ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთ­რიწყა­რო­ში გა­რი­სო­ბა 2018 აღი­ნიშ­ნა

8 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ თეთ­რიწყა­რო­ში სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი „გა­რი­სო­ბა 2018“ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღი­ნიშ­ნა.
კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარ­კ­ში შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მან­გ­ლი­სი­სა და თეთ­რიწყა­როს მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ანა­ნია ჯა­ფა­რი­ძემ და­ლო­ცა. ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცეს თეთ­რიწყა­როს მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა გო­დერ­ძი ჩან­ქ­სე­ლი­ან­მა და ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა-გუ­ბერ­ნა­ტორ­მა შო­თა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.
ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მო­ეწყო თეთ­რიწყა­რო­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხის და ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე­ე­ბი, გა­ი­მარ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე­ში აგ­რეთ­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ტუ­რიზ­მის კუთხე, ღია ბიბ­ლი­ო­თე­კა, მოძ­რა­ვი თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი და სხვა სა­ბავ­შ­ვო-გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. გა­ი­მარ­თა სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში. მო­ეწყო ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა.

მა­ყუ­რე­ბელ­თა წი­ნა­შე სა­კონ­ცეტ­რო პროგ­რა­მით წარ­ს­დ­გ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფე­ბი და ან­სამ­ბ­ლი „ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი“.
სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა „გა­რი­სო­ბა“ უკავ­შირ­დე­ბა ქ. თეთ­რიწყა­როს ის­ტო­რი­ულ სა­ხელ­წო­დე­ბას. გა­რი­სო­ბა, რო­გორც ქა­ლა­ქის დღე­სას­წა­უ­ლი გა­სულ წლებ­ში მას­შ­ტა­ბუ­რად აღი­ნიშ­ნე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით, ხო­ლო 90-იანი წლე­ბი­დან და­ვიწყე­ბას მი­ე­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 2017 წლი­დან კვლავ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვ­ნას.

ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი სოფ­ლად:
● სრულ­დე­ბა ბუ­კის­ცი­ხე-იანე­უ­ლი-მო­ე­და­ნა-ქვე­მო­ერ­კე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის რე­ბი­ლი­ტა­ცია.
● დას­რულ­და გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რის და­გე­ბა.
● სო­ფელ გო­რა­ბე­რე­ჟო­ულ­ში, უნ­გი­ა­ძე­ე­ბის უბან­სა და სო­ფელ ინ­ტა­ბუ­ეთ­ში დას­რულ­და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ირაკ­ლი კუ­ჭა­ვამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და სოფ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რა. უბ­ნის მცხოვ­რებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას მერ­მა გა­ი­სად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პრო­ექ­ტებ­ზე ისა­უბ­რა.

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

მიმ­დი­ნა­რე წლის 2–6 ოქ­ტომ­ბერს დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ზუ­რაბ სეხ­ნი­აშ­ვილ­მა და მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი თა­ნი­აშ­ვილ­მა ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კის შა­კე­ის რა­ი­ო­ნის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას მერს – ედ­გა­რას პი­ლი­პა­ი­დისს და შა­კე­ის რა­ი­ო­ნის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს – ვი­ო­ლე­ტა სი­მო­ნა­ვი­ჩი­ე­ნეს, ინ­გა კა­ნა­პეც­კი­ე­ნეს, ედ­ვი­ნას ალ­ბერ­ტასს უმას­პინ­ძ­ლა.

ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი იყო დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და შა­კე­ის რა­ი­ო­ნის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას შო­რის მე­გობ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის – ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გან­ზ­რა­ხუ­ლო­ბის ოქ­მის გა­ფორ­მე­ბა, რო­მელ­საც ხე­ლი მო­ა­წე­რეს დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პო­ირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი თა­ნი­აშ­ვილ­მა და შა­კე­ის რა­ი­ო­ნის მერ­მა ედ­გა­რას პი­ლი­პა­ი­დის­მა. შეხ­ვედ­რა­ზე გი­ორ­გი თა­ნი­აშ­ვილ­მა და ედ­გა­რას პი­ლი­პა­ი­დის­მა ისა­უბ­რეს ორი ქვეყ­ნი­სა და ორ რა­ი­ონს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნეს რომ, მე­მო­რან­დუ­მი სწო­რედ ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას და გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კუთხით გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

ვი­ზი­ტის ფარ­გ­ლებ­ში სტუმ­რებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ქ.დუ­შეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი: დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია, ოლიმ­პი­უ­რი სახ­ლი, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის ცენ­ტ­რის ფი­ლი­ა­ლე­ბი, დუ­შე­თის მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტ­რი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა, ილია ზა­ქა­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის კულ­ტუ­რის სახ­ლი. და­ეს­წ­რ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბ­ლე­ბის მი­ერ გა­მარ­თულ კონ­ცერტს.
აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის, სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო სამ­სა­ხუ­რის, სა­ბი­უ­ჯე­ტო და­გეგ­მ­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი და ამავ­დ­რო­უ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის პრე­ზი­დენ­ტი ირაკ­ლი დუ­და­უ­რი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის პრო­ფე­სო­რი ვი­დას კა­ვა­ლი­ა­უს­კა­სი.

