ანაცუებისა და ბანაცუების "რევოლუცია"

აი, როგორიც ჰოლანდიაში გაქსუებული მიხო სააკაშვილია, ეგეთს კახეთში აჯამს ეძახიან. ეხლა მეტყვით, რათ არი აჯამი, ეგ ხო პრეზიდენტი იყოვო? თქვენ გგონიათ, პასუხზე ჯიბეში ჩავიყოფ ხელსა? არა, ეგრევე მოგახლით: იმიტომაა აჯამი, რომ ეგ ჩემის ტრულაილა, ისევ 2003-შია ჩარჩენილი.

ვეღარ მიხვდა, როგორ განვითარდა ტექნოლოგიები, აზრზე ვერ მოდის, ყველა სიტყვას რომ უწერენ, უშიფრავენ და უქვეყნებენ. კიდევ იმიტომაა აჯამი, რომ ტელეფონზე იმნაირებსა ლაპარაკობს, ყურო ნუ გაიგონებ, იქით ებრაელებს აგინებს, აქეთ გრიგოლ ვაშაძეს ყ…ს უწოდებს, ქართველ ხალხს დედას აგინებს და რაც მთავარია, რევოლუციას ხლართავს ბანაცუა გიორგი (გოგიტა) ვაშაძესთან ღლაბუცში. ამაზრზენი ფარული ჩანაწერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინულ საიტზე გამოუქვეყნეს, დარწმუნებული ვარ, ავთენტურია, ანუ ნამდვილია. ეს საიდანღა ვიცი? კარგად ვიცნობ ამათ ჯიშსა და მოდგმას, მაგას რა ცოდნა და დიდი ფილოსოფია უნდა? ეგ არი, ნაღდია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განა იგივე რევოლუციურ სცენარს არ ანვითარებს მისი ტელე "იაშიკი" "რუსთავი 2"? განა ამ სცენარს არ ანვითარებს მისი მარჯვენა ყვერი ნიკოლოზ გვარამია? ისე, კახეთში მიხოსნაირ აჯამს ანაცუასაც ეძახიან, ხოლო ვაშაძის მსგავს არსებას – ბანაცუას. ეს რაღას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ ეს ეშმაკის პირიდან გავარდნილი ავაზაკები რევოლუციას აწყობენ მაშინ, როცა არც ამისი ტრაკი აქვთ და არც საამისო ავტორიტეტი. მოდით, საკუთარი თვალით გადავიკითხოთ, რას მიედ-მოედებიან ანაცუა-ბანაცუა და დანარჩენზე შემდეგ ვიმსჯელოთ.

