სააკაშვილო, იდიოტი ხარ და ვერ ხვდები, თორემ შენ სწორედ იმ გლდანის ეკლესიის დარბევამ მოგიღო ბოლო, დღეს რომ ფარდულს ეძახი!

ინტერვიუ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვართან მამა ბასილ მკალავიშვილთან.

_ მამაო, რა უნდოდა სააკაშვილს, ვერ მოუნელებია, რომ გლდანში გრანდიოზული ეკლესია კვლავ არსებობს და უფალს ადიდებთ?

_ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულითა წმიდისათა. ჩვენთან არს ღნერთი! ჩემო ძვირფასო, ჩვენი მრავალჭირგამოვლილი ქვეყანა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წილხვედრია. საუკუნეები განვვლეთ და ღმრთის შემწეობით მოვედით დღემდე. იმპერიები გადაშენდა, ჩვენ კი ვდგავართ. ქრისტეს ეკლიან გზაზე თუ ვიჩოქებდით, ისევ ჩვენ ვაი-თანამოძმეთა მზაკვრობით, რამეთუ გამყიდველები, მტრებთან შეკრულნი პირადი ინტერესების საფასურად, თელავდნენ ერის ღირებულებებს, წინაპართა ნაამაგარს.
მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტება უფლისგან უდიდესი გამოცდა იყო. სააკაშვილი შეეკრა ბარაბას, ჩამოაყალიბა საქართველოს გამყიდველებთან ერთად "ნაცმოძრაობის" სატანისტური სექტა და დაიწყო ჩვენი ერის ისტორიაში ფაშისტური რეჟიმი, 9-წლიანი ტანჯვა. ყოველივე ამას მე წინასწარ ვგრძნობდი. სანამ ის ხელისუფლებაში მოვიდოდა, 2003 წელს ჩემი მრევლით, აკადემიკოს გურამ შარაძესთან ერთად 3 დღე და ღამე ვიდექით პარლამენტის შენობის წინ და მათ არ ვუშვებდით იქ. სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი მხეცური ქმედებისა შურისძიების მიზნით. ბატონი გურამი დღისით, მზისით ქალაქის გულში დახვრიტეს, ხოლო ჩვენ დიდი მარხვის პარასკევს, ღამენათევი მრევლი უმოწყალოდ დაგვარბიეს. მოგვისიეს 300 სპეცნაზელი, სამხედრო ჯარი _ ე.წ. მე 8 პოლკი და ეკლესიის ეზოში სისხლის გუბეები დააყენეს. მრევლის 10 წარმომადგენელი დააპატიმრეს, ხოლო მე 5 წლით ციხეში გამომკეტეს. 5-ჯერ ეცადნენ ჩემს ლიკვიდაციას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რამეთუ მე ღმერთი მიცავს, მიცავს ყოვლადწმიდა დედა.

რა თქმა უნდა, სააკაშვილს ყველა ადგილი, სადაც უფალს ადიდებენ და პიროვნებები, ვინც ღმერთს მსახურებენ, ვერ აუტანია, რამეთუ ის ძალიან შორს არის მართლმადიდებლობისგან. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მას აღიზიანებს ეკლესია და ყოველივე, რაც ღმერთთან ასოცირდება.

_ მამაო, ზოგადად, სალოცავი ადგილი, სადაც ეკლესიური რიტუალი ტარდება, შეიძლება ფარდულად შეირაცხოს?

_ ნებისმიერი ადგილი, სადაც ეკლესიური რიტუალი ტარდება, წმიდა ადგილად იწოდების. და თვით ფარდულიც კი, სადაც უფალს ადიდებენ და მართლმადიდებელნი იკრიბებიან ღმერთის სახელით, საპატიო ადგილად ითვლება.