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი კვლავ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2018 წლის ივ­ლი­სი­დან ოქ­ტომ­ბ­რამ­დე ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე წლის სტა­ტის­ტი­კას აჭარ­ბებს.
სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ქა­ლაქ­ში ტუ­რის­ტუ­ლი რუ­კე­ბი გა­ნახ­ლ­და. ასე­ვე, ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­რე ფა­სა­დე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. წელ­ს­ვე დას­რულ­და დენ­დ­რო­ლო­გი­უ­რი პარ­კის და მას­თან მი­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლი­კის ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 370 844 ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 3 გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ტენ­დე­რი გა­მოცხად­და. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1000 000 ლა­რია.
ტენ­დე­რი გა­მოცხად­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჭკა­დუ­ა­შის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში სოფ­ლის ცენ­ტ­რამ­დე გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო (მე­ო­რე ეტა­პი) სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 300 000 ლა­რია.
ტენ­დე­რი გა­მოცხად­და ოქ­ტომ­ბ­რის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, ოქ­ტომ­ბ­რის ცენ­ტ­რი­დან ყო­ფი­ლი პროფ­ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლებ­ლის ახალ­კა­ხა­თის გავ­ლით, ზუგ­დი­დი-ანაკ­ლი­ის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზამ­დე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მე­სა­მე ეტა­პის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 400 000 ლა­რია.
ტენ­დე­რი გა­მოცხად­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ოდი­შის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, ცენ­ტ­რი­დან № 1 სა­საფ­ლა­ომ­დე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 300 000 ლა­რია.
● ზუგ­დიდ­ში სა­ხან­ძ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ცენ­ტ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ტენ­დე­რი დას­რულ­და. კომ­პა­ნია `ი­მე­რეთ­მა~ 270 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 893 800 ლა­რად უნ­და შე­ას­რუ­ლოს შემ­დე­გი სა­ხის სა­მუ­შაო: ელექ­ტ­რო­ო­ბის მოწყო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცი­ის, გახ­მო­ვა­ნე­ბის, ტე­ლე­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და ვი­დე­ო­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის მოწყო­ბა; ჩა­ტარ­დეს გათ­ბო­ბის, კონ­დი­ცი­რე­ბის, ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მო­ეწყოს ეზოს სა­ნი­აღ­ვ­რე სის­ტე­მა, წყლი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბი.

ქ. ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი გო­ჩა კურ­დღე­ლია რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვ­და.
მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ქა­ლაქ ფოთ­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე და დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს:
სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლი რამ­დე­ნი­მე თვეა ამოქ­მედ­და. ცენ­ტ­რი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის ტექ­ნი­კით;
ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და კრი­ვის დარ­ბა­ზიც;
მიმ­დი­ნა­რე­ობს ხელ­ბურ­თის დარ­ბა­ზის კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი და სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 863 000 ლარს შე­ად­გენს;
მე­ო­რე ეტა­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მალ­თაყ­ვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე. ბულ­ვა­რის სიგ­რ­ძე 800 მ-ით გა­იზ­რ­და, მო­ეწყო ში­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მცი­რე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფორ­მე­ბი­სა და საყ­ვა­ვი­ლე­ე­ბის, გა­რე გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მის მონ­ტა­ჟი და სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პრო­ექ­ტის მე­ო­რე ეტაპ­ზე 2 მი­ლი­ონ 780 ათა­სი ლა­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბია და­გეგ­მი­ლი;
მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ფარ­ნა­ვაზ მე­ფის ქუ­ჩა­ზე ტრო­ტუ­ა­რე­ბის კე­თილ­მოწყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეწყო­ბა ბა­ზალ­ტის ბორ­დი­უ­რე­ბი, გა­და­სას­ვ­ლე­ლებ­ზე იგე­ბა რკი­ნა-ბე­ტო­ნის სა­ფა­რი, მონ­ტაჟ­დე­ბა გა­რე გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბი.

