გაპრეზიდენტება _ გადარჩენის და სიცოცხლის გაგრძელების გარანტი

ქართველებო, არ აჰყვეთ "ნაციონალი" კრიმინალების ზღაპრებს და დემაგოგიას – 28 ნოემბერს გააკეთეთ სწორი, პრაგმატული და პრინციპული არჩევანი _ არჩევანი საქართველოს გადასარჩენად!

მოდით, მშვიდად, ემოციების გარეშე, ცივი გონებით გავაანალიზოთ, რას გვპირდება გრიგოლ ვაშაძე!

გრიგოლ ვაშაძე (სხვათა შორის, ძალიან ღიად და დაუფარავად) გვპირდება რევოლუციას, დესტაბილიზაციას, არეულობას, სამოქალაქო დაპირისპირებას, ეკონომიკის ნგრევას, კრიმინალების ციხიდან გამოშვებას.
რატომ აპირებს ის ამის გაკეთებას?

არა იმიტომ, რომ რევოლუცია და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მისი თვითმიზანი და იდეაფიქსია, არამედ იმის გამო, რომ ის იძულებულია, ასე მოიქცეს, რადგან მას სხვა გამოსავალი და სხვა არჩევანი არ აქვს.

რატომ არ აქვს სხვა არჩევანი?

იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტის სტატუსი არანაირ შანსს არ აძლევს, შეასრულოს ის დაპირებები, რასაც ის მოსახლეობას ჰპირდება.

პრეზიდენტი ვაშაძე, იმის გამო, რომ პრეზიდენტია, ვერც პენსიას მოუმატებს პენსიონერებს, ვერც საბანკო რეფორმებს განახორციელებს, ვერც 600 000 ადამიანს ჩამოაწერს ვალს, ვერც სასამართლო სისტემაში შეიტანს ცვლილებებს, ვერც ეკონომიკის განვითარების ტემპებს დააჩქარებს _ მას, როგორც პრეზიდენტს, ამის უფლებამოსილება არ აქვს.

ვაშაძემ რაღაცის გაკეთება რომ მოახერხოს, მან მთლიანად უნდა შეცვალოს ხელისუფლება _ დაითხოვოს მთავრობა, დაითხოვოს პარლამენტი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობას "ქართული ოცნება" ფლობს, მაგრამ ვაშაძეს ამ ამოცანის განხორციელების არანაირი ბერკეტი არ აქვს.

ამიტომაც ამბობს იგი, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ სათავეში ჩაუდგება საპროტესტო გამოსვლებს _ ქუჩაში გამოიყვანს 50-100 000 ადამიანს და ხელისუფლებას აიძულებს, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდი უპირატესობით უნდა გაიმარჯვოს, რომ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, რის გარეშეც "ნაცმოძრაობა" ვერანაირ ცვლილებებს ვერ განახორციელებს.
ახლა იმაზე დავფიქრდეთ, რამდენად რეალურია დროში გაწელილი ამ ურთულესი ზეამოცანის განხორციელება?

შეგვიძლია ცალსახად, მთელი კატეგორიულობით განვაცხადოთ _ ამ ზეამოცანის განხორციელების შანსი ნულის ტოლია.

გამოდის, რომ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ ნულს, ცარიელ ადგილს, ბლეფს, "ფუფლოს", რომლის შედეგად ხელში შეგვრჩება ავლაბრის რეზიდენციაში გამოდგმული ულვაშებიანი თოჯინა, რომელსაც არაფრის შეცვლა, არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გარდა ერთისა _ ხანდახან წამოიჩხავლოს და სულელური ლოზუნგები წამოისროლოს.

ასე რომ, ამომრჩეველი, რომელიც ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს, უშვებს უდიდეს შეცდომას, ამჟღავნებს რა სრულ პოლიტიურ უმწიფრობას და სიბეცეს.
ცხადია, უკიდურესად შეურაცხმყოფელია, როცა ასე ადვილად გატყუებენ, როცა სულელად გთვლიან და იმ ავანტურაში გითრევენ, რომელიც, ელემენტარული გათვლებით, თავიდანვე დამარცხებისთვის არის განწირული.

ისღა დაგვრჩენია, გულწრფელად თანავუგრძნოთ იმ 600 000 ადამიანს, რომლებიც პოლიტიკურმა ფარისევლებმა და აფერისტებმა I ტურში ასე მწარედ მოატყუეს და ხმა იმ ავანტურისტული პროექტისთვის მიაცემინეს, რომელსაც განხორციელებას არ უწერია.
იმედია, ამ ადამიანების უმრავლესობა ახლა მაინც მოეგება გონს და თავის შეცდომას გამოასწორებს.

რაც შეეხება პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს "ქართული ოცნება" უჭერს, მისი გამარჯვება "ქართულ ოცნებას" საშუალებას მისცემს, ხელოვნური დაბრკოლებების და მოსალოდნელი დესტაბილიზაციის საფრთხის გარეშე, მშვიდ ვითარებაში, დროის მოკლე მონაკვეთში, შეასრულოს ყველა ის პირობა, რაც მან საქართველოს მოსახლეობას მისცა.

"ნაცმოძრაობისგან" განსხვავებით, "ქართულ ოცნებას" ამ პირობის შესრულებისთვის ყველა აუცილებელი ბერკეტი გააჩნია, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოჩენა და იმ გამოუყენებელი რესურსების ამოქმედება, რომლებიც "ქართული ოცნების" რეზერვში მრავლადაა..

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "ქართული ოცნება" თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა დაიბრუნოს.
ასე რომ, ქართველ ამომრჩეველს ძალიან მარტივი და უბრალო არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ეს არის არჩევანი ორ ძალას შორის, საიდანაც ერთს ცრუ დაპირებების და ცრუ ფახიფუხის გარდა, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს, მეორე მხარეს კი დგას რეალური ძალა, რომელიც რეალურ ძალაუფლებას და, როგორც ვთქვით, ყველანაირ ბერკეტს ფლობს, რომ საქართველოს ბედი უკეთესობისკენ შეცვალოს და ამისთვის მას `ნაცმოძრაობასავით~ არც არეულობის მოწყობა სჭირდება, არც რევოლუცია და არც დესტაბილიზაცია.

ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ცხადია, ყველაფერი გარკვეულია _ ახლა ცოტა მეტი გონების დაძაბვა გვჭირდება, ცოტა მეტი პრაქტიკული აზროვნება და ელემენტარული არითმეტიკა გვჭირდება, რომ საკუთარი ქვეყანა საკუთარი ხელით არ დავანგრიოთ და ამ ნანგრევებქვეშ ჩვენ თვითონ არ მოვყვეთ...
გაპრეზიდენტება _ გადარჩენის და სიცოცხლის გაგრძელების გარანტი.

ვაშაძისთვის I ტურში მიცემული 600 000 ხმა საქართველოსთვის ზურგში ნასროლი 600 000 ტყვიაა, სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული თითოეული ხმა საქართველოს აწმყოსა და მომავლის ასაშენებლად დადებული თითო აგური.

ასე რომ, არჩევანი თქვენზეა, ძვირფასო ქართველებო!

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0