ამ დუნიაზე? ბოლო-ბოლო, "კასტილებით" აუპატიურებდნენ თანამოქალქეებს!

ერთი სიტყვით და მრავალნაირი გაგებით, მე, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ, გადავწყვიტე, ბოლომდე ვებრძოლო "კასტილოვანთა" მოდგმას და არ დავუშვა მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. ამიტომ პერიოდულად გვერდზე ვდებ კალამს (კლავიატურას) და თბილისიდან ჩავდივარ ჩემს მშობლიურ სიღნაღში, სადაც "ნაციონალებმა" ლამის მთლიანად ააყროლეს იქაურობა და იკადრეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს დღეს საერთოდ არ გააჩნია ანალიზის კი არა, უბრალოდ დაფიქრების უნარი – ბევრი წამოეგო ვაშაძის "ტუფტა" (400-ლარიან) პენსიის თემას. ზოგი ბებო იძახის, განა მჯერა, შვილო, რო მოგვიმატებს, მაგრამ მაინც კარგი მოსასმენიაო. ჰო, ეგრეა, ყურს სიამოვნებს 400 ლარი. მეორე – გარკვეულ მასებში ასევე კარგად მუშაობს მიხო სააკაშვილის უძლეველობის თემა – მაგალითად, გავიცანი ადამიანი, რომელსაც ამ ხელისუფლებამ ორჯერ დაუფინანსა გულის ოპერაცია, ერთხელ 32 ათასი ლარით, მეორედ – 22 ათასი ლარით, ახლა სიცოცხლენაჩუქები ადამიანი და მისი ახლობლები ამტკიცებენ, რომ ეს ფული სააკაშვილმა დაუტოვათ წასვლისას (აზროვნების დონე ნახეთ!). ასეთ ადამიანებს ვერც ვერაფერს ავუხსნი, ვერც ვერაფერში დავარწმუნებ, საქმე გვაქვს ფსიქიატრიულ მოვლენასთან.

"ნაციონალებს" კარგად აქვთ შესწავლილი ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია და გონებრივი შესაძლებლობები. ამავე დროს ეფექტურად იყენებენ იოზეფ გებელსის (ადოლფ ჰიტლერის იდეოლოგის) მეთოდებს – შენი სიბინძურეები უნდა მიაწერო და გადააბრალო სხვას, რათა იმ სხვას იქით მოუხდეს თავის მართლება. ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ ბოლო დროს აჭარაში განვითარებული მოვლენები, სადაც "ნაცები" დაძვრებიან ასლან აბაშიძის მომხრეებთან, მის ყოფილ სპეცრაზმელებთან, მიდის გადაბირება. ამ დროს იწყებენ კამპანიას, თითქოს "ოცნება" აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან. მურმან დუმბაძემ თქვა კიდეც ამაზე, ვახტანგ გომელაურია ჩამოსული აჭარაში და "ბაბუინებს" ხვდება ფარულადო. ისე, მე თუ მკითხავთ, ამ ხალხს მართლა უნდა დაელაპარაკოს ვინმე, უნდა დამთავრდეს ამ ადამიანების გარიყვის პროცესი, მარტო 500-მდე ყოფილი სპეცრაზმელი ზის სახლში.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბებიდან ჯერაც ვერ მოხერხდა "ნაციონალებისა" და მათთან გათანაბრებული პირების განდევნა. როგორც მეუბნებიან, ბათუმის შტაბის უფროსს, ირაკლი ჭეიშვილს მარჯვენა ხელად ჰყავს გავარვარებული "ნაციონალი", ვინმე ბერძენიშვილი. სულ მიკვირდა და ახლაც მიკვირს, თუ შენ ამ ხელისუფლების სამსახურში ხარ, მაშინ რატომ იყენებ ამავე სამსახურში ისეთ ადამიანს, რომელიც დღეს თუ ხვალ გადატრიალებას მოგიწყობს და ყელს გამოგჭრის? გარდა ამისა, "ოცნების" საარჩევნო შტაბებიდან გრიალით გადის ინფორმაცია, "ნაციონალებისთვის" ამ მხრივ არა არს რაიმე დაფარული. შტაბებში ჩანერგილების თემა არახალია, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შენობებში დამონტაჟებულია მოსასმენი აპარატურები, ე.წ. "ჟუჩოკები". მოვუწოდებ ხელმძღვანელებს, კარგად გადაამოწმონ ოთახები, ავეჯი და კედლები, ასევე "შტეფსელები". თუ ვერაფერს აღმოაჩენენ, მაშინ გაითვალისწინონ ჩემი რჩევა და ოფისებში ნუ ილაპარაკებენ ბაზრის დონეზე, შეარჩიონ დრო და ადგილი. უჰ, რავა ყველაფერი ჩემი საფიქრალია ამ ქვეყანაში?! კაი, ვხუმრობ, სერიოზულად არ მიიღოთ!

