"დრო გვიდგას მით უარესი: პავლედ ქცეული სავლესი"

ივანიშვილმა 5 სვეტიცხოველი რომ დადგას, 5 სამების ტაძარი, 5 არტემიდეს ტაძარი, 5 პირამიდა და ალექსანდრიის შუქურა, "ნაცები" ყველას ერთად დაანგრევენ და დაწვავენ ჰეროსტრატეებივით და კმაყოფილი იქნებიან!

სამწუხაროა, როდესაც მტერი "გულადი" გყავს და უღირსი!
თემმა იცოდა, ვინ იყო "ღირსეული" მტერი, ზურგიდან ღალატით რომ არ მოგკლავდა. ამიტომ არსებობდა "ღირსეული" მტრის ფენომენი.
ღირსეული მტერი იყო ალუდასთვის მუცალი. მამაცმა სალადინმა დამარცხებული ჯვაროსნები დაინდო და მშვიდობით გაუშვა იერუსალიმიდან!
ხოლო შინაური ბოროტი მტერი "მტრისაცა უფრო მტერია", ამბობს სიბრძნე.
ნაცები სწორედ ასეთ დაუნდობელ ბოროტ შინაურ ძალად იქცნენ.
სრულიად განსხვავებული ქართული ეროვნული მენტალობისგან და მორალისგან ანომალიური ქცევით და თვისებებით.

მათ საკუთარ სივრცეში შეუძლიათ გადაიბირონ და გადაიყვანონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ჩაასხა სულში შხამი და ატარონ ასე მოწამლული და შეცდენილი.
რა ეშველება ახლა ჩარკვიანის ქალს, სამუდამოდ რომ გააუბედურეს, კიდევ კარგი, ჯანსუღი ცოცხალი აღარ არის, გაასწრო ამ კოშმარს! თუმცა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ქალიშვილს ამის ნებას ნამდვილად არ მისცემდა!

კიდევ ბევრჯერ გაახვევს ეს ქალბატონი საკუთარ ქმარსაც და სხვებსაც უსიამოვნო ინსინუაციებში.
ჩვენ ვერ ავირიდეთ ნაციონალების ფაშისტურ-სექტანტურ-ჰიქსოსური ხროვა, მათი ცინიზმი და მავნებლობა! მთლიანად "გააფუჭეს" ერი და საზოგადოება, მისი ცნობიერება, ნავთს რომ ჩაასხამ ღვინოში და აღარ იფილტრება…

ამათ არც პრეზიდენტი უნდათ და არც სახელმწიფო! რომელიღაცა პოლიტიკური "ჯუნგლებიდან" მოსულ "ანკლავს" ურჩევნია, რომ აქაც `ჯუნგლები~ იყოს. ამათ არც მონანიება შეუძლიათ, არც აღიარება!

ესენი ქვეყანას არ აგაშენებინებენ!

არ უნდათ, არ დაენახვებათ საქველო კეთილი საქმის მკეთებელი!..
ივანიშვილმა 5 სვეტიცხოველი რომ დადგას, 5 სამების ტაძარი, 5 არტემიდეს ტაძარი, 5 პირამიდა და ალექსანდრიის შუქურა, "ნაცები" ყველას ერთად დაანგრევენ და დაწვავენ ჰეროსტრატეებივით და კმაყოფილი იქნებიან!

არ უნდათ სიმშვიდე (მშვიდობა), სიკეთე, სათნოება, უნდათ რაღაც სხვა: ომი, ფაშიზმი, რევანშიზმი, ანარქია, ქაოსი და ამ ქაოსის მღვრიე წყალში ჭაობის ნიანგივით ცხოვრება და თევზის ჭერა!..

მართლაც საიდან მოვიდნენ და როგორ ჰგვანან ერთმანეთს მათი ქალები და კაცები (ერთი დინოზავრის კვერცხიდან გამოჩეკილივით) მელია-ვაშაძეები, ქალის სათნოებას და ღირსებას მოკლებული სამადაშვილი-დეკანოიძე-კვესიტაძე-სამნიძეები…
საიდან ამოთხარეს ვინმე "ფილოსოფოსი მაჭუტაძე" _ დააჭერენ თითს და ჩაირთვება "ნაწვიმარი ბაყაყივით".

