არა, ნაცებს!

გასულ კვირას რედაქციაში ახალგორის მაცხოვრებლები გვეწვივნენ და მოისურვეს საკუთარი მოსაზრებების "საერთო გაზეთის" მკითხველებისთვის გაზიარება.

გვესაუბრებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასია 1014"-ის დამფუძნებელი, ქალბატონი იზო ყაულაშვილი და სახალხო აქტივისტი, ბატონი გიორგი წიპტაური.


იზო ყაულაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასია 2014"-ის დამფუძნებელი:
ჩვენს ორგანიზაციაში არიან, ძირითადად, ცხინვალისა და სოხუმის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სახალხო დიპლომატიით ურთიერთობის აღდგენა.

22 ნოემბერს დევნილთა დასახლებაში საქველმოქმედო აქცია ტარდება _ "შევუნარჩუნოთ ახალგორს მოსახლეობა". თუ სახალხო დიპლომატია თავის სიტყვას იტყვის და მოლაპარაკებები დაიწყება, დაიწყება სწორედ ახალგორიდან.

ჩვენ საქართველოს სადარაჯოზე ვდგავართ რიგით ჯარისკაცებად და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. წინ დიდი ბრძოლა გველის და ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მოვიგოთ!

მოგეხსენებათ, 25 ნოემბერს "პატრიოტთა ალიანსი" აქციას მართავს.

მოვუწოდებ ყველას, შევიკრიბოთ და შევუერთდეთ ამ აქციას. განსაკუთრებით სოხუმიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს მოვუხმობ, მოვიდნენ და დადგნენ ჩვენს გვერდით, დავანახოთ ყველას, რომ დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ ყველანი ვერთიანდებით!
გიორგი წიპტაური, აქტივისტი ახალგორიდან: საპრეზიდენტო არჩევნები ისე ჩატარდა, რომ არათუ მიაქტიურია, არამედ საერთოდ არც წავსულვარ არჩევნებზე. არ დაგიმალავთ, ძლიერ უკმაყოფილო ვიყავი ახლანდელი ხელისუფლების, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცებს იმის საშუალება მივცეთ, რომ ქვეყანაში კვლავ არასტაბილური ვითარება შეიქმნას და სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.

დღევანდელი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის უკან დგას მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი და მისი ამფსონები, რომლებსაც მთელი ცხრა წლის განმავლობაში და მანამდეც უამრავი ბნელი საქმე აქვთ გაკეთებული.ე, თუ დავაზუსტებ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მახსოვს ეს ხალხი და რაც ჩაიდინეს მაშინ, ყველამ ვიცით.

მე, პირადად, როგორც ერთი ადამიანი, წინ აღვუდგები ყოველგვარ დაპირისპირებას ქვეყნის შიგნი თ. ამიტომაც ვარ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის მომხრე.

ამ ეტაპზე ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და მთელი საქართველოსთვის აუცილებელი, რომ II ტურში ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი.

22 ნოემბერს გავმართავთ აქციას _ "შევუნარჩუნოთ ახალგორს მოსახლეობა", სადაც ჩაერთვებიან საზოგადოების ცნობილი ადამიანები, პატრიოტი ხალხი.
მეორე ტურში უნდა გავიმარჯვოთ! ამის შემდეგ კი მივმართავთ ხელისუფლებას იმის გარდა, რასაც აკეთებდნენ ახალგორის რაიონში, უფრო მეტი გააკეთონ და მხარში ამოგვიდგნენ ახალგორის მოსახლეობას. კერძოდ, უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის პროექტები ახალგორში. ეს აუცილებელია რეგიონში მოსახლეობის დასამაგრებლად.

დიახ, ხელისუფლების გვერდით ვდგავართ. უნდა გავიმარჯვოთ. არჩევნების შემდეგ ჩვენი განცხადებები იქნება ძალიან მძიმე და მკვეთრად გამოხატული. მანამდე, როგორც ზემოთაც გითხარით, საქველმოქმედო აქციას ვმართავთ "შევუნარჩუნოთ ახალგორს მოსახლეობა", სადაც ქართული ჩოხებითა და ადათ-წესების დაცვით წარმოვაჩენთ ჩვენს კულტურას და წეს-ჩვეულებებს. ეს გამიზნულად კეთდება. შარვლები რომ ჩაიწიეს და უკანალები გამოაჩინეს, ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ესენი კი არ არიან ქართველები, არამედ ისინი, რომლებიც ჩოხას ღირსეულაც იცვამენ და ვაჟკაცები არიან. საზღვარგარეთ რომ წავიდეთ, რა ვთქვათ, ჩვენ იმ ხალხის თანამემამულეები ვართ, უკანალები რომ მოიშიშვლესო? ვინღა დაგველაპარაკება ჩვენ სერიოზულად სერიოზულ თემებზე?! 22 ნოემბრის ღონისძიებით ჩვენი ქართული სახე კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ყველას.

ქალბატონი იზო ყაულაშვილი დამეთანხმება, რომ ეს საჭირო ღონისძიებაა, ისიც თავის თანამოაზრეებთან ერთად გვიერთდება 22 ნოემბრის აქციაში _ "შეუნარჩუნე ახალგორს მოსახლეობა", რომლის შემდეგაც უკვე 25 ნოემბერს ყველანი "პატრიოტთა ალიანსის" აქციას დავესწრებით.
მჯერა, ქართველი ხალხი 28 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და მშვიდობა დამკვიდრდება ქვეყანაში, რაც წინაპირობაა ჩვენი ერთადერთი და მთავარი მიზნის _ საქართველოს გაერთიანების.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0