შესანიშნავი სამეული კგბ-დან

ჩვენს დედა-სამშობლოს, საქართველოს, არასოდეს მოკლებია შინაური თუ გარეული მტერი, ჭილყვავი მრავლად ეხვია მუდამჟამს ჩვენს ქვეყანას, გაჭირვების დროს თუ დალხენილი ცხოვრებისას.

ყველა აშკარა მტერი, ვითომ მოყვარე, რომელიც ძმობას გვეფიცებოდა და ზურგსუკან მახეს გვიგებდა, ცდილობდნენ საქართველოსთვის ევნოთ. სამწუხაროდ, ასეა დღესაც. 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა. გვეგონა, საბოლოოდ მოვიცილეთ სახადი, ჭირი, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია. ჩვენდა საუბედუროდ, პირსისხლიანი, დამნაშავე რეჟიმი არათუ გაქრა საქართველოს პოლიტიკური სივრციდან, იბარტყა! პირსისხლიანი "ნაცმოძრაობის" ნიადაგზე აღმოცენდნენ "გირჩი", "ევროპული საქართველო"… მათ დაემატათ პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ 6 წლის წინ ნაცრეჟიმის ოპოზიციად გვაჩვენებდნენ თავს "რესპუბლიკელები", ლეიბორისტები და კიდევ სხვები.

გაყიდული თუ ირპირი პარტიების ფარისევლობა კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ. მათ თითქმის ერთხმად განაცხადეს, მეორე ტურში მხარს ნაცების კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთო. თავისთავად, ნებისმიერი ადამიანი არჩევნებში თავისუფალია, საკუთარ ხმას ვისაც უნდა, იმას მისცემს. აქ საკითხავია, იმსახურებს კი ნაცრეჟიმის კანდიდატი ხალხის მხარდაჭერას? 

საკითხავია, რატომ არ იმსახურებს ნაცრეჟიმის კანდიდატი ქართველი ხალხის ნდობას, დაიკავოს ქვეყანაში მაღალი თანამდებობა. დავიწყოთ იმით, რომ ამხანაგ ვაშაძეს გვარ-სახელის გარდა ქართული არაფერი აქვს. ეროვნულობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იგი სულით ხორცამდე უცხოელია, სხვა ქვეყნის ინტერესების კბილებით დამცველი. უცხოეთში, კერძოდ, რუსეთში, უმაღლესი განათლება უამრავ ქართველს აქვს მიღებული. უმეტესობა მათგანი საქართველოს სამსახურში ჩამდგარა და ახლაც არის, რასაც ვაშაძეზე ვერ ვიტყვით. აფხაზეთის კონფლიქტის დროს მას თითი თითზე არ დაუკარებია, ერთი სიტყვაც არ დასცდენია საქართველოს მხარდასაჭერად. სამაგიეროდ, პირად კეთილდრეობაზე ზრუნავდა. 

დავუშვათ, აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდფში ამხანაგ ვაშაძეს უკვე აღარ ჰქონდა ავტორიტეტი საგარეო საქმეთა სამინისტროში და უშიშროებაში, სადაც მოღვაწეობდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 80-იან წლებში, შვეიცარიის ხელისუფლებამ ათი საბჭოთა დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან შპიონაჟის ბრალდებით. ერთ-ერთი მათგანი სწორედ გრიგოლ ვაშაძე გახლდათ. სავარაუდოდ, პატრონებმა ჩავარდნა არ აპატიეს. თუმცა, მშობლიური რუსეთის დედაქალაქი არ მოუტოვებია. იმედი ჰქონდა, კვლავ გამოადგებოდა სამშობლოს, ანუ რუსეთს. ეს დროც დადგა და კახა ბენდუქიძის მსგავსად, ისიც გამოაგზავნეს საქართველოში, სავარაუდოდ, განსაკუთრებული დავალებით, ანუ ქვეყნის დასაზარალებლად.

რუსეთშია დაბადებული მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი. ქართული არ იცის, სამაგიეროდ, ახსოვს თავისი მამა-პაპის ფუძე. რუსეთში ვარ დაბადებული, არ ვიცი ქართულიო, განაცხადა ეთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა 2008 წელს, ცხინვალის ამბების შემდეგ სანქტ-პეტერბურგში დარბაზი გაავსო და ღიად, მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესია, ამხანაგი ვაშაძე კი რუსეთის კულტურის სამინისტროს ქართული ანსამბლების კონცერტების გამართვას სთხოვდა.