როგორ არიან ყველანი ერთნაირად ბოროტი და დაუნდობლები, სხვა არც კაცი უნდათ და არც _ ქალი! არ ინდობენ ადამიანს, მის ღირსებას.
არ ინდობენ პრეზიდენტად მოვლენილ ქართველ მანდილოსანს, ღვთის ნებით გამოცხადებულს მილიონნახევარი ქართველის ხმით ამორჩეულს!
გამორჩეულს თავისი შარმით, თავისი გენეტიკური და ისტორიული ბედისწერით… სამშობლოზე შეყვარებულს და მონატრებულს, რუსოფილობას სწამებენ, მართლაც რომ რუსის აგენტები, ქართულის არმცოდნე და არმცნობი რენეგატები!..

ამ ნაცისტურ კასტას ღირსეულად არც გამარჯვება შეუძლია და არც დამარცხება!
მახსოვს მათი ველურებივით შემოჭრა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ტრიბუნაზე ჭიქები რომ ამოხვრიპეს… მერე ქვეყანას მოედვნენ მონღოლებივით და ააოხრეს! არ დამავიწყდება, როგორ მიჰქონდა უგულავას ასლან აბაშიძის (აბაშიძეების) ქონება, მანქანები, ზანური თხები, კავკასიური ნაგაზები, დაარბიეს ბიზნესმენთა ქონება და ფერმები, ააფეთქეს ეკლესიები, კოშკები, მონუმენტები…


სამწუხაროდ, დაავიწყდა ეს აოხრება ზოგ-ზოგ ქართველს, მით უფრო კრწანისისა და ბახტრიონის მეომარ კახელთა უმადურობისა და "ვირო, მადლიოს" სინდრომი (ვირუსი) შეეყარათ!

_ როგორ გაამარჯვებინეთ სააკაშვილს ამ ლიბერასტულ-ნაცისტურ, სრულიად არაქართულ ხროვას თელავში?!
მეფე ერეკლეს ქალაქში ერეკლეს მტრებს და მაგინებლებს როგორ მოაგებინეთ, როგორ მოახერხეთ ეს?
როგორ გაამარჯვებინეთ ამ ახალი საუკუნის "ჰიქსოსებს" რუსთავში (რუსთაველის ქალაქში) თქვენ, "ბოსტან-ქალაქელნო?"
ერისთვის კრიზისული დროის შეცდომა, ძალიან სამარცხვინო და საგანგაშო (ანომალიური) მოვლენაა ეს, რაც თელაველთ და რუსთაველთ არ ეპატიებათ!

ნაცებს _ ვაშაძეებს და სააკაშვილებს _ ჰყოფნით უტიფრობა და უზნეობა იმისთვის, რომ "არ ჰყოფნის" სალომე ზურაბიშვილის 20%-იანი უპირატესობით მოგება, მათ არც 90% ეყოფოდათ!
დეკანოიძეების, მელიების და გვარამიების პარტიას და მათ მორალს არ ჰყოფნის მილიონნახევარი ქართველის ხმა, სანამ ეს "ხმები" მათ მთლიანად (ბოლომდე) არ გადაუვლიან!
მათ "კლონირებულ ტვინში" არა აქვთ ეროვნული ინტერესის და ემოციის ადგილი, ჭეშმარიტების უჯრედი…

ისინი შეპყრობილნი არიან ცხოველური შურისძიების (რევანშის) ინსტინქტით და ვერ გამოდიან მათი მამა-მარჩენალის, ჩვენი დროის სამარცხვინო პოლიტიკური შარლატანის "მუცლიდან"!..