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სო­ფელ მუ­კუ­ზან­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ში­და­სა­უბ­ნო გზე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე, ე.წ. ცის­კა­რა­ანთ უბან­ში ას­ფალ­ტის და­გე­ბა უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც მერ­მა არ­ჩილ ხან­და­მაშ­ვილ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რა, რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­სი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 415 248 ლა­რია. ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ში­და­სა­უბ­ნო გზებ­ზე მო­ეწყო სა­ნი­აღ­ვ­რე არ­ხე­ბი.

მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გრძელ­დე­ბა ში­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რის და­გე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ასე­ვე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და წე­რეთ­ლის, ოქ­ტომ­ბ­რის, ნ. გე­გი­ას, შე­რო­ზი­ას, და­დი­ა­ნი­სა და კა­ლი­ნი­ნის ქუ­ჩებს. ჯამ­ში და­ი­გე­ბა 3 500 მეტ­რი ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რი. პრო­ექ­ტი ასე­ვე მო­ი­ცავს გრუნ­ტის კი­უ­ვე­ტე­ბი­სა და ლი­თო­ნის მი­ლე­ბის მოწყო­ბას მი­ერ­თე­ბებ­ზე და ეზოს შე­სას­ვ­ლე­ლებ­ში.
სა­მუ­შა­ო­ებს მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით სურ­მა­ვა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თად გა­ეც­ნო.
პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 607 995 ლარს შე­ად­გენს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ახალ­სოფ­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში სო­ფელ ისუ­ლას მი­მარ­თუ­ლე­ბით წლე­ბია ას­ფალ­ტის სა­ფა­რი არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა. რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც და­იწყო და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შაო, რო­მელ­ზეც და­საქ­მე­ბუ­ლია 15 ად­გი­ლობ­რი­ვი.
ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ლე­ვან კუპ­რე­იშ­ვილ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რა.
პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 288 133 ლა­რია.

ჩხო­როწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ქვე­და ჩხო­როწყუ­ში დაფ­ნის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო შენ­დე­ბა, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა და­თო გო­გუ­ამ და მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გო­ჩა ჩი­ქო­ვან­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. `ა­წარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში~ – ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და­ფი­ნან­ს­და პრო­ექ­ტი. ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა ჯამ­ში 500 000 ლარს აჭარ­ბებს. მშე­ნებ­ლო­ბა ნო­ემ­ბ­რის თვე­ში დას­რულ­დე­ბა, ქარ­ხა­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა.
დაფ­ნის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოს ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვ­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნა­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბას.
● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა და­თო გო­გუ­ამ და მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გო­ჩა ჩი­ქო­ვან­მა სო­ფელ ლე­წურ­წუ­მე­ში გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს – ნა­კი­ფუ-ჩხო­როწყუ-ლე­წურ­წუ­მეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 3 კმ. მო­ნაკ­ვეთ­ზე ას­ფალ­ტის სა­ფა­რი იგე­ბა. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ასე­ვე ეზო­ში შე­სას­ვ­ლე­ლე­ბის, მი­ერ­თე­ბე­ბის, წყა­ლამ­რი­დი მი­ლე­ბის, ბე­ტო­ნის კი­უ­ვე­ტე­ბის, გა­ბი­ო­ნე­ბის მოწყო­ბას და ახა­ლი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბას.
მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი პრო­ექტს 2 396 069 ლა­რით აფი­ნან­სებს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2019 წლის გა­ზაფხულ­ზე დას­რულ­დე­ბა.

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ღვი­ნის მა­გის­ტ­რი ლი­ზა გრა­ნი­კი ამე­რი­კელ სო­მე­ლი­ე­ებ­თან ერ­თად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა და ქარ­თულ ღვი­ნოს ქარ­თ­ლ­სა და კა­ხეთ­ში ეც­ნო­ბა. ლი­ზა გრა­ნი­კი ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კონ­ტ­რაქ­ტო­რი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია თას­ტინ­გ­წორკ-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია. ტუ­რის ფარ­გ­ლებ­ში ამე­რი­კე­ლი სტუმ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელ 20-მდე კომ­პა­ნი­ა­სა და მა­რანს ეწ­ვე­ვი­ან.
ღვი­ნის ტუ­რის ერთ-ერ­თი დღე ქვე­მო ქართლს და­ეთ­მო. ბოლ­ნის­ში სტუმ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე მწარ­მო­ებ­ლის ღვი­ნო­ებს გა­ეც­ნენ. ლი­ზა გრა­ნი­კის შე­ფა­სე­ბით, ბოლ­ნის­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ღვი­ნო­ე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა „რქა­წი­თე­ლი“ და „თავ­კ­ვე­რი“.
„ამ ღვი­ნო­ებს ისე­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულს და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს ხდის. რქა­წი­თელს აქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, რაც ყვე­ლა ბოლ­ნი­სუ­რი ღვი­ნის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი­ცაა. ჩემ­თ­ვის მა­თი და­გე­მოვ­ნე­ბა მარ­თ­ლაც ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა „თავ­კ­ვერს“, ის არის კარ­გად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ღვი­ნო, მას­ში არის ელე­გან­ტუ­რი ტა­ნი­ნე­ბი და ამ ად­გი­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი. ჩვენც სწო­რედ ამას ვე­ძებთ, ღვი­ნო­ებს, რომ­ლებ­საც აქვთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და გა­მო­ხატ­ვის უნი­კა­ლუ­რო­ბა~, – აღ­ნიშ­ნა ლი­ზა გრა­ნიკ­მა.
მი­სი თქმით, ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი სო­მე­ლი­ე­ე­ბი აშშ-იდან, რომ­ლე­ბიც ნიუ-იორ­კის პრეს­ტი­ჟულ რეს­ტორ­ნებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ.
ბოლ­ნი­სე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბის შე­ფა­სე­ბით, ღვი­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ვი­ზი­ტი ხელს შე­უწყობს მა­თი ღვი­ნო­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე.