პირველ საუკუნეებში, როცა მართლმადიდებლობა იდევნებოდა, მორწმუნენი ყველგან ლოცულობდენ. უდიდესი მამა, სასწაულმოქმედი სერაფიმე საროველი ტყეში ლოცულობდა. ჩვენ თვითონ 5 წელი ღია ცის ქვეშ ვლოცულობდით და ისეთი მადლი მოვიღეთ უფლისგან, მრევლის შემოწირულობით გრანდიოზული, ულამაზესი ტაძარი ავაგეთ, გავამშვენეთ, შევქმენით სულიერი სავანე, რომელიც ტვინდაბნელებული სააკაშვილის ხედვით, ფარდულია. ქრისტესმოძულე სააკაშვილს უამრავ კითხვას უსვამენ, რატომ დაარბია ეკლესია, ის იდიოზურად პასუხობს, რომ ფარდული დაარბია. შენ, მტანჯველო, მწამებელო, ფერიას მთაზეც ფარდული დაარბიე?..

სააკაშვილო! შენ ჩვენი ეკლესიის დარბევამ მოგიღო ბოლო, დარბევის დღეს დაედო შენს ე.წ. მოღვაწეობას ვეტო, რამეთუ, შენ საქართველოს ვერ იხილავ, ნუ ოცნებობ, რამეთუ შენისთანა მოღალატეები, სისხლისმსმელები საქართველოს არ სჭირდება. შენ საქართველო დაღუპე. ჩვენი მიწა-წყლის 20% შენი უტვინობით რუსეთს ჩააბარე. 8 აგვისტოს ომში ქართული გენი ბომბდამშენების ქვეშ დატოვე და თვით გამოიქეცი, შიშით იმალებოდი და მიწაზე ფორთხავდი. ჩახვედი უკრაინაში და იქაც ყველაფერი თავდაყირა დააყენე. მათაც დააკარგინე ტერიტორია. ეხლა კვლავ აქეთ იყურები, რათა, რაც დაგრჩა გასაჩანაგებელი, ბოლო მოუღო. შინაური მტრები ყოველთვის ჰყავდა საქართველოს, მაგრამ შენი დონის მოღალატე არასოდეს ჰყოლია. შენი და შენი თანამზრახველების მიზანი იყო ამოგეძირკვათ ქართული გენი, იდენტობა, ზნეობა მსოფლიოს შავ-ბნელი მასონური ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომელთა მიზანია, შექმნან კლონირებული ადამიანები, რომელთაც არ ექნებათ არც წარმოშობა, არც ეროვნება, არც ისტორია, მაგრამ ეს არ დაგცალდა. ამ ბოროტებასთან მისასვლელი გზა სწორედ ვაშაძის გაპრეზიდენტებაა. ჩვენ, ქართველნი ვცხოვრობთ წინაპართა სისხლით გაპოხიერებულ მიწაზე. ეს მიწა-წყალი უფალმა გვიბოძა და შენ, ბოროტო, ვერ შეძლებ, მოგვწყვიტო ამ მიწას. ვერ მოესწრები ამ დღეს.

_ მამაო, რამდენადაც ვიცით, ვინც მონაწილეობა მიიღო თქვენი ეკლესიის დარბევაში, ბევრი დაისაჯა. სააკაშვილის შეთხვევაში რას გვეტყვით?

_ სააკაშვილისა და მისი ბანდის შესაკრებელი შავნაბადას რეზიდენცია იყო. ეს გაუწონასწორებელი, პოტენციური გიჟი შეკრებდა თავის თანამზრახველებს ღამის 12 საათზე: ვანო მერაბიშვილს, გიგა ბოკერიას, ძმებ ახალაიებს, ადეიშვილს, თოფურიძეს და გეგმავდნენ, მომავალში ვინ მოეკლათ, რომელი ბიზნესმენისთვის რა რაოდენობის თანხა გამოეძალათ. ჩვენი დარბევაც იქ დაიგეგმა. მათი გეგმის ნაწილი იყო ჩვენი ეკლესიის ტერიტორიაზე შემოეტანათ დიდძალი საბრძოლო იარაღი, თითქოს ჩვენ ასლან აბაშიძეს ვეხმარებოდით, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