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ რაღაც არ ხართ რევოლუციის ხასიათზე!
გიორგი ვაშაძე: დღეს, აი მართლა გეუბნები ეხლა, ბაქრაძეც იქ იყო … „კაროჩე" ფული, ფული, ფული აკერიათ პირზე. „ფულის გარეშე რა ჩემი ყ…ე უნდა ვქნათ"?, „რა აზრი აქვს"? ვეუბნები, ბიჭო, დავიწყოთ რა, მაგის დედა ვატირე. თუ არ დავიწყეთ, რა ფული მოვა? ეხლა ვიღაცამ ხო უნდა თქვას, რომ რაღაც შედეგზე შეიძლება გავიდნენ რა, სიტყვაზე ვამბობ.
მიხეილ სააკაშვილი: მე მაგ ინტრიგებში ჩარევა არ მინდა და ზოგადად ვუთხარი, რომ მაინტერესებს, მიყვარხართ, კაი ბიჭები ხართ, რა გიყოთ ეხლა და… არ მიგატოვებთ და ეხლა ვინ ვის არ აირჩევს, მაგრა ქინძზე მკიდია მართლა. ოღონდ გულწრფელად.
გიორგი ვაშაძე: ეხლა „იმენნა" ნერვები მეშლება „პროსტა" რა. და რისი იმედი აქვთ მაგ ყ…ებს, ბოზ.შვილი ვიყო...
მიხეილ სააკაშვილი: ხოდა, მთელი არსია, რომ სინამდვილეში, როგორც კი ესენი ამას გააკეთებენ, უნდა ვთქვათ, რომ ფულის პონტია და „ვსიო~, „ნახუი~, თქვენი დედაც მოვტ…ან. ვაშაძე არ იწვევს ეხლა ხალხში სიყვარულს, მაგრამ მეორეს მხრივ, ვაშაძე არის აქტიური ტიპი, ხო?
გიორგი ვაშაძე: თვითონაც არ მიაჩნია თავისი თავი კაცად, თორე სხვას რომ მიაჩნდეს, რაღაცა ისეთი… ისეთ ყლ…ობებს „ბაზრობს" ხოლმე, რომ ბო…შვილი ვიყო ხალხი გამოყლ…ებულია.
მიხეილ სააკაშვილი: საბოლოო ჯამში, შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა, ან დროზე დავამხოთ და თუ იტყვის რიგგარეშე არჩევნებს, ბოდიშს ვიხდი, უნდა გადაიყვანოთ სიტუაცია რევოლუციურში და რა, არ არის მაგის წინაპირობები თუ რა? ძაან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების მოედანზე გადავიტანოთ და შევკრიბოთ ბევრი ხალხი.
გიორგი ვაშაძე: ხო ხედავ არა, რომ ვერ ვშვებით…
მიხეილ სააკაშვილი: არ უნდა მაგას ეხლა დიდი თეორია. არის დავალებები, რომელიც უნდა სრულდებოდეს და მე არ ვარ შეჩვეული, რომ რაღაცა არ სრულდება.
გიორგი ვაშაძე: ამ ისრაელთან დაკავშირებით მთელი ამბავია ატეხილი, გუშინ ღამე ვეკონტაქტებოდი, რა…
მიხეილ სააკაშვილი: მაგ ღორების დედაც მოვტყან ეხლა, ეგრე "პროსტა", ისიც იფიქრეთ, რომ იქ ათასი დაინტერესებული პროჭია ადეიშვილის გამწარებული და ეხლა…

ესე იგი, ჰოლანდიაში ჩაკვეხებული ანაცუა ეუბნება საქართველოში "მოღვაწე" ბანაცუას, დიადი რევოლუციის სადავეები ჩვენს ხელშიაო. თან ნახეთ, როგორი თავდაჯერებულია, თითქოს ჯადოსნური ჯოხი უჭირავს ხელში და მასზეა დამოკიდებული, რევოლუციას გადაავადებს თუ ახლავე დაიწყებს. ყოველ შემთხვევაში, ამ დამპალი ავანტიურისტის სურვილია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე დაიწყოს არეულობა. ალბათ ახლა იმასაც ხვდებით, რატომ სურდათ ე.წ. არასამთავრობოებს ე.წ. ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის გასკანდალება, აშკარაა, ეს თემაც რევოლუციური გეგმის ერთი ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩაუვარდა თ. უკვე თავში აქვს ავარდნილი ანაცუას, მე არ მიყვარს, როცა რამე არ სრულდებაო. კი, არ უყვარდა, როცა რამე არ სრულდებოდა და ამიტომაც ცხრილავდნენ ქუჩაში ბიჭებს, ამიტომაც ართმევდნენ ადამიანებს ქონებას, აწამებდნენ ციხეებში, აუპატიურებდნენ, იღებდნენ, ამონტაჟებდნენ, აშანტაჟებდნენ და ასე შემდეგ. ესეც აღიარებითი ჩვენებაა, ანუ ესეც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ აჯამისა და ტლუს გარეშე ქვეყანაში არაფერი ხდებოდა. ეს ავალებდა, ეს ითხოვდა და მის ყვერებს ჩამოკიდებული ბაღლინჯოებიც სიამოვნებით ასრულებდნენ. სხვათა შორის, სანამ ეს ჩანაწერი გამოქვეყნდებოდა, მე მქონდა ინფორმაცია, რაც ე.წ. შინაურობაში თქვა ანაცუა სააკაშვილმა – მაგათო, ბიჭო, ბოკერიებს, ვაშაძეებს, უგულავებს, ბაქრაძეებს და მაგათთანებს გამოვიყენებ და მერე ყვერებს ქვემოთ დავიკიდებო. აჰა, ფაქტი და მტკიცებულება, იგივეს არ ამბობს? ვაშაძე ხალხში სიყვარულს არ იმსახურებს, მაგრამ აქტიურიაო. ვეღარ გაიგეს ამ კრეტინებმა, რომ ავანტიურისტ ანაცუასა და ტყლარწ თემურ ალასანიას ხელში პაიკებიც კი არ არიან, ჩვრების როლს ასრულებენ და როცა ყველაფერი მორჩება მათ საზიანოდ, სამუდამოდ გაიწირებიან. მაგასო, ეუბნება ბანაცუა ანაცუას, თვითონაც არ ჰგონია თავი კაციო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდათ? ამას, ამ ულვაშას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ეგრევე დაახვევდა არჩევნებიდან, მაგრამ ეგეთი რაღაცები მხოლოდ საკაცეთში ხდება ხოლმე. ისე, რა თქვა ბანაცუამ ულვაშაზე ტყუილი? კაცი რომ იყოს, იმას არ იკადრებდა ქალის წინააღმდეგ, რაც თვეების განმავლობაში იკადრა.

