"ეს რა იყო, ჰა? მაიმუნების "კლეტკასთან" უფრო მეტი ხალხი იდგა დღეს ზოოპარკში..."

ორ დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, აუუუუუუ!!! რამდენი ვართ!!!! – კი "დასჭექა" თაკო ჩარკვიანმა, მაგრაააამ დაანონსებული "უამრავი" ხალხის ნაცვლად მიტინგზე იდგა. 

საქმეს ვერც ფეისბუქით გავრცელებულმა მოწოდებებმა უშველა, ვერც მიხეილ სააკაშვილის მიმართვამ: "ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით. იმ წამს, როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით, გავჩნდები ლიდერების გვერდით, გავჩნდები ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავდოთ თითო აგური ჩვენს გამარჯვებაში. იმიტომ, რომ მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე ამ უსამართლობას," – განაცხადა იმ მიხეილ სააკაშვილმა რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ, საყვარელ ბიძია, თემურ ალასანიასთან "ჭუკჭუკში" დესტაბილიზაციის გეგმების განხილვასთან ერთად აგინა და ლანძღა ქართველი ერი…" სულისშემძვრელი" სიტვებით მიმართა ხალხს ნიკა მელიამ – “ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ან შევეგუოთ იმას, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. ხელისუფლებამ დანიშნა მესამე ტური და მას ეგონა, რომ ჩვენ ენერგიისგან დავიცლებოდით და მონაწილეობას არ და ვერ მივიღებდით მესამე ტურში. ჩვენ, არა თუ ვიღებთ მონაწილეობას მესამე ტურში, არამედ აუცილებლად გავიმარჯვებთ." 

მურმან დუმბაძის მოთხოვნა გაცილებით პრაგმატული აღმოჩნდა. მან აქციის მონაწილეებს მეორე დღეს, შუშის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა იმისათვის რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ვალების გასტუმრება მოსთხოვონ. საპროტესტო აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში უპასუხეს. ვიცესპიკერმა გია ვოლსკის განცხადებით, ნაციონალები ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ მათი მხარდამჭერები, ის 780- ათასამდე ადამიანი, რომელმაც ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა. “ოპოზიციაში იქნება პარტიებიც და ხალხიც, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ იყოს ხალხი, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რასაც სააკაშვილი გვთავაზობს. დღეს კარგად დავინახეთ ის სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის. ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ გზებზე, მეორენი იმ დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს. ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა უკვე თავისი სწორი არჩევანი.” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით კი ხალხმა გადაწყვიტა, რომ დრო არის არა 16 დეკემბრამდე, არამედ 2020 წლამდე. ბესელიამ გრიგოლ ვაშაძეს მიხეილ სააკაშვილის “ხელის ბიჭი” უწოდა და დასძინა “რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა”, დეპუტატის შეფასებით, მაშინ, როდესაც დასავლელი პარტნიორები სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავენ და არჩევნების შედეგებს აღიარებენ, ნაციონალური მოძრაობის ეს განცხადებები კომიკურია… "მრავალრიცხოვანი" აქციის წინა დღეს სოციალურ ქსელში "ნაცაქტივისტები" ერთმანეთს ასე ამუნათებდნენ "კვირას როგორც ვხედავ ბევრი მოდის აქციაზე დედაქალაქში და ვინც ვერ ან არ მოდის მომავალში რამეზე დაწუწუნებული არ გნახოთ" – "სიმართლე რომ ვთქვათ მობილიზებას ცოტა უკეთესი ორგანიზება ჭირდება, ჯერჯერობით მინიმუმ 200 000 კაცის გამოსვლაა საჭირო ვადამდელი არჩევნებისთვის, საერთო რევოლუციას დიდი ესკორტი ჭირდება როგორც წალენჯიხიდან 2003 წელს". "მინდა და სად არის ტრანსპორტი რა ხდება თქვით ინფორმაცია ხალხმა არ იცის და როგორ წამოვიდეს თუ ყველა თავის ხოდით უნდა წავიდეს თუ როდის უნდა დაიდოს ინფორმაცია".დაგიკავშირდებითო იყო პასუხი და უამრავი კომენტარი თუმცა აქციაზე რვაასიათასის (როგორც ნაცლიდერები მხარდამჭერებს თვლიან)ნაცვლად ოთხიათასამდე "პროტესტანტი" და ორმოცდათი მიკროავტობუსი იდგა და ელოდა "პროტესტანტებს" რესპუბლიკის მოედანზე… აქციის წინა ღამეს ჩემი ყურადღება მიიქცია დავით სააკაშვილის "სამადლობელომ" -"დიდი მადლობა უმაგრესი გურჯაანიდან ყველა იმ ამომრჩეველს ვინც შანტაჟის, ტერორის და მოსყიდვის მიუხედავად მხარი დაუჭირა ოპოზიციას." ასევე, "დიდი პოლიტიკოსის" დავით ნებიერიძის მიერ შიშით გაჯერებულმა "პოსტმა": "დიდი არჩევანი არა გვაქვს. საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენის ერთად ერთი გზა არის ერთად დგომა და უკომპრომისო ჰიპერაქტიური ბრძოლა. ისეთი აქტიური, რომ ივანიშვილ-პუტინის ტანდემმა ვერ ამოისუნთქოს და ვერ მოახერხოს თავისი გეგმის მეორე ნაწილზე გადასვლა, რომლის დასაწყებად აუცილებელია ოპოზიციის გათიშვა და საპროტესტო მუხტის განელება. არ შეიძლება ტემპის დაგდება და კაბინეტური ბრძოლის რეჟიმში გადასვლა. იმიტომ, რომ მაგ “კაბინეტებიდან” ხელბორკილებით გამოგვიყვანენ, მეთოდურად, ცალ-ცალკე და ღამ ღამობით".