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ქვე­მო ქარ­თ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა-გუ­ბერ­ნა­ტორ­მა შო­თა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა. გუ­ბერ­ნა­ტო­რი მო­ად­გი­ლეს­თან ზა­ურ დარ­გალ­თან, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ გი­ორ­გი ტა­ტუ­აშ­ვილ­თან, მე­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლე ბად­რი სუ­ბარ­თან და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის სხვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პი­რებ­თან ერ­თად სოფ. დი­დი დმა­ნი­სის, პა­ტა­რა დმა­ნი­სის, ამამ­ლო­სა და ყა­რა­ბუ­ლა­ხის მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვ­და.
შო­თა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან პი­რა­დად მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ და მა­თი მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პი­რებ­თან ერ­თად იმ­ს­ჯე­ლა.
ად­გი­ლობ­რი­ვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებთ წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­კითხი. შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­სახ­ლე­ო­ბას გა­აც­ნეს და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი `ორ­მოც­წყა­რო-მა­შა­ვე­რას“ მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წყა­ლუზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა 7 ათა­სი აბო­ნენ­ტი.
სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­საც. მხა­რი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა პი­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეს ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბა, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს.
შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა ქ. დმა­ნი­სის, 26 მა­ი­სის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებ­თან, სა­დაც გუ­ბერ­ნა­ტორ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რა მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ფა­სა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სო­ფელ ალ­გეთ­ში ახა­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გა­იხ­ს­ნა. 150 აღ­საზ­რ­დელ­ზე გათ­ვ­ლი­ლი ბა­ღის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.
სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის გახ­ს­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: ქვე­მო ქარ­თ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი – კა­ხა კო­ბე­რი­ძე, ზა­ურ დარ­გა­ლი, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი – თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნი, რუს­ლან გა­ჯი­ე­ვი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პი­რე­ბი – ზა­ურ ტა­ბა­ტა­ძე, ამი­რან გი­ორ­გა­ძე, ლა­შა ლობ­ჯა­ნი­ძე და მა­მუ­კა ნა­ვე­რი­ა­ნი.
ბა­ღის შე­ნო­ბა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მოწყო­ბი­ლია პან­დუ­სე­ბი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი.
ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში კე­თილ­მო­ეწყო ბა­ღის ეზოც, და­იდ­გა სა­ბავ­შ­ვო ატ­რაქ­ცი­ო­ნი, მის მიმ­დე­ბა­რედ კი ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის და­ი­გო კა­უ­ჩუ­კის სა­ფა­რი, ასე­ვე და­იდ­გა სკა­მე­ბი და და­მონ­ტაჟ­და გა­რე გა­ნა­თე­ბე­ბი.
პრო­ექ­ტი რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● 7 ოქ­ტომ­ბერს ქვე­მო ქარ­თ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­ში წალ­კი­სა და დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თან და მერ­თან ერ­თად, სო­ფელ და­რა­კოვ­ში, სა­მე­ბა­სა და კოხ­ტა­ში ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს შეხ­ვ­და.
შო­თა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი იმ სოფ­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ამ დრომ­დე მთა­ვარ სა­ჭი­რო­ე­ბად ბუ­ნებ­რი­ვი აირით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რიგ და­სახ­ლე­ბებ­ში კი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­კითხი რჩე­ბა.
რო­გორც გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­კ­რე­ტულ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა და სოფ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ეტა­პობ­რი­ვად მოგ­ვარ­დე­ბა.
скачать dle 12.0