პირსისხლიანი ნაცრეჟიმის დანაშაულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმც ვაშაძისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და მათ სამსახურში ჩადგა _ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მისი დანიშვნა რამდენად სამართლიანი და ლოგიკური იყო, ცალკე თემაა. გულის და ხელის კანკალით, თვალცრემლიანმა დათმო რუსული პასპორტი თანამდებობაზე დანიშვნისას. თუმცა აღნიშნა, რუსეთი ჩემში რჩებაო. კარგი, ბატონო, დაინიშნა მინისტრად, მაგრამ რა გააკეთა სასიკეთო? არაფერი! პირიქით, ცდილობდა რუსეთის ინტერესების გატარებას, ანუ დავალების პირნათლად შესრულებას, რასაც კარგადაც აკეთებდა.

დანაშაულები, რომელსაც ფაშისტური რეჟიმი სჩადიოდა, ამხანაგ ვაშაძისთვის მისაღები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლეგიტიმურიც კი იყო. მას ხმა არ ამოუღია ვეტერან მებრძოლთა აქციაზე მათი დების, მეუღლეების ფიზიკურ შეურაცსყოფაზე. 2011 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ამაყად იდგა ტრიბუნაზე. ოფიცერმა ვაშაძემ არაფრად ჩააგდო იმ ღამით მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევა, დაღუპულები, რომლებიც მაღაზიის სახურავზე გადამალეს. ან რა ჰქონდა სათქმელი, მისი გადასახედიდან თურმე ასე იყო საჭირო.
საარჩევნო კამპანია ამხანაგმა ვაშაძემ აგრესიულად რომ დაიწყო, ყველამ კარგად ნახა. კამპანიის წარმოების დასახმარებლად ვაშაძემ მშობლიურ რუსეთს სთხოვა დახმარება, საიდანაც ე.წ. `პიარშიკების~ დესანტი გადმოსხეს, ეგებ მართლა გახდეს ჩვენი კაცი პრეზიდენტიო. 
სისხლით და ხორცით რუსეთის მოქალაქე და მადიდებელი ვაშაძე იქამდე მივიდა, საფრანგეთში დაბადებულ და გაზრდილ, სულით და გულით ქართველს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტობა დააბრალა! ქართული მეტყველება დაუწუნა ოფიცერმა გრიგოლმა, რომელიც არ გამოირჩევა მჭერმეტყველებით. ამასთან, მისმა შვილებმა ქართული საერთოდ არ იციან, ქალბატონი სალომეს საფრანგეთში გაზრდილი შვილები კი მშვენივრად მეტყველებენ ქართულად. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც კაგებეშნიკი ვაშაძე რუსეთის აგენტობას აბრალებს საფრანგეთში დაბადებულ ადამიანს, რომელმაც უცხოეთშიც არ დაივიწყა ენა, მამული, სარწმუნოება.

გრიგოლ ვაშაძე იმ პარტიაშია, რომლის დამფუძნებელ-სულის ჩამდგმელები შლეგი სააკაშვილი, ბიძამისი თემურ ალასანია, რომელიც არანაკლები სადისტია, ქვეყანას (სამშობლოო, ვერ ვიტყვით, მათთვის უცხოა ეს ცნება), სადაც დაიბადნენ, ქართველ ხალხს დედას აგინებენ. თუმცა, რა, სამივე მათგანი კაგებეს შვილები არიან. მათი მიზანი საქართველოს დანაწევრება ან მთლიანად რუსეთისთვის ჩაბარება გახლავთ. თურმე შლეგი სააკაშვილის ავანტურა ცხინვალში უნდა დავივიწყოთ და არ გავახსენოთ!

აი, ამიტომაც ვუწოდებთ ნაცრეჟიმს და მის სატელიტებს ქვეყნის მტრებს. ამიტომ არ შეიძლება ოფიცერ ვაშაძის არჩევა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად. 

და ბოლოს, ოფიცერ ვაშაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევა რომ არ შეიძლება, ამის თაობაზე ევროპარლამენტშიც დააფიქსირეს. ევროდეპუტატებს დაუშვებლად მიაჩნიათ საქართველოს პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა. შესაძლოა, მათ არ იციან, რომ საბჭოთა დიპლომატი კაგებეშნიკი, თანაც ოფიცერია. ან თუ იციან, ისევ ქართველი ხალხი და სახელმწიფო დაინდეს, ბოლომდე არ გაგვწირეს. ანუ პირდაპირ არ გვითხრეს, გამოფხიზლდით, კარგად გაიაზრეთ, ვინ იყრის კენჭს პრეზიდენტობაზეო. ამის გარდა, ნიშანდობლივია, რომ "ევროპული საქართველოს" რიგებს დასტა-დასტა ტოვებენ მხარდამჭერები იმ მიზეზით, რომ ე.წ. პარტია მხარს ნაცების კანდიდატს უჭერს. ვნახოთ, საბოლოო განაჩენამდე მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი.

გია ბურდული
скачать dle 12.0