ვინც ჩვენი ეკლესიის დარბევაში მონაწილეობდა, ბევრი მათგანი მკაცრად დაისაჯა. არ გეგონოთ, ეს მახარებს. მე ღვთის მსახური ვარ და ბოროტებას ბოროტებითვე არ ვპასუხობ, პირიქით, მეცოდებიან ისინი. მათ ღმერთი მიაგებს დამსახურებისამებრ. სასჯელი ღმრთის არს. ეს სააკაშვილია, რომელშიც ბოროტი სული ბუდობს. იმ ღამით, როცა ჩვენ გვარბევდნენ, სააკაშვილი ამერიკაში ჯორჯ სოროსთან ერთად რესტორანში იჯდა და იქიდან ადევნებდა თვალს, როგორ უსწორდებოდა 5000-მდე კბილებამდე შეიარაღებული დამსჯელი ღამენათევ მრევლს. ზოგ მაღალჩინოსანს ნიღაბი ეკეთა, ხოლო დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გოგი თათუხაშვილი უნიღბოდ ებრძოდნენ მრევლს ხელკეტებით.

მეკითხებით, სააკაშვილის შემთხვევაში რას გეტყვით. ეს ჩვენ გვეჩქარება, უფალს კი არა. მე თვითონ გეკითხებით, მეტი სასჯელი შეიძლება, რაც სააკაშვილს სჭირს? დასჯილი, მაწანწალასავით უვლის მსოფლიოს გარშემო. შორიდან უყურებს მისი 9-წლიანი ფაშისტური შედეგით განადგურებულ საქართველოს. ვერ შემოდის და ვერც შემოვა! ჩვენი ტანჯული ქვეყანა მისი სამშობლო ვერ იქნება. სამშობლოს სიყვარული სულ სხვა მცნებაა. ასე იწანწალებს უმისამართოდ. მე მეცოდება მისი შვილები. შევევედრები უფალს, შეინანოს მათმა მამამ თავისი ცოდვები, გონს მოეგოს, რათა მისი უმძიმესი ცოდვები მომავალ თაობას არ დაეკისროს. როგორც ვიცი, მისი სულიერი მამა პაატა ცაავა იყო. ახალაიებსაც ის იფარებდა მარტვილის რეზიდენციაში. თავად ის მიეხმარა, გასულიყვნენ საქართველოდან უვნებელნი. საინტერესოა, რით მოძღვრავდა ცაავა თავის "ღირსეულ" სულიერ შვილებს.

_ თქვენ ქადაგებთ, რომ "ნაცმოძრაობა" არ უნდა არსებობდეს. მათი რჩეული კანდიდატი არ უნდა იბრძოდეს პრეზიდენტობისთვის. რატომ ისმება საკითხი პრინციპულად, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს?

– ქართველი ხალხი დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა. აქეთ ფაქტობრივი ხელისუფლება და იქით იმედგაცრუებული ხალხი. სხვა მხარეს გაავებული იბრძვის შერეკილი სააკაშვილი და მისი ბანდა, რომლებიც ტყუილი დაპირებების პირამიდებს უშენებენ ხალხს.
გავიხსენოთ ციხის კადრები, 7 ნოემბერი, 26 მაისი. ქუჩებში ჩაცხრილული ახალგაზრდები, რომლებიც მტკვარში ჩაყარეს, დაკარგული, გასხვისებული ტერიტორიები, ბატონი გურამ შარაძის მკვლელობა, პატარკაციშვილის მკვლელობა, სულხან მოლაშვილის წამება და უამრავი სადისტობა და ყოველივე ამის შემდეგ კვლავ "ნაცმოძრაობის" რჩეულს მისცეს ხმა. მე არავის ვუწევ აგიტაციას. ყველა თავისუფალია არჩევანში, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა არჩევდეს, რა უნდა გადაწყვიტოს ერის კეთილდღეობისთვის.

მოდით, თუ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები შეკრულნი ერთად იბრძვიან, დააბრუნონ ფაშისტი სააკაშვილი, ჩვენც ერთად შევიკრათ და ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა გადაშენებისგან, გადავარჩინოთ სარწმუნოება, სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს, ყველაფერი ვიღონოთ, არ მოვიდეს ხელისუფლებაში `ნაცმოძრაობა~ და მათი მაწანწალა ხელმძღვანელი.
ღმერთმა დაგლოცოთ.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0