და კიდევ, მეოთხე და მთავარი:
ხელისუფლებამ დღესვე (ახლავე) უნდა დაიწყოს საკუთარი მისიის აღსრულება ერის (ხალხის) ინტერესების გაცხადებისთვის ბრძოლა…
უნდა დაძლიოს "შიში" და ეგრეთ წოდებული "უნიათობის" სინდრომი, რომელიც მას მიაკერეს…
და მკვეთრად დაუპირისპირდნენ ყველა ნეგატიურ მოვლენას ერის შიგნით და მის გარეთაც:
_ დაუპირისპირდნენ სატანისტურ ენერგიებს, გარედან მოთვალთვალე სფინქსის ნებას;
_ დაძლიონ ორჭოფობა და შიში, დაიწყონ "პატრიოტთა ალიანსის" წინადადებათა მოსმენა და აღსრულება, მხარი დაუჭირონ მას;
_ დაიკავონ ერის ზნეობრივი სივრცე `სიტყვის აურით~ და პატრიოტული იდეოლოგიით, ზომბირებული, ამორალური გარემოს შესაცვლელად;
_ ამისთვის კიდევ უფრო "გაააქტიურონ" "იმედი" და I არხი;
_ შეუცვალონ საზოგადოებრივ ტელევიზიას ნაცების ნაგუბერნატორალი დირექტორი და მიეცეს ამ არხს სახელმწიფოსა და ერის ინტერესების დაცვის მისია;
_ დაიწეროს დაუყოვნებელი პასუხის გაცემის კამპანია ყოველ ცილისწამებაზე, სიტყვიერ ძალადობაზე, ერის და ეკლესიის შეურაცსყოფაზე, სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე, სახელმწიფოს ობსტრუქციაზე, აჯანყების და გადატრიალების პროპაგანდაზე;
_ შეიკრიბოს რჩეულ ერისკაცთა _ თემთა და უხუცესთა მუდმივმოქმედი დარბაზი (საბჭო, კონგრესი) დაუძახონ მათ, ვინაც გაიყვანეს "ქართული ოცნებიდან";
_ ხელისუფლებამ ტელევიზიის რამდენიმე არხზე დასვას ინტელექტუალური-საკრალური (ქარიზმული) პიროვნებანი, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სახელმწიფოს მართვის კონცეფციას, კულტურულ-ეკონომიკური და ზნეობრივი დაცვის პირამიდას, სამხედრო დოქტრინას;
_ ეს უნდა იყოს სრულიად არაორდინარული, ნიჭიერ პიროვნებათა ქადაგებანი ერის და ხალხის საკეთილდღეოდ და საიმედოდ.

_ ჯარი ხმას არ უნდა აძლევდეს ნაცებს, ჯარი სახელმწიფოს უნდა იცავდეს საკუთარი "ხმით" და იარაღითაც…
_ ემიგრანტები მხარს კი არ უნდა უჭერდნენ ნაცებს, აქ უნდა დაბრუნდნენ და გააცნობიერონ, რა ხდება მათ სამშობლოში!

"ქართული ოცნების" ხელისუფლებას ვეუბნები:
_ ამდენი რამე რომ გააკეთეთ, ააშენეთ. მოხანით, დათესეთ, გზა არხოტშიც კი ჩაიყვანეთ, მუცო აღადგინეთ, "მთის კანონი" მიიღეთ, ერთ ქვეყანას მარტო ივანიშვილის ქველობანი ეყოფოდა "საკვეხად" და საამაყოდ, 80 მილიონი თავზე დააყარა კახელებს და ა. შ.
მაგრამ რომ არავინ არაფერი იცის?! რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო და დაინახა?! ვისი და რისი ბრალია ეს?!

_ დააყენეთ შესატყვისი პიროვნებები თანამდებობებზე! გაუშვით ჯგუფები რეგიონებში, ისტორიულ კუთხეებში, პროვინციებში, ამბის მიმტანი `პილიგრიმები~, ექსპერტები, მეცნიერებათა აკადემია, მწერლების და ხელოვანთა ექსპედიციები. მიიტანეთ ხალხამდე სიტყვა და სიმართლე!

_ ხალხამდე მიიტანეთ ის სიკეთე და პირობა, რასაც აკეთებთ და რაც უნდა გაკეთდეს და დაიწყეთ კეთება!

_ დასვით ტელევიზიებში `ქადაგი~, ორატორი, მესიტყვე ადამიანები და ალაპარაკეთ; აჩვენეთ ფაქტები ვიდეო-ფილმებით. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, თქვენ გაქვთ ფული, თქვენ გაქვთ საკონსტიტუციო ძალაუფლება და წყალში ყრით ამ ძალაუფლებას და უპირატესობას! თავზე ისხამთ და თავზე ასვამთ ერს სააკაშვილის ნაძირლებს…
ეს უნდა დამთავრდეს!

კობა არაბული
მწერალი, ეთნოლოგი

скачать dle 12.0