ბანაცუა (გოგიტა) თავს იკატუნებს, უიმე, ჩემი ხმა ვერ ვიცანი, ეგ ყველაფერი დადგმულიაო. ჩვენ ვიცანით, ბიჭო, ჩვენ… ისიც კარგად ვიცანით, თქვენმა ტყლარწმა კარდინალმა, თემურ ალასანიამ რომ თქვა ქართველ ხალხზე, ზედ თუ არ დაა…ვი და დედა არ მოუტყ…ანი, აზრზე ვერ მოდიანო. ეგა ხართ, მეტი ინტელექტი და გონება არ გაგაჩნიათ. მთელი ცხოვრება ძალადობით და სისხლით გაგქონდათ… შენ კი რა, შენ რისი ტრაკი გაქვს, იმათზე ვამბობ, თავზე რომ გაფსამენ და იძახი, ჟუჟუნა წვიმა მოდისო.

ბანაცუა ანაცუას შესჩივის, შტაბში სულ ფული აკერიათ პირზეო, აღარ არი და ვერაფერს ვაკეთებთო. ანაცუა პირდება, როცა მეფე გავხდები, არ დაგივიწყებთ, კაი ბიჭები ხართ, ძალიან მიყვარხართ, ისე არ დაგტოვებთო. ჰმ… პირდება ბიჭებს, ჯერ ეუბნება, მიყვარხართო, მერე იძახის, ყვერებს ქვემოთ დავიკიდებო. პირდება "პოსლეზე", ეხლა შეუტიეთო, ახალ წლამდე დავამთავროთო… არა, თუ გინდათ, ამათი დამხობა ცოტა ხნით გადავდოთ, მაგრამ არ ღირსო. ეგრე რააა, ტაშიიი!

სხვათა შორის, ხალხო, მე პირადად ერთი შეცდომა მაქვს ამ კუთხით დაშვებული და ყველანაირად ვეცდები, აღარ გავიმეორო. 1991 წლის 20 დეკემბერს პარლამენტის წინ ცოცხალ ჯაჭვში ვიდექი. ჩვენ კიტოვან და მისთანებს ვეხვეწებოდით, რომ არ ესროლათ. მაინც ისროლეს. ახლა ცოტა სხვა დროა, იარაღით გამოსვლა აღარ გამოვა, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიდი და ამაზრზენი "ბომბი" არსებობს ქვეყანაში – "რუსთავი 2" და მასთან მიერთებული სხვა ტელევიზიები, რომლებიც პირდაპირ აყ…ევებენ ადამიანებს. უნდა მეთქვა, ტვინებს ურეცხავენ-მეთქი, მაგრამ ეს უკვე დაყ..ევებაა (ბოდიშს ვიხდი უცენზურო სიტყვებისთვის). ამ ყველაფერს ხელს უწყობენ არასამთავრობოები და მათთან გათანაბრებული დაუსრულებელი, უსაქმური არსებები. სახელმწიფოს წინააღმდეგ მოედინება დიდი ნიაღვარი სიცრუისა, ბოღმისა და გარყვნილებისა, თუ ამას არ აღვუდექით წინ, კიტოვანის ჟანგიანი ზარბაზანი მონაგონი იქნება!

ისე, ბატონო მიხავ… უკაცრავად, ანაცუავ, ჩემი თხოვნა იქნება, რევოლუციურზე შენი სიდედრი გადაიყვანე, ქვემოდან "ხლაპუშკა" შეუგდე და ახალ წელს ააფეთქე!

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0