მეორე ტურის შედეგებით უკმაყოფილებას არ მალავენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებიც. დათო ოქიტაშვილმა სოციალური ქსელით ბიძინა ივანიშვილს მიმართა: 
ბატონო ბიძინა!

1. 700 000 ეს ციფრი საარჩევნო კომისიებში მომჯდარმა ნაციონალმა წარმომადგენლებმა შექმნეს!
(ყველაზე არ ვსაუბრობ ვინც თავისი პრაქტიკულად სიცოცხლის ფასად იცავდა ნაციონალების წინააღმდეგ მიცემულ ხმებს!)

2. ეს ციფრი ვაჟბატონმა ვაშაძემ და ნაციონალურმა ხროვამ შექმნა ადრე დაბეჭდილი ყალბი პირადობის მოწმობებით და მათივე შექმნილი სიებით, რომლითაც დღემდე ხდება ხმის მიცემა!
და მესამე და ყველაზე მთავარი!

შეიხედეთ სახელმწიფო სტრუქტურებში, ვინ უზის ახლა ტელევიზორებს და ფრჩხილების კვნეტით შესციცინებს ამ აქციას?

ჩანერგილი ნაციონალები! სახელმწიფო სტრუქტურებში, თანამდებობებზე მომჯდარი ჯალათები, რომლებიც დღეს ვერ გავიდოდნენ აქციაზე, რომ ლუსტრაცია არ მომხდარიყო!
სწორედ მათ და საარჩევნო კომისიებმა შექმნეს 700 000 ნაციონალებისთვის მიცემული ხმა!
ესაა სიმართლე!

გატყუებენ რომ არაა საკმარისი კადრები ქვეყანაში!

ტყუილია, რომ პროფესიონალების ნაკლებობაა სხვადასხვა სფეროში!

ათასობით პროგრესული, თავისი საქმის პროფესიონალი უმუშევარად ზის სახლში! ის ხალხი რომელმაც 9 წელი იომა ნაციონალური რეჟიმის დროს და არ მოუთხოვია თანამდებობები 2012 წლის შემდეგ, ის ხალხი, რომელმაც გარეწარი ჩანერგილების მიერ გაყიდული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო თქვენთან ერთად და ელოდება რომ დასრულდება კოჰაბიტაცია და ქვეყანა დაიწყებს წინსვლას! ის ხალხი ვისაც უყვარს ეს ქვეყანა!" სოციალური ქსელის უამრავი მომხმარებელი ეჭვქვეშ აყენებს "ნაცებზე მიწერილ" 40% და უკმაყოფილებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო. რაც შეეხება ორი დეკემბრის "ხალხმრავალ" მიტინგს სოციალური ქსელის მომხმარებლები ასე აფასებენ" – დედააა 800000 ათასი "რჩეული" ბედაური გამოუყვანიათ ნაცხობას:) ესააა 11 ოპოზიციური პარტიის ნაკრები? ვავაა ნაცებო გახარიამ პოლიცია რო გაიყვანოს და (სუსის ხალხი) + ოპერატორები და ჟურნალისტები აქციაზე ბაჩუკი ქარდავა დარჩება მარტო… გრიგოლ ვაშაძემ, ნაციანალების პრეზომ, რომელზეც თვითონ პატარა ვაშაძე და სააკაშვილი ღადაობენ და კაცის პროვოკაციას ეძახიან, ადგა და მიტინგზე თვალებგადმოკარკლულმა წაუყენა ხელისუფლებას ნაირ-ნაირი მოთხოვნები:

"ეს რა იყო ჰააა, მაიმუნის კლეტკასთან უფრო მეტი ხალხი იდგა დღეს ზოოპარკში; ისე გაბანძდნენ რაოდენობაში, ნუ, ხარისხს არ ვახსენებ, მაგათ კიდე მაზოლზე ფეხი ჭირდებათ? ისე გაბანძდნენ დაჟე რუსთავი- 2-მა ჩაიქნია ხელი და რეალურ სურათს აგდებდა ხოლმე".

"არაორგანიზებული აქციაო და სავსე იყო მარშუტკებით რესპუბლიკის მოედანი და ელბაქიძის აღმართი, პირადობები აფრიალეს და 2 წუთში იუსტიციამ ტყუილში ამხილა, 900-ათასი ვართო და 5000- კაციც ვერ მოგროვდნენ მთელი საქართველოდან და კიდევ ვინმე ენდობით მაგ აფერისტებს?? ნაღდად გაგვიყალბეს ის 40%-იც რა"!

"ესე იგი თქვენი 800000 ფერია და ჩვენი 1200000 არაფერი? "მილიონს ჩემტო" თქვე ჩემის ბერდენკებო. თქვენ რა გინდათ ხელისუფლებაში, თვლა არ იცით დებილოიდებო~ – ვაპროტესტებ არჩევნების შედეგებს!ნაცებს ნაღდად არ აუღიათ 40%! ეგეც გააყალბეს!".

"ნაცების" მიერ "მოპოვებული" 40% მართლაც ბევრ უპასუხო კითხვას ბადებს.

ქეთევან ზარნაძე
скачать dle 12.0