რაც უფრო მოახლოვდება მეორე ტური, მით მეტი იქნება საბოტაჟის მცდელობა. ამ საქმისთვის "ნაციონალები" იყენებენ სკოლების დირექტორებს, რეგიონებში ბიბლიოთეკების გამგეებს, ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ. მაგალითად, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან სწორედ მეორე ტურის წინ მოუნდათ "მავნებს" პედაგოგების გათავისუფლება და საათების შემცირება, ვითომც განათლების სამინისტროდან დაავალეს. მე არ ვიცი, ვინ გასცა ბრძანება, სკოლაში პედაგოგები შეამცირეთო, მაგრამ ეს რომ აშკარა საბოტაჟია, კარგად ჩანს. ამჟამად სიტუაცია გამოსწორებულია.

როდესაც ამ სტატიას ვწერდი, გავრცელდა ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი, ვეჯინელი ელმირა ბეციაშვილი თელავის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარესო. თურმე ელმირას ამავე სოფელში მცხოვრებ გულნაზ ცანკაშვილისთვის 40 ლარი მიუცია, შენს რძალს გადაეცი, რომ მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭიროსო. გულნაზის ფული არ აუღია და როცა სახლში მისულა, შვილსა და რძალს უცებიათ. თურმე რძალმა არა მარტო სცემა, არამედ ხელის მტევანზეც რამდენჯერმე უკბინა. გაუძელით, ქალბატონო გულნაზ, ჩვენც მაგ დღეში ვართ, "ნაციონალები" ხან ხელის მტევანზე გვკბენენ, ხან კიდევ ტრაკზე. ისე, ძალიან ძნელია, ოჯახში ასეთი სულგაყიდულები რომ გეყოლებიან. ეს ამბავი ცოტაოდენ სასაცილო კია, მაგრამ საბოლოო ჯამში სერიოზულ კატასტროფასთან გვაქვს საქმე – გამოვა ამხანაგი გრიგოლი (თუ აირჩიეს) და გამოგვიცხადებს, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ქართველმა ხალხმა ქვეყნის სადავეები ჩამაბარაო. სინამდვილეში კი ბეციაშვილ-ცანკაშვილების ნაჩალიჩარი პრეზიდენტი გამოდის. უკვე გითხარით, სიღნაღში ჩავდივარ-მეთქი პერიოდულად… ჰოდა, იქ ერთ სოფელში აღმოჩნდა ბიბლიოთეკარი ქალი, რომელსაც სამკითხველო ამ კვარტალში არ გაუღია, აღარაფერს ვამბობ წინა კვარტლებზე. ამ ქალს იმავე სოფელში მაღაზია აქვს გახსნილი, ზის მთელი დღე და ვაჭრობს. ბიბლიოთეკაში ხელფასი აქვს პენსიასავით, თავს მშვენივრად გრძნობს, მაგრამ იმდენად გახარბებულა, "ნაცებისგანაც" აუღია და "განაცებულა". 

ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: მეორე ტურში "ნაციონალები" იმდენ ფულს ვეღარ ხარჯავენ, რამდენიც პირველ ტურში დახარჯეს. აშკარაა, რომ თურქეთის გავლით დიდ ფულს აღარ იძლევიან. თემურ ალასანიას ან გაუთავდა, ან კიდევ წუწკობს და ბიძინა ივანიშვილის მოსაკლავად ინახავს. ჰოდა, რაკიღა ეს წუპაკები ტელევიზიით სარეკლამო რგოლებს ვეღარ უშვებენ, მოსახლეობას ვეღარ არწმუნებენ, სალომე ზურაბიშვილი მოღალატეაო, მთელი თავიანთი ბინძური არტილერია სოციალურ ქსელებში გადაიტანეს. სოციალურ ქსელებში რა, მაგათ მარტო "ფეისბუქში" შესვლა იციან ახლობლების დახმარებით და იბრძვიან ლათინური შრიფტი თ. აგერ, სალომეს ვაჟს, თეიმურაზ გორჯესტანს ლანძღავენ (ლათინური შრიფტით), შენ დედას რანაირად დაიცავ, როცა ქართველი კი არა, ირანელი ხარო? ჰა, ჰა, ჰა… ჯერ ერთი, თეიმურაზის ნამდვილი გვარი გუგუშვილია და მეორეც – რათ უნდა დედის დაცვას ეროვნება, თქვე ჭკუით ღატაკებო, ეგ რა შუაშია?! მოკლედ, "ნაცებმა" თავიანთ "პადელნიკებს" დაავალეს, როგორც შეგიძლიათ, ისე ლანძღეთ და თათხეთ სალომე ზურაბიშვილიო და ესენიც გადასულები არიან შეტევაზე. აქ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ სისულელეს დაწერენ ან იტყვიან, ამ ქვეყანაში იმდენი დეგენერატი ცხოვრობს, ამასაც იჯერებენ, იტაცებენ და მსჯელობენ.

და ბოლოს… "ქართულ ოცნებას", მთავრობას, საკანონმდებლო ორგანოს და საერთოდ, "ნაციონალების" მოწინააღმდეგე ძალებს ახლა სჭირდებათ ასი თვალი და ასი ყური, "ოცნებამ" თავის შტაბებში კი შეცვალა "უმფროსობა", მაგრამ იქ "მიშმაკები" მაინც მრავლად არიან, ამ ეტაპზე ყველას ვერ მისწვდები, გაწმენდითი სამუშაოები არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. ერთ-ერთ რაიონში (შეგნებულად არ ვასახელებ) რამდენიმე ჩინოვნიკის მძღოლი "ნაციონალი" რომ აღმოჩნდა, მაგაზე ვიცინე მაგრად. არა, რა სასაცილო ამბავი ესაა, მაგრამ "ოცნების" ხელისუფლებაში რომ ხარ და მძღოლად `"აციონალი" გყავს, მაინც მაგარია. თან ამ მძღოლის ძმის სახლში ყოველ საღამოს რაიონული მაჭუტაძეების შეკრებები იმართება, ეგეც ხომ ძაან მაგარია? ჰოდა, ბიჭებო და გოგოებო, თქვენ მძღოლებზეც მე რაფერ უნდა ვიფიქრო, მაგრამ რაკი ახლა საქმეს სჭირდება, გადაამოწმეთ, შეიძლება ვინმეს გადაცმული გრიგოლ ვაშაძე, ან გადაცმული მიხო სააკაშვილი აღმოგაჩნდეთ მანქანაში. თუ თავს კარგად გრძნობთ მაგათთან, იმის გაგება მაინც მოახერხეთ, რომ ჯიბეებში "დიქტოფონები" არ ედოთ. კარგად დაიმახსოვრეთ, ეგენი ფარული ჩაწერის დიდოსტატები არიან. მაგალითად, მე უკვე ისე ვარ დაზაფრული, როცა მანქანაში ვჯდები, საგულდაგულოდ ვათვალიერებ, შეიძლება სალონში უცებ მეგი გოცირიძე გამეჩითოს.

აბა, თქვენ იცით, ნუ გეშინიათ, ჩვენ ამ ომსაც მოვიგებთ და მერე პასუხსაც მოგთხოვთ, აქამდე რომ მიგვიყვანეთ, გასაგებია?!

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0